28 მარტს თბილისში 3 მატჩით დაწყებული სუპერლიგის 25-ე ტური ბათუმში დასრულდა. აჭარას გათამაშების ლიდერი "ქუთაისი" ესტუმრა და 19 ქულის სხვაობით - 60:79 დამარცხდა.

ბათუმელებზე არ იმოქმედა იმ უცნაურმა გარემომ, რაც დარბაზში სუფევდა. წინა ბათუმურ მატჩში მაყურებელთა მხრიდან მსაჯის შეურაცხყოფის გამო გუნდს კალათბურთის ფედერაციის სადისციპლინო-ტექნიკური კომისიისგან სასჯელი დაეკისრა - ქულებით დაჯარიმებასთან ერთად მომდევნო 2 მატჩის ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩატარება.

ვლადიმერ ბოსნიაკის გაწვრთნილი გუნდისთვის ადგილობრივ ქომაგთა მხარდაჭერის არქონას გავლენა არ მოუხდენია - ბათუმელებმა სუპერლიგის ლიდერს დიდი სხვაობით სძლიეს.

მატჩის უმეტესმა ნაწილმა ბრძოლაში, თანაბრად ჩაიარა. მასპინძლები ლიდერობდნენ, მაგრამ სოლიდურად დაწინაურებას ვერ ახერხებდნენ. პირველი ნახევრის შემდეგ ბათუმელები 8 ქულით ლიდერობდნენ, მაგრამ მესამე პერიოდში ქუთაისელებმა 5 ქულა გაქვითეს და ბოლო მეოთხედის წინ ზღვისპირელებს ლიდერობიდან 3 ქულა შერჩათ.

სწორედ მაშინ, როცა გადამწყვეტ პერიოდში საინტერესო ბრძოლა უნდა შემდგარიყო, თამაში მასპინძელთა დიდი უპირატესობით ჩამთავრდა. დასკვნითი 10-წუთეული აჭარულმა კლუბმა 22:6 მოიგო და შეხვედრაც დამაჯერებელი გამარჯვებით დაასრულა.

ბათუმელებს ლეონიდ სტეპანიშინმა (16 ქულა, 8 მოხსნა) და სპენსერ კოლინსმა (18 ქულა, 6 მოხსნა, 6 პასი) ულიდერეს. 13 ქულა და 8 მოხსნა მესამე ლეგიონერმა - ერიკ ჩილდრესმა მოაგროვა. "ქუთაისში" 19 ქულით ჯონათან ლი გამოირჩა. აკაკი დვალიშვილის ანგარიშზე 15 ქულა დაგროვდა.

შეგახსენებთ, რომ სუპერლიგის 26-ე ტურის 31 მარტს თბილისში დაგეგმილი მატჩები გადადებულია. ტურის დარჩენილი 2 მატჩი ქუთაისსა და რუსთავში - შესაბამისად, 1-ელ და 2 აპრილს გაიმართება.

მომზადებულია Gbf.ge-ს მიხედვით

თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
თსუ-მა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხა და საქართველოს სუპერთასს დაეუფლა
"შავი ლომი" | ორი ცვლილება "ბათუმთან"
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
"ქუთაისმა" ფინალში "კავკასია" დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდა!
სუპერთასი | თელ-ავივი ქართულ გუნდებს არ სწყალობს
ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი "ბათუმმა" მოიგო
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
"ქუთაისმა" "კავკასია" 23 ქულით დაამარცხა და ფინალურ სერიაში დაწინაურდა
სუპერლიგის ჩემპიონი "ქუთაისი" ევროთასებზე ასპარეზობას სლოკავურ "ლევიცესთან" მატჩით დაიწყებს
სუპერლიგის სადებიუტო მატჩში "ვსა-BASKETBALL"-მა "ბათუმი" 80:72 დაამარცხა
სუპერლიგა. IV ტური: "ბათუმმა" მოიგო და დროებით გალიდერდა
სუპერლიგა. XXII ტური: ბათუმსა და ქუთაისში მასპინძლებმა მოიგეს
"ქუთაისი" დანიის ჩემპიონთან ბოლო წამებზე დამარცხდა და ფიბა ევროპის თასზე იასპარეზებს
სუპერთასი | "შავი ლომი" აღმოსავლეთში, "ლუზიტანუში" დასავლეთში