მგზავრებმა დინამოს მოუგო და სერიაში ჩამორჩენა შეამცირა
“დინამოსა” და “მგზავრების” ნახევარფინალური სერია გრძელდება. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მოქმედი ჩემპიონი დინამოელები დღეს, ოლიმპიურ სასახლეში გამართულ ნახევარფინალურ მატჩში 71:60 დაამარცხა და სერიაში ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა – 1:2.

ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა დინამოელებმა ნახევარფინალური სერიის საწყისი 2 შეხვედრა დამაჯერებლად – 85:74 და 84:75 მოიგეს, საერთო ანგარიშით 2:0 დაწინაურდნენ და დღეს ფინალში გასვლასაც გეგმავდნენ. მოქმედმა ჩემპიონებმა დამაჯერებლად ითამაშეს პირველ ნახევარში და ერთი შეხედვით, გამარჯვებამდე გეგმაზომიერად მიდიოდნენ, თუმცა მეორე ნახევარი “მგზავრების” აღმოჩნდა.

გუნდური გარჯისა და გააზრებული შეტევების ხარჯზე ბერიშვილის გუნდმ მესამე პერიოდის მეორე ნაწილში მატჩზე კონტროლი დაამყარა. 37:41 ჩამორჩენა “მგზავრებმა” 51:47 ლიდერობად აქციეს და ბოლო შესვენებაზე 4-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ.

ტეილორ სტეფორდის, დავით ბარბაქაძის, ადრიან ბოუისა და ჯახა ჯინჭარაძის მექულეობით “მგზავრებმა” დასკვნითი მეოთხედი ისე ითამაშა, “დინამო” ახლოს არ გაიკარა. დაძაბული ფინალის მოლოდინში მყოფ მაყურებლებს არ გაუმართლათ ბერიშვილის გუნდმა 10-ქულიანი ლიდერობა მოიპოვა და თამაშის ბოლომდე დამაჯერებლად შეინარჩუნა.

“მგზავრების” 5 მოთამაშე 10-ქულიან ზღვარს ასცდა, რაც იმის გათვალისწინებით, რომ გუნდმა მთლიანობაში 71 ქუყლა მიითვალა, გამორჩეული შედეგია და გუნდურ თამაშზე მიუთითებს. 15 ქულით, 10 მოხსნით და 5 პასით გამოირჩა ადრიან ბოუი. 14 ქულით და 16 მოხსნით გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო ბერნარდ ნკალიმ, ხოლო დავით ბარბაქაძის ანგარიშზე 13 ქულა დაგროვდა. “დინამოში” 14 ქულით გამოირჩა კაელ ტურპინი, ხოლო ილია ლონდარიძემ 10 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა.

ბუბა ბერიშვილი („მგზავრების“ მთავარი მწვრთნელი): ფინალური სერია მარცხით დავიწყეთ და დღეს თამაშზე მხოლოდ გამარჯვებისთვის გამოვედით. ჩვენ გავაანალიზეთ წინა ორ შეხვედრაში დაშვებული შეცდომები და დღევანდელ მატჩისთვის მაქსიმალურად მობილიზებულნი ვიყავით. სერია გრძელდება და ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, ფინალში თამაშია.

ნოდარ გოგოძე („დინამოს“კალათბურთელი): სამწუხაროდ, ისე ვერ წავიყვანეთ თამაში როგორც მოგებას სჭირდებოდა. ჩვენი მეტოქე ბევრად მონდომებული და მოტივირებული გამოვიდა მოედანზე და ეს შედეგზეც აისახა. იმედი მაქვს, გამოვასწორებთ ჩვენს შეცდომებს და ფინალში ვიასპარეზებთ.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ბათუმმა" "დინამო" დაამარცხა და სუპერლიგაში გალიდერდა
"მგზავრებმა" რუსთავში იმარჯვა და ცხრილის ფსკერს თავი დააღწია
"ბათუმმა" "მგზავრები" ბოლო წუთებზე გატეხა და სუპერლიგაში გალიდერდა
თსუ-მ "დინამო" დაამარცხა და სუპერლიგის პირველი წრე პირველ ადგილზე დაასრულა
1/4-ფინალურ სერიებში "ტიტები" და "მგზავრები" დაწინაურდნენ – რუსთავში კი ფრე დაფიქსირდა
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
თასის გათამაშების პირველი მეოთხედფინალისტები "დინამო" და "ოლიმპი" არიან
ფევაძის სარეკორდო 23 მოხსნა და გამარჯვების ბურთი "მგზავრების" კალათში
სუპერლიგის ტური "ქუთაისისა" და "დინამოს" გამარჯვებით დასრულდა
გიორგი კორსანტიას 32 ქულა, 18 მოხსნა და თსუ-ს გამარჯვება "მგზავრებთან"
"მგზავრები", "ტიტები" და თსუ თასის გათამაშების ნახევარფინალში გავიდნენ
"ცხუმ-აფხაზეთმა" "დინამოს" სძლია და ჩემპიონის ტიტულს "რუსთავთან" დაიცავს