გილოცავთ - "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ირლანდია 24:20 დაამარცხეს! [VIDEO]
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ირლანდიას 24:20 სძლიეს.
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ჩემპიონატის პირველი ორი მატჩი ურიგოდ ნამდვილად არ ჩაატარეს, მაგრამ ქართულმა რაგბმა იმხელა პროგრესი განიცადა, რომ გრანდებთან წაგება უკვე წარუმატებლობად ითვლება. გულშემატკივარი ბუნებრივია, უფრო მეტს ელის ჩვენი გუნდებისგან. ასეც უნდა იყოს.
ეროვნული ჰიმნი ჩვენმა მორაგბებმმა ისე შეასრულეს, რომ ნათელი შეიქნა მათი შემართება, რაც მალე დამტკიცდა კიდეც.
მეტოქის პირველი შეტევების მოგერიების შემდეგ ქართველმა მორაგბეებმა შეუტიეს და არსენ
მაჩალაძემ ლელო დადო, აფრასიძემ გარდასახვა გამოიყენა და 7:0. ამის შემდეგ ირლანდიამ საჯარიმოთი ანგარიშში სხვაობა შეამცირა. თუმცა, აფრასიძემ საჯარიმოთი მალევე აღადგინა 7-ქულიანი უპირატესობა. სამწუხაროდ, მე-20 წუთზე მსაჯმა მაღალი ბოჭვისათვის სანდრო მამამთავრიშვილი გააძევა და კაცნაკლულნი დავრჩით.
დავრჩით და თავიც დავიცავით და სანდრო სვანიძემ ბურთი ჩაჭრა, მთელი მოედანი გაირბინა და ლელო გაიტანა. აფრასიძემ გარდასახვაც მიაყოლა და 17:3. შემდეგ მოწინააღმდეგემ მრავალფაზიანი შეტევით ლელო გაიტანა, გარდასახვა კი ვერ გამოიყენა და პირველი ტაიმი 17:8 დასრულდა.
შესვენების შემდეგ თედო აბჟანდაძემ ლელო გაიტანა, აფრასიძემ მორიგი გარდასახვა ზუსტად გამოიყენა და 24:8. ამას ირლანდიელთა ხანგრძლივი იერიშები და სამი არჩათვლილი ლელოს მერე ანგარიშში სხვაობის 2 ლელოთი და 1 გარდასახვით 4 ქულამდე შემცირება მოჰყვა.
საბოლოოდ, შეხვედრა 24:20 დასრულდა. სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა ბონუს-ქულის მოპოვება და ჩვენი გუნდი 9-12-ე ადგილებისთვის იბრძოლებს.
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მსოფლიო ჩემპიონატებზე ასპარეზობის ისტორიაში პირველად ჯგუფურ ეტაპზე მოიგეს მატჩი.
07.06.18. U20. საქართველო - ირლანდია 24:20
bs
ბონუს ქულასთან ორივე თამაშში ცოტა დაგვაკლდა, ორივე შემთხვევაში შემართება აღარ ეყოთ ბიჭებს და ამიტომ ამდენი ნაწვალები წყალს გავატანეთ (( ისევ 9-12 უნდა ვიტრიალოთ ამის გამო, არადა შანსი იყო, კარგი შანსი! როცა თითოეულ ქულას ამხელა მნიშვნელობა აქვს თამაშის ბოლოს ასე მოკლება არ შიძლება! არა უშავს, მაგარი ბიჭები გვეზრდებიან და მჯერა ფეხბურთელებივით არ დაემართებათ, (ასაკბრივებში რომ არაუშავთ და მერე ვეღარ ქაჩავენ, თუმცა ბოლო დროს ესეც სანატრელი გახდა). ბოდიშით გადავუხვიე თემას )) უკეთეს შერკინებას და გამარჯვებას ველოდებით ბიჭებო შემდეგ თამაშში, გენაცვალეთ! ყველამ ვიცით რომ თავს არ დაზოგავთ.
zura22
როდისაა შემდეგი თამაში ?
tngh
გილოცავთ ბიჭებო!!! იმედია 3-5 წელში უფროსებიც დაიწყებენ ევროპული "ექვსეულის" გრანდების მოგებას... ძალიან მინდა მოვესწრო და გავიხარო!!!
პაატა
მარტივად ხალხო ნუ ვიცით ფილოსოფოსობა და ყველა ნუ ვიწყებთ რაგბის ცოდნის დემონსტრირებას.ეხლა მთავარია ემოციურად ისევ დაიმუხტნონ ერთი თამაშია მოსაგები.ირლანდიას მოვუგეთ ბოლო-ბოლო.
koba
არც ის იყო ლელო ბოლოს რო ჩაუთვალეს. ხაზი არ გადაუკვეთავს.
halagaji
მეორე ტაიმი ჩავაგდეთ((
ზაალ
თითქმის მთელი მეორე ტაიმი ირლანდია ფლობდა უპირატესობას. ყვედა დიდი გუნდი მეორე ტაიმს გაცილებით ძლიერად თამაშობს. ეს ფიზიკური მომზადების ამბავია. ბიჭებს დაღლა დაეტყოთ. თუ წინსვლა გვინდა, ფიზიკა უნდა გამოასწოროთ. ბიჭებს მადლობა სიხარულისთვის.
სოსო
პირველი თამაშის შემდეგ დავწერე,ამ ბიჭების თამაშს რომ ვუყურებ,იმედი მომეცა,რომ რომელიმე ბობოლა ნაკრებს დავამარცხებთო და ისე აგიხდეთ ყველა ოცნება,როგორც მე ამიხდა.ახლა იმაზე ვარ გულდაწყვეტილი,მეოთხე ლელო როგორ ვერ დავდეთო.არა და რა ახლოს ვიყავით მეოთხე ლელოსთან.შეიძლება უნდა გაგვერისკა და შეტევაზე წავსულიყავით,გაგვეშვა თუნდაც სამი ლელო,მაგრამ დაგვედო მეოთხე ლელო და აგვეღო ბონუსი,მაგრამ ეტყობა ბიჭებს იმდენი ძალა აღარ შერჩათ,აღარც ფიზიკური, აღარც სულიერი და ანგარიშის შენარჩუნებაზე გადავიდნენ.ასეა თუ ისე, პირველად გავიმარჯვეთ ჯგუფური ტურნირის მატჩში და ყველას ვულოცავ ამას,მიუხედავად ამისა მაინც ბოლო ადგილოსნების პლეი ოფში მოგვიწევს ადგილის შენარჩუნებაზე ფიქრი.ეჭვი მაქვს,რომ შესაძლოა ისევ ირლანდიასთან მოგვიხდეს თამაში და ეს ძალიან საინტერესო იქნება,ჯერ კი იაპონია გველოდება და ძალიან მძიმე თამაში გველის.ახლა უნდა დავიცვათ ჩვენი ამბიციები და გავინაღდოთ ათეულში მოხვედრა.დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს ბიჭებს ამ გამარჯვებისათვის და წარმატებებს ვუსურვებ მომდევნო ორ თამაშში.ასეთი ამბიცია ახლა სრულიად ლოგიკურია.
გია
რატომ უნდა მოგივიდეს თავში ასეთი კომენტარი, ძმურად, მითხარი რა!!! რატომ უნდა ჩაიმწარო ასეთი სიხარული?
ჯავახელი
შენ შეგტენეს ეგ ლელო თორე ბიჭებს დაუდეს :) სიტყვები შეარჩიე ადამიანო :)
WTF
ვულოცავ ბიჭებს დამსახურებულ გამარჯვებას,ირლანდიის დამარცხება არ არის პატარა ამბავი. ეს თაობა თავის სიტყვას იტყვის და საკმაოდ ხმა მაღალსაც !!!
გია
ისე, რა მაგარია, ბონუს ქულით მოგებაზე რომ ვფიქრობდით!!! რა ვინერვიულე!!! ულამაზესი ლელოები დავდეთ! პირველ ლელოზე რა შემოვარდა კაცი ბულდოზერივით და გადაქელა ირლანდია!!!! აი, ასე, თავზეხელაღებითა და შეუპოვრად აოტნეს ირლანდია!!!! მადლობა დიდი კაცებს!!!!!!!
rugby
როგორ მოხერხდებოდა ბონუსის აღება ასეთ პირობებში, გვტენეს ეს ლელო გვტენეს და ბოლოს შეგვტენეს რა
ანდრი
საღოლ ბიჭები
"შავი ლომი" | განახლებული შემადგენლობით ახალი სეზონისთვის
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
შავი ლომი | სექტემბერში პრემიერშიფის ჩემპიონთან
"რენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
მამუკელაშვილი დონჩიჩის კემპიდან დაბრუნდა - საქართველოს ნაკრები ისრაელთან სრული შემადგენლობით ითამაშებს
"მარსელს" სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე, მინიმუმ სამი ფეხბურთელი დატოვებს
ნოიერმა არ გამორიცხა - ლეგენდარულმა მეკარემ შესაძლოა, ამ სეზონის მერე კარიერა დაასრულოს
"ეს მისი დანაკარგია" - კურტუა როდრის მიერ "ბარსელონას" არჩევაზე
"ლივერპულის" კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი დაიმატეს - ფაბინიომ თურქეთს მიაშურა
ხავისთან ერთადაც იმუშავებს - ნისტელროი ნიდერლანდების ნაკრებში დარჩა
კვლავ საუდის არაბეთში - ნუნიესმა გუნდი გამოიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-4 სამგურალი. უხვი გოლი და ორი განსხვავებული ტაიმი
“ლივერპული” მინტეს შეუთანხმდა - გამბიელი “მერსისაიდულ” გრანდს უახლოვდება
ფეხბურთიდან მიდის? - დი მარიამ თავის მომავალზე ისაუბრა
16-წლამდე ნაკრებმა თურქული შეკრება დაასრულა
"ჩათვლიან, რომ მამარდაშვილი დუბლიორობით ბედნიერია" - კოლიმორი გიორგის დაუყოვნებლივ იჯარით წასვლას ურჩევს
ჩაკვეტაძის და გოგლიჩიძის გარეშე - "უდინეზე" "კომოს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 ტორპედო. ზღაპარში გადარჩენილი ქულა...
ქოჩორაშვილის ახალმა გუნდმა ბილბაოში გაიმარჯვა და გალიდერდა
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
"შესანიშნავი ვარცხნილობა გაქვთ" - ინფანტინომ მის მსგავს მელოტ რეპორტიორს დასცინა
კვარაცხელიას ყოფილი თანაგუნდელი "ატალანტაში" გაანათხოვრეს
ხვიჩას მატჩის დღე! ნაცნობი და ახალი შემტევები - ბევრი ქართველით...
20 წ. | მეშვიდედ იტალიასთან - პირველად ქუთაისში
20 წ. | ირლანდია ირლანდიამდე
20 წ. | ოთხი ცვლილებით ირლანდიასთან
U20. საქართველოს ნაკრები ფიჯისთან დამარცხდა და ისტორიაში ყველაზე უარყოფითი შედეგი დააფიქსირა
U20. საქართველოს ნაკრებმა ურუგვაი გაანადგურა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ირლანდია
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ირლანდიასთან მოედანზე "ცეცხლი დაანთეს" და პირველი ტაიმი 9 ქულით მოიგეს
[VIDEO] U20. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონთან დამარცხდა
U20. საქართველოს ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
20 წ. | ურუგვაისთან მე-9 ადგილის ნახევარფინალისთვის
ირლანდიელებმა ქართველ მორაგბეებს ხოტბა შეასხეს - "გამარჯვებაზე დამშეულ ახალგაზრდა ლელოელებთან" დავმარცხდით
U20. ბოლო წამების დრამა - "უმცროსი ბორჯღალოსნები" ირლანდიასთან დამარცხდნენ