ბრატისლავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის (B დივიზიონი) B ჯგუფის მეორე ტურში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები შვეიცარიას დაუპირისპირდა და 70:83 დამარცხდა.

მატჩის საწყისი მეოთხედი საკმაოდ თანაბარ და ორმხრივ იერიშებში წარიმართა — ფრე 20:20. მეორე პერიოდში შვეიცარიელებმა მცირე უპირატესობა მოიპოვეს (21:15) და დიდ შესვენებაზე 6-ქულიანი ლიდერობით (41:35) გავიდნენ. მესამე მეოთხედში ქართველმა კალათბურთელებმა თამაშში გარდატეხის შეტანა შეძლეს, პერიოდი 22:15 მოიგეს და ბოლო მეოთხედის წინ ანგარიშში დაწინაურდნენ კიდეც (57:56). თუმცა, გადამწყვეტ ათწუთეულში მეტოქემ სრული უპირატესობა ხელთ იგდო, ბოლო მეოთხედი 27:13 მოიგო და საბოლოოდ 13-ქულიანი გამარჯვება გაიფორმა.

საქართველო: ჩვენი გუნდის რიგებში საუკეთესო იყო ამირან აროშიძე 18 ქულით. ნიკოლოზ აბულაძემ და გიორგი ჭირაქაძემ 14-14 ქულა დააგროვეს (ჭირაქაძემ ორმაგი დუბლი შეასრულა — 14 ქულა, 10 მოხსნა).

შვეიცარია: შვეიცარიელთა შორის 17 ქულით ოლივერ სასელა გამოირჩეოდა, ჯულიან გლენევინკელმა 15 ქულა მიითვალა, ხოლო ლიბან აადანის ანგარიშზე 13 ქულა იყო.B ჯგუფის მეორე შეხვედრაში უკრაინის ნაკრებმა ესტონეთი დაძაბულ ბრძოლაში 87:81 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრები მომდევნო, მესამე ტურის მატჩს ხვალ, 12 ივლისს, ლუქსემბურგის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.

GBF.GE

ექსპერტი
ეხლა შენგელიას მიადექით ხო .ან ეს უმადურობა რა ჯანდაბაა.ნაკრებში მთელ ჯამრთელობას და ჯიგარს დებს კაცი, აქ შემოდიხარდა ნახალკას ტენი ზრდასულიხარ, თუ მოზარდი არანაირი გამართლება არა აქვს შენ საქციელს.
დატოს
შენგელიამ წინა ევროპა ჩააგდო. სასწაულად იქცეოდა, კაპიტანია და გუნდი კი არ შეკრა, დაძაბულობა იგრძნობოდა გოგას და მამუს მიმართ. ხო ესპანეთთან ითამაშა, უკრაინასთან ვერ. უდაოდ, მაღალი დონის კალათბურთელია, მაგრამ მძიმე კაცია . ფედერაციამ კი რა ქნას, ყველა მწვრთნელი და ვითომ მენეჯერი გასაყრელია, უცოდინარი მუქთა მჭამელები , მაგრამ დავრჩეთ კალათბურთის გარეშე საერთოდ ?სამწუხარო ამბავია ძალიან და სამარცხვინოც.
ზოგადად
კალათბურთის ამ მდგომარეობამდე მიყვანაში დღევანდელი ფედერაციის თავკაცს ყველაზე ნაკლები წვლილი მიუძღვის მიუხედავათ ამისა მასაც ეკისრება გარკვეული პასუხისმგებლობა რადგან კლანი რომელიც მართავს და მართავდა კალათბურთის ფედერაციას თითქმის 20 წელი ვერც სანიკიძემ მოიცილა სამწუხაროდ ამიტომ ფედერაცია სრულიად უნდა გაიწმინდოს კლანური მართველობისგან და სუფთა,საქმის მცოდნე ხალხი უნდა მოვიდეს ფედერაციაში.აი მაშვინ ნაღდად ეშველება კალათბურთს ამ ოცი წლის განმავლობაში ერთი ანდრონიკაშვილით რომ იწონებდნენ თავს გურასპაული-ბოისა უფროსის ტანდემი მაშვინ უნდა ამოიღო ხმა თორე სამ წელიწადში ოცი წლის გაფუჭებულს ვერ გამოასწორებ. მანუს ინტერვიუ იყოსადაც პირდაპირ თქვა ჩვენითაობის მერე დიდი სიცარიელე დარჩება ქართულ კალათბურთშიო თუ დღესვე არდაიწყო ამაზე ფიქრიდა მუშობაო ალბათ ერთი ათი წელი მაინც გავიდა მის მერე დარა არც არაფერი.
დათო
გასაგებია ამათთან რომ წავაგოთ ფეხბურთში ჰოკეიში ზამთრის სახეობებში მარა კალათბურთში? ფედერაციის გასაგონად შენგელია რომ წავა ვის იმედად აპირებთ ასპარეზობას, ამ თაობის რომლებიც კიპრიდან დაწყებული ანდორით დამთავრებული ყველასთან აგებენ თუ მოწვეული ლეგიონერებით რომლებზეც თქვენდა სამწუხაროდ კვოტებია
18-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო | მებრძოლ ჭკადუას 11 სამქულიანი
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
მარცხი თურქეთთან: საქართველოს მეტოქე ისრაელია
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - დებიუტანტებმა კომენტარები გააკეთეს
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
რა უნდა იყოს სვანაძის მიზანი? - უკეთესი ნაკრებისთვის!..
სკანდალი "გალათასარაიში" - ლეროი სანეს პარტნიორი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელს თანაგუნდელის მეუღლე სწერდა
ინფანტინოს ვენგერი შეცვლის? - ფრანგი FIFA-ს პრეზიდენტობაზე ფიქრობს
[VIDEO] "მამუს" საუკეთესო მატჩი "ლეიკერსის" მაისურით და გამარჯვება "ატლანტა ჰოუქსთან"
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება
საქართველოს U20 ნაკრებმა ლუქსემბურგთანაც წააგო და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა
ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონი საქართველომ უკრაინასთან მარცხით დაიწყო
ევრობასკეტზე გამგზავრების წინ საქართველოს U20 ნაკრებმა ლატვიას სპარინგ-მატჩში უმასპინძლა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
საქართველოს U20 ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ ბრატისლავაში გაემგზავრა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონი დანიის ძლევით, მე-15 ადგილზე დაასრულა