ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• ლელო

"მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა ახლა საქართველოს სულ სხვა თვალით უყურებს"

"მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა ახლა საქართველოს სულ სხვა თვალით უყურებს"

"მონპელიეს" "ბორჯღალოსანი" ბურჯი დუდუ ქუბრიაშვილი ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ მოედანს ორი თვის წინ დაუბრუნდა, ბოლო ორ ტურში სასტარტო შემადგენლობაში იდგა და ტოპ 14-ის ლიდერ გუნდს ჩემპიონობის მოპოვებაში დაეხმარება.

რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მისმა გუნდმა პირველი ადგილი გაინაღდა, რაც იმას ნიშნავს, რომ "მონპელიე" საჩემპიონო პლეი-ოფში ნახევარფინალიდან ჩაერთვება და სანუკვარ ჯილდომდე მხოლოდ ორი ნაბიჯი დარჩება.

მაგრამ ქუბრიაშვილი მიიჩნევს, რომ ამ ორი ნაბიჯის გადადგმა რთული იქნება:

"ბოლო წლებში "მონპელიე" გაიზარდა და საპლეიოფო ექვსეულში რეგულარულად ხვდება, წელს კი ისე მოხდა, რომ ჩემპიონატს პირველ ადგილზე დავასრულებთ. პლეი-ოფში ნახევარფინალიდან ჩავერთვებით და გვაქვს იმედი, რომ ფინალშიც გავალთ. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი ჩემპიონობაა, თუმცა ისიც კარგად გვესმის, რომ მიზნის მიღწევა ურთულესი იქნება. პლეი-ოფში, ჩვენ გარდა, კიდევ ხუთი გუნდია, რომელთაც იგივე სურვილი და მოტივაცია ამოძრავებთ.

პლეი-ოფები, ფაქტობრივად, ცალკე ჩემპიონატია. რთულია, მთელი წლის განმავლობაში საუკეთესოებს შორის იყო და რეგულარული გათამაშება სასურველ პოზიციაზე დაასრულო, მაგრამ ბოლო 2-3 თამაშს სპეციალური მომზადება სჭირდება. აქ შეცდომის დაშვების უფლება აღარ გაქვს, რადგან გამოსასწორებლად დრო აღარ გრჩება. ამის ნათელი მაგალითი "კლერმონია", რომელიც თითქმის ყველა სეზონს პირველ-მეორე ადგილზე ასრულებდა, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში ჩემპიონობას ვერ ახერხებდა. პლეი-ოფში წარმატებულ თამაშს დიდი გამოცდილება და ფსიქოლოგიური მომზადება სჭირდება, რითაც "მონპელიე" ვერ დაიკვეხნის. თუმცა მაინც მიმაჩნია, რომ ნახევარფინალის მოგება შეგვიძლია და ახლა სწორედ ამ კონკრეტულ შეხვედრაზე ვფიქრობთ და არა ფინალზე.

პლეი-ოფში შემთხვევით ვერავინ ხვდება და ეს უნდა გავითვალისწინოთ. "ტულუზა" დიდი გამოცდილების მქონე, ძალიან კარგი გუნდია და იცის, ამ ეტაპზე როგორ უნდა ითამაშოს. ასევე არიან "ტულონი" და "რასინგი". გაგვიმართლა, ექვსეულში "კლერმონი" რომ ვერ მოხვდა. სახიფათო გუნდია "კასტრი", რომელმაც ერთხელ პლეი-ოფი ბოლო, მეექვსე ადგილიდან დაიწყო და ჩემპიონი გახდა. ერთადერთი "ლიონია", რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს და ნაკლებად სახიფათო ჩანს, თუმცა სიურპრიზს არც მისგან გამოვრიცხავ".

3 წელი ტრავმებში

ქუბრიაშვილის პირველი ფრანგული გუნდი "მონპელიე" იყო, სადაც 2007/08 წლების სეზონში პირველი გუნდის შემადგენლობაში ორი თამაში ჩაატარა. მომდევნო ხუთი სეზონი დუდუმ "ტულონში" გაატარა, გუნდის ლიდერად პირველივე სეზონში იქცა და სეზონის განმავლობაში 25-30-მდე თამაშს ატარებდა. წარმატებული იყო მომდევნო ორი სეზონი "სტად ფრანსეში", 2015 წლიდან კი, ქართველი ბურჯი "მონპელიეს" დაუბრუნდა და პრობლემებიც დაიწყო.

ეს პრობლემები ტრავმებით იყო გამოწვეული, რის გამოც ქუბრიაშვილს ამ სამი წლის განმავლობაში დიდი დრო გაუცდა და 2015 წლის მსოფლიო თასიც გამოტოვა:

"ორი წლის განმავლობაში მენისკი მაწუხებდა და 2015 წლის მსოფლიო თასის წინ ოპერაცია გავიკეთე, დაზიანებული მენისკი ამოვიჭერი, რათა ტურნირის მსვლელობისას პრობლემა არ შემქმნოდა. კარგად ვიყავი და თამაშებისთვის ვემზადებოდი, მაგრამ ბოლო მოსამზადებელ მატჩზე დარჩენილი მენისკიც გაწყდა. სამწუხაროდ, აღარც ნემსმა მიშველა და მალევე მენისკის სრულად ამოჭრა მომიწია.

მერე ფეხზე წვივის უკანა კუნთი გამეხა და დაბრუნებიდან ძალიან მალე, იგივე კუნთი გავიხიე, ხოლო შემდეგ ჯერზე მეორე ფეხის წვივის უკანა კუნთზეც იგივე დამემართა. საერთო ჯამში, პატარ-პატარა დაბრუნებებს თუ არ ჩავთლით, წვივის კუნთების გამო წელიწადზე მეტი გამიცდა".

ხშირი ტრავმები დუდუ ქუბრიაშვილის სპორტულ კარიერაზე ცუდად აისახა, "მონპელიე" მასთან კონტრაქტს აღარ აგრძელებს და "ბორჯღალოსანი" ახალი გუნდის ძიებაშია:

"მომავალი სეზონისთვის განახლებული გუნდის შენება დაახლოებით ერთი წლით, 6 თვით ადრე იწყება. დიახ, მნიშვნელოვან პერიოდში დავბრუნდი, თანაც, ისეთი პოზიციის მოთამაშე ვარ, სადაც დიდი რესურსის ქონა მნიშვნელოვანია და იმედია, "მონპელიეს" ჩემპიონობის მოპოვებაში დავეხმარები, თუმცა მომავალი სეზონიდან აქ აღარ დავრჩები და ახლა გუნდის ძიებაში ვარ.

ასეთი ხანგრძლივი პერიოდით პირველად ვიყავი ტრავმირებული და ვინც მსგავს სიტუაციაში ყოფილა, მიხვდება, რასაც განვიცდიდი, მაგრამ ფარ-ხმალი არასდროს დამიყრია და არც ახლა ვაპირებ. მე მესმის კლუბის ხელმძღანელობის, მათ მომავალი სეზონისთვის გუნდის შენება მაშინ დაიწყეს, როდესაც ტრავმირებული ვიყავი და ახლა რაც უნდა გავაკეთო, აღარაფერი შეიცვლება.

აქ ბევრი ნიუანსია გასათალისწინებელი, მათ შორის, შეზღუდვა ლეგიონერებზე. ამიტომ ახლა ჩემი მთავარი საფიქრალი დარჩენილ მატჩებში "მონპელიეს" მაქსიმალური დახმარებაა, მერე კი ახალი გუნდი უნდა მოვძებნო".

დუდუ "ბორჯღალოსნებშიც" ბრუნდება

ტრავმების გამო ქუბრიაშვილს "ბორჯღალოსნების" მაისურით წელიწად-ნახევარია აღარ უთამაშია. მან ნაკრების კვართი ბოლოს 2016 წლის ნოემბერში, შოტლანდიასთან მოირგო და გუნდს ივნისის ტესტებზე დაუბრუნდება:

"ნაკრებში შარშან, ნოემბერში უნდა მეთამაშა, მაგრამ გამომგზავრების წინა დღეს, "მონპელიეში" თამაშისას წვივის უკანა კუნთი გამეხა და დაბრუნება გადაიდო. ივნისის ტესტებისთვის გაფართოებულ სიაში ვარ. ახლა მთავარია, ჯანმრთელად ვიყო და ნაკრებში აუცილებლად ვითამაშებ, რადგან ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია".

ფიჯიზე გამგზავრებამდე, "ბორჯღალოსნები" 31 მაისს თბილისში "ფრანგ ბარბაროსებს" მასპინძლობენ:

"ძალიან კარგი თამაში იქნება. დამიჯერეთ, პრო დე 2-ის კლუბებს საკმაოდ კარგი მოთამაშეები ჰყავთ და არც ჩემპიონატია დაბალი დონის, როგორც შეიძლება ვინმეს ეგონოს. ჩვენთვის ეს თამაში ძალიან ბევრის მომცემი იქნება. ნაკრებისთვის ყოველთვის რთულია სერიის პირველი მატჩი, რადგან შეუთამაშებლები ვართ და ივნისის ტესტების წინ ეს თამაში ადაპტირებაში დაგვეხმარება".

ივნისში სუვაში ტონგასა და ფიჯის ნაკრებებს შევხვდებით. მსოფლიო რაგბის გადაწყვეტილებით, ეს თამაშები "წყნარი ოკეანის თასის" ეგიდით ჩატარდება.

დუდუ ფიქრობს, რომ "ბორჯღალოსნებს" თასის დაუფლების კარგი შანსი აქვთ:

"რატომაც არა?! შარშანწინ გუნდმა ეს მოახერხა და იმედია, თამაშებს წელსაც მოვიგებთ. თუმცა, 2 წლის წინანდელთან შედარებით, განსხვავებული თამაშები იქნება. სიმართლე გითხრათ, 2 წლის წინ ბოლომდე არ მჯეროდა, რომ კუნძულებიდან დაუმარცხებლად დავბრუნდებოდით, მაგრამ ნაკრებმა თავისი შესაძლებლობები დაამტკიცა!

ახლა იმავეს გამეორება უფრო რთული იქნება, რადგან მეტოქეები უფრო დიდი მონდომებით დაგვიხვდებიან. ჩვენ მოვიპოვეთ სახელი და არა მხოლოდ კუნძულებები, არამედ მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა ახლა საქართველოს სულ სხვა თვალით უყურებს. ის აღარ აღიქმება როგორც ექვსი ერი "ბ"-ს გუნდი და ჩვენთან თამაშს ყველა სერიოზულად უდგება. ეს ყველასთვის პატივი გახდა".

32 წლის "ბორჯღალოსნის" აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ფიჯი, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასზე ჩვენი მეტოქეა, ამჯერადაც დავამარცხოთ და ამით ფსიქოლოგიური უპირატესობა მოვიპოვოთ:

"ფიჯისთან და ნებისმიერ მეტოქესთან მოგება მნიშვნელოვანია, რადგან მისი შედეგი რეიტინგზე აისახება. ფიჯისთან თამაშით ნებისმიერ შემთხვევაში ბევრს ვისწავლით, თუმცა გამარჯვების შემთხვევაში თავდაჯერებულობა მოგვემატება და მეტოქე ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ გვეყოლება, რაც მსოფლიო თასზე გამოგვადგება.

რაც შეეხება იაპონიას, ის ბევრისათვისაა უხერხული მეტოქე, რადგან თამაშობს სწრაფ, ხარისხიან რაგბის. მოთამაშეებს მაღალ დონეზე აქვთ ხელის ტექნიკა და ძალიან სწრაფები არიან. ამ მხრივ მათ ბევრი ვერ უწევს წინააღმდეგობას. ამიტომ ზუსტად ვიცით, როგორ შეიძლება მოვუგოთ - მოლი, შერკინება და ერთი-ერთზე ორთაბრძოლები".

მიზანი ორი თამაშის მოგებაა!

ქუბრიაშვილი მიიჩნევს, რომ 2019 წლის მსოფლიო თასისთვის ზედმეტი მოლოდინები არ უნდა შევქმნათ, რეალობის ფარგლებში დავრჩეთ და წინა მსოფლიო თასის შედეგის გამეორებას, ანუ ორი თამაშის მოგებას ვეცადოთ:

"ჩვენც გვინდა ჯგუფიდან გასვლა და ფინალში თამაში, მაგრამ სიტუაცია რეალურად უნდა შევაფასოთ. ურთულეს ჯგუფში ვართ და მიზანი 2019 წელსაც ორი თამაშის მოგებაა, რაც დამიჯერეთ, ძალიან რთული იქნება. ფიჯი მსოფლიო თასზე სულ სხვა გუნდი იქნება, ვიდრე წინა და თუნდაც მომავალ ტესტ-მატჩში იქნება. ეს ყოველთვის ასე ხდებოდა.

ინდივიდუალურად, ვფიქრობ, ფიჯელები მსოფლიოში საუკეთესოები არიან. მათი პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ ერთიან გუნდად შეკვრას ვერ ახერხებენ, თუმცა მსოფლიო თასების წინ ეს გამოსდიოდათ და ახლაც გამოუვათ. მათი გაჩერება ყველა გუნდს უჭირს, ეს ურთულესი ამოცანაა, მაგრამ უნდა მოვახერხოთ და წინა მსოფლიო თასის შედეგი გავიმეოროთ".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

"ბორჯღალოსნები" | გადამწყვეტი რკენა წლის ბოლო მატჩში

"იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას" - მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს

[VIDEO] აფციაურის ჰეთ-თრიკი - საქართველოს ნაკრებმა კანადასაც მოუგო

U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

მარსელო ბროზოვიჩი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს

ლუკმენი თურქეთში წავა? - "გალათასარაი" მორიგ ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს

ენდრიკი მეტი სათამაშო დროის გამო "რეალიდან" მიდის - ფრანგულ გუნდთან ყველაფერი შეთანხმდა

"საკვალიფიკაციო ეტაპი თავაწეულებმა უნდა დავასრულოთ... მინდა, ყველას ეს მოგიწოდოთ..." - ბულგარელთა მწვრთნელი საქართველოსთან მატჩის წინ

რატიშვილი საბერძნეთში, ვართანოვი – რუმინეთში | ქართველები ფიბა ევროპის მატჩებზე

პსჟ მცველს ხელშეკრულებას გაუხანგრძლივებს და გასამრჯელოსაც მოუმატებს

გატუზო: ჭრილობებს ვიშუშებთ, ბოდიშს ვიხდით

"გურია თუდეის" ექსკლუზივი: ლანჩხუთის „გურიას“ 100%-იან წილს სფფ-ის ექს-პრეზიდენტის, მერაბ ჟორდანიას შვილის, კახი ჟორდანიას კომპანია ყიდულობს!

"ბორჯღალოსნები" | გადამწყვეტი რკენა წლის ბოლო მატჩში

18 წ. | როტაციით და გადაადგილებებით მასპინძლებთან

კიტეიშვილი: ამ შეკრებაზე მიზანი განსაკუთრებით იგრძნობა

სანიოლი: ექსპერიმენტები არ იქნება, მაგრამ საქმეში ყველას ნახვა საჭიროა

"ზურაბ ზვიადაურს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და საპატიმროს მარტის ბოლოს დატოვებს" - რას აცხადებს ადვოკატი

ჩაკვეტაძე უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს

მაკფადენი დაბრუნდა - საქართველოს ნაკრების 24-კაციანი შემადგენლობა ცნობილია

"ბარსელონა" ერიკ გარსიას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

"მუდამ მსუქანსა და უდისციპლინოს მეძახდნენ, მე გამძლეობის მაგალითი ვარ" - ლუის სუარესი

"მესი თუ რონალდო?" - ლინეკერმა არჩევანი გააკეთა

ეს ნაცნობი დე ლაურენტისია - აურელიო კონტეს ემშვიდობება, თანაც უფასოდ

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

პრო დე2: ქუბრიაშვილი ლიდერებში და ალანია ძირითადში

ქართველი მორაგბე ლეგიონერების ამბები: მიხეილ ნარიაშვილი დაბრუნდა

მჭედლიძის ლელო და ქუბრიაშვილის დაბრუნება

დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“

პრო დე2: ქუბრიაშვილმა ტოპ 14-ისკენ ლელოთი გაიწია

ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა

"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი

სავსე ტრიბუნების დროა!

საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!

რაგბი. ლეგიონი: ქართველების "მონპელიემ" რეგულარული გათამაშება მოიგო

ლეგიონერები: ტური ტოპ 14-ში და გადადებული მატჩები პრო დე2-ში