"ბათუმის" სამწვრთნელო შტაბმა "ტიმიშოარა-სარასენსთან" გასამართი განმეორებითი მატჩისთვის გუნდის 23-კაციანი განაცხადი უცვლელად დატოვა და როტაციის პრინციპი, მხოლოდ ერთი გადაადგილება განახორციელა.

კვაჭი ბექა მამრიკიშვილი, რომელიც გასულ შაბათს მარქაფაში იყო, ძირითადში დაწინაურდა, ხოლო გიორგი თედორაძემ თადარიგში გადაინაცვლა.

13 იანვარს, კონტინენტის ფარის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, რუმინეთის ჩემპიონმა "ტიმიშოარა-სარასენსმა" ბათუმში 11:6 იმარჯვა და განმეორებითი შეხვედრის წინ 5-ქულიანი ჰანდიკაპი მოიპოვა. საპასუხო მატჩი 20 იანვარს კლუჟში, საქართველოს დროით 16 საათზე დაიწყება და სასურველი სხვაობით მოგების შემთხვევაში "ბათუმი" ნახევარფინალში გავა, სადაც მისი მეტოქე გერმანულ "ჰაიდელბერგსა" და იტალიურ "კალვიზანოს" შორის გამარჯვებული იქნება (პირველი მატჩი "ჰაიდელბერგმა" გერმანიაში 34:29 მოიგო).

თუ ბათუმელებმა სტუმრად 5 ქულის სხვაობით იმარჯვეს, დაინიშნება ორი 10-წუთიანი დამატებითი ტაიმი და თუ 20 წუთის შემდეგაც თანაფარდობა იქნება, დაითვლება ლელოების ჯამი და აქაც ფრის შემთხვევაში შესრულდება შუთაუთები.

კონტინენტის ფარის მეორე ნახევარფინალში რუსული კლუბები - "ენისეი" და "კრასნი იარი" ითამაშებენ, რომლებიც ამ სეზონში ჩელენჯ ქაფის ჯგუფურ ეტაპზე თამაშობენ. ორრაუნდიანი ნახევარფინალები აპრილში გაიმართება და ორი ფინალისტი მომავალი სეზონის ჩელენჯ ქაფის ჯგუფური ეტაპის საგზურს მიიღებს.

კონტინენტის ფარის ფინალურ შეხვედრას, რომლის მიზანი მხოლოდ ევროთასების მესამე დონის ტურნირის გამარჯვებულის გამოვლენაა, მაისში ესპანეთი, ბილბაო უმასპინძლებს.

კონტინენტის ფარი | მეოთხედფინალი. განმეორებითი მატჩი

20 იანვარი. კლუჟი. 16 საათი

ხაზი (ბექები): 15. ბახვა კობახიძე, 14. ნიკა ნინიძე, 13. დავით ტრაპაიძე, 12. გიორგი გოგიტიძე, 11. ალექსანდრე ტუჩაშვილი,10. ლაშა ხმალაძე, 9. ზურაბ თუთბერიძე;

შერკინება (ფორვარდები): 1. ზურაბ ერისთავი (კაპ.), 2. ბექა მამრიკიშვილი, 3. ტარიელ დონაძე, 4. არჩილ ალიქაძე, 5. სანდრო ქოიავა, 6. ვანო ფუტკარაძე, 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. ხვიჩა ბუჯიაშვილი;

მარქაფა: 16. გიორგი თედორაძე, 17. ირაკლი კვანტიძე, 18. შოთა გოგისვანიძე, 19. ამირან მიქაძე, 20. ჯონდი კორტავა, 21. დურმიშხან ჯაბნიძე, 22. მანუჩარ გრიგოლია, 23. ნუკრი ფერსელიძე.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. მასპინძელს მეტი შანსი ჰქონდა
16-წლამდე ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
კომპანიმ საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოს ვერ დაუბრუნდება
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"ყაზახეთის ლიგა საქართველოზე ძლიერი სწორედ ამიტომაა" - იონსენმა "ორდაბასიში" სასწაული მოახდინა და ჩვენს ჩემპიონატზე ისაუბრა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
"არარაობა სლუცკი და ბეჰემოთი ღურწკაია" - საფეხბურთო აგენტმა სლუცკის დასცინა და კითხვა დაუსვა, როგორ მოახერხა ქვედა ლიგაში გავარდნა, როდესაც გუნდში ხვიჩა ჰყავდა?
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
[VIDEO] კვერნაძის სუპერმატჩი - "ფროზინონემ" "ლეჩე" გაანადგურა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
კონტინენტის ფარი: გამარჯვებული ერთ კვირაში კლუჟში გაირკვევა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
კონტინენტის ფარი: "ლოკომოტივმა" "კალვიზანო" დაამარცხა და იტალიიდან 2 მოგებით ბრუნდება
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
თსუ-მ სუპერთასი დაიცვა - უნივერსიტეტელებმა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხეს
"ბათუმის" გამარჯვება ქომაგების ოვაციების ფონზე და აჭარლები ჩემპიონობას მიუახლოვდნენ
კონტინენტის ფარი: "ლოკომოტივის" ორი ცვლილება "კალვიზანოსთან"
"ბათუმი" "ტიმიშოარა-სარასენსთან" 1/4-ფინალურ მატჩს სამი ცვლილებით ხვდება
კონტინენტის ფარი: "ლოკომოტივი" იტალიაში მიდის
"კონტინენტის ფარი": "ბათუმმა" შეკრება დაიწყო
"ბათუმმა" "ტიმიშოარა-სარასენსთან" მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა
"ბათუმმა" ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა და მოედნის უპირატესობა მოიპოვა
კონტინენტის ფარი: "ბათუმი" რუმინელებთან 5-ქულიანი სხვაობით დამარცხდა
ქართველი მსაჯები იტალიურ დერბის განსჯიან
კონტინენტის ფარი: "ბათუმი" რუმინეთში ოპტიმისტური განწყობით გაემგზავრა
კონტინენტის ფარი: "ლოკომოტივმა" თავისი გააკეთა და "ფიამე ორო" გაანადგურა
კონტინენტის ფარი: "ლოკომოტივის" შემადგენლობა "ფიამე ოროსთან"