უკვე ცნობილი და საკმაოდ გამოცდილი ქართველი რეფერი ნიკა ამაშუკელი ოქტომბერ-ნოემბერში საერთაშორისო საკლუბო და სანაკრებო მატჩებზე იმსაჯებს. მან მიწვევა ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის ასოციაციიდან და მსოფლიო რაგბისგან თითქმის ერთდროულად მიიღო.

ამაშუკელმა და შოთა თავზაძემ ქართული მსაჯთა ბრიგადებით "კონტინენტის ფარზე" გასულ სეზონშიც იმუშავეს. ნიკამ ნახევარფინალურ შეხვედრაზეც იმსაჯა და უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

წელს "კონტინენტის ფარზე" მონაწილე გუნდების და შესაბამისად, თამაშების რაოდენობა შემცირდა და ევროპის პროფესიული კლუბების კავშირმა ადგილი მხოლოდ ერთი ქართული სამსაჯო ბრიგადისთვის გამონახა. ამაშუკელი 20 ოქტომბერს, ბრიუსელში "ბელგიელი ბარბაროსები XV"-ისა და იტალიური "პეტრარკას" მატჩს განსჯის. მას კიდეებიდან საბა აბულაშვილი და ირაკლი ჭანუყვაძე დაეხმარებიან. აბულაშვილი "კონტინენტის ფარის" მატჩებზე გასულ სეზონშიც მუშაობდა, ჭანუყვაძეს კი ევროპული დებიუტი ექნება.

აქედან დაახლოებით ერთ თვეში, ამაშუკელი მსოფლიო რაგბის მიწვევით ნოემბრის ტესტ-მატჩზე იმსაჯებს. 24 ნოემბერს რუსეთისა და იაპონიის ნაკრებები ინგლისში, კერძოდ, გლოსთერში, "კინგსთომ სთედიუმზე" ითამაშებენ და ცენტრალური მსაჯი ცნობილი ფრანგი რეფერი ჟერომ გარსეზი იქნება, ხოლო ამაშუკელი მას კიდიდან დაეხმარება. ნიკას საერთაშორისო, სანაკრებო დონეზე, ასეთი მაღალი რანგის შეხვედრაში პირველად ვიხილავთ.

"მარკუსიში, ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის მსაჯთა ტრადიციულ შეკრებაზე მე და ჩვენი მენეჯერი ლუკა კილასონია ვიმყოფებოდით. მაშინვე ითქვა, რომ "კონტინენტის ფარზე" ქართული სამსაჯო ბრიგადა წელსაც იმუშავებდა და 20 ოქტომბერს ბრიუსელში ვიმსაჯებთ. გვერდითი მსაჯები ყველასათვის კარგად ნაცნობი საბა აბულაშვილი და ახალგაზრდა, პერსპექტიული ირაკლი ჭანუყვაძე იქნებიან, რომელმაც დაამტკიცა, რომ საერთაშორისო დონეზე შანსს იმსახურებს.

"მოვიდა მსოფლიო რაგბის დანიშვნები და 24 ნოემბერს ინგლისში, რუსეთისა და იაპონიის ნაკრებების შეხვედრაზე მიმიწვიეს, სადაც ცენტრალური მსაჯი ჟერომ გარსეზი იქნება, ერთ-ერთი საუკეთესო რეფერი, რომელიც ჩემი აზრით, მსაჯების ტოპ-სამეულში შედის. ის ჩემი ფავორიტი მსაჯია და მასთან ერთად მუშაობა დიდი სიამოვნება იქნება" - განაცხადა დანიშვნებთან დაკავშირებით ნიკა ამაშუკელმა.

ვინ გვიმსაჯებს ნოემბერში

ცნობილი გახდა იმ მსაჯთა ვინაობაც, რომლებიც ნოემბერში "ბორჯღალოსნების" მატჩებს განსჯიან.

სანაკრებო სეზონს 10 ნოემბერს ფლორენციაში, "არტემიო ფრანკიზე" იტალიასთან მატჩით გავხსნით და რეფერი 42 წლის ახალზელანდიელი გლენ ჯექსონი იქნება, რომელსაც ირლანდიელი ფრენკ მერფი და იაპონელი შუჰეი კუბო დაეხმარებიან.

17 ნოემბერს სამოას ვმასპინძლობთ და მსაჯი 36 წლის ინგლისელი კარლ დიქსონი იქნება, ხოლო კიდეებზე უელსელი ბენ უაითჰაუზი და შოტლანდიელი სემ გროუვ-უაითი იდგებიან.

24 ნოემბერს ტონგას მივიღებთ და მასზე ფრანგული ბრიგადა იმუშავებს. ცენტრში 37 წლის მატიუ რაინალი იქნება, კიდეებზე - პიერ ბრუსე და ტომა შარაბა.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

სოსო
მართლა კარგი მსაჯები არიან და ტელე რეპორტაჟებში მონაწილეობით,ჩვენ,მაყურებლებსაც დიდ დახმარებას გვიწევენ თამაშის ნიუანსების და წესების უკეთ გაგებაში.წარმატებებს ვუსურვებ.
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა