საკალათბურთო კლუბი “ტიტები” საქართველოს თასის მფლობელია. სუპერლიგის დებიუტანტმა გუნდმა, რომელიც ასევე პირველად მონაწილეობდა თასის გათამაშებაში, მნიშვნელოვანი ტიტული მოიგო. ტურნირში, რომელშიც სუპერლიგისა და “ა” ლიგის თექვსმეტივე წევრი მონაწილეობდა, ლაშა გამყრელიძის გუნდმა ყველას აჯობა და არსებობის ხანმოკლე ისტორიაში უმაღლესი რანგის ტიტულს შესწვდა.

ფინალურ მატჩში “ტიტებმა” სუპერლიგის შარშანდელი ბრინჯაოს პრიზიორი და ახლანდელი რეგულარულის მეორეადგილოსანი “მგზავრები” დაამარცხა. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილ “მგზავრებს” ლეგიონერი ჯეიკობ არმსტრონგი აკლდა, თუმცა არც “ტიტები” ყოფილა ოპტიმალური შემადგენლობით. ძირითადმა ცენტრმა გიორგი შარაბიძემ ტრავმის გამო სეზონი ნაადრევად დაასრულა, ვის არყოფნაშიც ჩინებულად ირჯება სათადარიგო მეფარე გუჯა ბირკაია, რომელმაც წინა მატჩების მსგავსად ამჯერადაც კარგად ითამაშა და გუნდის ლიდერ ილია ლონდარიძეს სამწამიანში დიდი დახმარება გაუწია.

ლონდარიძე საბოლოოდ ფინალური მატჩისა და მთლიანად, თასის გათამაშების საუკეთესო მოთამაშე გახდა. მან დიდებულად ითამაშა, თუმცა “ტიტების” გამარჯვება გუნდური გარჯის შედეგია. უპირველეს ყოვლისა, “ტიტების” კალათბურთელებმა შესანიშნავად ითამაშეს დაცვაში, რის ხარჯზეც მოახერხეს სუპერლიგის ყველაზე სწრაფი და ზუსი შეტევის მქონე გუნდის შეჩერება. თანაბარი პირველი ნახევრის შემდეგ, გამყრელიძის გუნდი სოლიდურ უპირატესობას დაეუფლა. დაცვის ხარჯზე “მგზავრების” მექულეები – ადრიან ბოუი, რეზო ჩაჩანიძე და სხვანი შეზღუდულები იყვნენ, ხოლო შეტევაში “ტიტებმა” სანაქებო მიზანი გამოავლინა. ლუკ მეიერმა და თეიმურაზ ბაბუნაშვილმა შორი სწოლებით, ხოლო ილია ლონდარიძემ და კაშიმ რენსომმა ზუსტი გარღვევებით იმდენი ბურთი ჩაუგდეს “მგზავრებს”, რომ ანგარიშში სხვაობამ 20 ქულას გადააჭარბა.

მესამე პერიოდი “ტიტების” სრული დომინირებით წარიმართა, რომელიც გამყრელიძის გუნდმა 29:15 მოიგო და ბოლო ათწუთულის წინ 19 ქულით დაწინაურდა. “მგზავრებს” თამაშის გადარჩენის რეალური შესაძლებლობა თუ ჰქონდათ, მალევე უნდა შეემცირებინათ ჩამორჩენა, მაგრამ ამის გაკეთება დაუგვიანდათ. უფრო ზუსტად, ისევ “ტიტების” სანაქებო თამაშმა არ მისცა “მგზავრების” კალათბურთელებს გაქანების საშუალება და როცა შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთზე ნაკლები რჩბოდა და სხვაობა ისევ 20 ქულა იყო, მატჩის ბედი გადაწყდა. “ტიტების” მოთამაშეები დაარხეინდნენ, რითაც “მგზავრებმა” ისარგებლეს და დარჩენილ დროში მხოლოდ ჩამორჩნის 11 ქულამდე შემცირება შეძლეს – 96:85 და “ტიტები” საქართველოს თასის მფლობელი გახდა.

გამარჯვებულებს 26 ქულითა და 11 მოხსნით ილია ლონდარიძემ ულიდერა. 25 ქულა, 10 მოხსნა და 6 პასი მიითვალა კაშიმ რენსომმა. ლუკ მეოერმა გამარჯვებულებს 19 ქულა შესძინა. 8-8 ქულით დაასრულეს შეხვედრა ბესიკ ლეჟავამ და ჟოელ ალმეიდამ. “მგზავრებში” 33 ქულით და 10 მოხსნით საუკეთესო იყო კახა ჯინჭარაძე. 26 ქულა და 8 პასი ადიან ბოუიმ მიითვალა.

მატჩის შემდეგ გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი. თასის მფლობელები მედლებით კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა და გენერალურმა მდივანმა გიორგი ქართველიშვილმა დააჯილდოვეს. თასის გათამაშების საუკეთესო მოთამაშე ილია ლონდარიძეს შესაბამისი პრიზი გადაეცა. საქართველოს თასი “ტიტების” კაპიტან ილია ლონდარიძეს პაატა გურასპაულმა ჩააბარა, რის შემდეგაც გამარჯვებულებმა კლუბის არსებობის ისტორიაში პირველი ტიტულის მოგება ზარ-ზეიმით აღნიშნეს.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

არტაგი
ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას გილოცავთ საქართველოს თასის მფლობელებო!!!... სამომავლოდ კვლავაც და კვლავაც წარმატებები!!!....
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
"ქუთაისი" საქართველოს თასის მფლობელია | იმერულმა კლუბმა ფინალში თსუ დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"მგზავრებმა" რუსთავში იმარჯვა და ცხრილის ფსკერს თავი დააღწია
"ბათუმმა" "მგზავრები" ბოლო წუთებზე გატეხა და სუპერლიგაში გალიდერდა
"ტიტებმა" დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირი მოიგო
1/4-ფინალურ სერიებში "ტიტები" და "მგზავრები" დაწინაურდნენ – რუსთავში კი ფრე დაფიქსირდა
"ვერამ" ზედიზედ მესამედ მოიგო, "ცხუმ-აფხაზეთმა" კი 7 წაგების შემდეგ იმარჯვა
"ოლიმპმა", "ტიტებმა" და "ვერამ" გაიმარჯვეს და ცხრილში დაწინაურდნენ
მაიკლ დიქსონის 19-ქულიანი დებიუტი "ტიტებში"
ფევაძის სარეკორდო 23 მოხსნა და გამარჯვების ბურთი "მგზავრების" კალათში
სუპერლიგის ტური "ქუთაისისა" და "დინამოს" გამარჯვებით დასრულდა
გიორგი კორსანტიას 32 ქულა, 18 მოხსნა და თსუ-ს გამარჯვება "მგზავრებთან"
"მგზავრები", "ტიტები" და თსუ თასის გათამაშების ნახევარფინალში გავიდნენ