"პირველი არხი" საკუთარ ოფიციალურ გვერდზე განცხადებას აქვეყნებს და "ტორპედო"-"ლუდოგორეცის" მატჩის ტრანსლირების საკითხს ეხმაურება.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისელები ბულგარელებს 23 აგვისტოს, 20:00 საათზე, "მიხეილ მესხზე" დაუპირისპირდებიან.

"როგორც მოგეხსენებათ, მორიგი წარმატების შედეგად ქუთაისის "ტორპედო" უეფა-ს ევროპის ლიგის პლეი-ოფში გადავიდა და მისი მეტოქე ბულგარეთის საფეხბურთო კლუბი "ლუდოგორეცი" იქნება. სამწუხაროდ, მოვლენები ისე ვითარდება, რომ ამჟამადაც შესაძლოა, ისეთივე გაუგებრობის წინაშე აღმოვჩნდეთ, როგორც ალბანურ კლუბ "კუკეშთან" მატჩის დროს, როდესაც ვერ მოხერხდა ალბანეთიდან მატჩის ტრანსლირება. ამის გამო გულშემატკივართა ერთი ნაწილი, რომელიც არ იცნობდა საქმის ვითარებას, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მიმართ გამოთქვამდა უკმაყოფილებას.

რეალურად კი საქმე ის გახლავთ, რომ საქართველოდან საკუთარი მატჩების ტრანსლირების უფლებას ფლობს ქუთაისის "ტორპედო", რომელმაც "კუკეშთან" მატჩის საზღვარგარეთ ჩვენების უფლება მიჰყიდა უცხოურ საშუამავლო კომპანიას, რის გამოც საქართველოს "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" ვერ შეძლო ალბანეთის "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" მატჩების ტრანსლირების გაცვლა.

ისევე, როგორც წინა შემთხვევაში, საქართველოს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ახლაც მზად არის, სრულიად უსასყიდლოდ გადაიღოს და გადასცეს "ტორპედოს" საშინაო მატჩი; ასევე, გაუცვალოს სიგნალი ბულგარეთის მხარეს, თუმცა ამისთვის საჭიროა ქუთაისის "ტორპედოს" ხელმძღვანელობის თანხმობა.

ამ მიზნით, 17 აგვისტოდან დღემდე ჩვენ არაერთგზის დავუკავშირდით ქუთაისის "ტორპედოს" მენეჯმენტს და ვთხოვდით, ეცნობებინათ საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ, თუმცა ამ დრომდე კლუბი განიხილავს სხვადასხვა წინადადებას.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ყოველთვის საკუთარ მოვალეობად მიიჩნევდა მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებების ტრანსლირებას და მომავალშიც ასე მოხდება, მაგრამ თუ რომელიმე სუბიექტი გადაწყვეტს ტრანსლირების უფლებების კომერციული მიზნით გამოყენებას და ამ უფლებების მიყიდვას შუამავალი ფირმებისთვის, ჩვენი თხოვნაა, ამის შესახებ სწორი ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას.

დაბოლოს, რეპორტაჟების გაცვლის წინადადებით ჩვენ ასევე მივმართეთ ბულგარეთის მხარეს და მივიღეთ თანხმობა მატჩების ტრანსლაციის გაცვლის შესახებ, თუმცა ქართული კლუბის თანხმობის გარეშე მოლაპარაკება შეუძლებელია.

"პირველი არხი" მზად იყო და არის თანამშრომლობისთვის მხოლოდ ლიცენზიის მფლობელ ორგანიზაციასთან და არა მესამე (გადამყიდველ) კომპანიასთან. "პირველი არხი" ასევე მზად არის, ყოველთვის უსასყიდლოდ მოემსახუროს საქართველოს გუნდებს და მათი მონაწილეობით ღონისძიებები უჩვენოს გულშემატკივარს.

ჩვენს მიზანს არ წარმოადგენს არც მატჩის კომერციალიზაცია და არც სხვა ფინანსური მოლაპარაკებები, რომელსაც დამოუკიდებლად აწარმოებს კლუბი. გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად და გულშემატკივრის ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენ ოპერატიულად მოგაწვდით ინფორმაციას ნებისმიერი მოლაპარაკებების შესახებ და ვიმედოვნებთ, რომ გულშემატკივარი ორივე თამაშს იხილავს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ან სხვა ქართული მედიაარხის საშუალებით (იმ შემთხვევაში, თუ "ტორპედო" ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს). ამჟამად კი, როცა მატჩამდე ორი დღეც კი არ რჩება, ტრანსლაციის უფლების გადმოცემაზე ჩვენ ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია", - ნათქვამია განცხადებაში.

karakala
რაღაც ორი კაპიკი იშოვეს და თავში აუვარდათ, უკვე ვაჭრუკანობა დაიწყეს, რაც არუნდა სამწუხარო იყოს, როგორც ვატოყობ ეს თქვენი ბოლო ბანაობაა!, მერე რას იზამთ საინტერესოა.
Lashe
უფასოდ რატო უნდა მოგცენ ტრანლირების უფლება ეგ ნაკრების თამაში არაა ესაა კერძო კლუბი რომელიც თვით დაფინანსებაზეა თქვენ ხალხის ფულს არ იმეტებთ უნაში რაც ხალხს აინტერესებს და ტორპედო ქუთაისმა თავისი კუთვნილი არ აიღოს ?
გიგა
რამდენჯერ უნდა აღმოჩნდეთ ე.წ. "გაუგებრობაში"? ...... დიდად აზრიანი!!!!!სერიალების შეძენა და გაშვება არ დაგავიწყდეთ!!!!!!!!
ave
სილკ უნივერსალზეა ტორპედო-ლუდოგორეცი
სპორტ ფაზა
გახსოვთ ალბათ როგორ ითარსებოდნენ ჩვენი პატრიოტი კომენტატორები მსოფლიოზე... მტრის წინააღმდეგ...!? სადარიან ის "პატრიოტები" ახლა და რატო არ ითარსებიან ლუდოგორეცის წინააღმდეგ.....კობიაშვილო აწიე ერთი ადგილი და გააკეთე განცხადება მაინც თამაშებს რო არ გვაჩვრნებთ....საზ.მაუს ჯინაზე ტორპედო ჯგუფშიც გავა!!!
ვახო
ეგენი სოროსის და ლიბერასტების ინტერესებს ემსახურებიან ქართველი ერის ხარჯზე
Giosvani
წარმოიდგინეთ რა დონის უნამუსოები არიან საზ მაუში. წინა თამაშები სხვა გუნდების მეორე არხზე აჩვენეს მოამბე უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნიეს და ეხლა იმაზე წუწუნებენ ფულს რატომ აკეთებს ისედაც გაჭირვებული ქართული კლუბი. მთელი მსოფლიოს საკლუბო ფინანსები სატელევიზიო შემოსავლებზე დგას და ამათ უკვირთ. ეს ტელევიზია ხალხს ეკუთვნის და გაცილებით მეტ ადამიანს აინტერესებს ეს თამაში ვიდრე მოამბე და სხვა უხარისხო გადაცემები. მაგრამ საზ მაუში ჩვევლებრივი უპასუხისმგებლო მედროვეები მართავენ საქმეს და არა პატრიოტი პასუხისმგებლიანი მენეჯერები. რაში ხარჯავენ აბა ფულს რაღაც გაუგებარ და არავისთვის საინტერესო გადაცემებში? საქართველოს ჩემპიონატის მატჩებსაც კი არ გადაცემენ ნორმალურად და მერე საზოგადოებრივი და ხალხის ტელევიზია ქვია ამას.
Levani
ხალხის მიერ გადახდილი ფულით,რომ ფინანსდებით კეთილი ინებეთ და გადაიხადეთ ფული ტრანსლირებაში.კანონი შეცვალეს,რომ რეკლამების განთავსების უფლება მიგეღოთ!დიახაც გადაიხადეთ ფული ტრანსლირებაში ეს ხალხის ფულია და არა თქვენი!!!!
ave
და ლიგა რატო არ იყიდეტ პული დაგენანატ ხო?
kaira
გეუბნება გავცვლიო. რა იყო? აქ თუ არ გადაიხდის, სამაგიეროდ არც ბულგარეთს გადაუხდის. მეორე- თავს იზღვევს, და სწორსაც აკეთებს. თორე გამოხტებიან მერე ძალად პატრიოტები და ატეხავენ გნიასს, არიქა არ იყიდეს თამაშიო(მიაყოლებენ თბილისის გინებას). წინასწარ გეუბნება, თუ რამე არ მოგეწონა, მე ნუ მაგინებ. შენიანს მიხედეო.
ნიკა
ჩვენ იმიტომ გაფინანსებთ, რომ გაითვალისწინოთ ჩვენი ინტერესები, კეთილი ინებეთ და მოელაპარაკეთ ტორპედოს, მიაღწიეთ კონსენსუსს. თქვენ ხომ თბილისი გგონიათ მხოლოდ საქართველო, ჩაბრძანდით ქუთაისში და გაარკვიეთ ვითარება. ვფიქრობ რომ სამარცხვინოა ეს პინპონგის თამაში. მგონი საზმაუწყებელს მენეჯმენტი არ ყავს. ესენი ხომ მხილოდ ხელისუფლების სიამტკბილობაზე მუშაობენ.
გულშემატკივარი
ოხ გენაცვალეთ ლოგიკაში და ნააზრევში... პრემია დანამატების დროს , სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ათიათასობით ხელფასის დროს არ უფრთხილდებით საზ მაუს ფულებს და ეკონომია ვაკეთოთ და ბიუჯეტს გავურთხილდეთ მაინდამაინც ასეათ დროს?? ა ბიჯო ხალხი.. შენ დაუკარ.. ცოტა აზრზე მოსვლა არ გვაწყენდა..
status quo
ნუ გვაბოლებთ,3 დღის წინ სხვა მიზეზს წერდით,ეხლა ტორპედოს ხელმძღვანელობას აბრალებთ.ნამუსი იქონიეთ.
anzor
ეს პირველი აარხი საერთოდ რატომ ფინანსდება ხალხის ფულით აგვიხსნან.
kote
სატელიტზე რატომ ბლოკავს "საზმაუ" ფეხბურთს ???
mmm
საზ მაუ ვის აბოლებთ უსასყიდლოთ გადავცემთო რომ იძახით, ნებისმიერი ევროპული გუნდი თავისი მატჩის რეპორტაჟში იღებს ანაზღაურებას და ტორპედომ რატო არ უნდა აიღოს ვითომ? ისე საზ მაუ რა შუაშია, სილკუნივერსალმა რომ იღორა და ყველაფერი დაითრია კეთილი ინებოს და ტორპედოსაც გადაუხადოს ფული და გადასცეს ეს რეპორტაჟი გატრუნული რო არიან და კოლეგიალობას იმიზეზებენ.
trumania
ჩემპიონთა ლიგის თამაშEბს კარგად ყიდულობდით. ადექი და იყიდე მერე.
dato
ვაჭრობს ტორპედო როგორც სჩანს.)))
irakli81
პარლამენში კანონი შეაცვლევინეს, რომ კომერციული რეკლამების განთავსების უფლება ჰქონოდათ და ფული ეკეთებინათ ეხლა კიდე იძახიან კომერციული მიზნით თუ გამოიყენა ტორპედომო ანუ ფულის გადახდა არ უნდათ. რატომ არ უნდა გამოიყენოს ტორპედომ კომერციული მიზნით? იქნებ სხვა არხმა მაინც აჩვენოს.
Chaachi
აბრალეთ ახლა ერთმანეთს..
Kartveli
ოპაა, დაველოდოთ აბა ტორპედოს კომენტარს ამ თემაზე, საინტერესოა რას იტყვიან.
"ასე არ შეიძლება" - "კაირათის" მწვრთნელი მეკარისთვის გადაცემული საჩუქრით უკმაყოფილოა
"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
ტერ შტეგენი პრემიერლიგის გრანდების სამიზნეა - სად გააგრძელებს კარიერას გერმანელი?
ფიბა-მ ქართველი მსაჯები და კომისარი მატჩებით დატვირთა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, საფრანგეთის ლიგა 1-ის გუნდი ჩაიბაროს
ლორენცო ინსინიე შესაძლოა, იტალიის სერია A-ს დაუბრუნდეს
ენდრიკს ალონსო არ ათამაშებს და ბრაზილიელს პრემიერ ლიგის ვარიანტი გამოუჩნდა
"ნაპოლი" "მანჩესტერ იუნაიტედის" კიდევ ერთი ფორვარდის დამატებას გეგმავს
"აინტრახტი" მორიგ დიდ შემოსავალს ელის - კლუბი უზუნს 80 მილიონზე ნაკლებად არ გაუშვებს
U21 | პირველი ვარჯიში რიგაში და იძულებითი ცვლილება შემადგენლობაში
"სწორედ ეს მჭირდებოდა, ნეაპოლი საცხოვრებლად შესანიშნავი ადგილია" - ჰოილუნდი "პარტენოპეიში" ბედნიერია
"კილიანი მსოფლიოში საუკეთესო გახდება, მას ზურგს შესანიშნავი გუნდი უმაგრებს" - რაფა ნადალმა ფრანგზე ისაუბრა
"გოჩოლეიშვილის პროგრესი აშკარაა" - რას წერს გერმანული გამოცემა ქართველ მცველზე?
პსჟ "ბარსელონას" ახალგაზრდა შემტევის შეძენას ცდილობს
"კაირატის" გულშემატკივარმა "რეალთან" მატჩის ბილეთში BMW გაცვალა
ვიერიმ "სან სიროს" დანგრევასა და მის ადგილას ახალი სტადიონის აშენებაზე ისაუბრა
"ყველა მწვრთნელს ვახშამზე დავპატიჟებ" - გვარდიოლას პრემიერ ლიგაში 250 გამარჯვება დაუგროვდა
ამის გამო ესპანეთის ნაკრებში თამაშზე უარს აცხადებდა - ვინ შეცვლის საქართველოსთან და ბულგარეთთან მატჩში ტრავმირებულ ლამინ იამალს
გიორგი შერმადინის 25-ე MVP და ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდი!
ოფიციალურად: "რეინჯერსმა" მთავარი მწვრთნელი გაანთავისუფლა
კანავარო ტაშკენტში ჩაფრინდა და მალე უზბეკეთის ნაკრების მწვრთნელად ოფიციალურად გამოაცხადებენ
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
გაოცებულ-გაოგნებულ მდგომარეობაში ვარ - ინტერვიუ სანდრო ცნობილაძესთან
ევროპა ლიგა. V ტური: ოდიშარიას და სილაგაძის "რიგასი" "პაოკთან" დამარცხდა
მიქაუტაძის საგოლე პასი - "ლიონი" მერვედფინალში გავიდა [VIDEO]
ბევრი სიახლე და კონტაქტი ქომაგთან - საზოგადოებრივი მაუწყებელი სპორტულ ტალღაზე
საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
ევროპა ლიგა. II ტური: მიქაუტაძის გარეშე - "ლიონმა" "რეინჯერსს" დამაჯერებლად მოუგო
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
თემურ ქეცბაიას რისხვა კომენტატორებს: ყველას გვინდა, რომ სხვას ვასწავლოთ ჭკუა [VIDEO]
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
გამორჩეული ოდიშიარია და "რიგასის" საპატიო ფრე "ანდერლეხტთან" [VIDEO]
"უბრალოდ სხვა გზა არ მქონდა" - გიორგი ზურაბიშვილი "პირველ არხს" ტოვებს
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
მიქაუტაძე: ევროპა ლიგაზე გზა ბოლომდე უნდა გავიაროთ
"არ შეიძლება ტალახის სროლა, როდესაც საქმის ვითარებაში გარკვეული არ ხარ"
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
ევროპა ლიგა. III ტური: მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ლიონის" წარმატებული სერია დასრულდა