ეროვნული ლიგის შარშანდელი გათამაშების საფირმო ნიშანი სატურნირო ინტრიგა იყო, პირველიდან ბოლო ტურამდე რომ გრძელდებოდა.

იმედი დავიტოვოთ, რომ დაძაბულობა არც ახალ ჩემპიონატს მოაკლდება, მით უფრო, რომ ეროვნული ლიგის ათივე გუნდმა ნაყოფიერი წინასასეზონო შეკრება გაიარა და შემადგენლობაც გააძლიერა.

ამას გარდა, შარშანდელის მსგავსად, ამჯერადაც რთული იქნება ამა თუ იმ მატჩის წინ მეტ-ნაკლებად მიახლოებული პროგნოზის გაკეთება, რომ აღარაფერი ვთქვათ, საერთოდ, სეზონის ფავორიტებსა თუ აუტსაიდერებზე. მოკლედ, წინ საინტერესო მატჩები გველოდება...

ტორპედო-დილა

ნიშანდობლივია, რომ საიუბილეო ჩემპიონატის პირველი მატჩი ქუთაისში უნდა გაიმართოს: მესამე წელიწადია, "ტორპედო" მართლაც რომ ანებივრებს ტიტულებით თავის ერთგულ გულშემატკივრებს!

აი, ამჯერად კი, ახალი სეზონის სადებიუტო მატჩში "ტორპედო" ჩემპიონისა და სუპერთასის მფლობელის რანგში წარდგება საკუთარი ქომაგის წინაშე და სწორედ ქუთაისში უნდა ველოდოთ კიდეც XXX საიუბილეო ჩემპიონატის პირველ გოლ(ებ)საც.

"ტორპედომ" ნაყოფიერი უცხოური შეკრება გაიარა, შარშანდელი, საჩემპიონო შემადგენლობაც, ფაქტობრივად, 99 პროცენტით შეინარჩუნა და ამას გარდა, ახალწვეულებით შემტევი პოტენციალიც კიდევ უფრო გააძლიერა. ქუთაისური გუნდის ბოლოდროინდელი წარმატებების მთავარი სულის ჩამდგმელი, რა თქმა უნდა, კახა ჩხეტიანი გახლავთ, რომლის ხელმძღვანელობითაც შეძლო "ტორპედომ" ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში სამივე ქართული ტიტულის მოგება!

ახალი სეზონის სასტარტო ტურს "ტორპედო" სერიოზული საკადრო პრობლემებით (განსაკუთრებით - დაცვის ხაზში) ხვდება: ერთდროულად ხუთ ფეხბურთელს დისკვალიფიკაცია წინა ჩემპიონატიდან გადმოჰყვა. აქედან გამომდინარე, ჩემპიონის შემადგენლობაში გარკვეულ გადაადგილებასაც უნდა ველოდოთ და უმთავრესი ინტრიგა კი, ცხადია, მასპინძელთა ყველაზე ცნობადი ახალწვეულის, ჯაბა ლიპარტიას თამაში უნდა იყოს.

ერთი შეხედვით, ამ წყვილში მასპინძლები უპირობო ფავორიტად უნდა მივიჩნიოთ, მაგრამ გიორგი დარასელიას დამოძღვრილმა "დილამ" ჯერ კიდევ წინა სეზონში შემოგვთავაზა რამდენიმე სიურპრიზი.

ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, შარშანდელი ჩემპიონატის ფინიშის სწორზე სწორედ "დილამ" შეძლო "ტორპედოს" დამარცხება, რის შემდეგაც ქუთაისელთა გუნდი ლიდერ თბილისის "დინამოს" 4 ქულით ჩამორჩა, მაგრამ ამის შემდეგ რა და როგორ მოხდა, ყველას ემახსოვრება: "ტორპედომ" დარჩენილი ოთხივე მატჩი მოიგო და 15-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ჩემპიონიც გახდა!

02.03. ქუთაისი. რამაზ შენგელია. 18:00. LIVE I არხზე

ტორპედო-დილა

57: +32 =7 -18, 103-66

დისკვალიფიკაცია: გიორგი გურული, გიორგი ქიმაძე, ბექა ტუღუში, ბიძინა მახარობლიძე, მაქსიმე ქვილითაია (ყველა - ტორპედო)

ჩიხურა-კოლხეთი

სამწუხაროდ, ამ გუნდებს მიმდინარე ჩემპიონატის I და II წრის საშინაო მატჩების ჩატარება სხვაგან მოუწევთ: "ჩიხურა" თბილისში "უმასპინძლებს" მეტოქეებს, ხოლო "კოლხეთი" - ზესტაფონში...

ბოლო წლების ერთ-ერთმა ყველაზე სტაბილურმა ქართულმა გუნდმა "ჩიხურამ" (2013 წლიდან მოყოლებული, ჩემპიონატი V ადგილს ქვემოთ რომ არ დაუსრულებია და მუდმივად რომ გადიოდა თასის ნახევარფინალში) ამ სეზონის დაწყების წინ შემადგენლობა გვარიანად გადაახალისა.

თუმცა უცვლელი დარჩება საჩხერელთა გუნდის მიზნები: "ჩიხურა" ახალ ჩემპიონატშიც იბრძოლებს ევროსაგზურისთვის. ისე, როგორც უცვლელად რჩება "ჩიხურას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ეროვნული ლიგის ყველაზე გამოცდილი სპეციალისტი სოსო ფრუიძე, რომელსაც, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, საქართველოს ჩემპიონატში, ვინ მოთვლის, რამდენ უცხოელ კოლეგასთან მოუგია სამწვრთნელო დუელი.

ახლა კი, "ჩიხურას" გამოცდილი თავკაცის ოპონენტი 56 წლის რუსი სპეციალისტი კონსტანტინ გალკინი იქნება, რომლისთვისაც ეს მატჩი სადებიუტოა საქართველოს ჩემპიონატში. ისე, "კოლხეთის" შემადგენლობა წინა სეზონთან შედარებით, ფაქტობრივად, მთლიანად შეცვლილია და ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია, რა მიზნები ექნება რუსი ლეგიონერებით გაძლიერებულ ფოთელთა გუნდს...

03.03. თბილისი. დავით პეტრიაშვილი. 15:00

ჩიხურა-კოლხეთი

10: +7 =0 -3, 21-9

დისკვალიფიკაცია: დენის დობროვოლსკი, დავით მაისაშვილი (ორივე ჩიხურა) - ბექა მახარაძე (კოლხეთი)

ლოკომოტივი-სამტრედია

საინტერესო მატჩი უნდა გაიმართოს ვაკეში, სადაც წინა სეზონთან შედარებით, გვარიანად გადახალისებულმა "ლოკომოტივმა" ასევე სახეშეცვლილ "სამტრედიას" უნდა უმასპინძლოს.

თანაც, ნუ დაგვავიწყდება, რომ "ლოკომოტივის" მთავარ მწვრთნელ ლაშა ჭაღიაშვილს დებიუტი უნდა ჰქონდეს ეროვნულ ლიგაში...

წინა სეზონის დიდი ნაწილი "ლოკომოტივი" ლიდერთა შორის იყო, თუმცა ფინიში აშკარად ჩაუვარდა და ამის მიზეზი წამყვანი ფეხბურთელების ტრავმიანობაც იყო. მერე კი დაიწყო სერიოზული საკადრო ცვლილებები: გუნდიდან 6-7 ისეთი ფეხბურთელი წავიდა, მუდამ ძირითად შემადგენლობაში რომ ვხედავდით. ცალკე უნდა ვთქვათ მთავარ დანაკლისზეც: წინა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო ბომბარდირი ირაკლი სიხარულიძე კარიერას ჩეხურ "სლოვაცკოში" აგრძელებს...

ბოლო სამი სეზონია, "სამტრედია" სეზონს პირველ სამეულში ამთავრებს. ეს კი იმას მოწმობს, რომ ამ კლუბის ხელმძღვანელებს მთავარი მწვრთნელების შერჩევაში გემოვნება ნამდვილად არ დაეწუნებათ: გია ცეცაძის ხელმძღვანელობით "სამტრედია" ჩემპიონიც გახდა და ვერცხლისპრიზიორიც, საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ტრიუმფატორმა სპეციალისტმა უჩა სოსიაშვილმა კი შარშან ბრინჯაოს მედლები მოაპოვებინა იმერულ გუნდს.

თუმცა შარშანდელი შემადგენლობიდან "სამტრედიაში" ერთეულებიღა თუ დარჩნენ: გამოცდილი მეკარე ომარ მიგინეიშვილი, პლუს, აშკარად "ხარისხიანი" ლეგიონერები - მაიკლ ოლაიტანი და ინტერს გიი; აი, ახალწვეულები კი "სამტრედიაში" მრავლად არიან, თანაც, როგორც უცხოელები, ასევე - ჩვენებურები და ამ უკანასკნელთა შორის, რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრების წევრები - უჩა ლობჟანიძე და ბუბა დაუშვილი უნდა გამოვარჩიოთ.

04.03. თბილისი. მიხეილ მესხი (სათადარიგო). 13:30

ლოკომოტივი-სამტრედია

14: +6 =1 -7, 19-23

დინამო (თბ)-რუსთავი

საიუბილეო ჩემპიონატის I ტურის, უდავოდ, ყველაზე საინტრიგო დაპირისპირება, რომელშიც ქართული საკლუბო ფეხბურთის მართლაც რომ მარადიულმა ფავორიტმა თბილისის "დინამომ" ეროვნული ლიგის დებიუტანტ "რუსთავს" უნდა უმასპინძლოს!

...ბოლო წლებში დამკვიდრებული "ტრადიცია" არც ამჯერად დარღვეულა და "დინამო" ამჯერადაც დატოვა ფეხბურთელების დიდმა ჯგუფმა. ყველაზე საინტერესო კი ამ შემთხვევაში ის არის, რომ "დინამოდან" ერთდროულად 5 (ხუთი!) ფეხბურთელი გადავიდა... "რუსთავში"!

გუნდში, სადაც, ფაქტობრივად, მთლიანად გამოიცვალა შარშანდელი შემადგენლობაც და სამწვრთნელო შტაბიც: წინა სეზონის ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო მწვრთნელი ვარლამ კილასონია ამიერიდან "რუსთავის" დირექტორატის წევრი იქნება და ამის პარალელურად, კლუბის ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებას უხელმძღვანელებს.

აი, "რუსთავის" ახალ მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ გაზაევს კი კვირას დებიუტი უნდა ჰქონდეს საქართველოს ჩემპიონატში, ისე, როგორც "რუსთავის" ფეხბურთელთა, ფაქტობრივად, 99-მა პროცენტმა პირველად უნდა მოირგოს ამ გუნდის მაისურა. თუმცა, გაზაევისთვის ეს არ იქნება პირველი დაპირისპირება თბილისის "დინამოსთან": 2014 წლის ზაფხულში, ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე, სწორედ ამ ახალგაზრდა სპეცილისტის დამოძღვრილმა ყაზახურმა "აქტობემ" ორივე მატჩი მოუგო (1:0, 3:0) საქართველოს ჩემპიონ "დინამოს", რომელსაც იმ პერიოდში ჩეხი სპეციალისტი მიხალ ბილეკი წვრთნიდა.

სხვათა შორის, ჩვენთვის ცუდად გასახსენებელი იმ დაპირისპირების კიდევ ორი მონაწილე შეიძლება ვიხილოთ კვირის მატჩში: წინა სეზონის ეროვნული ლიგის საუკეთესო მცველი ლაშა თოთაძე მაშინაც თბილისის "დინამოში" ასპარეზობდა, ხოლო "რუსთავის" ახალწვეული ტარას ცარიკაევი "აქტობეში" გამოდიოდა.

წინა სეზონის განმავლობაში "დინამოს" მთავარ მწვრთნელ კახა კაჭარავას, სულ მცირე, სამჯერ მოუხდა ახალი გუნდის "შენება".

ფაქტობრივად, ყოველი თვის შემდეგ გუნდს ესა თუ ის ლიდერი ტოვებდა და უცხოეთში მიემგზავრებოდა. ამის მიუხედავად, "დინამო" ბოლო ტურამდე კი არა, ჩემპიონატის დასკვნითი მატჩის ბოლო წამამდე ინარჩუნებდა ოქროს მედლების მოპოვების რეალურ შანსს, მაგრამ "ტორპედოს" მეკარე როინ კვასხვაძის გმირობამ საჩემპიონო ზეიმი ქუთაისში "გადაამისამართა"...

"დინამო" და "რუსთავი" ეროვნულ ლიგაში პირველად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, თუმცა შარშან თასის მეოთხედფინალში შეხვდნენ ერთმანეთს და რუსთავში ჩატარებულ იმ მატჩს ერთი გმირი ჰყავდა: "დინამოს" იმჟამინდელმა მეკარე ნუკრი რევიშვილმა სამი პენალტი მოიგერია.

ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მეკარე კი ამჟამად "რუსთავის" ყველაზე ცნობადი ახალწვეული გახლავთ...

04.03. თბილისი. დინამო არენა. 16:00. LIVE I არხზე

დინამო (თბ)-რუსთავი

0: +0 =0 -0, 0-0

საბურთალო-სიონი

I ტურის დასკვნითი მატჩიც არანაკლებ ინტერესს იწვევს: "საბურთალოს" ახალ სეზონში ჩემპიონობის ერთ-ერთ რეალურ კანდიდატად მივიჩნევთ, ერთწლიანი პაუზის მერე უძლიერესთა შორის დაბრუნებულ "სიონს" კი ერთმანეთზე გამოცდილი მწვრთნელ-ფეხბურთელები ჰყავს.

..."საბურთალო" წინა სეზონშიც ძალიან ახლოს იყო ევროტურნირების საგზურთან, მაგრამ გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს საამისოდ სულ მცირედი დააკლდა. აი, რაც შეეხება ახალი სეზონისთვის მზადებას, "საბურთალომ" ერთმანეთზე ნაყოფიერი ორი უცხოური შეკრება გაიარა და შემადგენლობაც გვარიანად გააძლიერა (თანაც, გამოცდილი ფეხბურთელებით).

ამჟამად გუნდში ისეთი კონტინგენტია შეკრებილი, ორი ლიდერის (გიორგი ხარაიშვილი, ლაშა შინდაგორიძე) წასვლა არც უნდა დაეტყოს.

აი, რაც შეეხება "სიონს", გამოცდილი სპეციალისტის, კობა ჟორჟიკაშვილის დამოძღვრილი გუნდი საქართველოში ემზადებოდა და იმის გარდა, რომ შარშანდელი ბირთვიც შენარჩუნებულია, ყველა რგოლიც საგრძნობლად გაძლიერდა ერთიმეორეზე კვალიფიციური ახალწვეულებით. ცალკე გვინდა ვთქვათ "სიონის" ორ გამოცდილ ლიდერზეც: 36 წლის ალექსანდრე კოშკაძე და 33 წლის ჯაბა დვალი უმაღლეს ლიგაში ბრუნდებიან.

05.03. თბილისი. მიხეილ მესხი. 19:00

საბურთალო-სიონი

4: +1 =2-1, 5-5

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქუთაისელი-2
აგვიანებთ რომ წერთ ნო კომენტ!
ქუთაისელი-2
არასწორია შარშანდელი დისკვალაფიკაცია არ უნდა გადმოდიოდეს ახალ სეზონში. პროფესიონლების აზრი მაინტერესებს. შეიძლება ვარ დილეტანტი!
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
"დილამ" "ტორპედოს" ანდრონიკაშვილის გოლით მოუგო
"დინამო თბილისისა" და "გარეჯის" მოგებები, "სამგურალი"-"გაგრას" ფრე
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
ონანას არ დაუძახეს - ის აფრიკის თასზე კამერუნის ნაკრებში არ იქნება
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
ეროვნული ლიგა. I ტური. "სამგურალი" - "კოლხეთი" [LIVE]
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
"დინამო თბილისი" საქართველოს 15 და 17-წლამდე ლიგების გამარჯვებულია
[VIDEO. ეროვნული ლიგა 2] "რუსთავი" ცალი ფეხით უმაღლესშია!
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
"უოტფორდმა" ჩიქოვანი "შარლერუაში" გაანათხოვრა
"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "სიონი" - "დინამო" თბ [LIVE]
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
ახალგახსნილ დარბაზში მასპინძელმა "რუსთავმა" "დელტასთან" ბოლო წამზე წააგო
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
თბილისის "დინამოს" ახალგაზრდულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ისევ გაიმარჯვა
ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი
ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
"გაგრამ " "ტორპედო" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა [VIDEO]
ბოლნისის "სიონმა" "საბურთალო" დაამარცხა [VIDEO]
ეროვნული ლიგა. V ტური. "კოლხეთი" - "გაგრა" [LIVE]
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა. XIV ტური. "სიონი" - "დილა" [LIVE]
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
"ლუიშ ნანი ქუთაისი "ტორპედოში" გადმოსვლაზე თანახმა იყო, თუმცა..." - კლუბის პრეზიდენტმა დეტალებზე ისაუბრა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
თბილისის "დინამო" ახალგაზრდული ლიგის მესამე რაუნდის ორივე მატჩს სახლში გამართავს
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
პლეიოფები: "გაგრა" და "თელავი" ისევ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ითამაშებენ
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
"შუქურა" მეოთხე ლიგაში დააქვეითეს - ეროვნული ლიცენზირების შედეგები
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ტორპედო" - "სიონი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
[ეროვნული ლიგა 2] "რუსთავი" ელიტაში დაბრუნდა!
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
ლეგენდების მატჩში თბილისის "დინამომ" "აიაქსი" 5:2 დაამარცხა
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
ეროვნული ლიგა. III ტური. "კოლხეთი 1913" - "დინამო" (თბ) [LIVE]
სტუმრების დღე: "სამგურალმა" და "გარეჯმა" მოიგეს