დღეს, კალათბურთის ფედერაციის ოფისში ახალი გამგეობის პირველი სამუშაო შეხვედრა შედგა. ფედერაციის საერთო ყრილობამ ახალ წესდებასთან ერთად გამგეობის არსებულ 11-კაციან შემადგენლობას 4 წევრი დაამატა. გამგეობის პირველ შეხვედრაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული.

დღის წესრიგში იდგა გამგეობის თავმჯდომარისა და კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის არჩევა. თავმჯდომარედ წარდგენილ და დამტკიცებულ იქნა "დინამო თბილისის" პრეზიდენტი, ვეტერანი კალათბურთელი ვახტანგ ნაცვლიშვილი, ხოლო ფედერაციის გენერალურ მდივნად გამგეობამ გიორგი ქართველიშვილი აირჩია.

ახალი გამგეობის პირველი გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესი და ისტორიული გამოდგა. სუპერლიგაში მონაწილე გუნდების რაოდენობა მომავალი სეზონისთვის 10 გუნდამდე გაიზარდა.

2018-19 წლების სეზონის სუპერლიგის მეათე ადგილისთვის ერთმანეთს დაუპირისპირდებიან რეგულარული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ სატურნირო ცხრილის ბოლოადგილოსანი და A ლიგის ფინალურ სერიაში დამარცხებული გუნდი. საკვალიფიკაციო სერია მიმდინარე წლის 3-დან 10 მაისამდე გაიმართება.

ფედერაციის ხელმძღვანელობა სუპერლიგისა და A ლიგების გუნდებთან სამუშაო შეხვედრებზე შეთანხმებული იყო, რომ სუპერლიგაში მომავალი სეზონიდან მონაწილეების 10-მდე გაზრდის გადაწყვეტილება კლუბებისთვის რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე უნდა ეცნობებინა.

ხსენებულ შეხვედრებზე ასევე განსაზღვრული იყო გუნდების გაზრდის შემთხვევაში, სუპერლიგაში მე-10 გუნდად გადასვლის შემდეგი პრინციპი: A ლიგის გამარჯვებული პირდაპირ გადავა სუპერლიგაში, ხოლო დამარცხებული სუპერლიგის მე-10 ადგილისთვის რეგულარული ჩემპიონატის ბოლოადგილოსანთან საკვალიფიკაციო სერიას 2 მოგებამდე ითამაშებს.

იმ გუნდების ვინაობას, რომლებიც 2018-19 წლების სეზონის სუპერლიგაში მე-10 ადგილის მოსაპოვებლად იბრძოლებენ, სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატისა და A ლიგის ფინალური სერიის დასრულების შემდეგ შევიტყობთ.

შეგახსენებთ, რომ A ლიგის ფინალური სერია დღეს იწყება "ტიტებსა" და "თსუ-ჰიუნდაის" შორის, რომელიც 3 მოგებამდე გაგრძელდება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "პანათიანიკოსთან" დამარცხდა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] "არსენალს" მხსნელად ჰავერცი მოევლინა - "სპორტინგი" ბოლო წუთებზე დამარცხდა
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
საკალათბურთო კლუბ "დინამოში" პირველი ლეგიონერი გამოჩნდა
თბილისის "დინამო" საკალათბურთო ჩემპიონთა თასზე: დღეს წილისყრაა!
"ბასკონიას" კემპი: 55-ით გაიხსნა
გიორგი ქართველიშვილი ფიბა-ევროპის იურიდიული კომისიის პრეზიდენტი გახდა
უკვე ოფიციალურად: საკალათბურთო კლუბი "დინამო" ევროპას დაუბრუნდა
მარკოიშვილი და ცქიტიშვილი თბილისის "დინამოში"?
ლეგიონერები: ტური ტოპ 14-ში და გადადებული მატჩები პრო დე2-ში
გიორგი ქართველიშვილი ფიბა-ევროპის აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს
პრო დე2 - პირველ ტურში ცხრამ ითამაშა
კახა შენგელია: კალათბურთის ფედერაცია 6,5 მლნ ლარს არამიზნობრივად ხარჯავს!
ვითამაშოთ ევროთასებზე და ეთიოპიასაც აღარ შეგვადარებენ
დინამო VS ხუვენტუდი - ახალი ისტორიის დასაწყისი