ევრო თასი: მზადება "ვიადანასთვის"
საქართველოს ვიცე-ჩემპიონი "ბათუმი" 9 დეკემბერს, საქართველოს დროით 18 საათზე, ევროპული რაგბის "კონტინენტის ფარზე" იტალიაში "ვიადანას" ერკინება და გამარჯვების შემთხვევაში ფლეი ოფს მიუახლოვდება.

ტურნირის ფორმატიდან გამომდინარე, შესაძლოა ისეც მოხდეს, რომ იტალიაში გამარჯვებით ზღვისპირელებმა ფლეი ოფი ნაადრევად დაიბევონ. ეს მისი კონკურენტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე იქნება დამოკიდებული. შეგახსენებთ, ‘კონტინენტის ფარზე’ ორი 4-გუნდა ჯგუფია, სადაც თანაჯგუფელები ერთმანეთს ეჯიბრებიან, მაგრამ არ ეთამაშებიან.

ორი თამაშის შემდეგ ‘ბათუმს’ 7 ქულა აქვს და ჯგუფში პირველ ადგილზეა: ბონუსით (4 ლელოს გატანისთვის), 33:16 დაამარცხა გერმანული ‘ჰაიდელბერგი’ და ორი ბონუს ქულით დაბრუნდა იტალიიდან, სადაც ‘როვიგოს’ 4 ლელო გაუტანა და მცირედით ჩამორჩა - 27:31. მისი უახლოესი მდევარი ‘კალვიზანოა’, რომელმაც გერმანიაში ‘ჰაიდელბერგთან’ მცირე მარცხით (19:23) და ‘ვიადანას’ 41:14 ძლევით, ჯამში 6 ქულა მოაგროვა. ის 9 დეკემბერს რუმინეთში ‘ტიმიშოარა-სარასენსს’ ეთამაშება და ამ შეხვედრას ნიკა ამაშუკელი განსჯის.

5 ქულა აქვს კიდევ ერთ იტალიურ კლუბს ‘პეტრარკას’, რომელიც ‘ტიმიშოარა-სარასენსთან’ 25:29 დამარცხდა და ‘როვიგოს’ 18:13 სძლია. ‘პეტრარკა’ მესამე ტურში ‘ჰაიდელბერგს’ სტუმრობს. 4 ქულა აქვს პორტუგალიის ჩემპიონს, ლისაბონის უნივერსიტეტის გუნდს - ‘ვიადანას’ სტუმრად 19:14 სძლია, შინ ‘ტიმიშოარა-სარასენსთან’ 10:45 დამარცხდა და შაბათს ‘როვიგოს’ ეწვევა.

თითოეული ჯგუფიდან ფლეი ოფში ორ-ორი მოწინავე გადის და ამრიგად, ‘ბათუმელთა’ იტალიაში გამარჯვება და მისი ორი თანაჯგუფელის მარცხი (ბონუსის გარეშე), მიზნის მისაღწევად საკმარისი იქნება.

ტრავმები მოუმრავლდათ

‘ბათუმი’ ‘ვიადანასთან’ მატჩისთვის ორი დღეა ემზადება და იტალიაში 7 დეკემბერს მიემგზავრება. სამწუხაროდ, გუნდის შემადგენლობაში, განსაკუთრებით ხაზის მოთამაშეებში, ტრავმირებული მოთამაშეები მრავლად არიან, თუმცა მთავარი მწვრთნელი დავით გუგუშვილი იმედოვნებს, რომ 9 დეკემბრამდე ყველა მწყობრში იქნება:

„რთულ სიტუაციაში ვართ. ‘არმაზთან’ მატჩის შემდეგ დღეს პირველად ივარჯიშეს ბახვა კობახიძემ, ბექა ურჯუკაშვილმა და დავით ტრაპაიძემ. უელსთან მიღებული ტრავმის შემდეგ ახლაღა შემოგვიერთდა და გუნდთან ერთად გუშინ პირველად ივარჯიშა ლაშა ხმალაძემ. ორი დაშავებული გვყავს შერკინების ხაზში. მჯერა, რომ სამედიცინო გუნდი მაქსიმუმს გაიღებს, რათა შაბათისთვის ყველა მწყობრში იყოს. ტრავმების სირთულიდან გამომდინარე, მათი უმოკლეს ვადებში სრულად განკურნება შეუძლებელია, თუმცა იტალიაში ყველა ეს მოთამაშე მიგვყავს და გარკვეული დროით მაინც, ისინი მოედანზე იქნებიან. ჩვენ სხვა არჩევანი უბრალოდ არ გვაქვს“.

მიუხედავად ასეთი სიტუაციისა, გუგუშვილი იმედოვნებს, რომ ‘ბათუმი’ ‘ვიადანასთან’ სასურველ შედეგს მიაღწევს და დასკვნითი ტურის მატჩს უკვე ფლეი ოფის მონაწილის რანგში შეხვდება.

„ვუყურეთ მეტოქის მატჩების ჩანაწერებს და ის ‘როვიგოსთან’, გნებავთ ‘კალვიზანოსთან’ ახლოსაც ვერ მივა. რა თქმა უნდა, მათ ერთი კონკრეტული თამაშის მაღალ დონეზე ჩატარება შეუძლიათ, თუმცა ‘ვიადანას’ სუსტი წერტილები კარგად შევისწავლეთ და ვეცდებით სწორედ აქ შევუტიოთ. იტალიელებს შერკინებაში ზორბა ბიჭები ყავთ, მაგრამ მობილურობა აკლიათ. პირველ ტაიმში ისინი ყველა მეტოქეს კარგად ეთამაშებიან, მეორე ტაიმში შედარებით უჭირთ. ჩვენი მოტივაცია ძალიან დიდია, რადგან გამარჯვების შემთხვევაში ფლეი ოფს მაქსიმალურად მივუახლოვდებით და თუ კონკურენტები დამარცხდებიან, შესაძლოა ჯგუფიდან გასვლა ნაადრევად გავიფორმოთ“.

რაგბის კლუბ ბათუმის სატურნირო შემადგენლობა III და IV ტურისთვის:

შერკინება (ფორვარდები)

ირაკლი კვანტიძე, ბექა მამრიკიშვილი, გიორგი თედორაძე, შოთა გოგისვანიძე, ამირან მიქაძე, სანდრო ქოიავა, გიორგი თხილაიშვილი, არჩილ ალიქაძე, ხვიჩა ბუჯიაშვილი, გიორგი მენაბდე, მურმან ჯიჯავაძე, ზურა ერისთავი, ვანო ფუთკარაძე, ჯონდი კორტავა, ზურა ბეჟანიძე, ნუკრი ფერსელიძე

ხაზი (ბექები)

ბახვა კობახიძე, ალექსანდრე ტუჩაშვილი, გიორგი გოგიტიძე, ბექა ურჯუკაშვილი, დურმიშხან ჯაბნიძე, ლაშა ხმალაძე, ზურა თუთბერიძე, ნიკა ნინიძე, მანუჩარ გრიგოლია, დათო ტრაპიძე

Rugby.ge

სურგულა
ტრანსლაცია იგეგმება? ან სად შეიძლება ყურება?
სოსო
დარწმუნებული ვარ ბათუმს შეუძლია გამარჯვება და რაკი შეუძლია,გაიმარჯვებს კიდეც.მიაწექით ბიჭებო.
zuka.
aba tqven icit, bichebo! mteli saqartvelo tqventanaa! jer ar vicit xom, reportajis ambavi? iqneb strimi mainc daidos adamianuri
nnn
წარმატებები იქნებ რომელიმე არხმა აჩვენოს
"შავი ლომი" | განახლებული შემადგენლობით ახალი სეზონისთვის
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
შავი ლომი | სექტემბერში პრემიერშიფის ჩემპიონთან
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
თსუ-მა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხა და საქართველოს სუპერთასს დაეუფლა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
კონტინენტის ფარი: "ლოკომოტივმა" "კალვიზანო" დაამარცხა და იტალიიდან 2 მოგებით ბრუნდება
"ბათუმის" მეტოქე "კონტინენტის ფარზე": რას წარმოადგენს "ვიადანა"
"ბათუმის" გამარჯვება ქომაგების ოვაციების ფონზე და აჭარლები ჩემპიონობას მიუახლოვდნენ
კონტინენტის ფარი: "ლოკომოტივის" ორი ცვლილება "კალვიზანოსთან"
კონტინენტის ფარი: "ლოკომოტივი" იტალიაში მიდის
კონტინენტის ფარი: "ლოკომოტივის" შემადგენლობა "ფიამე ოროსთან"
"ბათუმმა" ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა და მოედნის უპირატესობა მოიპოვა
სუპერლიგის სადებიუტო მატჩში "ვსა-BASKETBALL"-მა "ბათუმი" 80:72 დაამარცხა
ქართველი მსაჯები იტალიურ დერბის განსჯიან
კონტინენტის ფარი: "ლოკომოტივმა" თავისი გააკეთა და "ფიამე ორო" გაანადგურა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" მეექვსედ თუ "არესი" პირველად