საქართველოს 20-წლამდელთა საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. სამწუხაროდ, ეს ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, 3 წაგების შემდეგ მოხდა, რომლებიც ჩვენებმა უკრაინასთან, შვეიცარიასთან და ლუქსემბურგთან განიცადეს. საქართველომ ამ გამარჯვებით თავი დააღწია ჯგუფში ბოლო ადგილს, მე-5 პოზიციაზე გავიდა და ახლა ასპარეზობას 13-16 ადგილებისთვის გააგრძელებს. ჩვენი მეტოქე დღეს, გვიან გამოვლინდება — საკვალიფიკაციო მატჩში საქართველოს ნაკრები A ჯგუფის მესამეადგილოსანს დაუპირისპირდება. ეს ადგილი ჯერჯერობით ვაკანტურია და მას აზერბაიჯანი-ჩრდილოეთ მაკედონიის შეხვედრაში გამარჯვებული გუნდი დაიკავებს.

ესტონეთთან შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. საწყისი მეოთხედი მეტოქის უპირატესობით წარიმართა და ესტონელებმა 25:22 მოიგეს. თუმცა, მეორე პერიოდში ქართველმა კალათბურთელებმა თამაში გამოასწორეს, მეოთხედი 28:24 მოიგეს და დიდ შესვენებაზე მინიმალური უპირატესობით, 50:49 გავიდნენ. მესამე ათწუთეულში ჩვენმა ნაკრებმა დაცვაში თამაში გაამკაცრა, მეტოქეს მხოლოდ 15 ქულა ჩააგდებინა (19:15) და ბოლო პერიოდის წინ 5-ქულიანი ლიდერობა მოიპოვა. გადამწყვეტ მეოთხედში ქართველებმა უპირატესობა კიდევ უფრო განავრცეს (23:17) და საბოლოოდ დამაჯერებელი გამარჯვება გააფორმეს - 92:81.

ჩვენი გუნდიდან საუკეთესო იყო ამირან აროშიძე, რომელმაც ორმაგი დუბლი გაიფორმა - 25 ქულა, 10 მოხსნა და 31-იანი მარგი ქმედების კოეფიციენტი დააგროვა. შესანიშნავი მატჩი ჩაატარა გოგიტა ბუკიამ, რომელმაც 17 ქულა (7-დან 6 ორქულიანი) და 4 მოხსნა მიითვალა. 14 ქულითა და 6 შედეგიანი გადაცემით გამოირჩა ლუკა კოტლიარევსკი, ხოლო გიორგი ჭირაქაძემ გუნდს 8 ქულა და 8 მოხსნა შესძინა. ესტონელთა რიგებში კი ყველაზე შედეგიანები მარტენ ალესი (20 ქულა) და პატრიკ მაე (16 ქულა) იყვნენ.

GBF.GE

18-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო | მებრძოლ ჭკადუას 11 სამქულიანი
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
მარცხი თურქეთთან: საქართველოს მეტოქე ისრაელია
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
საქართველოს U20 ნაკრებმა ლუქსემბურგთანაც წააგო და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა
ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონი საქართველომ უკრაინასთან მარცხით დაიწყო
ევრობასკეტზე გამგზავრების წინ საქართველოს U20 ნაკრებმა ლატვიას სპარინგ-მატჩში უმასპინძლა
ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატი: საქართველო შვეიცარიასთან დამარცხდა
საქართველოს U20 ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ ბრატისლავაში გაემგზავრა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონი დანიის ძლევით, მე-15 ადგილზე დაასრულა