მილტონ ჰეიგი: ჩვენს სამშობლოში ახლა ყველა ბედნიერი და ამაყია
ნამატჩევს პირველივე კითხვა რაც ჰეიგს ჟურნალისტებმა დაუსვეს ბოლო წუთებზე მასპინძლების ეგრედ წოდენულ ცრუ შერკინებას ეხებოდა, რაზეც ჰეიგმა უპასუხა:

„რა თქმა უნდა ეს შედეგი გულდასაწყვეტია. სულ რამდენიმე ქულა დაგვაკლდა, მაგრამ რაც არის, არის. ახლა ისღა დაგვრჩენია მომხდარს სწორი შეფასება მივცეთ. რაც შეეხება ბოლო წუთების მოვლენებს, არ ვაპირებთ, რომ ამას მსვლელობა მივცეთ. არ ვაკნინებ მას, ვინც ასე მოიქცეოდა, თუმცა ჩვენ ამას ვაპირებთ“.

მანამდე იგივე კითხვით პრესკონფერენციაზე უელსელების თავკაცს უორენ გეთლენდს მიმართეს, რომელსაც ბორჯღალოსნებთან 13:6 მოგების შემდეგ მედიასთან თავის მართლება მოუწია, რადგან მას ჟურნალისტებმა შერკინებაში წესებით მანიპულირებაზე კითხეს:

„ჩვენც უხერხულად ვიგრძენით თავი. ლიონ ბრაუნი ტაქტიკური მოსაზრებით შევცვალეთ, თუმცა ვიცოდით, რომ მას პრობლემები ქონდა. ყვითელი ბარათის შემდეგ, მისი დაბრუნება ექიმმა აგვიკრძალა. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი მხრიდან მანიპულაციას ადგილი არ ჰქონია“.

მატჩის საერთო სურათის შეფასება კი ასეთი იყო:

„თავი ძალიან კარგად დავიცავით და შეტევაშიც კარგები ვიყავით, შერკინებაში ჩვენი დომინირება სიახლე არავისთვისაა, ბოლო წუთებში შეგვეძლო შედეგისთვის მიგვეღწია. შარშან შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ, ჩვენი თამაშის ხარისხი აშკარად გამოსწორებულია. ეს იყო მაღალი ტემპის შეხვედრა და ჩვენ ამ ტემპს ალღო სწრაფად ავუღეთ, რითიც კმაყოფილი ვარ. რაც უფრო მეტი ასეთი დონის შეხვედრა გვექნება, ჩვენი შედეგები მით უფრო გაუმჯობესდება“.

ახალ ზელანდიელ სპეციალისტს კითხეს, საკმარისი იქნება თუ ბორჯღალოსანთა ეს თამაშის ექვსი ერის ხელმძღვანელობისთვის საკუთარ შესაძლებლობებში დასარწმუნებლად:

„თუ მოგვეცემა უკეთესი თამაშები, ჩვენც უკეთეს რაგბს ვითამაშებთ. ეს შემდგომი ფურცელია და წესით ასეც უნდა გაგრძელდეს“ - იყო ჰეიგის პასუხი, რომელმაც ქართველი გულშემატკივრის მოლოდინებზეც ისაუბრა:

„ჩვენ ჩვენს მშობლებს, ოჯახის წევრებს და რაც მთავარია ქომაგებს, მთელს ქვეყანას ვაჩვენეთ, რომ ასეთ ტემპში თამაში შეგვიძლია. ეს მათ ჩვენით სიამაყის კიდევ ერთ შესაძლებლობას აძლევს. მერწმუნეთ, ჩვენს სამშობლოში ახლა ყველა ბედნიერი და ამაყია. შედეგით რა თქმა უნდა უკმაყოფილოები ვართ, მაგრამ ბიჭებმა სული და გული ჩადეს ამ თამაშში და გაიღეს ყველაფერი, რათა სამშობლოში მათით იამაყონ“.

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით

iiiiiiiiiiiiiiiiiiii
მალე სკოლებში სპორტულ გაკვეთილად იქცევა და მერე ვნახოთ
frrr
ალბათ აჯიმუშკაის კატაკომბებიდან უყურებდი თამაშს და შოტლანდია გეგონა! წყურვილმა იცის!
tazo
A-ს ფისი ქენი და ნანაში

ყოჩაღ ბიჭებო,თქვენით ვამაყობთ.
ნინი
უაზრო კომენტარებს ნუ აკეტებთ,ბიჭები იყვნენ უზადოები.რაც მიწინააღმდეგის მესვეურებმა იკადრეს, ნამდვილად ცამარცხვინოა.რაც შეეხებაბ ჰეიგს-ეს არის ჰეიგის გვარით დაბადებული ჭეშმარიტი კართველი.გთხოვთ რაგბის მესვეურებს-არ გაუშვათ ეს კეთილი იკაცი საკართველოდან ,რამეთუ ,ვიცი ,რომ მას ჭეშმარიტად უყვარს საკართველო
ზურა
შოტლანდია კი არა ლაპლანდია:)
888
მოაშორეთ ობოლაძე.ვერ ატყობთ,რომ რაგბის გაგებაში არ არის?რაგბის კი არა სპორტის.
კახა
კაი, ბატონო!! აბა, ჩავიცვათ ძაძები და დავიხოკოთ სახეები!! რა უნდოდა, კაცო, უელსთან მოგებას და საერთოდ, არ დავინახო, ვინმესთან წააგონ ან მოიგონ მცირე ანგარიშით!!!!!!!!!!
A
ჩვენს არა კვახი... ჟურნალისტის პიარიიიი
zas.
შენისთანა ბოღმა როჟები მიფრთხილდით სადმე არ გადამეყაროთ,სილა არ აგცდებათ დარწმუნებული იყავი
მიროსან
ჯანსაღი ამბიციის გარეშე ვერც ვერაფერს მიაღწევ! და ჩვენი ბიჭების პროგრესის ფონზე რატომაც არა რო...
Geno
უელსს ვეთამაშებოდით და შოტლანდიელებს ვაჯარიმებდით?)))
dato
მაინც დამწყდა გული შედეგზე. მოედნის ცენტრში რამდენჯერ დავაჯარიმეთ შოტლანდია შერკინებაში, მატჩის ბოლოს კი 2-ჯერ მათ ლელოს ხაზთან ვერ ვივარგეთ. ცოტა მეტი სისწრაფე რომ გვქონდეს, ნამდვილად თანაბარ დონეზე შევძლებთ მათთან თამაშს.
tazo
,,ჩვენს სამშობლოში ახლა ყველა ბედნიერი და ამაყია,,--გაიხარე მილტონ,ოქრო კაცი ხარ! ბარე ორი ქართველი არ თვლის საქართველოს სამშობლოდ შენ კი სამშობლოო ამბობ და ქართულ საქმესაც აკეთებ!მადლობა და გაიხარე!
gio
ამას საპასუხო შეხვედრის სუნი ასდის თბილისში 2018ში!
gio
მეც ასე ვფიქრობ. ჩვენმა შერკინებამ ისე როგორც უელსს დამართეს უნდა სიქა გააცალოს მოწინაგმდეგეს. შემდეგ კი უკანა ხაზმა უნდა ივარგოს და შეიძლება ყველაფერი მოხდეს.
tazo
გენაცვალეთ ბიჭებო!ლომები ხართ!მე მართლაც რომ ამაყი ვარ თქვენით!ერტ რამეD ღირდა გაოგნებული,დადუმებული უელსელების ყურება:)):))
tazo
რბილად რომ ვთქვა ,,ვაი შენს პატრონს,კვერცხო,,
batono
ტრადიციული ქართული თვითგვემა ჯობია? ყველაფერში და ყოველთვის ჩვენი ნაკლი ვამტკიცოთ? კარგად ითამაშეს, აბა რა ქნეს!
Milton
მაგარი კვერცხი ხარ
კახა !
ან გვარნაყიდი ხარ , ან სააკას *ინკუპატორში* გამოზრდილი ქარტველთმოძულე !
Ukleba
Ram gagabirita giorgi. Imedia mxolod ragbtan dakavshirebit xar aseti aralogikuri tore asakshi cudi fiqrebi shemogitevs. Tavs gaufrtxildi megobaro
N
1. დაგეგმვა არ მითქვამს. ვიფიქროთ–მეთქი, მოგიწოდეთ. 2. ჩვენც წინ ორი წელი გვაქვს გასაძლიერებლად!
გიორგი
ტრადიციული ქართული უაზრო თვითკმაყოფილებ-კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ..
giga
ესე მარტივად ვერ დავგეგმავთ, უელსი მსოფლიო ჩემპიონატზე ბევრად ძლიერი შემადგენლობით იქნება
123
ეგ ჰეიგმა თქვა
rugby
უელსი არის კვახი, ჩვენ ველით იაპონიაში და გზაში პამპერსი ჩაიცვან. ისე რაგბის ბოსებმა ჯობს წესებში ცვლილებები შეიტანონ.
rugby
უელსი არის კვახი, ჩვენ ველით იაპონიაში და გზაში პამპერსი ჩაიცვან. ისე რაგბის ბოსებმა ჯობს წესებში ცვლილებები შეიტანონ.
nnn
კი არ ვჭიდაობდით შერკინებებს ვიგებდით რაც რაგბის ერთერთი კომპონენტია და ვინც რაშია ძლიერი იმას იყენებს
goga
უელსის უძლიერესი ნაკრების მწვრთნელი რომ იტყვის:საქართველოსთან თავი კარგად დავიცავითო, ამაზე დიდი სიამოვნება და ბედნიერება რა უნდა იყოს ქართველი რაგბის გულშემატკივრებისთვის!!!!
ლევანი
გეთანხმები!
N
გამოდის, რომ შეგვიძლია ვიფიქოთ მსოფლიო ჩემპიონატზე უელსთან მოგებაზე. თუ ასეა, რა გვიშლის ხელს, რომ ასევე ვიფიქროთ ავსტრალიასთან მოგებაზეც?! გამოდის, რომ ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაზეც კი შეგვიძლია ვიფიქროთ!!!
გიორგი 61
მაგრათ ითამაშეს ჩვენებმა. განსაკუთრებული მადლობის ღირსია მილტონ ჰეიგი. ბრავო! აი უელსს უნდა სრცხვენოდეს. რაც მაგათ ბოლოს იკადრეს,მაგას წაგება ერჩივნათ. ყოველთვის პატივს ვცემდი უელსის ნაკრებს და ეხლა მე მრცხვენია მაგათ გამო. ორშაბათს ნახეთ რას გადაუვლის ბრიტანული პრესა მაგ არასპოტული საქციელის გამო. კიდევ ერთხელ ბრავო!
თბილისელი
ალბათ მართლა იქნებ ჯობდა თამაშის გაშლა ბოლო შერკინებებში, მაგრამ „მელიტონ ბიძიას“ უნდა ვენდოთ. თუ უცხოელებისათვის სიცოცხლეში შეიძლება ქუჩაზე სახელის დარქმევა (რომლის მაგალითი გვაქვს), იქნებ ხეიგსაც ვცეთ ეს პატივი.რაც შეეხება ბიჭებს - ყოჩაღღღღღღღღღღღღღ! მთელ თამაშად ღირდა 2 მომენტი ბოლო წუთებზე: 1.გუნდმა აცვენა რომ მცირე სხვაობით წაგებისთვის არ ჩავიდნენ და ჯარიმები არ დაარტყეს. 2. არ დამავიწყდება უელსელი მწვრთნელების სასოწარკვეთილი სახეები
ასეა ეეს!
ეს ობოლაძე მოაშორეთ რაგბს და თუ უნდა ლგბტ ფეხბურთელებზე იბჟუტუროს რამდენიც უნდა. საქართველო-კანადის მატჩის დროს ნიაზ მამრიკაშვილს ძალიან კარგ ასისტირებას უკეთებდა, სახელი არ ვიცი,სამწუხაროდ, ის ბიჭი, ყველა მომენტებს ხსნიდა გასაგებად. ხალხო, გაითვალისწინეთ, რომ რაგბს უკვე მთელი ოჯახებით უყურებენ და წესები ყველამ არ იცის. ამიტომ კვალიფიციური კომენტატორებია საჭირო.
dato
გეთანხმები რომ ხელით თამაშში სუსტები ვართ, მაგრამ ყველა გუნდი ინდივიდუალურია და შესაბამისად ყველას თავისი კოზირი აქვს რითიც აღწევს შედეგს, ასე რომ ექვს ერში რა გვესაქმებაო ეგრე ნუ იტყვი
asea es
shen megobaro axali dawyebuli gaqvs rogorc chans ragbis yureba. 5 wlis winandel ragbs tu gadaxedav, mxolod chidaoba mashin unda genaxa, am tamashs rac sheexeba, xshirad chavatamashet kargad xelshi da didi sxvaobaa warsultan
კარგი გუნდი გვყავს.
მილტონის სიტყვებზე ცრემლები მომადგა. ლომები ხართ ბიჭებო. მადლობა თქვენ თავდადებისთვის.
beqa
მართალია რაგაცეები დასახვეწი გვაქვს, მაგრამ ეს ყველაზე უკეტ მილტონმა იცის. ხოლო ის რაც ბოლო 12 წული ხდებოდა მიანიშნებს იმაზე რო ხშირად თამაშს მაინც ვიმსახურებთ, თუ 6 ერს არა. დარწმუნებული ვარ 6 ერში რომ მიგვიღონ 2 სეზონის შემდეგ მაGალი მიზნისთვისაც ვიბრძოლებთ
nnn
რაც უელსმა იკადრა იმას ზოგადად რაგბში არ კადრულობენ ბრძოლიდან გაიქცა
nnn
კი არ ვჭიდაობთ შერკინებას ვიგებთ რომელიც რაგბის შემადგენელი ელემენტია რაც შეეხება ექვს ერს იგი კომერციული ტურნირია და წინა პლანზე კომერციული ინტერესებია საქართველო რომ იყოს 50 მილიონიანი ქვეყანა და 50000 სტადიონს ვავსებდეთ უკვე მათ რიგებში ვიქნებოდით
Irakliy
ასეა ეს-ს არ გესაქმება და დაეტიე სახლში. ვისაც გვესაქმება, ისინი გაგვატარე
ვვვ
და სად ვისწავლ'ოთ, შვილ'ო, დათა?
ასეა ეს
სიმართლე ისაა რომ ხელით თამაშში სუსტები ვართ,ამიტომაც ბოლომდე ძალისმიერი შეტევით გვინდოდა ლელოს დადება.განსხვავება ტოპ გუნდებსა და ჩვენ შორის სწორედ იმაშია რომ ჩვენ ვჭიდაობთ და ისინი თამაშობენ.სანამ კომბინაციურ ხელით თამაშს არ ვისწავლით 6 ერში არაფერი გვესაქმება.
პაატა
გენაცვალე მელიტონ მაგარი კაცი ხარ!!! რაც შეეხება შერკინების ამბავს, 100%-იანი მანიპულაცია იყო და უელსელი გულშემატკივარი სტვენით შეხვდა იმ ფაქტს რომ საკმაოდ დიდი დრო მოანდომეს ამ "ტუფტა" გდაწყვეტულების მიღებას! მათი გულშემატკივარი მაგარ რაგბს არის მიჩვეული და მათთვის ასეთი ხრიკებით ფონს გასვლა მიუღებელი იყო, თუმცა რა საკვირველუა ლელოს არ მიღება ერჩივნათ:) მაინც ჩემს აზრზე ვარ რომ ბოლოში უნდა გაგვეშალა თამაში და ლელოს დავდებდით!:)
გგ
ბიჭებო არ აღელდეთ და იდარდოთ წაგების გამო. ყველა გულშემატკივარი თქვენით ამაყობს
We Talk Rugby: საქართველოს ნაკრებს იტალიის დასამარცხებლად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში?
რიჩარდ ქოქრილმა ბორჯღალოსნებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა - ვინ შეცვლის ინგლისელს?
რაგბის ფედერაცია ქოქრილის შეცვლას გეგმავს - კანდიდატი ცნობილია
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
"ბორჯღალოსნები" | უელსთან მატჩისწინა პრესკონფერენცია
"ბორჯღალოსნები" | უელსთან მატჩისწინა პრესკონფერენცია
საქართველოს ნაკრები უელსთან ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]
რაგბის ფედერაცია ქოქრილის შეცვლას გეგმავს - კანდიდატი ცნობილია
[VIDEO] რა ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან - საქართველოს ნაკრებმა იაპონიასთან დასანანი მარცხი განიცადა
იოსებ ტყემალაძე: მოგვეცით საშუალება ასეთ ატმოსფეროში ხშირად ვითამაშოთ
"წითელი ურჩხულები" ინგლისის წინააღმდეგ შემადგენლობას არ ცვლიან
უორენ გეთლენდს ნოემბერში სკალპის აღება უნდა
რიჩარდ ქოქრილი: წაგება ჩემი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ჩვენმა გუნდმა კარგად ითამაშა
"ბორჯღალოსნები" | დასკვნითი მატჩი ჯგუფის ლიდერ უელსთან
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
რიჩარდ ქოქრილმა ბორჯღალოსნებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა - ვინ შეცვლის ინგლისელს?
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა დასკვნითი მატჩისთვის
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
We Talk Rugby: საქართველოს ნაკრებს იტალიის დასამარცხებლად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში?