საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები პოლონეთს 17 ქულით უგებდა და დამარცხდა
დასანანი მარცხით დაიწყო ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობა საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი გუნდი პირველ მატჩში პოლონეთს დაუპირისპირდა და შეხვედრა 1 ქულის სხვაობით – 58:59 დათმო. დასანანია, როცა მატჩის უმეტეს დროს იგებ და ერთხანს, მეტოქეს მთელი 17 ქულით უსწრებ, თუმცა საბოლოოდ წაგებული აღმოჩნდები. სწორედ ასეთი რამ შეემთხვა ჩვენს ნაკრებს, რომელიც პოლონეთს მე-3 პერიოდის მე-3 წუთზე 39:22 უგებდა, თუმცა მოპოვებული უპირატესობა ბოლომდე ვერ შეინარჩუნა და ბოლო წამებზე, დრამატულ ფინალში დამარცხდა.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოთნახსენები 17-ქულიანი უპირატესობა დაკარგა და ბოლო პერიოდის საწყის 5 წუთში ბურთი ვერ ჩააგდო, რის შემდეგაც მდევრის როლში აღმოჩნდა, საქართველოს ნაკრებს მოგების შანსი მაინც მიეცა. შეხვედრის ბოლოს გამოჩენილი ბრძოლისუნარიანობით, ჩერქეზიშვილის გუნდი ბოლო წუთზე 2 ქულით დაწინაურდა და პოლონელების გაფუჭებული შეტევის შემდეგ, საფინალო სირენამდე 45 წამით ადრე ბურთიც მოიპოვა, მაგრამ… ბურთის ჩამჭრელმა ნიკა დარბაიძემ სწრაფად შეუტია, რაც შექმნილ ვითარებაში გამართლებული იყო, თუმცა შეტევაში ბურთი წინ გაექცა და მისი მოედანზე დაბრუნებისას, მეტოქემ ჩაუჭრა. სირენამდე 28 წამით ადრე პოლონელებმა საჯარიმოებით გაათანაბრეს და ქართველებს მორიგი შეტევის და გამარჯვების ხელახალი შანსი მიეცათ.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა ბურთი გაათამაშეს, თუმცა შეტევისთვის განკუთვნილი 24 წამის ამოწურვამდე 6-7 წამით ადრე შეუტიეს, რაც ვერ გამოუვიდათ და ჩაჭრილი ბურთი პოლონელებმა სწრაფად გადაიტანეს საქართველოს ნახევარზე. სლავები არაორგანიზებულად უტევდნენ და პერიმეტრსმიღმა, სრულიად უვნებელ სიტუაციაში, საფინალო სირენამდე 2.4 წამით ადრე, მსაჯებმა რატი ანდრონიკაშვილი დააჯარიმეს. პოლონელთა ბომბარდირმა ლუკაშ კოლენდამ პირველი ააცილა, მეორე კი ჩააგდო და 59:58. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილმა წუთშესვენება კი აიღო და შეტევაც დაგეგმა, მაგრამ ამ მატჩში ჩვენი გუნდის ბომბარდირმა დავით აფხაზავამ სამქულიანი ააცილა და ქართველების 1-ქულიანი მარცხიც დაფიქსირდა.

წაგების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი მეტოქეზე 10-ით მეტი დაკარგვა გახლდათ. როცა გუნდი ბურთს 21-ჯერ დაკარგავს, მოგების მიღწევა გმირობის ტოლფასია. მიუხედავად ყველაფრისა, ქართველებს წარმატების რეალური შანსი ჰქონდათ და მოგება ბოლო წუთზე, ისევ და ისევ საკუთარი შეცდომების გამო დაკარგეს.

საქართველოს ნაკრებში 13 ქულით ბომბარდირი გახდა დავით აფხაზავა. 9 ქულა მოაგროვა გიორგი კორსანტიამ, 6 – ნიკა ჩეჩელაშვილმა, ხოლო 5-5 ქულა ერთბაშად ხუთი კალათბურთელის – ლევან ბაბილოძის, ნიკა დარბაიძის, სანდრო მამუკელაშვილის, ლადო ფურცხვანიძის და რატი ანდრონიკაშვილის ანგარიშზე დაგროვდა. პოლონელებს 24 ქულით ლუკაშ კოლენდამ ულიდერა.

საქართველოს ნაკრები მორიგ მატჩს 14 ივლისს, თბილისის დროით 17:00 საათზე, კოსოვოს წინააღმდეგ გამართავს. ჩვენს ჯგუფში ჩატარებულ მეორე მატჩში ფინეთმა პორტუგალია 83:59 გაანადგურა.

ზვიადი
რატომ არ არიან ბითაძე და ბულაშვილი? თუ ამათმა იუკადრისეს პირდაპირ უნდა ითქვას და არც დიდ ნაკრებში ესაქმებათ არაფერი. თუ ტრამვა აქვთ ან სხვა საპატიო მიზეზი ესეც უნდა ითქვას!
ქომაგი
ბითაძემ იუკადრისა აქ თამაში. არადა, ეგ რომ გვყოლოდა, პოლონეთს კი არა ყველას მოვუგებდით ბ დივიზიონში
Ttt
ბითაძე რატო არაა?
Doni Brasco
რა ვერ ელევიან ამ უვიც ჩერქეზიშვილს და კაზაჯიანს...მოშორეთ ეს ორი უვიცი კალათბურთიდან!!!
სიმართლე
დანიშნული ფედერაცია როგორ პროფესიონალ მწვრთნელსაც მოძებნიდა უკვე გამოჩნდა , ბარდაგია ქართულ კალათბურთში და ბავშვთა კალათბურთი კი საერთოდ აღარც კი არსებობს ... ესაა სამწუხარო რეალობა
სოსო
როდესაც ჩავრთე,39- 22 იყო ანგარიში და მას შემდეგ რაც მოხდა,იმას ვუყურე.ნეტავი სულ არ ჩამერთო.ასეთი რამე,მხოლოდ ქართველებს შეუძლიათ.ამ ბიჭებს მწვრთნელებში არ უმართლებთ,ჯერ იყო და წინა ასაკში მწვრთნელისაგან დედის გინების მეტი არაფერი ისმოდა,ახლა კი,რისთვის იყო დარბაზში,გაუგებარია.როცა ხედავ,რომ გუნდი აირია,რაღაცა ვინ უნდა იღონოს?არადა პოლონელები კალათბურთს თამაშობენო,დიდი ძალდატანებით თუ იტყოდა კაცი და ეს მეორე ტაიმში,როცა 17 ქულა ამოგვიქაჩეს.ჩვენების თამაშს რომ ვუყურებდი,ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა,თითქოს ნიძლავი დადეს,მაინც წავაგებთო და ნიძლავი მოიგეს.ბევრის თქმა მინდა,მაგრამ თავს შევიკავებ.მხოლოდ ერთს ვიტყვი,19 წელი უკვე ის ასაკია,როცა კალათბურთელს კალათბურთელობა უნდა ეტყობოდეს,ეს კი მოედანზე აზროვნების გარეშე ვერ გამოვა,ვერც მწვრთნელი გიკარნახებს ყოველთვის.ერთი სიტყვით,მოედანზე რაღაცას შენ თვითონ უნდა მიხვდე და გააკეთო.და კიდევ, მოედანზე 5 კაცი დგას და ყველა ერთიანად არის გუნდი,გუნდური თამაშის გარეშე პოლონეთის მსგავსი გუნდიც კი გაჯობებთ.ფაქტი სახეზეა.
mamuka
ასეთი არაორგანიზებული და ქაოსური თამაში ჩვენი მხრიდან, განსაკუთრებით მეორე ტაიმში არ მინახავს. მწვრთნელის ხელი საერთოდ არ ეტყობოდათ, ვერც კი მიხვდა რომ ბოლო წამებზე წუთშესვენება უნდა აეღო, სულ ბოლოს ისიც მოთამაშემ უკარნახა. ან ამდენი ჯარიმა ბოლო მეოთხეთში, ერთი კაცი საჯარიმოებს ესროდა დანარჩენი პოლონელიბი დაცვაში იდგნენ, ამაზე მაინც გაეფრთხილებინა რომ სუფთად ეთამაშად. ღმერთმა ქნას ცოტა დალაგდნენ და გამოასწორონ თამაში, მთლად ბავშვებიც არ არიან და მწვრთნელმაც იქნება რამენაირად გაანალიზოს სიტუაცია.
ლადო
მწვრთნელების უსუსურობაზე არაფერს იტყვით? ან რას იკლაკნებოდნენ და ჯარიმას ჯარიმაზე იღებდნენ, ნეტავ....

ვინმე ასწავლის კალათბურთს, რომ მოვთხოვოთ. ცალკე თემაა,რა პრინციპით ხდება შერჩევა.
ჰაჰა
ჩემი აზრით არ შეიძლება გამუდმებით ქება დიდება. კრიტიკაც აუცილებელია. მწვრთნელებზე მაინც გეთქვათ რაიმე.
Kako
ძალიან უსუსური თაობა მოდის სამწუხაროდ, რამდენი წელია ქვედა დივიზიონებში ვხლაფორთობთ და არაფერი გამოგვდის. დიდი რეგრესი ელოდება ჩვენდასაუბედუროდ კალათბურთს...
პაატა
ამხელა უპირატესობის განიავება უმეტეს წილად მწვრთნელის პრობლემაა, ეტყობა არ ეყოთ გამოცდილება. შემდეგი თაშები მოსაგებია! წარმატებები ნაკრებს!
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
მარცხი თურქეთთან: საქართველოს მეტოქე ისრაელია
U16 ევრობასკეტი: საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და ბრძოლას 9-16 ადგილებისთვის გააგრძელებს
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
საქართველოს U20 ნაკრებმა ლუქსემბურგთანაც წააგო და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა
ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონი საქართველომ უკრაინასთან მარცხით დაიწყო
ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატი: საქართველო შვეიცარიასთან დამარცხდა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონი დანიის ძლევით, მე-15 ადგილზე დაასრულა
საქართველოს U20 ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ ბრატისლავაში გაემგზავრა