ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

საქართველო VS ლიტვა - ვაისის რეაბილიტაციის, ჩაკვეტაძის დებიუტის და გამარჯვების მოლოდინში

საქართველო VS ლიტვა - ვაისის რეაბილიტაციის, ჩაკვეტაძის დებიუტის და გამარჯვების მოლოდინში

დღეს, 24 მარტს საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში ლიტვის ნაკრებს დაუპირისპირდება.

შეხვედრა 19:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და დასწრება თავისუფალია. მატჩის ყურება საზოგადოებრივ მაუწყებელზეც შეგეძლებათ.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მატჩამდე წილკანში ჩავიდა და არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა. როგორც ცნობილია მატჩი არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნისადმი პატივის მიგებით დაიწყება.

საქართველოს ნაკრები თბილისისის ზღვასთან "ზესტაფონის" ბაზაზე ემზადებოდა. რა თქმა უნდა დანაკლისი ამჯერადაც გვქონდა: ვარჯიშის დროს გამოგვაკლდა დავით ხოჭოლავა, რომელიც ლაშა დვალმა ჩაანაცვლა, აგრეთვე ტრავმების გამო კვლავ ვერ არიან ნაკრებში ლევან მჭედლიძე და თორნიკე ოქრიაშვილი.

სასიხარულოა ამბავია, რომ ნაკრებთან ერთად არის ჯანო ანანიძე და ალბათ მოედანზეც ვიხილავთ.

ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე წინასწარ გაგვიმხილა რამდენიმე ტაქტიკური დეტალი, მაგალითად რომ ერთ შეხვედრაში ორ თავდამსხმელს ვიხილავთ. თუმცა ეს არ იქნება კაჭარავა-ქვილითაიას წყვილი მათი სათამაშო სტილიდან გამომდინარე, ერთ-ერთს ან ბაჩანა არაბული შეუწყვილდება ან ვაკო ყაზაიშვილი.

ლიტვასთან მატჩში ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც ამ შეხვედრის შემდეგ დატოვებს შეკრებას და ბელგიაში წავა. ასევე ვაისის თქმით ის 23-ივე ფეხბურთელს გამოცდის ორივე მატჩში და უკეთესად გაეცნობა მათ შესაძლებლობებს.

ვლადიმირ ვაისს ძალიან მძიმე საკვალიფიკაციო ეტაპი გამოუვიდა, საქართველოს ნაკრებმა ერთი შეხვედრაც კი ვერ მოიგო. თუმცა მისი ხელმძღვანელობით არც ამხანაგურ მატჩებში ბრწყინავდა გუნდი, თუ რა თქმა უნდა ესპანეთთან და ლატვიასთან ჩატარებულ შეხვედრას არ ჩავთვლით.

ვაისის ხელწერა ძალიან ბევრს მოსწონს, მაგრამ შედეგს დადებითად ვერავინ შეაფასებს. ფაქტია ესეთია: ერთი საშინაო ფრეც კი ერთა ლიგაზე და სლოვაკს ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დავემშვიდობოთ. კარგი იქნებოდა ფედერაცია პროფესიონალ ანალიტიკოსებს თუ დაიქირავებდა და თუნდაც ამხანაგური მატჩებით შეაფასებინებდა, თუ რამდენად ძალუძს შერჩეული ტაქტიკით ნაკრების მწვრთნელს ერთა ლიგის გუნდებთან დაპირისპირება. ეს ბევრს შეიძლება სასაცილოდაც კი მოეჩვენოს, მაგრამ ნამდვილად არ გვაქვს ექსპერიმენტების დრო, როცა ევროპის ჩემპიონატზე გასვლის საშუალება მოგვეცა.

ამ ნაკრებში როგორც იქნა საფეხბურთო "სახეების" პრობლემა მოიხსნა, ყველა ფეხბურთელი სათამაშო კომპონენტით არის გამოძახებული. რა თქმა უნდა არიან ფეხბურთელები, რომლებიც უკეთესად შეავსებდა ამ ნაკრებს, მაგრამ ამას სლოვაკი სპეციალისტი წყვეტს და ვიმედოვნოთ რომ მათაც აკვირდება.

ლიტვასთან სულ ექვსჯერ გვაქვს ჩატარებული მატჩი, ამათგან სამი მოვიგეთ და სამში დავმარცხდით. ბოლოს ლიტველებს 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დავუპირისპირდით და თბილისში 0:2 დავმარცხდით. თუ ისტორიას გადავხედავთ ჩვენც გვყავს ისინი საკუთარ სტადიონზე დამარცხებული, თანაც დიდი ანგარიშით - 2002 წელს საქართველოს ნაკრებმა ლიტვაში 4:0 მოუგო ადგილობრივ ნაკრებს და ამ შეხვედრაში დუბლი თემურ ქეცბაიამ გაიფორმა, თითო გოლი კი გიორგი ქინქლაძისა და შოთა არველაძის ანგარიშზეა.

ლიტვა ერთა ლიგის c ჯგუფშია, მისი მეტოქეები: რუმინეთი, სერბეთი და მონტენეგროა. ლიტვის ნაკრები ფიფას რეიტინგში 147-ე ადგილზეა და ადგილობრივი სპეციალისტი ედგარას იანკაუსკასი წვრთნის.

მათი მწვრთნელის განცხადებით ის საქართველოში წარმატების მისაღწევად მოდის, მისთვის ეს კარგი შესაძლებლობაა შეაფასოს თუ შემოდგომაზე თავი როგორ უნდა წარმოაჩინოს.

ორივე მწვრთნელს ვაისსაც და იანკაუსკასაც გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტაცია სჭირდებათ.

ლიტვასთან მატჩში ვაისი ალბათ შეეცდება აქცენტი შეტევაზე გააკეთოს, რადგან ესტონეთთან მატჩში ეს უფრო გაუჭირდება. სავარაუდოდ საყრდენ ზონაში ჯაბა კანკავას ვაკო გვილია შეუწყვილდება და წინ შემტევთა მეტ  მრავალფეროვნებას ვიხილავთ. ალბათ ამჯერადაც არჩევანს გიორგი ქვილითაიაზე გააკეთებს, რადგან სლოვაკი მას უფრო ხშირად ენდობა ვიდრე ნიკა კაჭარავას.

დაცვის ხაზი წესით უცვლელი იქნება: ნავალოვსკი, კაშია, კვირკველია და კაკაბაძე. კარებში სათამაშო ფორმიდან გამომდინარე სავარაუდოდ გიორგი ლორია დაიწყებს, თუმცა ვაისმა აღნიშნა რომ სამივე მეკარეს მიეცამა სათამაშო დრო.

რთულია მიხეილ მესხის სტადიონზე ანშლაგზე ვისაუბროთ, კარგი იქნება თუ 10 000-მდე ადამიანი მაინც თუ შეიკრიბება, არც ამინდი უწყობს ამ ყველაფერს ხელს. წინა ამხანაგური მატჩები ნაკრებმა რეგიონებში ჩაატარა, კარგი იქნებოდა თუ ამ შეხვედრებშიც მსგავსად მოიქცეოდნენ, რადგან იქ უფრო მეტად არის შესაძლებელი სტადიონის გავსება და ურიგო სიტუაციაც არ არის. განსაკუთრებით გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, სადაც კვიპროსთან მატჩის შემდეგ ჩვენი ნაკრების მწვრთნელი საკმაოდ კმაყოფილი იყო.

P.S რაც არ უნდა იყოს, ეს ჩვენი ნაკრებია და ჩვენი სახელია, ამიტომ საკუთარ გუნდზე გაბუტვა უარესს შედეგს დადებს. მოკიდეთ თქვენს შვილებს, შვილიშვილებს, მეგობრებს, მეუღლეებს, ნათესავებს ხელი და მოდით მიხეილ მესხზე, საქართველოს ნაკრები თქვენს მხარდაჭერას ელის.

მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (რიუ ავე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვირკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ორივე ტობოლი, ყაზახეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ჯაბა ჯიღაური (ორდაბასი, ყაზახეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ბაჩანა არაბული (ბალმაზუივაროში, უნგრეთი)

• მარინა მესხი

ლუკა ზარანდიას როდესმა მიეცემა საშუალება ნაკრებში გამოსვლის?

• Lasha

147 ea raitinga 39 mete ara is gamoiyvana litva grandi

• ქომაგი

ხო ისაა მაგარი მოლდავეთთან ფრეს რომ თამაშობ სახლში და ყველა მეტოქე გიგებს. წინა შეხვედრაში ყაზახეთთან ვაისმა ფრე გვეთამაშა თბილისში, ხოდა ტაში დაუკარი. შენნაირების გამოა ასე რომ გასდით

• კოტე

"ფაქტია ესეთია: ერთი საშინაო ფრეც კი ერთა ლიგაზე და სლოვაკს ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დავემშვიდობოთ" - ეს განწყობა იქნება რომ დაგვღუპავს. არ შეიძლება ამ განწყობით თამაში, არც ესპანეთი ვართ და არც გერმანია. შესარჩევს ფრის გარეშე გრანდებიც ვერ ამთავრებენ, როგორც წესი. არც ყაზახეთზე ვართ რამეთი უკეთესები და არც ლატვიაზე. ბოლომდე ბრძოლა იქნება საჭირო თითოეულ მატჩში. მხოლოდ ბრძოლის და ბოლომდე დახარჯვის ხარჯზე თუ შევძლებთ გასვლას. პ.ს. ფრეებიც იქნება და შეიძლება ვინმესთან წავაგოთ კიდეც, მთავარია პირველზე გავიდეთ ჯგუფში.

• vaso

ხომ შეიძლება კვირკველია ნავალოვსკის ნაცვლად დვალი ტაბიძე, ან დვალი შერგელაშვილი დააყენოთ? ეს ხომ ამხანაგურია? ან გვილისთან კანკავა რაღა საჭიროა, მითუმეტეს როცა შეტავას აპირებ, გვილიასთან ჯანოა კარგი თუ ფორმაშია, ან კვეკვე. და რადგან ჩაკვეტაზეს ათამაშებს, მეოთხე ყაზაიშვილია. ცვლილებაზე პაპუნაშვილი მერაბიშვილი. ჯიღაური არაა სანაკრებო კაცი. წინ კი ქვილითაია და არაბული, ცვლილებაზე კაჭარავას ვათამაშებდი, ქვილითაიას ნაცვლად. ანუ მივიღეთ 4-4-2. ძალიან კარგია რომ ვაისი ამ სქემაზე ჩამოყალიბდა. ნავალას პოზიციას ებრალიძე ძალიან უხდება, რადგან ფიზიკურად კარგადაა მომზადებული, ტექნიკურიცაა, პასიც აქვს და შეტევაშიც თამაშობს, მის გუნდში მარცხენა გარემარბად თამაშობს და ამ ცვენს პრობლემურ მხარეს აყცილებლად მოუხდება, ტუ ჩაკვეს თამაშის მერე უშვებს, ხომ შეიძლება მოიწვიოს და ამ პოზიციაზე გამოსცადოს ებრალიძე? შეიძლება ასეც ქნას, ვნახოთ, და ძალიან მაინტერესებს და ნამდვილად ველოდები ამგვარ სიახლეებს, თუ ასე მოხდა ევროპაზე გავალთ, თუ არაფერი შეიცვალა, ძველი სახეები რისი მაქნისია ვიცით. წარმატებები ბიჭებს,კარგია

• ზეონ

ისე კაჭარავა დააყენოს რა ქვილითაია. ხოლო ორი საყრდენი არ არის საერთოდ საჭირო, მაგრამ მეც ვფიქრობ რომ ეგრე მოიქცევა

• ZEON

კარგი ვიღაცა მაინც წერს პირდაპირ. ანალიზი საჭიროა თორე ცხვრებივით რომ მივყვებით ვაისს, მერე გვინა იქნება ერთა თასზე. იმედია 10 000 მაინც მივა :/

• გიორგი

ისეთი სტატიაა, რომ აი, უეჭველი უნდა მოვიგოთ და რატომ? ესეთი მარტივად მოსაგები ნაკრები, რომ იყოს ჩვენზე უკეთეს და ძლიერ ნაკრებებთან ერთად არ იქნებოდა ერთა ლიგაზე! ან ჩვენზე წინ რატომ არის რეიტინგში?

• Kika

Moviwviot marcxena naturalizirebuli brazilieri an espaneli mcveli romelic tavis nakrebhi ver xvdeba,esaa axla hveni susti wertili.

• რაგბი თქვენი თამაშია, მე ღმერთმა დამიფარა

აუ... ცუდ ხასიათზე თუ ხართ, ვალები თუ გაქვთ და მეზობელსაც ეჩხუბეთ, სტატიას ნუ წერთ ფეხბურთზე... თან ნაკრების თამაშის წინ რა... ამ სტატიას ნაკრების წევრები კითხულობენ და რა განწყობას უქმნით ხალხს?! "10 000 კაცი თუ მოვა კაია", როდის გახსოვთ ასეთი ცოტა ხალხი, რომ ახლა ასეთ განწყობას ქმნით? ფასიან თამაშებზე დადიოდა ბევრად მეტი ხალხი ამხანაგურზე და დღეს რატომ არ მოვლენ "ბებიებით და შეყვარებულებით"? ინტრიგნობები მოიშალეთ, თან ცუდს რომ ლაპარაკობთ, თან კარგს და ორივე გზას რომ იტოვებთ "აუ ხო ვამბობდი" რომ თქვათ მერე. ტეხავს. პირველივე ფრეზე მწვრთნელი შევცვალოთო. :))

GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა

თურქების მეტოქეები გაირკვა - რა გზა ექნებოდა საქართველოს ნაკრებს მუნდიალამდე, ჯგუფში მეორე ადგილი, რომ დაეკავებინა

ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? - გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს

ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს

[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა

პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა

[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ

[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ

სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან

"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს

[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო

20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"

"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს

"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა

მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა

"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა

იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე

რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს

"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა

"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა

დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს

ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ

ონანას არ დაუძახეს - ის აფრიკის თასზე კამერუნის ნაკრებში არ იქნება

ქვილითაია შეცვლაზე შევიდა და გამარჯვების გოლი გაიტანა [VIDEO]

შეტევაში ბალოტელისთან ერთად - "ჯეონამ დრაგონსმა" კაჭარავა წარადგინა

ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა

საქართველოს ნაკრებთან განადგურებულმა ლიტვამ ერევანში სომხეთი დაამარცხა [VIDEO]

ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? - გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს

ვაკო გვილიამ პოლონური გუნდი დატოვა

საქართველოს ნაკრებმა ლიტვას პირველი ტაიმი 4:0 მოუგო...

ვლადიმირ ვაისი: რაღაც-რაღაცებზე დავხუჭე თვალი, შემდეგში უფრო რადიკალური ვიქნები

აშკარა და დაუჯერებელი - საქართველოს ნაკრებმა 4:0 გაიმარჯვა! [VIDEO]

თურქების მეტოქეები გაირკვა - რა გზა ექნებოდა საქართველოს ნაკრებს მუნდიალამდე, ჯგუფში მეორე ადგილი, რომ დაეკავებინა

"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი

"სლოვანმა" გაიმარჯვა - კაშიამ შეუცვლელად ითამაშა

Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია

GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა

ლიტვის ნაკრების მწვრთნელი იანკაუსკასი: ქართველებმა დაგვჯაბნეს, სამარცხვინოდ ვითამაშეთ

ლიტველი ფეხბურთელების კომენტარები საქართველოსთან განადგურების შემდეგ

შუა თითი და უხამსი ჟესტები მატჩის შემდეგ - ვინ არის გონსალო ფეიო, რომელიც ქართველ ფეხბურთელსაც ავარჯიშებდა

"არისმა" "ომონიას" ქვილითაიას დუბლით მოუგო

ვაკო გვილიამ პოლონურ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა

Mundo Deportivo: შენგელია თბილისში მაინც გაფრინდება - ეს სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და ერთგულებაა

[VIDEO] ქვილითაია ნაკრებში გოლით ბრუნდება, ინჯგიამ ქულა გადაარჩინა

[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა

ვაკო გვილია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია

ოფიციალურად: ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

ნიკა კაჭარავა ლიეტუვის "პანევეჟისში" გადავიდა

ქვილითაიამ მატჩი დამატებით დროში გადაიყვანა - "არისი" აეკ-თან მაინც დამარცხდა

[VIDEO] ქვილითაიას ლამაზი თავურით დაიწყო...

ატყდა დავიდარაბა. "სლოვანმა" რუსულ გუნდთან საიდუმლო მატჩი ჩაატარა - კანკავამ გაიტანა, გვილიამ ითამაშა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ

სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...

უკრაინაში კანკავას გმირობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გაიმეორა - "ენა მეჭირა, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი..."

საქართველოს ნაკრების ფორვარდი აზიის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულში ითამაშებს

დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..

ქეცბაიამ კაჭარავას შემცვლელი შეიძინა - "ნაპოლის" ექსფორვარდი გერმანიიდან

ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]

ნიკა კაჭარავა "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა

"უოტფორდმა" მდგომარეობა გამოასწორა - კლუბის ხელმძღვანელმა ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა

"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ

რას ვნახავთ დეკემბერში - პსჟ-ს მატჩები და თბილისის "დინამო" ახალგაზრდულ ლიგაზე

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...

"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება

"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება

ნიკა კაჭარავამ "ტორპედო" დატოვა

"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ

"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა

"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა

ჩაკვეტაძე ისევ შეცვლაზე შევიდა - "უოტფორდი" "ბირმინგემთან" დამარცხდა

გვილია "ლეგიაში" ვარჯიშობს და დიდი ალბათობით, ახალ კონტრაქტსაც გააფორმებს

მოლოდინი სრულდება - ჩაკვეტაძე "პრესტონთან" მატჩის განაცხადშია

საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში რეგრესი განიცადა

ჩაკვეტაძემ აპრილის შემდეგ პირველად ითამაშა - "უოტფორდი" "პრესტონს" დაუზავდა

სანიოლის კაპიტულაცია

საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა

ჩაკვეტაძის გაუმჯობესებული თამაში და მეტი დრო მოედანზე - "უოტფორდის" მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა