საქართველოს საკალათბურთო ლიგის მე-14 ტურის შეხვედრაში "ბათუმმა" მარნეულის "დელტა" - 75:60 დაამარცხა.

ორივე გუნდისთვის მატჩის შედეგს პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. მასპინძლებს მოგება ლიდერებთან მისაახლოებლად უნდოდათ, ხოლო მარნეულელები გამარჯვების შემთხვევაში ბოლოადგილოსან “სოხუმთან” სხვაობას 3 ქულამდე გაზრდიდნენ.

ბათუმელებმა თავიდანვე დაანახეს სტუმრებს, რომ წარმატების იმედი არ უნდა ჰქონოდათ. სერბი სპეციალისტის, ვლადიმერ ბოსნიაკის გაწვრთნილმა აჭარელებმა პირველი პერიოდი 24:11 მოუგეს ქვემოქართლელებს, თუმცა, არც შემდეგ შეჩერდნენ და დიდ შესვენებამდე უპირატესობა 22 ქულამდე გაზარდეს – 46:24.

თუკი სტუმრებს ამ თამაშის მოგების მცირედი ამბიცია ჰქონდათ, მესამე პერიოდში უნდა შეეცვალათ რამე, თუმცა აღნიშნული ათწუთეული ფრედ – 18:18 დასრულდა და ბათუმელთა გამარჯვების ამბავიც, ფაქტობრივად, აქ გაცხადდა. დასკვნით მეოთხედში მასპინძლებმა ყურადღება მოადუნეს, რაც 22-ქულიანი ლიდერობის 15-მდე შემცირებად დაუჯდათ. “ბათუმმა” მორიგი, მე-8 გამარჯვება მოიპოვა და ცხრილში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა. აღსანიშნავია, რომ ქულით უკან მყოფ “რუსთავსა” და “ოლიმპს” ზღვისპირელებზე ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

ბათუმელებს ულიდერა უკრაინელმა ლეონიდ სტეპანიშინმა, რომელმა 27 ქულა და 13 მოხსნა დააგროვა. ივანე მაისურაძემ და ვახტანგ ქადარიამ 10-10 ქულა დააგროვეს. მარნეულელთაგან 16 ქულით ნიკ ნილი გამოირჩა. გიორგი ვახანიამ 10 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა, ხოლო საბა ლობჯანიძის ანგარიშზე 9 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
სუპერლიგა: "რუსთავმა" "მარნეულს" ბოლო წამებზე მოუგო
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
სუპერლიგა. "იუვენტუსმა" ნეიტარლური პოზიცია დაიკავა
სუპერლიგის XV ტური დასრულდა | "ბათუმმა" "თელავი" დაამარცხა
თსუ-მ სუპერთასი დაიცვა - უნივერსიტეტელებმა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხეს
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
"ბათუმის" გამარჯვება ქომაგების ოვაციების ფონზე და აჭარლები ჩემპიონობას მიუახლოვდნენ
ევროსასამართლომ განაჩენი გამოიტანა - როდის მიიღებს პერესი სუპერლიგის შექმნაზე თანხმობას?
სუპერლიგა. კატასტროფის წინაშე - "ნაპოლი" შეიძლება მწარედ დასაჯონ
სპალეტი: ბოდიშს ვიხდი, მაგრამ სიტუაცია საგანგაშოა
მარნეულის "დელტამ" ლევან ფაცაცია დაიმატა
"ნაპოლის" სუპერლიგაში ასპარეზობა სურს, ევროპული ფეხბურთი გახლეჩის პირასაა - დამარცხებული სასიკვდილო დარტყმას მიიღებს
"ბათუმმა" ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა და მოედნის უპირატესობა მოიპოვა
"ქუთაისმა" "მარნეულს" სძლია და მეორე წრე პირველ ადგილზე დაასრულა
სუპერლიგა. XIX ტური: "დელტამ" სოხუმს" 22-ქულიანი სხვაობით სძლია
საკალათბურთო გუნდ "ბათუმს" 3000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
სუპერლიგა: "დელტამ" "ბათუმი" 11-ქულიანი სხვაობით დაამარცხა