ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

"სოხუმის" მწვრთნელი თემურ დათიკაშვილი მის წინააღმდეგ ბრალდებას პროვოკაციას უწოდებს

"სოხუმის" მწვრთნელი თემურ დათიკაშვილი მის წინააღმდეგ ბრალდებას პროვოკაციას უწოდებს

საკალათბურთო კლუბ "სოხუმის" თანამფლობელის, თემურ დათიკაშვილის ადვოკატის, თამარ აბესაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს
საკალათბურთო კლუბ "სოხუმის" თანამფლობელის, თემურ დათიკაშვილის ადვოკატის, თამარ აბესაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს, - ამის შესახებ ადვოკატმა თამარ აბესაძემ ჟურნალისტებს სუს-იდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, თემურ დათიკაშვილს ბრალდების მხარე კომერციულ მოსყიდვას ედავება.

ადვოკატის განცხადებით, ის ესაუბრა მისი დაცვის ქვეშ მყოფს, რომელმაც განუმარტა, რომ მომხდარის გამო წუხს. ასევე, ადვოკატის თქმით, დათიკაშვილი ამბობს, რომ ეს იყო პროვოკაცია, თუმცა ვისი მხრიდან შეიძლება ჰქონოდა პროვოკაციის მოწყობას ადგილი, ადვოკატის განმარტებით, ამაზე ჯერჯერობით ინფორმაციას არ ფლობს.

ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ბრალი ჯერჯერობით არ წარუდგენიათ.

"კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ბრალდების მხარეს ბრალის ფორმულირება არ აქვს. რაც შეეხება ვინმესთან კავშირს, აბსოლუტურად ყველაფერს უარყოფს და ამბობს, რომ აღნიშნულს ადგილი არ ჰქონია. ეს იყო წმინდა წყლის პროვოკაცია. წუხს ყოველივეზე და გულისტკივილს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ემსახურებოდა სპორტს, ახლა კი ხდება ისე, რომ მასთან დაკავშირებით ვრცელდება ასეთი ინფორმაციები. პროვოკაციასთან დაკავშირებით შემდგომში მოგახსენებთ დაზუსტებით, ვინაიდან შეიძლება საზოგადოება შეცდომაში შევიყვანოთ. თანხაზე საუბარი საერთოდ არ არის. ეს დასადგენია, იყო თუ არა თანხა საქმეში. სუს-მა რა გაავრცელა, ერთია და სინამდვილეში რა არის, ეს მეორეა", - განაცხადა ადვოკატმა.

ამასთან, კითხვაზე, იცნობს თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფი დათიკაშვილი სხვა დაკავებულებს, ადვოკატის განმარტებით - იცნობს, "იმიტომ, რომ ყველანი კალათბურთელები არიან".

"რაც შეეხება ბერიშვილების აღიარებას, მე არ მეხება აღნიშნული საკითხი, მაგრამ ბერიშვილებმა თავიანთ ქმედებაზე აგონ პასუხი, თუკი ეს ასეა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელიც არის ძალიან შეწუხებული ამ ყველაფრისგან, არ აღიარებს კომერციულ მოსყიდვას და განიცდის ძალიან", - განაცხადა ადვოკატმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კალათბურთის მწვრთნელები და მსაჯები ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დააკავა. საერთო ჯამში, აყვანილია 5 პირი. უფრო კონკრეტულად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები -ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე, საკალათბურთო კლუბ "სოხუმის" მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი - თემურ დათიკაშვილი დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ვაჟა კვარაცხელია და თემურ დათიკაშვილი კალათბურთის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯების - ზაზა მაჩალაძის, ირაკლი და დავით ბერიშვილების დახმარებით, თანხის სანაცვლოდ ახდენდნენ საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის "სუპერლიგის" სხვადასხვა მატჩში სასურველი შედეგის დაფიქსირებას. ვაჟა კვარაცხელიამ და თემურ დათიკაშვილმა თითოეულ ე.წ. ჩაწყობილ მატჩზე მოქალაქეს მოსთხოვეს 12000 ლარის გადახდა, საიდანაც 2000 აშშ დოლარის ექვივალენტი თანხა ლარში მსაჯებისთვის იყო განკუთვნილი.

2017 წლის 15 და 16 დეკემბერს გაიმართა საკალათბურთო ჩემპიონატის "სუპერლიგის" სამი შეხვედრა, რომლებიც დასრულდა წინასწარ შეპირებული ქულათა სხვაობით, რის შემდეგაც თემურ დათიკაშვილი, ვაჟა კვარაცხელია, ზაზა მაჩალაძე, დავით ბერიშვილი და ირაკლი ბერიშვილი დაეუფლნენ მოთხოვნილ თანხას, საერთო ჯამში 36000 ლარს.

გამოძიება ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 4-დან 6 წლამდე ვადით.

გამოძიებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს", - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ კალათბურთის დაკავებული მსაჯების - ირაკლი და დავით ბერიშვილების ადვოკატის, იასონ ბესელიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები წარდგენილ ბრალს აღიარებენ.

წყარო: ipn.ge

ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა

კალათბურთის განვითარების პროგრამით სამეგრელომ და აჭარამ ინვენტარის მორიგი შევსება მიიღო

სტუმარ-მასპინძლის როქი პირეოსში ქართველი მსაჯ-კომისრის გარეშე არ ჩაივლის

ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა

იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება

დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს

"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის

ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა

დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა

"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია

"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია

"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა

ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის

ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს

კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს

უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა

[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა

[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა

საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს

დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?

სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა

ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა

სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა

კალათბურთის გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება ფორმდება

გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულ მწვრთნელებსა და მსაჯს სპორტის სფეროს წარმომადგენლები თავდებში უდგებიან

სუპერლიგა: "სოხუმი" - "ქუთაისი" 66:110

"მგზავრებმა" "სოხუმი" 17 ქულის სხვაობით დაამარცხა

გარიგებული მატჩების ბრალდებით დაკავებულ თემურ დათიკაშვილს ოპერაცია ჩაუტარდა

გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებული მწვრთნელი: ბოდიში ყველას, ვისაც იმედი გავუცრუე

"სოხუმი" სუპერლიგაში დასარჩენად "ტიტებს" შეხვდება

კალათბურთის გარიგებული მატჩების საქმეზე მსჯავრდებულებმა საპატიმრო დატოვეს

გარიგებული მატჩების საქმეზე დაკავებულმა მწვრთნელებმა და მსაჯმა დღევანდელ პროცესზე, შესაძლოა, დანაშაული აღიარონ

სუპერლიგის საგზურისთვის გადამწყვეტი მატჩი დაინიშნა: სოხუმი VS ტიტები

სუპერლიგა: "ოლიმპმა" "სოხუმი" დაამარცხა

საკალათბურთო გუნდ "ბათუმს" 3000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა