საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩიც დათმო (0:1), ამჯერად სტუმრად ირლანდიასთან.

გთავაზობთ ქართველი ფეხბურთელების შეფასებას 10-ბალიანი სისტემით.

გიორგი ლორია - 5.5 - საქართველოს ნაკრების მეკარე, შვეიცარიასთან მატჩის მსგავსად, ნორმალურად გამოიყურებოდა, თუმცა მის კარში ერთადერთ გატანილ გოლში წვლილი თავადაც მიუძღვის, როცა ცოცხალი კედელი სათანადოდ ვერ დააყენა. ეს ფაქტი პრესკონფერენციაზე ვლადიმირ ვაისმაც აღნიშნა. ზოგ მომენტში ლორია ბრწყინვალედ გამოიყურებოდა, ზოგჯერ კი ბურთს ზედმეტად დიდხანს იჭერდა და საკუთარ საჯარიმოში დრიბლინგსაც მიმართავდა. მაკგოლდრიკი შეტევის დროს ლორიასთან პირისპირ აღმოჩნდა, ქართველი მეკარე წინ გავიდა, თუმცა ბურთს ვერ მიუსწრო, რა დროსაც ირლანდიელი ადვილად გასცდა და ბურთი ძლიერად რომ არ გაეგდო წინ, გოლსაც გაიტანდა.

გურამ კაშია - 5.0 - სუსტი მატჩი ჰქონდა საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანს. ირლანდიელთა ფორვარდი მას ხშირად სცდებოდა და პოზიციურად თითქმის ყოველთვის ამარცხებდა. ჯარიმა, რომელიც ჩვენი გუნდის კარისკენ დაინიშნა და გოლად იქცა, სწორედ მაკგოლდრიკის კარგ თამაშს მოჰყვა, რომელიც გურამ კაშიამ წააქცია.

საბა კვირკველია - 5.5 - მეტ-ნაკლებად სტაბილური იყო, თუმცა რამდენიმე შეცდომა მაინც დაუშვა. მეორე ტაიმში ბურთი, რომელზეც ტანმაღალ მცველს უპრობლემოდ უნდა ეთამაშა, გადაახტა და მეტოქე მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩა. გოლი მხოლოდ იმიტომ არ გავიდა, რომ კუთხე ძალიან მახვილი იყო.

დავით ხოჭოლავა - 5.5 - დავით ხოჭოლავა მისთვის უჩვეულო პოზიციაზე იმყოფებოდა, მან მთელი შეხვედრა მარცხენა მცველის პოზიციაზე გაატარა. ერთვებოდა შეტევებშიც, თუმცა ეს მისი ძლიერი მხარე არ არის. გარდა ამისა, მატჩის დასაწყისშივე დაზიანება მიიღო.

ოთარ კაკაბაძე - 5.0 - ოთარ კაკაბაძე, ისევე, როგორც შვეიცარიასთან შეხვედრაში, ამჯერადაც ხშირად ცდილობდა საკუთარი ტექნიკის დემონსტრირებას და ბევრი შეცდომაც დაუშვა, თუმცა გარკვეულ მონაკვეთში, როდესაც საქართველოს ნაკრები შეტევაზე გადავიდა, სახიფათო ჩაწოდება განახორციელა. მთლიანობაში, დიდად სარგებლიანი არ ყოფილა და დაცვაშიც ბევრ შეცდომას უშვებდა. მისი დრიბლინგი ხშირ შემთხვევაში წარუმატებელი იყო.

ჯაბა კანკავა - 5.5 - საქართველოს ნაკრების ორი რეალური შანსიდან ერთი ჩვენი კაპიტნის ანგარიშზეა, როცა მეორე ტაიმში შორი მანძილიდან უძლიერესი დარტყმა განახორციელა და მეტოქე გოლისგან ძელმა იხსნა. როგორც ყოველთვის, იბრძოდა, თუმცა შეცდომებსაც უშვებდა. მატჩის სტარტზე ბურთი საჯარიმოსთან ახლოს დაკარგა და გუნდი გიორგი ლორიამ იხსნა. ჯაბას არაზუსტ პასს მოჰყვა სწრაფი კონტრშეტევაც, რომლის შემდეგაც გურამ კაშიამ თამაშის წესები დაარღვია და ჯარიმა გოლად იქცა.

ნიკა კვეკვესკირი - 5.5 "ტობოლის" ნახევარმცველი ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა, ვიდრე შვეიცარიასთან შეხვედრაში. ცდილობდა სახიფათო მომენტების შექმნას და მის მოზომილ გადაცემას მოჰყვა პირველი ტაიმის ბოლოს მომენტი, რომელიც საქართველოს ნაკრებმა ვერ გამოიყენა. კვეკვესკირის თამაში უფრო აქტიური და პასები უფრო ზუსტი მეორე ტაიმში გახდა.

ვაკო გვილია - 5.0 - თითქმის ასპროცენტიანი შანსი ჰქონდა ვაკო გვილიას, რომელსაც ბურთი შესანიშნავ პოზიციაში მიუვიდა, თუმცა მისი ახლო მანძილიდან დარტყმული რენდოლფმა მოიგერია, დამატებაზე კი ქვილითაიამ ვერ ივარგა. პირველ ტაიმში ვაკო კარგი იყო, თუმცა ცუდი მეორე ტაიმი ჰქონდა. ხშირად კარგავდა ბურთს და არაზუსტ გადაცემებს აკეთებდა.

ოთარ კიტეიშვილი - 6.0 - "შტურმის" ნახევარმცველს ვლადიმირ ვაისი შანსს ხშირად არ აძლევს, თუმცა ოთარი ირლანდიასთან მატჩში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოთამაშე იყო. ის ბოლომდე იბრძოდა და პრესინგს ცდილობდა, ბოლომდე ჩამოდიოდა დაცვაში და შეტევის გამწვავებასაც ცდილობდა. ერთხელ დაარტყა კიდეც, თუმცა მისი დარტყმული რენდოლფის კარს ზევიდან გადასცდა.

ვატო არველაძე - 5.0 - საქართველოს ნაკრებში დებიუტი ჰქონდა 21 წლის თავდამსხმელ ვატო არველაძეს. ალბათ, გამოუცდელობის გამო ვატო პირველ ტაიმში ერთ-ერთი სუსტი წერტილი იყო. ერთ მომენტში დარტყმის კარგი შანსი ჰქონდა, როცა მის საყვარელ პოზიციაზე აღმოჩნდა, თუმცა კარისკენ დარტყმა ვერ გარისკა.

გიორგი ქვილითაია - 5.5 - "გენტის" თავდამსხმელს უკეთესი მატჩი ჰქონდა, ვიდრე შვეიცარიასთან, თუმცა რეალური მომენტი არ ჰქონია. იბრძოდა ბოლომდე და პირველ ტაიმში საკუთარ გუნდს ბურთი რამდენჯერმე შეუნარჩუნა. პირველი ნახევრის ბოლოს ახლო მანძილიდან დამატება მართებდა, თუმცა მცველმა დაასწრო.

ცვლილებები

ლევან ხარაბაძე - ვატო არველაძის მსგავსად, დებიუტი ჰქონდა ლევან ხარაბაძესაც. საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველი ტრავმირებული ხოჭოლავას ნაცვლად შემოვიდა. მეტწილად შეტევაში წასვლას ცდილობდა, თუმცა ბევრი არაფერი გამოსვლია. დაცვაში თამაში კი ხარაბაძის ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის.

ვაკო ყაზაიშვილი - შვეიცარიასთან ცუდი მატჩის შემდეგ "სან ხოსეს" შემტევმა ირლანდიასთან მატჩში სასტარტო შემადგენლობაში ადგილი ვერ მოიპოვა. მოედანზე მეორე ტაიმის ბოლოს შემოვიდა და არც რამე დაუშავებია და არც შეუქმნია.

თორნიკე ოქრიაშვილი - ყველას გვახსოვს თორნიკეს ულამაზესი გოლი ირლანდიის ნაკრების კარში. მისგან ყოველთვის ველით ლამაზ და ტექნიკურ თამაშს, თუმცა გუშინდელ შეხვედრაში მას არც საამისო დრო ჰქონია და არც პრაქტიკა. 26 წლის ნახევარმცველი რამდენიმე თვეა უგუნდოდაა და 2018 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად ითამაშა.

ვლადიმირ ვაისი - 4.0 - ყველაზე დაბალი შეფასება საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს ეკუთვნის, რომელიც მატჩის დაწყებამდე ამბობდა, რომ მინიმუმ ერთი გოლის გატანა მართებდათ, თუმცა მოედანზე რეალური გეგმა, თუ როგორ უნდა მისულიყო გუნდი გოლამდე, არ ჩანდა. როგორც ყოველთვის, აგვიანებს ცვლილებებს და თამაშში გარდატეხის შეტანა უჭირს.

ვაისმა ისევ გაიმეორა აზრი, რომელიც თბილისში შვეიცარიასთან წაგების შემდეგ გააჟღერა, რომ მეტოქის ფეხბურთელები უკეთეს გუნდებში თამაშობენ, ვიდრე საქართველოს ნაკრების მოთამაშეები.

ორი მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები უქულოდაა და მეტოქის კარში გოლი არ გაუტანია. მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 7 ივნისს გიბრალტარის წინააღმდეგ გამართავს.

Kkk
დაიხალნენ მეორე ტაიმში ეგაა.და ეგ.

ნულიანი ყველას თავის ფეხბურთის ფედერაციანად ასეთი თამაშით გიბრალტარსაც ვერ მოუგებთ
nikolozi
ვატო არველაძე - 5.0 - საქართველოს ნაკრებში დებიუტი ჰქონდა 21 წლის თავდამსხმელ ვატო არველაძეს. ალბათ, გამოუცდელობის გამო ვატო პირველ ტაიმში ერთ-ერთი სუსტი წერტილი იყო. ერთ მომენტში დარტყმის კარგი შანსი ჰქონდა, როცა მის საყვარელ პოზიციაზე აღმოჩნდა, თუმცა კარისკენ დარტყმა ვერ გარისკა. მერე გამოუცდელს რას ათამაშებთ ნაკრებში ვალი გაქვთ???? რა ლოგიკაა???? ბარემ მამამისი გამოიყვანეთ და ათამაშეთ არაფერი ეშველება ფეხბურთს
გიორგი
1 ლორია 6 ქულა, რამდენიმე კარგი სეივი, თუმცა შეცდომა კედლის დაყენების დროს... 2 კაკაბაძე 5 ქულა, ძალიან ერთობა ეზოს ფეხბურთისთვის დამახასიათებელი თამაშით, უადგილო ადგილას მატაობს და მის მიერ ბურთის დაკარგვას მოყვება ხშირად სახიფათო შეტევა. უბედურება ის არის რომ წამყვანებს ეს ეზოს ფეხბურთის ელემენტი მოწონთ, ვერ ასხვავებენ რომ ეზოს დრო არა დიდი მოედანზე და უქებენ და მერე რა მოყვება იმას ვერ ამჩნევენ... 3 ხოჭოლავა 6 ქულა კომენტარის გარეშე ნორმალურად ითამაშა, ციდან ვარსკვლავები არ მოუწყვეტია მაგრამ არც გაუფუჭებია რაიმე. 4 კაშია 5 ქულა, ნორმალურად ითამაშა, ჰქონდა შეცდომებიც მაგრამ რამდენიმე სიტუაციაში გადაგვარჩინა 5 კვერკველია 6 ქულა, კარგად ითამაშა საიმედოდ და დაამტკიცა რომ მისი არ დაყენება შვეიცარიასთან იყო შეცდომა თუმცა ''ოჯახში'' უნდა გაირჩეს ვაისმაც აიტაცა და რატომ არ დააყენა თურმე უნდა ვკითხოთ საბას ან შიდა სამზარეულოდ უნდა დარჩეს და ამაზე მაქ მუდამ პასუხი... შიდა სამზარეულო ჩემი გადასახადებით არ უნდა იყოს დაფინანსებული მაშინ! 7 კანკავა 8 ქულა ამაზე მეტს კაპიტანი ვერ იზავდა... ვეტერანი, ასაკი, მოკლედ ჯარიმაც აიღო იქ სადაც უნდა აეღო, დაარტყა... იბრძოლა და ჩვეულად იომა! 6 კვეკესკირი 5 ქულა, რამდენიმე შეცდომა, რამდენიმე გამონათება, თუმცა მოკლედ - ტობოლი... 21 გვილია 5 ქულა, კარგ ქმედებებს საოცარ შეცდომებს უხამებდა, პასის კულტურა ამ თამასში - ტირილი გინდებოდა... 9 კიტეიშვილი 5 ქულა, პირველი ტაიმი რას აკეთებდა მე ვერ გავიგე, ველოდი რომ შეცვლიდნენ მაგრამ ვაისმა სამწუხაროდ ცვლილების არსი არ იცის ჩემი აზრით... მეორე ტაიმში მოუმატა და ამიტომაც 5 ქულა... თუმცა შემტევი კარებში რომ არ უყრტყავს 90 წუთის განმავლობაში... ეს ქულებიც ავანსია... რისი არ ვიცი მაგრამ ავანსი. 11 ქვილთაია 4 ქულა, შვეიცარიის თამაშთან შედარებით მისი მარგი ქმედება უფრო დადაბლდა 14 ვატო არველაძე 2 ქულა, ეს 2 ქულაც ალბათ შოთის და აჩის ხათრით - მემგონი დიდი კითხვის ნიშანი დასვა, ნოლი შემართება, ნოლი აგრესიულობა, ნოლი ენერგია და ნოლი გამწვავება... დარტყმაზე ლაპარაკი ზედმეტია... პრესინგი მაინც ითამაშე ახალგაზრდა ბიჭი ხარ... რამე დაგვანახე... გარდა გვარის... არ ვიცი რა უნდა ქნას თავის გუნდში რომ კიდევ ერთხელ ღირსი იყოს გამოძახების ალბათ 2-3 ჰეტრიკი... ვერ გაამართლა! შეცვლაზე შემოსულები: ყაზაიშვილის რა უნდა მემგონი თვითონ არ იცის... ოქრიაშვილს 5 წუთში რა უნდა გაეკეთებინა არ ვიცი... ხარაბაძე მემგონი კარგი ბიჭი ჩანს და იმედიანად ვიყოთ!
ფენომენო
მონდომება აკლია ამ გუნდს თორემ პირველი ტაიმი ხომ ვითამაშეთ ისე როგორც საჭირო იყო შვეიცარიასთან გაეგრძელებიათ ისე მეორე ტაიმი რაიქნებოდა.
odala
ასეთი დალაგებული ენით აქ ჟურნალისტები ვერ წერენ :)) გაიხარე. ისე, როგორც შოთა არველაძემ თქვა ამას წინად, ინტერვიუში, გარკვეული თავხედობა საჭიროაო. მაგრამ გეთანხმები, ჩვენ ნამეტანი მორიდებულები ვართ. მეც ეგრე ვარ. ნახევარი ცხოვრება შტატებში მაქვს გატარებული და ისევაც მასე ვარ. შეიძლება პატარა ერის სინდრომიც არის. თუმცა ეს თავხედობა სპორტული გარკვეულწილად აქვს თორნიკე ოქრიაშვილს. ის ალბათ ამ თაობის საუკეთესო ფეხბურთელია ნაკრებში. ვაკოც ახლოს არის კლასის ამბავში. სხვა ეს თავხედობა ვის აქვს აბა კიდევ? მე არავინ მახსენდება.
Homeros
ვაკო ყაზაიშვილზე... (ჩემი ძმაა, ბავშვობიდან ვძმაკაცობთ) ამ დღეებში არაერთ კრიტიკულ კომენტარს გადავაწყდი. ეს კიდევ არაფერი. სერბეთთან ავადსახსენებელი თამაშის შემდეგ ლამის ეროვნულ მოღალატედ გამოვაცხადეთ... მე, როგორც ახლობელ ადამიანს რა თქმა უნდა არ მსიამოვნებს მასზე ცუდის კითხვა და შესაბამისად ასმაგად მახარებს როცა ვინმე კარგს ამბობს. დარწმუნებული ვარ მწვავე კრიტიკის მიზეზთა უმეტესობა იმითაც არის გამოწვეული, რომ მისგან ცოტა მეტს ვითხოვთ, რადგან არაერთხელ გვინახავს მისი ეფექტური თამაში , არაერთი ძალიან ლამაზი გოლი... ობიექტური, გულშემატკივრის დანახული თვალით მინდა ვთქვა, რომ ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მოვალეობის , ზრდილობის მიზნით თამაშობს ნაკრებში.თითქოს უმარილოდ , უგულოდ თამაშობს, როცა ყველამ ვიცით, რომ ვაკოს ნამდვილად აქვს იმის რესურსი, რომ უმაღლესი ხარისხის ფეზბურთი ითამაშოს - ნებისმიერ მატჩში თუ ვერა , თითქმის ყოველთვის. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი ფეხბურთელებიდან ყაზაიშვილი ნაკრების საუკეთესო მეგოლეა(გატანილი გოლების რაოდენობით) , მუდამ დარჩება ქართული ფეხბურთის ისტორიაში რომ მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო მცველი - ჰუმელსი აბუჩად აიგდო. ესტონეთთან გატანილ გოლს კი ჩემს ტოპ 10 გოლში ხუთეულშიც მოვახვედრებდი. მოკლედ რისი თქმა მინდა ... რაღაც ისე გამომდის , რომ ძმაკაცს ,,ვიცავ'' (ეგრეც უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ არცერთი ქართველი გულშემატკივარი მას არ ებრძვის და არც არავინაა მისი მტერი), მაგრამ იმის თქმა მინდა , რომ ბავშვობიდან მოყოლებული, არასდროს ყოფილა არც ქედმაღალი, არც ამპარტავანი და არასდროს დაუყენებია საკუთარი თავი ვინმეზე მაღლა. ამ დროს ფეხბურთში ,,ხულიგნობა'' ლიდერის თვისებებს აყალიბებს და რაღაც დოზით საჭიროც არის (მარადონა, ტოტი, რამოსი, ეფემბერგი , რომარიო , რუნი და ბევრი სხვა ვინც ქარიზმით უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა) . არაერთხელ მითქვამს მისთვის, რომ არ ეგონოს რომ ვინმე მასზე უკეთესია, თუნდაც მესი , მიაწექი ვაკო, შენც შეგიძლია ... მაგრამ იმდენად აქვს ორგანულად გამჯდარი თავმდაბლობა, გუნდურობა, ბეჯითობა , რომ თუ კი თამაში არ წაუვიდა, ეს თვისებები უფრო უფერულს ხდის მის თამაშს. შეიძლება ეს კომენტარიც წაიკითხოს , ვიცი სწორად გამიგებს. მაგრად მიყვარხარ ვალერ ;) ბიჭებო, ძმებო ... მერწმუნეთ ამ კაცს ძალიან მაგრად უყვარს თავისი სამშობლო ! ღმერთმა მისცეს ძალა, რომ ყველას აჩვენოს თუ რა მაგარი ბიჭია, რა მაგარი ფეზბურთელი და რამხელა სიყვარულით თამაშობს ნაკრებში. ბავშვობიდან მოყოლებული თითქმის დღე არ გავიდოდა , რომ ვოცნებობდით თუ როდის მოირგებდა ნაკრების მაისურს. გაუმარჯოს საქართველოს!
Homeros
დღემდე ვერ გამიგია რატომ არ დარჩა კანკავა რეიმსში... ეხლა ხომ ლიგა 1-ში ითამაშებდა. ძალიან არ მინდა დავიჯერო , რომ ფულის გამო წავიდა. ამას ხომ მოგვიანებითაც შეძლებდა. საშინლად მენანება კანკავა და კვეკვესკირი ყაზახეთისთვის. ორივე გაცილებით უკეთეს ლიგაში უნდა თამაშობდეს. განსაკუთრებით ჯაბა. რა თქმა უნდა ყოფილა თამაშები, როცა შეცდომებიც დაუშვია, მაგრამ რა ჯიგრითაც ეგ კაცი თამაშობს, 10ჯერ მეტი შეცდომა ეპატიება. ეგეთი ყვ/ე/რებიანი ბიჭები გვჭირდება ნაკრებში. თითოეული ფეხბურთელი ეგრე უნდა ბრძოლობდეს პირველი წუთიდან ბოლო წუთამდე. მნიშვნელობა არა აქვს ვინ არის მეტოქე, რა ხასიათის მატჩია(ოფიციალური თუ ამხანაგური), რამდენად ძლიერ გუნდებში თამაშობენ და ა.შ.
ეროვნული სირცხვილი.
ათბალიანი ქულა კი არა ეროვნული სირცხვილი.
QT
რა სისტემითაა ეს ქულევი დაწერილი გაუგებარია. ვიცით რომ კარგად არ გვითამაშია მაგრამ აშკარად ქულები დილეტანტურ მსეჯელობაზე დაყრფნობითაა გაკეთებული. ან მარგი ქმედების კოეფიციენტი გამოოანგარიშე, თუ ვინ რამდენი ირბინა,რამდენი ზუსტი და არაზუსტი პასი გააკეთა, რამდენი დრიბლინგი, აჩქარება, ჩაჭრა სახიფათო შეტევა და ა.შ. სხვანაირად უბრალო პირადი მოსაზრებაა. და აქვე ვიტყვი, საკუთარი თავიდან დაიწყოს ყველამ პროცესიონალიზმის მოთხოვნა და მერე მოთხოვოს სხვას.
kotika
arveladze sauketeso iko)))))))
giorgi
ჩაკვეტაძე ჯერ კიდევ სანახავია ირლანდიის და შვეიცარიის დონის გუნდებთან როგორ ითამაშებს
odala
ვაისი არ არის ქართველი და შეიძლება ვერც გაიგოს ვინ რა დაუწერა. ფუტბალისტები კიდევ შეხვდებიან და ეტყვიან, ბიჭო, შე ჟურნალიუგა, რა ოთხიანებს მიწერ ტოო. საქმეს გაურჩევენ. ვაისი ბუნჩულა კაცია, არაფერს იტყვის.
F.F
ვაისი ძალიან ჯინიანი ტრენერია ზამენების მხრის, გვიან აკეთებს შეცვლებს და ისეთების შემოყავს, რომ სჯობდა არ გაეკეთებინა! მერე არ ათამაშებს ზარანდიას, არაბიძეს....... ახალგაზრდებს, საცოდაობა იყო ამ ნაკრების ყურება.
imereli
არ უნდა ეხლა იმას ლაპარაკი რომ აშკარად ჩაკვეტაძე ინდივიდიალურად მარტო იგებს თამაშებს
გიო
რის შეფასება, რა შეფასება, თქვენ მაგრად უბერავთ!!!!!!!
pheola
ერთი ეგ მითხარი რომელი ერთია მზად ნამდვილი ფეხბურთი რო ითამაშოს?
ultranationalist
ძნელია ამ საზიზღარი თამაშისთვის გეყურებინა და ნერვები არ მოგშლოდა, შენელებული კადრები იდგნენ მოედანზე, არავითარი სწრაფად ამოსვლა, გახსნა სწრაფი პასები, ზონების გადაკეტვა, ასე უსიცოცხლო მკვდრების თამაშით თამაშს ვერ მოვიგებთ
F.F
ვაისი ძალიან ჯინიანი ტრენერია ზამენების მხრის, გვიან აკეთებს შეცვლებს და ისეთების შემოყავს, რომ სჯობდა არ გაეკეთებინა! მერე არ ათამაშებს ზარანდიას, არაბიძეს, ახალგაზრდებს, საცოდაობა იყო ამ ნაკრების ყურება.
მშობელი
ბავშვთა ფეხბურთს მიხედეთ, სანამ დაგვექცა თავზე, 41 წლის ვარ და ყველა ფორმაციის ნაკრებზე კომენტარი არ იცვლება, რა ქნან ბიჭებმა, რა ქნან მწვრთნელებმა, შეშინებულები არიან, და ა.შ. და მართალიცაა, ბავშვები არც საერთაშორისო ტურნირებზე დაჰყავთ, არც კლუბურ ფეხბურთს ავითარებენ, თუ კი ვინმე კარგი ბავშვი გამოჩნდება ოზურგეთში ან სამტრედიაში, ეგრევე თბილისში მოჰყავთ, კი არაფერს ვერჩი, მაგრამ რეგიონში განავითარე და კონკურენცია შექმენი, რომ გაიზარდოს, არ შეგვჭამა ამ დინამომ და საბურთალომ??? გაახარეთ სხვა და მიეცით ცოტა გასაქანი, ქვეყანაში ყოველი მეორე ბიჭი ფეხბურთს თამაშობს და რა გახდა ასეთი უპატრონობა და რა მაფიაა ეს მოუცილებელი!!!!
margveli
რაც უნდა ექნა ის ქნა, ხელფასს იღებს და პრემიას, სენ იკითხე მეტროს ჯეტონის ფული რომ არ გაქვს
არდილეს
კაკაბაძე ძალიან სუსტია, მოძრაობებიც რაღაცნაირად მოუქნელი,თითქოს არასპორტული აქვს (ასე მგონია)
კიო
ვაისი სუსტი მწვრთნელია , მაგრამ ფეხბურთელებუ უფრო დაბალი დონის გვყავს! კაჭარავა, კაშია, ყაზაიშვილის დიდი მადლობა მაგრამ სანამ საუკეტესო ფორმაში არიქნებით ნუღარ ჩამოხვალთ ნაკრებში, ეს ხალხის ხმა არის და არა ერთი ან ორი ადამიანის! ეს ნაკრები ქვეყნის არის და არა სახელების და გვარების! ახალი სისხლი გვჭირდება, ხოჭოლავა, ხარაბაძე, ხარაიშვილი, არაბიძე, ზარანდია, კიტეიშვილი... ჯანო სანამ ფორმაში არიქნება თავისი პერსპექტიულობით თავი დაგვანებოს, ნაკრებში მზად უნდა ჩამოვიდეს ფეხბურთელი და არა ფორმის აღსადგენად!და ბოლოს დიახ მეგობრებო, ჩაკვეტაძის ნიჭმა და ინდივიდუალურმა თამაშმა მოიგო ერთა ლიგა, ეს ასეა! 1-ლორია 2-კაკაბაძე 3-კვირკველია 4-ხოჭოლავა 5-ხარაბაძე 6-კვეკვესკირი 7-კანკავა 8-აბურჯანია 9-კიტეიშვილი 10-ჩაკვეტაძე 11-ქვილითაია.
კახა
წინა ჩაგდებული შესარჩევის შემდეგ კი ვითხოვთ მოვითხოვთ ვაისის გაშვებას მაგრამ ამ წაგებებდი 50% ფეხბურთელების ბრალია და მთავარი გუნდი არ ან ვერ შედგა არამარტო ეხლა არამედ დამოუკიდებლობის დღიდან ფსიქოლოგიურად არასწორი მიდგომა ნაკრებში ადრეც და ეხლაც ყველას ეშინია შეცდომის დაშვება ყველა ცდილობს მას არ დაბრალდეს წაგება და აგინონ ამიტომ გუნდურობა იკარგება მეორე უბურთოდ თამაში აქილევსის ქუსლია დააკვირდით როცა ბურთს მიიღებს ჩვენი 10ანი ან რომელიმე ნახევარმცველი თუნდაც თავდამსხმელი 90% დგას და მიჩერებია რას იზამს იმის მაგივრად რომ შესთავაზოს თავისი თავი ან მოძრაობით გაიყვანოს მოწინააღმდეგე ზონიდან მოკლედ გაიხსნას ვერ აკეთებენ ამას არ აზღვევენ ბოლომდე ერთმანეთს ვაისის მთავარი რაც ვერ შეძლო გუნდურობა გუნდი ვერ შეკრასაქართველოა ნაკრებს არ ჭირდება ზედმეტი სქემები მთავარი სქემაა ყველანი წინ და ყველანი უკან დგომით ვერ მოიგებ იმედია ეხლა მაინც გამოაქვეყნებთ.
Kika
Ar gvinda es uazro Kritika.biwebma rac sheezlot ibrzoles bolomde!
ბასკი
ვაისი შეიძლება სლოვაკეთში მუშაობისას კარგი მწვრთნელი იყო,მაგრამ ჩვენთან იგივე ვერ გამოავლინა, უკვე ბევრი წელი გავიდა, ვფიქრობ ვაისმა ამოწურა და დროა ფედერაცია დაფიქრდეს ამაზე! იქნებ სხვა მწვრთნელმა სხვა ტაქტიკით უფრო გაამართლოს! ერთა ლიგა რომ არა ვაისი მოგების გარეშეა! ასე რო ერთა ლიგაზე წარმატებას თვითონ ამ ტურნირს უნდა ვუმადლოდეთ, იმ ნაკრებების დაბალ კლასს ვისაც შევხვდით და არა ვაისს!
ჩორნა
ხან დროს კრიტიკის ქარცეცხლი რონალდოს და მესის ეხვევა თავს. მოტივაციას ისინი აქედან იღებენ და მოედანზე ვარდიშის და თამაშის დროს მაქსიმუმს აკეთებენ რომ კრიტიკოსები დაადუმომ,ასე რომ დაცვა არ ესაჭიროებათ ეს ფეხბურთის ნაწილია და დღევანდელ ფეხბურთში საჭიროა პასი თავის დროზე(რონალდინიო იყო ერთი თუმცა ისთუ დრიბლინგს აკეთებდა უმეტეს წილად ამის მერე პას აკეთებდა რაც გუნდელლებს მეტ სივრცეს აძლევდა).
ჩორნა
განსაკუთრებულს არაფერს ველოდი მაგრამ გაოცებული დავრჩი და გამიხარდა რომ შანსი მიეცა ვატოს და ხარაბაძეს, ისე ამას ვითხოვთ ქომაგები რომ სისტემატიურად გამოცადოს შესარჩევ ციკლში ფეხბურთელები რომლებიც უბრალოდ სკამისთვის იძახებდა გადაახალისოს და ნახევარ ფინალში ნორმალური გუნდით გავიდეთ.. ძნელი იყოო ამის გაკეთება)) ამ ჯგუფიდან უთამაშებელი და ტრამვორებული ფეხბირთელებით რომ შორს ვერ წავიდოდით ეგ ყველამ ვიცით მაგრამ პირველ თამაშში რა მაფია იყო ვერ გამიგია დღემდე.დავინახეთ რომ ტაბიძე და ხოჭოლავა აშკარად ჯობდა კაშიას,კიდე ის რო კაკაბაძეს ფუნტებით ლუცერნიც კი არ არი გაკვირვებული,ხარაბაძეს აქტიურ თამაშს ნუ დავუკარგავთ,გვილია ლუცერნიდან ზუსტად აი ესეთი თამაშის გამო გაუშვენ და ჭკუას ვერ სწავლობს,,(გვილია და კაკაბაძე ზედმეტობენ მოედანზე როცა უბრალოდ პასია საჭირო შედეგამდე, ყველაზე სუსტი წერტილი იყო ნაკრების ამ ორი თამაშისას).
იგორ
ისეთი შტაბეჭდილება მაქვს, რომ ვაისს ჩვენზე მეტად თუ არა ნაკლებად არ უყვარს საქართველოს ნაკრები. გაუთვალისწინებელი ტრავმები დ. ა. შ. ძნელია შვეიცარიასთან და ირლანდიასთან ახალი სახეებით გარისკო, იმის სურვილით, რომ შედეგისთვის მიეღწია თავი აარიდა ექსპერიმენტებს. დარწმუნებული ვარ, შვეიცარიასთან, რომ არ დაეყენებინა ყაზაიშვილი და ეგ და ჯანო მეორე ტაიმის დასაწყისშივე მალევე შეეცვალა რისხვა დაატყდებოდა თავს. ვერც იმას იტყვი, ხარაიშვილის ყოფნის შემთხვევაში, რომ უკეთ ვითამაშებდით. კლასში არის სხვაობა და ამას დანახვა სჭირდება, ის იღბალიც დაგვაკლდა რაც ესოდენ გვქონდა ერთა ლიგაზე, თორემ ასე
იგორ
გასაგებია, რომ ყველას გულზე მოეწვა ეს წაგება, მაგრამ არ შეიძლება ასე ხელაღებით ყველას ლანძღვა გინება. მე ვფიქრობ, რომ ნაკრები არ იყო ოპტიმალურ ფირმაში, გვაკლდა მოთამაშეები და ამასთანავე ვაისმაც დაუშვა შემადგენმობის მხრივ პატარა შეცდომები, რომელიც მოედანზე კარგად გამოჩნდა. ჩვენი დამარცხების მთავარი შემოქმედი ირლანდიელთა მწვრთნელი მიკ მაკარტია, რომელმახ კარგად შეისწავლა და შეაფასა ჩვენი ნაკრების პლიუს მინუსები და სერიოზულად მიუდგა შეხვედრას,თავიდანვე სწორი ტაქტიკა აირჩია და დაგვჯაბნეს. სტაჟიან გულშემატკივარს ემახსოვრება რა უქნა საქართველოს ნაკრებმა ვარსკვლავებით გატენილ იტალიას თავისსავე მოედანზე, მთელი თამაში ეძებდნენ ბურთს ტოტი და დელ პიერო. რაც შეეხება გვილიას, უსამართლოა მისი ესოდენ კრიტიკა, გვილია იბრძოდა რამდენიმე კაცთან ერთად, მისთვის უჩვეულო პოზიციებზე უწევდა გარჯა, ხშირად იყო ბურთით და სხვა ვერც დაუშვებდა ამდენ შეცდომას თუ არა გვილია. კარგი ფეხბურთელია და ნაკრებს ნუ შეაძულებთ. კოულმენი მაგარი ჰყავთ ირლანდიელებს, მაგრამ აბა სცადეთ და შეუცვალეთ პოზიცია და დაინახავთ ისეთივე თუ იქბება როგორიცაა მარჯვენა ფლანგზე.
Geo_Dinamo
დანაპირები ვერ შეასრულა ვაისმა უკვე მერამდენედ. 2 თამაში გოლიც კი ვერ გაიტანეს, აბა გიბრალტართან რათ მინდა ვაისი? ერთი თამაშის ხელფასი მე მომეცით და გიბრალტართან დიდი ანგარიშით მეც მოვიგებ (თუ ჩაკვეტაძე მეყოლება)
იგორ
გასაგებია, რომ ყველას გულზე მოეწვა ეს წაგება, მაგრამ არ შეიძლება ასე ხელაღებით ყველას ლანძღვა გინება. მე ვფიქრობ, რომ ნაკრები არ იყო ოპტიმალურ ფირმაში, გვაკლდა მოთამაშეები და ამასთანავე ვაისმაც დაუშვა შემადგენმობის მხრივ პატარა შეცდომები, რომელიც მოედანზე კარგად გამოჩნდა. ჩვენი დამარცხების მთავარი შემოქმედი ირლანდიელთა მწვრთნელი მიკ მაკარტია, რომელმახ კარგად შეისწავლა და შეაფასა ჩვენი ნაკრების პლიუს მინუსები და სერიოზულად მიუდგა შეხვედრას,თავიდანვე სწორი ტაქტიკა აირჩია და დაგვჯაბნეს. სტაჟიან გულშემატკივარს ემახსოვრება რა უქნა საქართველოს ნაკრებმა ვარსკვლავებით გატენილ იტალიას თავისსავე მოედანზე, მთელი თამაში ეძებდნენ ბურთს ტოტი და დელ პიერო. რაც შეეხება გვილიას, უსამართლოა მისი ესოდენ კრიტიკა, გვილია იბრძოდა რამდენიმე კაცთან ერთად, მისთვის უჩვეულო პოზიციებზე უწევდა გარჯა, ხშირად იყო ბურთით და სხვა ვერც დაუშვებდა ამდენ შეცდომას თუ არა გვილია. კარგი ფეხბურთელია და ნაკრებს ნუ შეაძულებთ. კოულმენი მაგარი ჰყავთ ირლანდიელებს, მაგრამ აბა სცადეთ და შეუცვალეთ პოზიცია და დაინახავთ ისეთივე თუ იქბება როგორიცაა მარჯვენა ფლანგზე.
შალვა
კანკასვას შეფასება 5.5 არ არის ობიექტური
Fjh
Gვარი უწყობს ხელს GამოძAხებაში
tbiliski
ბიჭო რანაირად უწერთ ვაისს 4 ბალს? რა უნდა ექნა თვითონ შესულიყო და შეგდო თუ რა უნდა ექნა? ჩაკვეტა პაპუნა გვყავს ბიჭები მთავარია ჯანებზე იყვნენ და ყოველშემძთხვევაში ესეთი დაბალი დონე აღარ ვიქნებით !! თვენ კიდე ცოტა დაფიქრდით ვაის როიმ უწერთ 4 ქულას :)) ზიდანი და ანჩეც ვერ გვიშველის რაის ვაისს 4 ბალი
aburjga
გვილია ვერ ქაჩავს. ახლა ჩვენი შემოქმედი ოქროს კაცი-ოქრიაშვილი დაბრუნდება ფეხბურთში, უკვე დაღვინებულია, სიმწიფის ასაკშია. იქ კუნძულზე ქეცბა ხელს შეუწყობს და გააძლიერებს! აქეთ კიტეიშვილი ძალიან მაგარი ბიჭია! სქემაში 1+3+5+1+1 მე ნახევარდაცვა ასე მესახება - კიტეიშვილი, ოქრიაშვილი, კვეკვესკირი (შემქმნელი - ასეთი პასის და ასეთი დარტყმის მქონე კაცი ბევრ გრანდს შეშურდებოდა), კანკავა, კაკაბაძე (კაკაბაძე აუცილებლად უნდა ამოიწიოს ნახევარდაცვაში, ასეთი ტექნარი-დრიბლიორი შემტევი ყველასთვის სანატრელი იქნებოდა). თავდასხმა ჩაკვეტაძე, ქვილითაია! დაცვაში გამოსანახავია 2 ნომერი. კაკაბაძე 2 ნომერზე არ გამოდგება, მას შეუძლია მხოლოდ დაეხმაროს 2 ნომერს. სანამ სხვა არ არის ისევ ხოჭოლავას უნდა დაეკისროს 2 ნომრის ფუნქცია. ცენტრში კვირკველია, მარცხნივ ტაბიძე. ლორია ხანდახან როცა საშუალება იქნება შევცვალოთ, სხვა მეკარეებიც უნდა ვათამაშოთ!
სოსო
კედლის დაყენებაში მეკარის შეცდომა კი არ იყო,არამედ თვითონ კედლის მოთამაშეს რომ მიაწვა მეტოქე და გვერდზე გასწია,ის.დარტყმაც ძალიან ზუსტი გამოუვიდა ირლანდიელს.კარიდან ცუდად გამოვიდაო,რომ გაიძახით,რომ არ გამოსულიყო,პირდაპირ კარისაკენ წაიღებდა ბურთს და აუცილებლად გაიტანდა,ასე კი აიძულა ბურთი გაეგდო და მახვილი კუთხიდან ვეღარ შემოატრიალა.ლორიას ნიშანს ავუწევდი,ვაისს კი დავუწევდი.
მათე
არველაძის გამოძახება ჯერ ადრეა , არაა მზად
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
"ოქროს ბურთი" როდრის და დემბელეს - მაშ ვინისიუსს რაღა? - რეალი აღშფოთებულია
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
ჯიკიჩი ევრობასკეტის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისთვის იბრძვის - როგორ შეგიძლიათ მისცეთ ხმა საქართველოს ნაკრების დამრიგებელს
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
საქართველო - ფინეთი. ორივე ნაკრების გულშემატკივართა დესანტი რიგისაკენ მიემართება
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
სომხეთმა ირლანდიას სძლია - აზერბაიჯანი და უკრაინა დაზავდნენ
საშინელების ტოლფასი - უკრაინულმა საიტმა კანკავას თამაშს ყველაზე ცუდი შეფასება მისცა
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
ირლანდიელები სანიოლის ლოდინით დაიღალნენ და მწვრთნელად ჰადლგრიმსონი დანიშნეს
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
The Sun: ირლანდიის ნაკრები სანიოლის პასუხს ელოდება
თურქეთმა უნგრეთს მოუგო - ისევ ესპანეთთან თამაში მოგვიწევს? [VIDEO]
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
რონალდოს დუბლი და რეკორდი - პორტუგალიამ ირლანდია გაანადგურა [VIDEO]
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
სანიოლის აუხდენელი სურვილი - საქართველოს ნაკრები კვლავ ესპანეთს შეხვდება [VIDEO]