24 წლის "ბორჯღალოსანი" თამაზ მჭედლიძე ოპტიმალურ ფორმაში შედის და "აჟენის" სასტარტო შემადგენლობაში ბრუნდება.

ის იმედოვნებს, რომ სულ მალე ნაკრებშიც დაბრუნდება და ჰიმნზე დადგება!

სეზონის სტარტი ჩაუვარდა

მჭედლიძემ გასული ორი სეზონი კლუბსა და ნაკრებში მაღალ დონეზე ჩაატარა. 2015/16 წლების ტოპ 14-ში მან 16 მატჩში - 6, ხოლო 2016/17 წლების პრო დე2-ის 21 შეხვედრაში 7 ლელო გაიტანა და გუნდს ელიტაში დაბრუნებაში დაეხმარა.

მაგრამ მიმდინარე სეზონის დებიუტში პრობლემებმა იჩინა თავი და თაზომ კლუბის სასტარტოში ადგილი დაკარგა:

"სეზონის დასაწყისში ზედიზედ ორი თამაში ჩავაგდე, რის გამოც ძირითადში ადგილი დავკარგე. ამას ფეხის კუნთის ტრავმაც დაერთო და რამდენიმე შეხვედრის გამოტოვება მომიწია. ახლა ყველაფერი რიგზეა, ყოველდღიურად ვვარჯიშობ და კუთვნილ ადგილს ვიბრუნებ. ორი თამაში შეცვლაზე ვითამაშე, ერთი კვირის წინ სასტარტოში ვიყავი "ტულონთანაც".

საყვარელი პოზიცია

მჭედლიძემ კლუბსა და ნაკრებში თამაში გარემარბად დაიწყო, თუმცა მერე შუამარბად მოგვევლინა და გასული სეზონი თითქმის სრულად ამ პოზიციაზე ჩაატარა. მიმდინარე სეზონში, კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე, თაზომ პოზიცია ერთხელაც შეიცვალა და შერკინების მესამე ხაზში ითამაშა.

"ორჯერ მომიწია შერკინების მესამე ხაზში თამაში. ამ პოზიციის მოთამაშეები ტრავმირებული გვყავდა, მწვრთნელმა დამიძახა და მითხრა - დიდი ბიჭი ხარ, ფიზიკურად ძლიერი და თუ შეგიძლია მესამე ხაზში დადგომაო. დიდი ხნის უთამაშებელი ვიყავი და დავთანხმდი, მით უმეტეს, მაშინვე შევთანხმდით, რომ ღია თამაშში ჩემს თამაშს ვითამაშებდი. შერკინებაში ნორმალურად ვაწვებოდი, აუტში მე კომბინაციას არავინ მიცხადებდა და სიმართლე გითხრათ, პოზიციის შეცვლა არ გამჭირვებია" - ამბობს მჭედლიძე, რომელმაც "მონპელიესთან" გარემარბად ითამაშა, ხოლო ამ შაბათს "ტულონთან" ცენტრში იდგა:

"მონპელიესთან" მწვრთნელმა ფრთაზე დამაყენა, რასაც ორი მიზეზი ჰქონდა. წინა ორ შეხვედრაში ფიზიკური კონტაქტი მრავლად მომიწია და მეორე, ვფიქრობდით, რომ "მონპელიე" ფრთაზე ნადოლოს დააყენებდა და მე ის უნდა შემეჩერებინა. საბოლოოდ ნადოლოს არ უთამაშია, თუმცა არანაკლებ ძლიერი ნაგუსას წინააღმდეგ მომიწია თამაში. ახლა, როდესაც ოპტიმალურ ფორმას ვუბრუნდები, მწვრთნელმა ჩემს საყვარელ პოზიციაზე, ცენტრში გადამიყვანა".

ხელით მეტს ვთამაშობთ

მჭედლიძის ანგარიშზე 46 სანაკრებო კეპი და 6 ლელოა, თუმცა მიმდინარე სეზონის სტარტზე საუკეთესო ფორმაში რომ არ იყო, შემოდგომის ტესტების და წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატის თამაშების გამოტოვება მოუწია.

"ჩემთვის და, ალბათ, ჩემს მდგომარეობაში მყოფი ნებისმიერი მოთამაშისთვის, ძალიან ძნელია, ნაკრების თამაშებს მაყურებლის თვალით უყურო. სასიხარულოა, რომ შემოდგომაზე უელსთან ასეთი კარგი შედეგი ვაჩვენეთ. ამ დღეს მეც თამაში მქონდა, გასახდელში ვიყავი და ცალი თვალით ტელეფონში ვიყურებოდი და "ჟგუტით" მხრებს ვახურებდი.

რაც შეეხება რაგბი ევროპის ჩემპიონატს, პირველი ორი თამაში ისეთი სხვაობებით მოვიგეთ, არა მგონია, ვინმე უკმაყოფილო დარჩეს. განვლილ თამაშებში იყო პატარა ხარვეზები, მაგრამ ეს გამოსწორებადია და დარწმუნებული ვარ, გამოსწორდება. კარგია და მომეწონა, რომ წინა წლებთან შედარებით ხელით მეტს ვთამაშობთ" - ამბობს მჭედლიძე და "ბორჯღალოსნებს" მომავალ შეხვედრებში მე-16 მოთამაშის რანგში თანადგომას ჰპირდება:

"მინდა ჩვენს ბიჭებს წარმატება ვუსურვო რუმინეთთან. სამწუხაროდ, მათ გვერდით ვერ ვიქნები, მაგრამ ისე, როგორც მე-16 მოთამაშე, მათ მხარს საფრანგეთიდან დავუჭერ".

თაზო იმედოვნებს, რომ ოპტიმალურ ფორმაში შესვლასთან ერთად, ის "ბორჯღალოსნებშიც" მალე დაბრუნდება:

"ერთი სული მაქვს, როდის მომიწევს ნაკრების კვართის მორგება, ჰიმნზე დადგომა და თამაში. იმედია, ეს ყველაფერი ძალიან მალე მოხდება".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

სოსო
მაგარი ბიჭია თაზო და დიდი ძალაა ნაკრებისათვის,მისი უნივერსალიზმი ფასდაუდებელია მსოფლიო ჩემპიონატის ფორმატის მსგავსი ტურნირების დროს.თუ ჯანმრთელად იქნება,დარწმუნებული ვარ, მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.სწორედ ამას ვუსურვებ მას.
ანდრი
ჩვენც გვენატრები
zvio
კარგი ბიჭია
გულშემატკივარი
ჰიმნს ყველაზე ემოციურად სწორედ თამაზ მჭედლიძე მღეროდა უკანასკნელ მსოფლიოს თასზე, ძალიან კარგი მორაგბეა და იმედია მალე დაუბრუნდება ნაკრებს.
tazo
წარმატებები თაზო!ყოველთვის გვჯეროდა შენი!იმედი მაქვს ცუდი პერიოდი უკან დაგრჩა და ისევ ძველებურად მებრძოლი,საიმედო და უშიშარი იქნები!ღმერთი შენთან!
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
მოულოდნელი ამბავი - პსჟ-ის მეკარე კარიერას აზერბაიჯანულ გუნდში გააგრძელებს
რჩება თუ მიდის - ვინისიუსმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა
იტალიაში იწვევენ - ბერნარდო სილვას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა
ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
ლეგიონერები: ვინ როგორ ხვდება ახალ წელს
რაგბის ლეგიონი: თამაზ მჭედლიძემ ლამაზი ლელოთი დაიწყო [VIDEO]
მჭედლიძის ლელო და ქუბრიაშვილის დაბრუნება
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
lerugbynistere: თამაზ მჭედლიძე "რუონში" ითამაშებს; ალბათ, სოსო მათიაშვილიც
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
სავსე ტრიბუნების დროა!
მილტონ ჰეიგი: უელსის დამარცხება? - რატომაც არა?!
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
პრო დე2: სათამაშო პრაქტიკა "შემოდგომის ერთა თასამდე