თბილისის "დინამოს" პრეზიდენტის, რომან ფიფიას მრჩეველი ლევან სალუქვაძე გაზეთ "ლელოსთან" საუბარში გუნდის სამომავლო გეგმებზე საუბრობს
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტის, რომან ფიფიას მრჩეველი ლევან სალუქვაძე გაზეთ "ლელოსთან" საუბარში გუნდის სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

სალუქვაძემ აღნიშნა, რომ მთავარ მწვრთნელ კახა კაჭარავას ხელმძღვანელობის სრული ნდობა აქვს და მუშაობას აგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის "დინამო" ეროვნული ლიგის ბოლო ტურში ქუთაისის "ტორპედოსთან" შინ დამარცხდა, რომლის შედეგადაც ჩემპიონები ქუთაისელები გახდნენ.

- 15 წლის შემდეგ ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ჩემპიონია [VIDEO]

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- სანამ სეზონის შეფასებაზე გადავალ, მინდა, ქუთაისის "ტორპედოს" თხუთმეტწლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მოგება მივულოცო. ამასთან, ვუსურვებ გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე საქართველოს პრესტიჟის ღირსეულად დაცვას...

რაც შეეხება სეზონის შეფასებას, ალბათ, უპრიანი იქნება, თუ ბოლოდან დავიწყებთ.

"ტორპედოსთან" შეხვედრა სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა და ჩვენ ახლა, როგორც იტყვიან, ცხელ გულზე ვსაუბრობთ. ყველამ ნახეთ, რა ლამაზი და დაძაბული შეხვედრა გამოვიდა. თბილისის "დინამოს" ძალიან დიდი შანსი ჰქონდა იმისა, რომ ჩემპიონი გამხდარიყო, მაგრამ... რას ვიზამთ... ამ შემთხვევაში, იღბალი არ იყო ჩვენს მხარეს...

- რა თქმა უნდა, "დინამო" ქართულ საფეხბურთო სივრცეში მუდამ პირველობისთვის იბრძვის, მაგრამ სეზონის დაწყების წინ, ხოლო შემდეგ, ზაფხულში, კიდევ უფრო გაახალგაზრდავებული გუნდისგან ასეთ შედეგსაც არ ელოდა ბევრი...

- სეზონის დასაწყისში "დინამო" გაახალგაზრდავდა ჩვენი კლუბის ახალი სტრატეგიიდან გამომდინარე, რომელიც გულისხმობს აქცენტის გადატანას ჩვენი საკლუბო აკადემიის აღზრდილებზე. ბევრი სპეციალისტი და, მათ შორის, თქვენი კოლეგაც მიიჩნევდა, რომ არათუ ჩემპიონობისთვის ბრძოლა, უფრო მოკრძალებული მიზნების მიღწევაც გაჭირდებოდა.

ალბათ, საქართველოს ჩემპიონატის დაწყებამდე ვინმეს რომ ეთქვა, "დინამოს" ჩემპიონობის ბედი ერთ დარტყმაზე იქნება დამოკიდებულიო, არავინ დაიჯერებდა. კლუბის მთელმა პერსონალმა, სამწვრთნელო შტაბმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ "დინამოს" ბოლო ტურამდე ჰქონოდა საჩემპიონო შანსი...

კლუბის პრეზიდენტს, ბატონ რომან ფიფიას არც საჯაროდ და არც უშუალო შეხვედრების დროს სამწვრთნელო შტაბისთვის მიზნად არ დაუსახავს ჩემპიონის ტიტულის უპირობოდ მოგება. ეს იმიტომ, რომ მიმდინარეობდა ყველასთვის ცნობილი გაახალგაზრდავების პროცესი. მერე და მერე, როცა მთელი ჩემპიონატის განმავლობაში გუნდი ლიდერობდა, თავისთავად გაჩნდა ამის სურვილი...

რას ვიზამთ, მოხდა ის, რაც მოხდა. როგორც ჩანს, ჩვენს ახალგაზრდა ფეხბურთელებს სჭირდებათ ასეთი გამოცდილება, რათა კიდევ მეტი ისწავლონ და წარმატებით ითამაშონ როგორც "დინამოში", ისე საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ თუ ეროვნულ ნაკრებში.

ვინ წარმოიდგენდა, რომ გადამწყვეტ შეხვედრაში ტრავმების გამო დაგვაკლდებოდნენ ბაქარ ქარდავა და გიორგი ზარია, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა თოთაძე კი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებდა "ტორპედოსთან" მატჩს...

- თავად ისაუბრეთ იმ მიზეზთა ნაწილზე, რის გამოც სამწვრთნელო შტაბს, ალბათ, უფრო ქების სიტყვები ეკუთვნის, ვიდრე საყვედური. რამდენად დიდია კახა კაჭარავასა და მისი შტაბის ნდობის ვოტუმი?

- ჩვენ უკვე შევაფასეთ განვლილი სეზონი და სრული პასუხისმგებლობით უნდა გითხრათ, რომ კახა კაჭარავას და ფიზმომზადების უკრაინელ მწვრთნელ ვიტალი შპანიუკს სრული ნდობა აქვთ კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან. ასე რომ, კაჭარავა აგრძელებს თავისი მოვალეობის შესრულებას.

- ამას წინათ, კლუბის პრეზიდენტ რომან ფიფიას ვესაუბრეთ. მან თქვა, რომ საევროთასოდ გუნდს წერტილოვნად გააძლიერებს ისეთი ლეგიონერებით, რომლებიც "დინამოს" ევროთასებზე წარმატებით ასპარეზობაში დაეხმარებიან...

- დიახ, ასეა, ოღონდ ეს საკითხი დღის წესრიგში უფრო ევროთასების წინ დადგება, მანამდე კი ნახევარი სეზონია სათამაშო. ეს დრო გვაჩვენებს, რომელ ფეხბურთელებს შეგვიძლია დავეყრდნოთ ბოლომდე.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ Lelo.ge-ზე

temida
წერტილოვნად გაძლიერებული გუნდი მძიმედ ითამაშებს
gela gloveli 568825305
lashamax-ს, პირდაპირ გიცხადებ, რომ შენ ხარ პარანოიკი, ან მოლანდებები გაქვს და ანდა თვითონ ხარ მოგზავნილი, მე პირადად ვიცი ფიფიას დიდი სიყვარული დინამოსადმი, ჩემი ტოლი ბიჭია და ჩემი თაობისთვის "დინამო " დიდი სიყვარული იყო, საკუთარ ახლობლებსაც არ ინდობდა და გაშვებული ყავს გუნდიდან ძირითადის ფეხბურთელი, ვარჯიშისადმი არასერიოზულად დამოკიდებულებისათვის, რაის რუსი ბიჭო? მასე რომ იმსჯელო ამერიკელი და ფრანგი უფროა(საფრანგეთში უფრო ხშირადაა და ამერიკაში), ვიდრე რუსი. შენ პირადად რა გაქვს მსგავსი გაკეთებული საქართველოსთვის ან შენი საახლობლოდან ვინმეს, რაც ამ კაცს აქვს გაკეტებული, ფულს დაანებე თავი და გარდა ფულით გასაკეთებელისა ჩამოთვალე, მიდი აბა გელოდები, თუ დაინტერესდები დამირეკე და უკეთ აგიხსნი დეტალებს.........
Grisha
ფიფოს ერთგული ყმა სალუქვაძე!
odala
ბოლოს ვის აჩვენა მსაჯმა წითელი? თქვით რა ამ სამარცხვინო ფეხბურთელების სახელები. ამ ვითომ ფეხბურთელების გამოა ხალხი რომ არ აქცევს ყურადღებას ჩემპიონატს - მხოლოდ ბლატაობა-უზრდელობა რომ იციან და არა თამაში.

ძალიან კარგადაც გაიგო. და ეს წერტილოვანი გაძლიერებები სად შეიმჩნევა? გუნდი 10 ქულით წინ რომ არის და ბოლოს კონკუტენტთან გადამწყვეტ მატჩსაც რომ წააგებს, იმაში? ნაურუდან და სამოადან მოყვანილებს თუ ეძახის არ ვიცი.
roma
ირანში გაყიდული ფეხბურთელები მეტყველებს იმაზე რომ ფიფიას ფეხბურთი საერთოდ არ უყვარს და არც ფეხბურთელები. დარწმუნებული ვარ იმ ახალგაზრდებს ვისაც აწინაურებენ მთავარ გუნდში და თამაში არ გამოდის ისე როგორსაც მისგან ელოდებიან რომ მერე 2 კაპიკად ირანელებს მიყიდონ, ასეთ ბიჭებს დედას აგინებენ რომ რატომ ვერ თამაშობ ისე რომ სადმე გაგყიდოთო. ასე რომ დინამო ფიფიას გარეშე უკეთესი იქნება დამიჯერეთ.
ლადო
ეს კაცი ახალგაზრდული ნაკრების სამარცხვინო გამოსვლას კარგად და ობიექტურად აკრიტიკებს ტელეეკრანიდან და დინამოს სამარცხვინო მდგომარეობაზე რაღაც შერბულებულად საუბრობს. 1 - როცა ამბობ გუნდის გაახალგაზრდავება მიდიოდაო, გადახედე ვინ გაუშვით შუა სეზონის დროს. არაბული, პაპუნაშვილი, ლოჩოშვილი, ჩაკვეტაძე.. არცერთი არაა 23 წელზე მეტის. 2 - როცა ამბობ რომ პრეზიდენტმა ჩემპიონობა არ დაუსახა გუნდს მიზნადო, მანდ უნდა ადგე და წახვიდე. როცა თბილისის დინამო ხარ, აქ ყოველ მიზეზს გარეშე პრიორიტეტი ჩემპიონობა უნდა იყოს, მითუმეტეს ამ სამოყვარულო ჩემპიონატში. თუ რა გინდათ დავიჯეროთ რომ აქ ვერ ვიგებთ და ევროპაზე დავგლიჯავთ ყველაფერს? ფიფიას მოსვლის მერე დინამოს არსებობის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგები აქვს და ვიძახოთ ბაზა ხო გააკეთაო და ვიყოთ ბედნიერები. :))
ოთარი
ვერ გაიგო ამ ფიფიამ რომ ეს წერტილოვანი გაძლიერებები არ მუშაობს - არასოდეს არ უმუშავია და არც ახლა იმუშავებს - იმიტომ რომ შეთამაშებას უნდა დრო რა არის ამაში რთული გასაგები ? - ეს კომპუტერი ხო არაა ახალი ვიდეო კარტა დააყენო და უკეთ იმუშაოს ?
status quo
ჰო,ფიფია იყიდის ეხლა ერთ-ორ მესამეხარისხოვან ფეხბურთელს ხურდა ფულით და ,,გააძლიერებს" დინამოს...ჰიჰიჰიჰი...
აცა
რომანმა, ლევანამ და მათმა აფსონებმა, თავი რომ დაგვანებოთ ნაღდ გულშემატკივრებს არ მოსულა? ვის რაში ჭირდება ვიღაც მრჩეველ-კოეფიციენტიშიკის თუ მოთამაშის (მათ შორის წელევიზიიდანაც)ბჟუტური. ჩვენ გვინდა შედეგი და არა ამათი .....ბაის მოსმენა და კითხვა.
ლენსტალბერგ კუტალია
goga-ს კომენტარის ჩემეული ინტეპრეტაცია, რომელიც ზუსტად ასახავს goga-ს კომკავშირულ სულისკვეთებას. - ამხანაგო რომან, ამხანაგო ლევან, ჩვენ გვჯერა თქვენი, თქვენ ხართ შეუცვლელი ადამიანები, ადამიანები რომელმაც ააღორძინა "დინამო" და მომავალში უფრო მაღალ სიმააღლეებზე აიყვანს მას. წინ კომუნიზმისაკენ. ურა, ვაშა, მრავალჟამიაერ"!!!!!!!!!!!!!
lashamax
ფიფია არის რუსი ბიზნესმენი, შეიძლება ითქვას ფსბ აგენტი. მაგის მიზანი არ არის დინამოს აღორძინება. დავალება აქვს მოკლას ქართული ფეხბურთი და იყოს სულ ასე გაფარჩაკებული. დინამო ყოველთვის იყო ქართული ფეხბურთის ფლაგმანი და მის წარმატებაზეა დამოკიდებული ჩვენი ფეხბურთის აღორძინება და სწორედ დინამოს კლავენ. იგივე შემთხვევაა ხელისუფლებაში. ესენი არიან ტიპიური აგენტები, რომელთა მიზანია საქართველო როგორც სახელმწიფო არ შედგეს. და იყოს სულ ასე სხვაზე დამოკიდებული
levani
გაანადგურეთ დინამო თქვე არაკაცებო....რომან დაბრუნდი სოფელში და თხები მწყემსე....
კკკკ
წერტილოვანი გაძლიერება ერთი თამაშისთვის და დამთავრდა ევრო თასიც. ვაი რა გეშველებათ. შემაძულეთ ფეხბურთი.
goga
ბატონო ლევან, ბატონო რომან გვჯერა თქვენი, დარწმუნებული ვარ გულით გინდათ დინამოს წარმატებები, ყველაფერი უკეთესად იქნება, წარმატებები ახალ სეზონში, საქართველოს ჩემპიონატშიც და ევროტურნირებზეც. საქართველოს საუკეთესო გუნდი ყოველთვის დინამო იქნება!
არტაგი
დინამოს დამარცხება მთლიანად კლუბის ხელმძღვანელობის სინდისზეა!!!...ვინ, ვინ და ისინი ნამდვილად არ არიან დინამოს გულშემატკივრები. იმდენი მოახერხეთ, რომ დინამოს ჩემპიონობა დააკარგვინეთ!!!...ვწუხვარ კიტეიშვილისთვის! მაგრამ მჯერა ოთარი ძლიერი ახალგაზრდაა და დაძლევს ამ ფსიქოლოგიურ ტკივილს...
gio
დინამო არის ძალიან არასტაბილური გუნდი ფაქტობრივად ყოველ სეზონს გუნდი ხვდება ახალი შემადგენლობით და ახალი მწვრთნელით ამ მიდგომით და ასეთი სატრანსფერო პოლიტიკით ეს გუნდი ვერასდროს ვერ მიაღწევს ვერაფერს და ჩემპიონობაც ტორპედოს უფრო მეტად ეკუთვნოდა ვიდრე დინამოს რადგან ტორპედომ ყველა ის თამაში მოიგო რაც უნდა მოეგო,ხოლო დინამომ ეს ვერ შეძლო და ტორპედო მეტ ნაკლებად უფრო სტაბილური და შეთამაშებული გუნდია ვიდრე დღევანდელი დინამო ნიჭიერი ახალგაზრდები ჰყავს დინამოს მაგრამ დარწმუნებული ვარ ახალ სეზონში ამ ბიჭებს 90% აღარ იქნება დინამოში და ისევ ახალი შემადგენლობით დაიწყებს გუნდი გამოსვლას.
123
სანამ ბიჭებს გაყიდიდნენ დავიწყე სტადიონზე სიარული მეგობრებთან ერთად იმდენად მომწონდა თამაში, ესე რო გაგრძელებულიყო სტადიონიც გაივსებოდა და გუნდიც წარმატებებს მიაღწევდა. კოვტალყკისნაირი წერტილოვანი გაძლიერებით ვერაფერს მიაღწევთ. დინამო ეროვნული გუნდია და ვალდებულები ხართ, მარტო სარფიან გარიგებებზე კი არა, მის წარმატებაზეც იზრუნოთ.
ირაკლი
კლუბს რომ შედეგი ჰქონდეს ოდესმე, ეს რატომ არ შედის სტრატეგიაში და გაახალგაზრდავება რატომ შედის, ამას ამიხსნის ვინმე? ბოლოსდაბოლოს გამიგია გაახალგაზრდავება და მერე ახალი გუნდისგან შედეგის მიღება, მაგრამ თუ ოდნავ გამორჩეულ ფეხბურთელზე ეგრევე ფულს გააკეთებ, ამას რატომ ქვია სტრატეგია, ეგ გაუგებარია. ფიფია მოშორდეს დინამოს, მადლობა რაც გააკეთა იმისთვის, მაგრამ ან მიხვდეს რომ შედეგია მთავარი (ევროტურნირებზე პირველ რიგში), ან წავიდეს და მიყიდოს გუნდი სხვას,ვინც გულით და მუღამით (რასაც ვერანაირად ვერ ვატყობ დინამოს ხელმძღვანელობას) მოეკიდება ამ საქმეს
დათო
გაახალგაზრდავება არისო კლუბის ახალი სტრატეგიაო ??? მაშინ აგვიხსენით ბატონებო რატომ ყიდით ნიჭიერ და ჯერაც ჩამოუყალიბებელ ფეხბურთელებს კაპიკებად??? თანაც გენტისა და კიევის დინამოს დუბლებისთვის იმეტებთ . ამათი ზღაპრების კლუბის განვითარებასთან დაკავშირებით კიდევ ჯერა ნეტა ვინეს ???
დათო
ფიფიას და მის მრჩევლებს არავითარი სტრატეგია არ გააჩნიათ, არც აინტერესებთ კლუბის განვითარება . ეს გაახალგაზრდავება უსასრულოდ გაგრძელდება , ჩაკვეტაძე , ლოჩოშვილი და სხვები ....... ნუთუ ახალგაზრდები არ იყვნენ ? სად გაუშვეს ან რატო? თუ ნიჭიერ ახალგაზრდებს აქეთ უნდა ეძებდნენ ??? ფულს აკეთებენ ამ ახალგაზრდების კარიერის არევის ხარჯზე დანარჩენი არც არაფერი არ აინტერესებთ ...
დათო რუსთავიდან
ვის უნდა დაეყრდნოთ ? სასაცილოა ასეთი აზროვნება კლუბის პრეზიდენტის მრჩევლისგან ... ვინცა ცოტა მაინც გაფაფხურდა ეგრევე გაყიდეთ დაბალი დონის გუნდებში, არადა აქეთ უნდა მოგყავდეთ ნიჭიერი ფეხბურთელები . თავი დაანებეთ გულშემატკივრის მასხრად აგდებას !!! ამიტომაც აღარ დადის გულშემატკივარი თქვენს თამაშებზე და არც ივლის სანამ თქვენნაირად მოაზროვნეების ხელში იქნება კლუბი ....
zura
გოლის გამტანები დაყიდეთ და ეგეთი პირიც უჩანდა დინამო ჩემპიონი ვეღარ გახდებოდა... თუ გუნდი უნდა ფიფიას მიხედოს მაგრამ ეგ სავაჭროდაა დინამოში!
saki
ლევან, მიდი რა თუ ძმა ხარ, ტოტალიზატორებს და სტავკებს მიაწექი, იქ უფრო ლოგიკაში ჯდები.
moris
ამ ყოვლისმცოდნე სუბიექტისაგან გარკვევით ითქვა, რომ დინამოს ჩემპიონობის პრეტენზია არ ქონიაო!!! აქ კომენტარის გაკეთება ზედმეტია, თუმცა მინდა ჩემი, როგორც დინამოს დიდი ხნის გულშემატკივარმა ვთვა, რომ ამათთვის დინამო და მისი აკადემია არის "სტანოკი", სადაც იზრდება ფეხბუპთელი და შემდეგ ნებისმიერ ფასად იყიდენა, ნებისმიერ ქვეყანაში, თუნდაც უგანდაში. აი ეს არის ამათი პოლიტიკა. გულშემატკივრებს რა!! დდდდ ......საერთოდ აღარ მინდა ამ თემაზე ფიქრი, მაგრამ ვერ ვივიწყებ ამ გუნდის დიდებულ წარსულს და......
ვაი თქვენს პატრონს
ჯერ ერტი ლეო ჩემპიონები რომ ვერ გახდით ეს გუნდის მეპატრონეების ბრალია ყველა ის ახალგაზრდა,რომელიც ასე თუ ისე რაღაცას თამაშობდა უმალვე გაყიდეთ და თან სკამისთვის გაიმეტეთ ის ახალგაზრდები 2 კაპიკის გულიზე.და მეორე მაგდენი არიცით,რომ ზედ ევრო თამაშებზე მესი და როლანდოც რომ მოიყვანოთ ჯგუფში შესვლაშიც ვერ დაგეხმარებიან,ხალხის დამატება ახლავეა საჭირო ,რომ რამეს მიაღწიო(ვგულისხმობ ჯგუფში შესვლას)თორემთქვენ რისი მიმღწევები ხართ,..ეს იცი ლეო რატომ? შეთამაშებაა საჭირო,,აბა გაიხსენე რამაგარი ხალხი ყავდა დინამოს ამასწინად ჩისკოსთან ერთად სტიუასთან აქ რომ 2-0 დავმარცხდით იმ დროს მართლა მაგარი სასტავი იყო ,მაგრამ შეთამაშება იყო 0-ლი ამიტომ ახლავე უნდა გაანძრიოთღ თავი თუ რამეზე აპირებ ფიქრს....
999
და ლეგიონერებს არ იკითხავთ? ამდენი ხანია სულ ძლიერი ლეგიონერები მოყავთ და ბოლოს აღმოჩნდება რომ ეს ლეგიონერი ბურკინა ფასოდან ან მარტინიკის კუნძულებიდან არის. სამარცხვინოა დინამოს სატრანსფერო პოლიტაკა და ასეთ შემთხვევაში გუნდის ნათელ მომავალს არავინ დაიჯერებს. გულშემატკივარი მაინც არ გინდათ სტადიონზე?
roma
ახლა უნდა მიიყვანოთ რომ მერე არ დაიწყოთ თავის მართლება შეთამაშება აკლიათო, აი კიდევ ერთი უცოდინარი და უვიცი ქართულ ფეხბურთში. ამდეხანს ვერ მიხვდით ვის უნდა დაეყრდნოთ მართლა მეცოდებით
კახა
რამდენიმე ხნის წინ დავწერე დინამოზე არ უნდა ამ ხალხს ჩემპიონობა და აგერ ბელგია რუსეთი უკრაინა 200-300 ათასად გაუშვებ კაი ბიზნესია.
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა
თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
კახა კაჭარავამ და მისმა თანაშემწეებმა "სამტრედია" დატოვეს
"ბაიერნს" გიორგის შეძენა ძალიან უნდოდა, კონტრაქტი დამიდეს და ამ თანხებს გვიხდიდნენ, რუმენიგემ კი პირადად მითხრა, რომ..." - სალუქვაძემ ახსნა, რატომ არ გადავიდა ჩაკვეტაძე მიუნხენურ გრანდში
"არ შეიძლება ყველაფერი მწვრთნელს დავაბრალოთ, კაცმა დაგაყენა „ალმერესთან“ 10 ნომერზე, მთელი პირველი ტაიმი კარში არ დაურტყამს, მწვავე პასი არ გაუკეთებია..." - ლევან სალუქვაძემ გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა
"როგორც ვიცი, ამის გამო კანკავა ნაკრებიდან გულდაწყვეტილი და ნაწყენი წავიდა... აზაროვის გამოუძახებლობის მიზეზზე ეს ჭორი გავიგე..." - სალუქვაძე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაზე
"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს
"აცადეთ რა ამ ბიჭს თამაში! რომ იწყებთ, "ნაპოლი" ამდენს იხდის, "არსენალი" ამდენს, გეტყვით, რომ..." - სალუქვაძე კვარაცხელიაზე
ქართველ ფეხბურთელებს რაც აკლიათ, ეს არის პროფესიონალიზმი - კახა კაჭარავას ინტერვიუ
"ქართულ კლუბებში უმეტესად ბაყაყები მუშაობენ, რომლებსაც უნდათ ჭაობში სხდომა" - ლევან სალუქვაძემ ქართულ საკლუბო ფეხბურთზე ისაუბრა
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?
თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს
[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...
"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა
"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი
არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...
კახა კაჭარავა: ჩემპიონატის განახლებას ვემხრობი, რადგან ევროტურნირებს ქართული გუნდები კარგ ფორმაში უნდა შეხვდნენ
კახა კაჭარავა: ყველას გვინდა, რომ შვეიცარიასა და ხორვატიას მოვუგოთ, მაგრამ...
"სირცხვილია! კუპატაძის ბრალია ყველაფერი?! 30 წელია რაღაცას არასწორად ვაკეთებთ, სანამ არ დავიწყებთ ჩვენს შეცდომებზე საუბარს..." - ლევან სალუქვაძე ქართული გუნდების ევროტურნირებზე გამოსვლას ეხმაურება