ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

კახა ცხადაძე: მინდა გულშემატკივარმა იცოდეს ყველაფერი, რაც მათ გააკეთეს...

კახა ცხადაძე: მინდა გულშემატკივარმა იცოდეს ყველაფერი, რაც მათ გააკეთეს...

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კახა ცხადაძე ამჟამად უმუშევარია. "ჯვაროსნებიდან" წასვლის შემდეგ ის სათავეში ყაზახურ "კაირატს" ედგა.

ბოლო დროს მიდიოდა საუბრები იმის შესახებ, რომ ცხადაძე შესაძლოა, ყაზახეთის ნაკრების მწვრთნელად დანიშნულიყო.

ასევე საინტერესოა მისი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოლაპარაკებების დეტალები.

ყველაფერ ამის შესახებ კი ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

- რას საქმიანობთ ამჟამად, გაქვთ თუ არა შემოთავაზებები?

- ამჟამად, არანაირი შემოთავაზება არ მაქვს... ისეთი პერიოდია, დაახლოებით, აპრილის ბოლომდე ალბათ არც იქნება. ახლა ვისვენებ და ვარიანტებს ველოდები.

- ბოლო დროს მიდიოდა საუბარი, რომ შესაძლოა, ყაზახეთის ნაკრების მწვრთნელად დანიშნულიყავით. გქონდათ თუ არა ოფიციალური კონტაქტი ყაზახურ მხარესთან?

- იცით, რა იყო, მეც წავიკითხე ეგ სტატია... ეგ იყო ჟურნალისტის მოსაზრება, თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ყაზახეთის ნაკრების მწვრთნელი, ვის რა პლუსი და მინუსი ჰქონდა და სტატიაც აქედან გამომდინარე იყო.

კონკრეტული შემოთავაზება არ ყოფილა. დიდი ხანი მიდიოდა იმაზე საუბარი, რომ სტოილოვი დაენიშნათ, რადგან 4 წელია ყაზახეთში მუშაობს და მათი ჩემპიონატი კარგად იცის.

სტოილოვი წარმატებული სპეციალისტია და ვთვლი, რომ კარგი მწვრთნელი დანიშნეს.

Sports.kz: ყაზახეთის ნაკრები. საქართველოსთან ქართველით?..

- როგორც თქვენ ერთ-ერთ ყაზახურ საიტთან საუბრისას განაცხადეთ, ყაზახეთის ნაკრების მწვრთნელობას დათანხმდებოდით...

- კი, რადგან ყაზახეთის ნაკრები თავისი პოტენციალით ერთ-ერთი კონკურენტუნარიანი გუნდი იქნებოდა. ასეთ ამბიციურ ნაკრებში მუშაობა ჩემთვის ცუდი არ იქნებოდა.

ამიტომ წინააღმდეგი არ ვიქნებოდი... მით უმეტეს, ძალიან კარგად ვიცნობ ფეხბურთელებს, რომლებიც ნაკრების კანდიდატები არიან. ნაკრებში ძირითადად ორი გუნდის ფეხბურთელები არიან - "კაირატის" და "ასტანას".

რაც ყველაზე მთავარია, ვთვლი, რომ ამ ფეხბურთელებით შეიძლებოდა წარმატების მიღწევა და ამ წინადადებასაც ამიტომ დავთანხმდებოდი.

- რას ნიშნავდა ის ფაქტორი, რომ ერთა ლიგის ჯგუფში ყაზახეთი საქართველოს ნაკრების მოწინააღმდეგეა?

- მე საქართველოს ნაკრებთან არაფერი აღარ მაკავშირებს. თავად ქვეყნის სურვილი იყო, საქართველოს ნაკრებთან კავშირი აღარ მქონოდა და ამიტომ აბსოლუტურად არანაირ პრობლემას ეს ფაქტორი არ წარმოადგენდა.

- თქვენ და ფეხბურთის ფედერაცია კონტრაქტის დეტალებზე ვერ შეთანხმდით. ხართ თუ არა ლევან კობიაშვილზე ნაწყენი?

- ყველაფერი ძალიან კარგად ვიცი... ისიც ვიცი, ვინ რამდენს იღებს. ის, რაც გააკეთა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, იყო აბსოლუტური სპექტაკლი.

ეს იყო ტყუილი. ამიტომ ამ თემაზე დაბრუნება არ მინდა... მით უმეტეს, მე ყველაფერი კარგად ვიცი და ვლადიმირ ვაისსაც შევხვდი... რა, როგორ და რანაირად იყო, ამის გახსენება აღარ მსურს... ეს იყო აბსოლუტური სიბინძურე. მათ პირველი დღიდან ჰქონდათ სურვილი, რომ ნაკრებიდან წავსულიყავი და მათ ამას მიაღწიეს.

მინდა გულშემატკივარმა იცოდეს, რომ ყველაფერი, რაც მათ გააკეთეს, ფარსი და ტყუილი იყო. თანხებთან დაკავშირებით კი ყველაფერი ზღაპარი იყო.

პრინციპში, ისე გამოვიდა, რომ მათ კახა ცხადაძე ქვეყნიდან გააგდეს. ეს იყო პირადად ლევან კობიაშვილის სურვილი და მან მიაღწია ამას. დარწმუნებული ვარ, ასეთი შედეგი მე რომ მქონოდა და 10 თამაშიდან ვერც ერთი მომეგო, ალბათ ქვეყნის მოქალაქეობასაც კი ჩამომართმევდნენ.

ამაზე გული უკვე აღარც მწყდება, ამ ყველაფრით ლევან კობიაშვილს მოუწევს ცხოვრება. ჯერ როგორ მოვიდა ფედერაციაში და ამისთვის რეები გაკეთდა, ყველამ კარგად იცის.

- ეროვნული ნაკრების შემდეგ თქვენ "კაირატის" მწვრთნელი იყავით. ყაზახეთის ჩემპიონატში ძალიან ბევრი ქართველი ასპარეზობს... როგორ ფიქრობთ, რატომ მიდიან ქართველები ყაზახეთში?

- რადგან ფეხბურთელებს ევროპიდან შემოთავაზებები არ აქვთ. პირველ რიგში, მათ საკუთარ თავსა და ოჯახზე უნდა იფიქრონ. ყაზახეთს ფინანსურად ბევრად ძლიერი ჩემპიონატი აქვს.

ყაზახეთში ფინანსები და ჩემპიონატის დონეც გაცილებით მაღალია. გარდა ამისა, აქ ბევრი კარგი ლეგიონერი თამაშობს. რაც მთავარია, ყაზახეთის ნაკრების ფეხბურთელები მშობლიურ ჩემპიონატში თამაშობენ.

ამიტომ, სანამ საქართველოს ჩემპიონატის დონე არ აიწევს და უფრო მეტი ფინანსები არ ჩაიდება, სიტუაცია არ შეიცვლება.

- თქვენი წინამორბედი თემურ ქეცბაია ფეხბურთელების უდისციპლინობაზე საუბრობდა. როგორ იყო თქვენს შემთხვევაში?

- ჩემს დროს სამწვრთნელო შტაბსა და ფეხბურთელებს შორის კარგი ურთიერთობა იყო. ყველამ კარგად იცით, რომ ფეხბურთელებმაც განაცხადეს, ჩემი ნაკრებიდან წასვლა მათთვის მიუღებელი იყო.

- მთლიანობაში როგორ შეაფასებდით თქვენს მუშაობას ეროვნულ ნაკრებში, რა შესძინა კახა ცხადაძემ ეროვნულ გუნდს?

- იცით, რა არის... მე როდესაც მივედი საქართველოს ნაკრებში, ნახევარი შესარჩევი ციკლი ნათამაშები გვქონდა. იმიტომ მოვაწერე კონტრაქტს ხელი, რომ ის თამაშები, რაც დარჩენილი იყო, მომავალი შესარჩევისთვის მოსამზადებლად გამოგვეყენებინა და წარმატებით გვეთამაშა.

შეიძლება რაღაც ჩავარდნები გვქონდა, მაგრამ ტაქტიკური ცვლილება გავაკეთეთ და სხვა ტაქტიკით ვთამაშობდით. ბოლო მატჩებმა ყველას დაანახა, რომ გუნდი მზად იყო, მომავალი შესარჩევი ციკლი წარმატებით ეთამაშა.

მოვითხოვე, რომ კონტრაქტში ჩაეწერათ პუნქტი, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეროვნული ნაკრები მინიმუმ მესამე ადგილზე უნდა გასულიყო და ამ შემთხვევაში გავაგრძელებდი მუშაობას.

საუბარი მაქვს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლზე, როდესაც ნაკრებს სათავეში უკვე ვლადიმირ ვაისი ედგა.

არ შემიძლია, კიდევ ერთი ამბავი რომ არ გავიხსენო... ერთ-ერთმა პარლამენტარმა, რომელიც სპორტის კომიტეტის წევრიც იყო, მახსოვს, ლევან კობიაშვილს პარლამენტში გამოსვლისას ასეთი საყვედური უთხრა:

კახა ცხადაძეს გადაეცით, საქართველოს ნაკრები მარტო პირველი ადგილისთვის იბრძოლებსო. ეს იმაზე განაცხადა, მე რომ ვთქვი, რომ მინიმუმ მესამე ადგილზე უნდა მოვხვდეთ-მეთქი.

ის ამბობდა, საქართველოს ნაკრებისთვის მისაღები მარტო პირველი ადგილი არისო. ეს პიროვნება დავით ლორთქიფანიძე იყო და თქვენი საშუალებით მინდა ამ ადამიანს მივმართო:

"ახლა რომელ ადგილზე გავიდა საქართველოს ნაკრები? მე რომ საყვედური მითხრეს და მესამე ადგილი იუკადრისეს, ახლა მერამდენე ადგილზე გავიდა ეროვნული გუნდი?

სად არის ახლა დავით ლორთქიფანიძე, რატომ აღარ ლაპარაკობს?"

- თქვენ რომ დღეს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი იყოთ, რას შეცვლიდით გუნდში და ვლადიმირ ვაისის მუშაობას როგორ შეაფასებდით?

- არ მინდა ამაზე საუბარი, რადგან არაკოლეგიალური იქნება. მე ვლადიმირ ვაისს პატივს ვცემ და უბრალოდ ჩემი აზრი გამოვთქვი, რომ მე ამ შედეგს არავინ მაპატიებდა.

მე აღარ ვარ ნაკრების მწვრთნელი და არ მინდა ამაზე საუბარი. ფაქტი ერთია, პირველ ადგილზე გასვლა და ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა ერთა ლიგიდან, ეს იქნება ჩვენი მინიმუმიც და მაქსიმუმიც.

- როდესაც ეროვნული ნაკრების მწვრთნელი იყავით, ერთა ლიგა არ არსებობდა. როგორ ფიქრობთ, ახლა რა შანსი აქვს საქართველოს ნაკრებს დიდ საფეხბურთო ფორუმებზე გასვლის?

- ეს არის შანსი შედარებით სუსტი გუნდებისთვის, რომ დიდ საფეხბურთო ფორუმზე მოხვდნენ. საქართველოს ჯგუფში ყოველთვის ძლიერი გუნდები ხვდებოდნენ, თუმცა ბოლო შესარჩევში ვთვლი, რომ გვქონდა იმის რესურსი, მე-2 ადგილზე მაინც გავსულიყავით.

საქართველოს ნაკრების ერთადერთი მიზანი ევროპის ჩემპიონატზე გასვლა უნდა იყოს.

• კოტე

კარგი მოეშვით ამ კაცს,ხომ ხედავთ სულ ფული აკერია პირზე. ეს რომ კარგი სპეციალისტი იყოს ასე უმუშევარი არ იქნებოდაო ,ხომ გაგიგიათ ,,ხაროშიე ლიოტჩიკი ნა ულიცე ნი ვალიაიუტსიაო** ამას არა მარტო სპეციალისტობა, არამედ პატრიოტობაც დასაწუნი აქვს.

• simartle

და ჟურნალისტი,თანაც სპორტული,სად ნახე საქართველოში? ეროსი მანჯგალაძე მესხი,მეტრეველი,ხურცილავას თაობაზე იტყოდა ხოლმე კრიტიკულ შენიშვნებს.ეხლა ეს ტელეკომენტატორები თუ ჟურნალისტები,პირში წყალდაგუბებულები არიან,ან ვერ ხედავენ ანდა უბრალოდ არ ხედავენ(არაფერს აღარ ვამბობ მათ ინტელექტუალურ დონეზე) რაც შეეხება ცხადაძესა და ქეცბაიას.მართლაც რომ მშრომელი ფეხბურთელები იყვნენ.რასაც მიაღწიეს თავის ოფლითა და ვირული მუშაობით.არ იყვნენ არასდროს ე.წ. ქართული ფეხბურთის "ელიტის",სინამდვილეში კი მაფიის წარმომადგენლები.კობიაშვილი ფედერაციაში მხოლოდ იმიტომ აღმოჩნდა რომ კალაძის "შესტიორკაა".ჩვენს ნაკრებს რომ ვერც ვაისი და ვერც ანჩელოტი ვერ უშველის,მხოლოდ ერთუჯრედიანს თუ არ ესმის.რა დროს ფუტბოლია როცა ქვეყანა აღარ არსებობს.

• თორნიკე

კახა, ერთი შეკითხვა მაქვს , შენ არ იყავი ის ვინც ახალგაზრდულ ნაკრებს ედექი სათავეში და როგორც კი შემოთავაზება მიიღე ეგრევე დატოვე გუნდი. შუა გზაში მიატოვე ნაკრები რათა შენი პირადი ფინანსური კეთილდღეობა არჩიე. ასე რომ რასაც დასთეს მას მოიმკი

• anri

ქომაგი-ს ანუ იგივე ფედერაციის ჩინოვნიკს მინდა ვკითხო, ფედერაციის შენობაში რომელ სართულზე და რომელ ოთახში ზიხარ?

• zura

ცხადაძე არ იყო ოქრიაშვილმა მინდორიდან რომ აგინა? რა წესრიგზე და დალაგებულ ფეხბურთზე ლაპარაკობს ეს კაცი? ცხადაძე არ იყო ჯერ კიდევ სანამ აზერბაჯანში წავიდოდა მწვრთნელად საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები,რომ ჩაიბარა, აზერებმა კონტრაქტი შესთავაზეს და 1 თვეში ახალგაზრდული ნაკრები მიატოვა? რანაირად გააუქმა ახალგაზრდულთან კონტრაქტი მაგ დარღვევებზე რატომ არ საუბრობს? ფედერაციის ახალ მაფიას არ მოწონს ცხადაძე,მაგრამ ძველ მაფიასთან ხომ ძმაკაცობდა?

• dragonfly

ვინც კობიაშვილს და ცხადაძეს იცნობს ყველამ კარგად იცის ვინ ვინ არის. ეხლა რომ გამოდიხარ აქ და რაღაცეებს ლაპარაკობ რატომ თავის დროზე არ თქვი? კობიაშვილის მოსვლაზე რომ ლაპარაკობ იმაზე თქვი ჯერ არველაძე როგორ აპირებდა დარჩენას? ნუ ეცდები მკითხველის შეცდომაში შეყვანას.რა მოხდა როგორ სადაც სათქმელია იქ უნდა ითქვას და გაირკვეს და არა აქ ასეთი ფორმით! მიუხედავად იმისა ჩემი დიდი სურვილი იყო შენი ნაკრებში დანიშვნაც და დარჩენაც. კარგი ფეხბურთელი იყავი კარგი მწვრთნელი ხარ და წარმატებებს გისურვებ!!!

• Musenbezi

ეს რით ვერ მორჩა ჭორაობას... ტიპი რა დაბოღმილია!!! ბაჩანა წაიყვანე ყაზახეთის ნაკრებში და ორივეს მოგეშვებათ.

• ანდრი

ქეცბას შეუსაბამო ქცევამ და თავის მართლებამ აუცრუა ხალხს გული. არც ვარგოდა გარდამავალი პერიოდის მწვრთნელად. რომ წავიდა სადმე მიაღწია რამეს? ისევ იგივე დაემართა. ჯიგარია, მაგრამ არ ვარგა მწვრთნელად, მოქცევა არ იცის.

• ზაზა

თუ ფეხბურთელები არ გყავს მილიონებს რატო იღებ არაფერში უბრალოდ ადექიდა გაეცალე შე დალოცვილო. მარა ჩვენი პოლიტიკანების არიყოს ფული ბაბა ფული მანი მანი.არ დამიწყოს აქ ეხლა ვინმე ამათი გაპრავება.სახელდა გვარს მწვრთნელისას მნიშვნელობა არააქ.

• bajo

კახი ჰამოდი და ამხილე ყველა და სჰევებრზოლოტ ამ ცურბელებს ხალხი დაგიდგება.

• A

ზუსტად 6 თვე დააკლდა ცხადაძეს რომ გვეგინებინა წადიო. ადრე გაუშვეს და გავაღმერთეთ როგორც ყველა გაშვებულზე ან ნაადრევად გამოცლილზე ხდება ხოლმე. კობიაშვილი ბოთეა აცადე 6 თვე და ჩვენ ვაგინებდით ისე გავაგდებდით. ეს ვართ ქართველები. ტოპმიულერი.. კუპერი... ქეცბააა... ეგრე არ გავაგდეთ.... ვაისს აკრიტიკებს კაცი რომელსაც ბაქოს უბნის ჩემპიონატი არ მოუგია 10 წელი ბაქოში იყო. შეადარეთ ტიტულები...

• ქომაგი

* მთელმა საქართველომ ვიცით, რომ ცხადაძემდე ნაკრები მკვდარი იყო. * ყველამ დავინახეთ, რომ ცხადაძემ ნაკრები აათამაშა. * მთელმა საქართველომ დავინახეთ, რომ ცხადაძე უსამართლოდ გააგდეს. * ყველა მივხვდით, რომ ამის მიზეზი არა სპორტი, არამედ პარტიული პოლიტიკა იყო (ლურჯებს უნდოდათ ყველა პოსტის კონტროლი). * მოვიდა ვაისი და ცხადაძის სტილი დატოვა, მაგრამ ნაკრებს დააკლდა ცხადაძის ენერგიული შემართება. * ვაისი კარგი პიროვნებაა, იცის ფეხბურთელებთან სწორი ურთიერთობა, მაგრამ არ იცის შეცვლების კეთებს. * გულშემატკივარს უფრო კატეგორიულად უნდა დაეცვა ცხადაძე.

• ზაზა

რატომ უნდა აპატიოს და რატომ არ უნდა ელაპარაკოს თავის ქვეყანას ნიშნისმოგებით,თუ კი ის მართალია? რატომ უნდა შეუმცირდეს ხელფასი თუნდაც 1 თეთრით,იმიტომ,რომ კობის ასე უნდა? აბა არ გადაიხადო გაზი ფული,თუ არ გადაგიკეტავენ?შენ გაპატიებს შენი ქვეყანა რამეს,თუნდაც 1 თეთრს?...

• Shako

ხომ არ დავაბრუნოთ კახა თუ კობის გადასაწყვეტია

• ultranationalist

ყველაზე კარგი იქნებოდა რო დაეტოვებინათ ცხადაძე

• gujaa

ჩვენი ბრალია ჩვენი გადახდილი თანხებით "გულაობენ" და თავზე გვაზიან მეტის ღირსი ვართ....რას აკეთEბენ ანფედერაციაში ან პარლამენტში ...ფულს ბატონებო ფულს საქმე "კიდიათ' :(

• სოსო

ცხადაძე ისე გაუშვეს ნაკრებიდან,თითქოს ფულს დახარბებული უქნარა იყო.იმ სიტუაციაში მე კახის სიმართლე მჯერა.რაც შეეხება ვაიის,მან ცხადაძის მიერ დასახული თამაშის მოდელი გააგრძელა და განავითარა,მაგრამ გუნდის გასაცნობად აუცილენელი დრო, ნაკრებისათვის დაკარგულ ქულებად გადაიქცა.ვაისი საკმაოდ კარგი მწვრთნელია,მაგრამ ეს გარდაუვალი იყო.

• გიორგი

100 პროცენტით ვეთანხმები ცხადაძეს

• Lagashi

თუ მართლა ასე თქვა იმ ლორთქიფანიძემ ე.ი ან ბნელია ან ითავხედა და ნაცარი შეაყარა მსმენელს, რანაირად მოეთხოვოდა ნაკრებს პირველი ადგილი როცა ბოლოს წინა ადგილიც მხოლოდ მაშინ გვხვდებოდა წილად თუ ჯგუფში რომელიმე ჯუჯა ქვეყანა გვყავდა.

• Lagashi

ვაისით კმაყოფილი იმ ფონზე ვარ რომ ყოველი შესარჩევი ახალი იმედის გაცრუება იყო, ბოლო ბოლო მივხვდი რომ თურმე არ ვართ იმ დონეზე რაც კომენტატორების მოსმენით მესახებოდა და იმაშიც დავრწმუნდი რომ ვერც ერთი მწვრთნელი ერთი ხელის მოსმით ვერ მოგვიგვარებს პრობლემას, შესაბამისად რახანც ვაისმა ასე თუ ისე ბურთის გაგორების ხარისხი გაუმჯობესა ბარემ ერთი შესარჩევიც ეკუთვნის და სხვის მოყვანას ასე უცებ აზრიც არ აქვს.

• Ultranationalist

არ მესმის ხალხის ვისაც ვაისის მწვრთნელობა მოგწონთ ნაკრებში, ისეთი შეგრძნება მაქვს გინდ ყოფილა გინდ არა, ან რომელი თავმოყვარე ქვეყანა და ფედერაცია დატოვებდა მწვრთნელს რომელმაც ერთი თამაში ვერ მოიგო

• კახი

ბევრ რამეში გეთანხმებით, მაგრამ:ნაკრები არც ფედერაციისაა, არც მთავრობის! ნაკრებს ქვია ეროვნული და ის ეკუთვნის სამშობლოს, ხალხს! თქვენ თუ გახდებოდით ყაზახეთის ნაკრების მწვრთნელი, ფაქტობრივად უნდა გებრძოლათ სამშობლოს და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ! ახლა არ დამიწყოთ, პროფესიონალიზმიო და ა.შ. (მითუმეტეს, ეკონომიურად არ გიჭირთ). ალალად გეუბნებით: თქვენისთანა მწვრთნელს არ გაუჭირდება გუნდის მონახვა, მაგრამ არ იბრძოლოთ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ისე არ გამიგოთ ხალხო, თითქოს მე არ ვაფასებდე ბატონ კახის, დარწმუნებულიც ვარ, რომ ის უკეთეს შედეგს დადებდა(ჩვენს ნაკრებში), ვიდრე ვაისმა დადო, ან სხვა დადებდა.

• Vasil

ერთი რამე მიკვირს ძალიან.../ უკვე წარსულია , მაგრამ მაინც, სამართლიანობა მოითხოვს, არ გახსოვთ ხალხო როგორ იყო ქეცბაიას დროს? თაციდან 10 თამაში წაუგებელი, მერე თაობათა ცვლა , რაც გარდაუვალი მომენტი იყო, და ქეცბაიას შერჩა ნაკრები ხელში ისეთი რო მაგაზე მეტს ვეღარ იზავდა ვერაფერს, ძალიან დაბალი დონის ფეხბურთელებით თხოვდნენ შემტევ ფეხბურთს, და მაგ დროს ყველა ჩვენი ნაკრების ფეხბურთელები ძირითად უთამაშებლები , უგუნდოები და ტრანმვირებულები იყვნენ, ამას ემატებოდა ისიც რო ბევრი გამოუცდელი ახალგაზრდა იყო, თუ არ გჯერად გადახედეთ ინტერნეტში მაგ პერიოდს და ნაკრები ძლივს აკოწიწებული ფეხბურთელებით იყო, ქეცბაიას დროს დამისახელეთ სამი ფეხბურთელი რომელმაც მაღალ დონეზე ითამაშა თავის კლუბში მთელი სეზონის განმავლობაში და კიდე დაასახელეთ ორი ფეხბურთელი რომელიც საშუალო ევეოპული დონის გუნდში გვყავდა.../ ძირითადად ჩვენი წამყვანი ფეხბურთელები მაგ დროს მეორე ლიგის და მესამე ხარისხოვან ჩემპიონატებში გამოდიოდნენ.../ და ამ ყველაფრის მერე ქეცბაიას თხოვნენ შეეტია :D :D:D. იმიტომ იყო რო იძახდა ეგ კაცი , ფოკუზნიკი კი არ ვარო, სიმართლეს ამბობდა სიმართლეს!!!!!

• ქომაგი

იმის მიუხედავად, რომ მისი გაშვება სპორტული თვალსაზრისით არ მიმაჩნდა სწორად იმ მომენტისათვის, ახლანდელი გადმოსახედიდან ვთვლი რომ სწორი ნაბიჯი იყო და რატომ: 1. არ შეიძლება ისეთი ჩასაფრებულის და ნიშნისმოგებითი ტონის ესაუბრო საკუთარ ქვეყანას, როგორი ტონიც ამ სტატიაში ჩანს!. 2. მუხედავად ვაისი ნაჩვენები შედეგებისა, მიმაჩნია, რომ თამაშის ორგანიზებით, ტაქტიკური აზროვნებით და პერსპექტივით ვაისის გაწვრთნილი ნაკრები სჯობს ცხადაძისას. 3. ახლანდელი სიტუაცია, კალათბურთის ნაკრებისას იმ დროს მაგონებს, როდესაც არაერთი იმედგაცრუუების შემდეგ კოკოშკოვი მოიყვანეს მწვრთნელად და მან დაიწყო ნაკრებისათვის საფუძვლის ჩაყრა და ანგარიშგასაწევ გუნდად აქცია. 4. დავაში ორივე მხარის აზრი უნდა მოისმინო და აზრი თავად გამოიტანო: ფედერაციის წინადადება მოსმენილი გვაქვს (ხელფასის შემცირებას სთავაზობდნენ თვეში 50 000 აშშ დოლარიდან 20 000 დოლარამდე და თუ მინიმუმ მესამეზე გავიდოდა მაშინ იმავე თანხას მიიღებდა ბონუსის სახით შეუვსებდნენ და თავად ცხადაძემ რატომ არ წარმოადგინა საკუთარი ვერსია პირობების რა სახით შეცვლაზე იყო საუბარი? 5. დიდი ხანია გამიქრა ის ილუზიები საფეხბურთო ნაკრების წარმატებისა (ქინქლაძე, არველაძეების ეპოქაში რომ გვქონდა), რომ უეჭველად გავიდოდით ჯგუფიდან და ამიტომ ახლა მშვიდად ვუყურებ და თუ წარმატებას მივაღწევთ ძალიან გამოხარდება, წარმატება კი დიდი ხნის მიზანდასახული შრომით მოდის და არა მწვრთნელთა და სტრატეგიის წარამარა ცვლით. წარმატებებს ვუსურვებ ცხადაძეს, თუმცა ვერ მოვუწონებ საკუთარ ქვეყანაზე და ქვეყნის ნაკრებზე ნიშნისმოგებითი ტონით საუბარს!

• llcl

ყოველთვის ვესწრებოდი 90-იანებში თამაშებს, ვერც იმ ნიჭიერმა თაობამ მიაღწია ვერაფერს, მაგრამ ფეხბურთს თამაშობდნენ, განსაკუთრებით ორი კაცი 1-დან 90წთ-მდე კარგი მეომარივით(როგორც დღეს ჩვენი რაგბისტები და კალათბურთელები არიან) იბრძოდა მოედანზე, ხშირად კლუბში ტრავმის გამო არ უთამაშიათ და ნაკრებში მაინც ითამაშეს, ეს ორი კაცი ცხადაძე და ქეცბაია იყო, ამისათვის მადლობა მათ, ეტყობოდათ, რომ ნაკრებით სუნთქავდნენ და ყველაფერს იღებდნენ მისთვის, მრწვთნელობაზე რა გითხრათ, ესეთი უკლასო მოთამაშეების ფონზე მგონი მაქსიმუმს აკეთებდნენ, ჩემის აზრით უფრო ღირსეულ მოქცევას იმსახურებდნენ. მართალი ბრძანა წინა კომენტარში ბატონმა, ეხლა რატომ არაა ვაისის მიმართ ინტერვიუების დროს მწვავე და კრიტიკული კითხვები თუ ისეთ ფეხბურთს ათამაშებს, რომ თვალს ვერ მოწყვეტ

• გიორგი

მოხდა ის რასაც ველოდით. უსამართლოდ გაუშვეს!

• valderrama

დრომ მგონი გვაჩვენა ამ კაცის სიმართლე.მიუხედავად იმისა, რომ ვაისი ცუდად არ მუშაობს და ეხლა მისი გაშვება სრული სისულელე იქნება, იმ ეტაპზე საქართველოს ნაკრების პირველი კაპიტნის, რომელსაც ამაზე უკეთესი შედეგი ჰქონდა, ასეთი ფორმით გაშვება სამარცხვინო იყო...

• rodemdeee

ერთი რამ მაინტერესებს ყველა ვუყურებდით ქეცბაიას დროს ჟურნალისტებისგან რამხელა ზეწოლა მოდიოდა ასევე თვე არ გავიდოდა ეთერში არ მიეწვიათ ნაკრების მწვრთელი და შეტევა არ განეხორციელებინათ.სულ რაღაცაზე უკმაყოფილოები იყვნენ.სულ საუბარი მიდიოდა.ასევე იყო ცხადაცის დროს და ეხლა სად არიან ეს ვაი ჟურნალისტები და რატო არ აკეთებენ გადაცემას და არ უსვამენ იგივე კითხვებს ვლადიმერ ვაისს.ნუთუ ტრაკი არ გაქვთ? თუ ზემოდან გაჩუმებენ? ეგააა ზუსტად და კახიმ სწორად აღნიშნა თამაში რო ვერ მოეგო მაგის დროს ნაკრებს ალბათ მართლა ქვეყნიდან გააგდებდით და მოუწყობდით შოუებს რო ესეთი ცუდი არავინ გვყავს.მაგრად გამოჩნა რო უტრაკოები არიან ბევრი.თამაში ვერ მოვიგეთ 2 წელი გავიდა დაა მაინც არანაირი კრიტიკა არ ყოფილა.

• 888

ქვეყნის სურვილი კი არ იყო შენთან ურთიერთობის გაწყვეტა,ფედერაციის და მისი გაუმაძღარი ფუნქციონერების ნებით გითხრეს უარი.

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა

საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე

"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

კაშია და კანკავა ზედიზედ მესამედ გახდნენ სლოვაკეთის ჩემპიონები

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა

აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია

ვაისი: რა შეიცვალა საქართველოს ნაკრებში ჩემი წასვლის შემდეგ?

სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს

სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა

ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის

"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე

"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა

სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა

შეთანხმება არ შედგა - ვაისმა აზერბაიჯანელებს უარი შეუთვალა

სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით

"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა

"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება

ვაისის ღირსეული საქციელი - ლუქსემბურგთან მატჩის წინ კაშია და კანკავა დაასვენა

"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე

კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა

ვაისი კვლავ ნაკრებს, ამჯერად ჩვენ მეზობლად გაწვრთნის? - კაშიას და კანკავას შესაძლოა, ახალი დამრიგებელი ჰყავდეთ

სანიოლი ამჯერად სლოვაკეთშია - შეხვედრა კანკავასთან კაშიასთან და ვაისთან

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...