"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ირლანდიასთან მოედანზე "ცეცხლი დაანთეს" და პირველი ტაიმი 9 ქულით მოიგეს
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მესამე მატჩის პირველი ტაიმი ირლანდიასთან 17:8 მოიგეს.

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ჩემპიონატის პირველი ორი მატჩი ურიგოდ ნამდვილად არ ჩაატარეს, მაგრამ ქართულმა რაგბმა იმხელა პროგრესი განიცადა, რომ გრანდებთან წაგება უკვე წარუმატებლობად ითვლება. გულშემატკივარი ბუნებრივია, უფრო მეტს ელის ჩვენი გუნდებისგან. ასეც უნდა იყოს.

ეროვნული ჰიმნი ჩვენმა მორაგბებმმა ისე შეასრულეს, რომ ნათელი შეიქნა მათი შემართება, რაც მალე დამტკიცდა კიდეც.

შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსის შესანარჩუნებლად ჩვენს გუნდს აუცილებლად გამარჯვება სჭირდება. მეტოქის პირველი შეტევების მოგერიების შემდეგ ქართველმა მორაგბეებმა შეუტიეს და არსენ მაჩალაძემ ლელო დადო, აფრასიძემ გარდასახვა გამოიყენა და 7:0. ამის შემდეგ ირლანდიამ საჯარიმოთი ანგარიშში სხვაობა შეამცირა. თუმცა, აფრასიძემ საჯარიმოთი მალევე აღადგინა 7-ქულიანი უპირატესობა. სამწუხაროდ, მე-20 წუთზე მსაჯმა მაღალი ბოჭვისათვის სანდრო მამამთავრიშვილი გააძევა და კაცნაკლულნი დავრჩით.

დავრჩით და თავიც დავიცავით და სანდრო სვანიძემ ბურთი ჩაჭრა, მთელი მოედანი გაირბინა და ლელო გაიტანა. აფრასიძემ გარდასახვაც მიაყოლა და 17:3. შემდეგ მოწინააღმდეგემ მრავალფაზიანი შეტევით ლელო გაიტანა, გარდასახვა კი ვერ გამოიყენა და პირველი ტაიმი 17:8 დასრულდა.

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
"ჩამოიყვანეთ და "ფერარებით" "აკატავეთ", თავი სახლში აგრძნობინეთ" - რატი ანდრონიკაშვილი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
"პასუხს აგებთ" - ილია თოფურია მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
[VIDEO] ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს როგორ დაესხა თავს უმარ ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვა უკნიდან მერაბ დვალიშვილს
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს
[VIDEO] არასპორტული და ლაჩრული საქციელი - უსმან ნურმაგომედოვი მერაბ დვალიშვილს უკნიდან თავს დაესხა
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
20 წ. | მეშვიდედ იტალიასთან - პირველად ქუთაისში
20 წ. | ირლანდია ირლანდიამდე
20 წ. | ოთხი ცვლილებით ირლანდიასთან
U20. საქართველოს ნაკრები ფიჯისთან დამარცხდა და ისტორიაში ყველაზე უარყოფითი შედეგი დააფიქსირა
U20. საქართველოს ნაკრებმა ურუგვაი გაანადგურა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ირლანდია
გილოცავთ - "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ირლანდია 24:20 დაამარცხეს! [VIDEO]
[VIDEO] U20. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონთან დამარცხდა
U20. საქართველოს ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
20 წ. | ურუგვაისთან მე-9 ადგილის ნახევარფინალისთვის
ირლანდიელებმა ქართველ მორაგბეებს ხოტბა შეასხეს - "გამარჯვებაზე დამშეულ ახალგაზრდა ლელოელებთან" დავმარცხდით
U20. ბოლო წამების დრამა - "უმცროსი ბორჯღალოსნები" ირლანდიასთან დამარცხდნენ