ფოტო: springboks

სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა ლუის კოენმა შოტლანდიის დამარცხების შემდეგ მოგებული მატჩის, მომავალ მეტოქისა და "ახალგაზრდა ქურციკების" არგენტინული ამბების შესახებ ისაუბრა.

მწვრთნელმა ინტერვიუ სამხრეთ აფრიკის რაგბის ასოციაციის საიტს მისცა.

"არ იყო სასიამოვნო, როცა რამდენიმე კარგი შანსის გამოყენება ვერ შევძელით. თუმცა აღსანიშნავია ის, რომ ხელოვნურსაფარიანი მოედანი თამაშის დაწყებამდე 10 წუთით ადრე მორწყეს და ხელით თამაში პირველ ნახევარში გაგვიჭირდა. თუმცა, პრობლემა ორივე მხარისთვის იდენტური იყო. ამიტომ ჩვენ გვჭირდება, რომ საქართველოსთან თამაშს უფრო მეტად ადაპტირებულები შევხვდეთ".

კოენი აღფრთოვანებულია ქართველთა ფიზიკური შესაძლებლობებით, თუმცა აღნიშნავს, რომ ისინი საკუთარი სათამაშო გეგმის ეფექტიანად განხორციელებაზე იქნებიან ფოკუსირებულები.

"ჩვენ ბოლო 2 წელში დაძაბული შეხვედრები გვქონდა საქართველოს ნაკრებთან და ვიცით მათი ძალის შესახებ", - თქვა კოენმა.

"ძალიან დიდ პატივს ვცემთ მათ. განსაკუთრებით ძლიერები შერკინებასა და ფიზიკურ თამაშში არიან, თუმცა ჩვენ საკუთარ გეგმაზე ვართ ორიენტირებულები და იმაზე, თუ რისი მიღწევაც გვინდა შეხვედრაში".

"ახალგაზრდა ქურციკების" მთავარმა მწვრთნელმა საკუთარ მოთამაშეებზე გაამახვილა ყურადღება და ქალაქზეც თქვა ორი სიტყვა.

"ბიჭებს ამაღლებული განწყობა აქვთ, ერთად ყოფნით სიამოვნებას იღებენ. თან როსარიო პატარა ქალაქია (ცნობისათვის, ქალაქის მოსახლეობა 1 200 000 ადამიანს შეადგენს) და სანახავიც ბევრი არაფერია. აქედან გამომდინარე, მოთამაშეები ერთმანეთთან დიდ დროს ატარებენ და ეს ძალიან კარგია".

20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის С ჯგუფის პირველ შეხვედრაში სამხრეთ აფრიკამ შოტლანდია დაამარცხა - 43:19, ხოლო საქართველო ახალ ზელანდიასთან დამარცხდა - 13:45.

"ახალგაზრდა ქურციკებისა" და "უმცროსი ბორჯღალოსნების" თამაში ხვალ, 8 ივნისს გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება.

sdfffff
კი მაგრამ ზელანდიასთან თუ წავაგეთმაგათ როგორ უნდა მოვუგოთ?მაგ ასაკში მაგათი დონე არ განსხვავდება.
Guderian
მართლა ტვინი წაიღო, ვინმემ დადეთ როგორ მოვიშოროთ რეკლამები
სოსო
აფრიკა ფავორიტია,ვეთამაშეთ მათ და ვნახეთ მათი ძალა,მაგრამ ჩვენმა ბიჭებმაც უკვე იციან მათი თამაში და არა მგონია, რაიმე რიდი ჰქონდეთ მათი.ბოლო ბოლო ქურციკები არიან და ვინძლო გავბდღვნათ კიდეც.დარწმუნებული ვარ მაგარი თამაში იქნება და ჩვენ უშანსოდ არ ვიქნებით.წარმატებას ვუსურვებ ჩვენ ბიჭებს,გამარჯვებას.
გიოშა
ვინცხამ მითხრა,რეკლამის გამორთვა ყველას შეუძლიაო,მარა რაფერ ვერ დევიმახსოვრე.
მყიდველი
როსარიო რანაირადაა პატარა ქალაქი,მესამეა არგენტინაში ბუენოს-აირესსა და კორდობას შემდეგ. სამხრეთ აფრიკაშიც მესამე იქნებოდა იქ რომ ყოფილიყო.
გოჩა
რეკლამა კარგია,შემოსავალი გექნებათ,მაგრამ ასე ყველა მოქმედებაზე რეკლამის ჩართვა ანტირეკლამაა,ვტბ კარგად არის მოფიქრებული მაგრამ სახელიც არ მახსენდება რეკლამის,აღარც ჭამა მოგინდება კაცს და არც დალევა,სტატიებსაც ნუ გამოაქვეყნებთ რეკლამები დადევით ბარემ და აშენდებით.
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
18 წ. | როტაციით ინგლისთან
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის B დივიზიონში ასპარეზობას იწყებს
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" წლის პირველი შეკრება დაასრულა
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი 2023 წელს აღდგება
"უმცროსი ბორჯღალოსნები" U20 ექვსი ერის ზაფხულის სერიაზე გაემგზავრნენ
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" 11-დღიანი შეკრება დაიწყო
U20. კალათბურთი. პორტუგალია-საქართველო [LIVE]
"უმცროსი ბორჯღალოსნების" მეტოქეები და განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია
U20. ახალზელანდიელთა კაპიტნის კომენტარი საქართველოს ნაკრების შესახებ
"უმცროსი ბორჯღალოსნები" არგენტინასთან განადგურდნენ
"უმცროსი ბორჯღალოსნების" კაპიტნის პირველი კომენტარი ახალ ზელანდიასთან მარცხის შემდეგ
U20. კალათბურთი. საქართველო-ესტონეთი [LIVE]
ამხელა სხვაობით წაგებას არ ვიმსახურებდით - "უმცროსი ბორჯღალოსნები" ახალ ზელანდიასთან მატჩს აფასებს
ურუგვაის მხოლოდ ერთი საათით ვაჯობეთ [VIDEO]
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
16-თვიანი პაუზიის შემდეგ - ქართველები არგენტინელების წინააღმდეგ!