საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში დასანანი მარცხი განიცადა. ბუბა ბერიშვილისა და თემურ კანკიას გაწვრთნილმა გუნდმა 17-24 ადგილებისთვის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი შვეიცარიასთან გამართა და დაძაბულ ბრძოლაში – 61:63 წააგო. არადა, შეხვედრის მესამე პერიოდში საქართველოს ნაკრები 10 ქულით იგებდა და თითქოს გამარჯვებამდეც უნდა მისულიყო, თუმცა ბოლო პერიოდში შვეიცარიელებმა უდიდესი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს და გამარჯვება მოიპოვეს.

ამ მატჩის შემდეგ გამარჯვებულმა შვეიცარიამ განაგრძო ბრძოლა მე-17 ადგილისთვის, საქართველოს ნაკრები კი ანალოგიურ საკვალიფიკაციო მატჩებში კიდევ 3 წაგებულთან ერთად B დივიზიონის ბოლო – 21-24 ადგილებს გაინაწილებს. ბუბა ბერიშვილის გუნდის მეტოქე დღეს, გვიან ღამით გაირკვევა. საქართველო ალბანეთისა და ლუქსემბურგს შორის დამარცხებულს ხვალ, თბილისის დროით 19:30 საათზე შეხვდება.

ცნობისთვის, 21-24 ადგილებისთვის საკვალიფიკაციო რაუნდში საქართველოსთან და ჩვენს ხვალინდელ მეტოქესთან ერთად რუმინეთი და დანია იქნებიან. ეს გუნდები ხვალ ერთმანეთს შეხვდებიან. რუმინეთმა დღეს აზერბაიჯანთან 61:62 წააგო, ხოლო დანიელებმა თავიანთი შეხვედრა მაკედონიასთან 54:85 დათმეს.

გათამაშების ფორმატის თანახმად, B დივიზიონის საუკეთესო 3 გუნდი A დივიზიონში აინაცვლებს, ხოლო C-ში დაქვეითბა მხოლოდ 1 ნაკრებს ემუქრება. საქმე ის გახლავთ, რომ C დივიზიონში დონე იმდენად დაბალია, რომ მისი გამარჯვებული გუნდი 1 დივიზიონით მაღლა ანაცვლებაზე თანხმობას იშვიათად აცხადებს. თუკი C-ს გამარჯვებული მოისურვებს, მომავალ წელს B დივიზიონში ბოლო – 24-ე ადგილზე გასულ გუნდს ჩაანაცვლებს. საქართველოს ნაკრებს დარჩენილი 2 მატჩიდან 1-ის მოგებაც აძლევს ხელს, B დივიზიონში დარჩენის გარანტია რომ მიიღოს.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

პაატა
ადმინისტრატორ არ დაბლოკო!!!! -სრულად ვიზიარებ გულშემატკივრების კრიტიკას! ყველა ასაკობრივ ნაკრებში ერთი და იგივე პრობლემაა: მწრვთნელების დაბალი არა, მინუსებში გადასული კვალიფიკაცია!!! ჩვენთან გამართულ ასაკობრივ ტურნირებს ვესწრები და გულახდილად გეტყვით მრცხვენია ჩვენი მწვრთნელების მაგივრად!!! ასეთი დაბალი დონის უნარ-ჩვევების ტიპაჟები არსად მინახავს (ქართულ ფეხბურთს არ ვგულისხმობ, იქ საერთოდ კატასტროფაა!)! ყველა მწვრთნელს არ ეხება, მაგრამ 90% უბრალოდ ყვირილის მეტს ვერაფერს აკეთებს და რატომღაც გონიათ რომ ეს ნორმალური სტილია...წლებია უკვე ჩვენში ღრიალით ვითომ მწვრთნელობა მოსულა, არადა განვითარებულ ქვეყნებში ეს უმდაბლესი დონის მანიშნებელია!!! რუსებისგან მეტს ვერაფერს სწავლობენ გარდა უაზრო ყვირილისა!!! რაც შეეხება ფედერაციას: გურასპაულისთვის ჯობდა კომენტატორად დარჩენილიყო!!!"ტუფტა" პრეზიდენტია, არც იცის და ვერც გაქაჩავდა, ისევ ძველები მართავენ და ისევ არასწირად! ძალიან სამწუხარო ამბები ხდება ჩვენს კალათბურთში და ეს წარუმატებლობები მხოლოდ დასწყისია, თუ რასაკვირველია ფედერაციაში არ მოხდება მნიშვნელოვანი ცვლილებები!!!
Irakli apkhaidze
ნორმალური მწვრთნელები მოიყვანეთ სამამ მთლად დაღუპულა თაობა... ფეფერაციამ მართლა კარგად მოიფშვნიტოს თვალები
მაღვიძარა
ესეთი სამარცხვინო და უსუსური ნაკრები არცერთ სპორტის სახეობაში, არცერთ ასაკში არ გვყოლია... კალათბურთის ფედერაცია თამაშებს არ უყურებთ?
მიშა63
ეს არის ჩვენი კალათბურთის მომავალი ???
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა
საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა უკრაინას სძლია და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაიტოვა
საქართველოს U18 ნაკრები ირლანდიასთან ბრძოლაში დამარცხდა
საქართველოს U18 ნაკრებმა A დივიზიონის წევრი გერმანია ლატვიაში დაამარცხა
საქართველოს U18 ნაკრები პლეი-ოფში ვერ გავიდა და ბრძოლას მე-9 ადგილისთვის აგრძელებს
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ავსტრიასთან 71:88 დამარცხდა