საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა შთამბეჭდავად დაიწყო ევროპის ჩემპიონატი.

მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილი გუნდი კონტინენტის პირველობის B დივიზიონში ასპარეზობს და ტურნირის მონაწილე 21 ნაკრების მსგავსად მიზნად საუკეთესო სამეულში მოხვედრა აქვს, რათა მომავალი სეზონისთვის ელიტარულ – A დივიზიონში ასპარეზობის უფლება მოიპოვოს. საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე ჰოლანდია გახლდათ, რომელიც სპეციალისტების მიერ უპირობო ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა ქართველებმა ნიდერლანდელებს ისე მოუგეს, შანსი არ დაუტოვებიათ – 85:73.

საქართველოს ნაკრების გამარჯვება იმით უფროა დასაფასებელი, რომ თითქმის კატასტროფული ჩავარდნის შემდეგ, ჩვენმა გუნდმა მოახერხა საკუთრი ძალებისა და თამაშისა პოვნა, 17 ქულის გამბათილებელ მეტოქეს ისევ მიაწვა და საბოლოოდ ისე გატეხა, ბოლო პერიოდში წარმატების მცირედი შანსიც არ მიუცია. არაერთხელ ყოფილა, რომ ჩვენს ნაკრებს სოლიდური ლიდერობის მიუხედავად საბოლოოდ წაუგია. პირიქითაც გვახსოვს, თუმცა ეს შეხვედრა იყო კარგი მაგალითი იმისა, რომ ბრძოლას, გააზრებულ თამაშს და მწვრთნელის დავალების შესრულებას შედეგი მოაქვს.

საქართველოს ნაკრებმა ჰოლანდიელებთან მატჩი უძლიერესად დაიწყო და პირველივე პერიოდის შემდეგ 15 ქულით – 31:16 დაწინაურდა. ჰოლანდიელებმა მეორე პერიოდში ქართველების შეჩერება მოახერხეს, თუმცა საკუთარი უპირატესობა ვერ წარმოაჩინეს. თამაში თანაბრად გაგრძელდა და შეხვედრის მე-16 წუთზე, დიდ შესვენებამდე 4 წუთით ადრე ლუკა მაზიაშვილის გარღვევის შემდეგ ქართველები 17 ქულით – 43:26 დაწინაურდნენ. სწორედ აქ მოხდა დიდი ჩავარდნა. ჰოლანდიელებმა სპურტი მოაწყვეს, რაშიც ქართველებმა ხელი ვერაფრით შეუშალეს და 14:0 გაქცევის შემდეგ, მეორე პერიოდის ბოლო წუთზე ანგარიში 43:40 გახდა. ტაიმი ივანე მეგენეიშვილის 2-დან 1 ზუსტი საჯარიმოთი დასრულდა და დიდ შესვენებაზე საქართველო 4-ქულიანი ლიდერობით გავიდა.

მესამე პერიოდი ჰოლანდიელთა ზუსტი შეტევით გაიხსნა და ქართველებს სოლიდური ლიდერობიდან მხოლოდ 2 ქულა დარჩათ. სწორედ აქ არ გატყდნენ მილოშ გლიგორიევიჩის შეგირდები. მედგარი დაცვისა და შეტევაში გააზრებული გადაჯგუფების ხარჯზე ჰოლანდიელებს სივრცეები შეუზღუდეს, თავად კი ხან შორიდან, ხან საშუალო მანძილიდან, ხანაც ზუსტი გარღვევებით წარმატებით ლაშქრავდნენ მეტოქის ფარს და განიავებული ლიდერობის აღდგენა გეგმაზომიერად გაგრძელდა. ქართველებმა 20:9 მოიგეს მესამე პერიოდი და ბოლო შესვენებაზე 15-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ – 64:49.

თუკი 14-ქულიანი გარღვევა მოაწყვეს, ჰოლანდიელებს კვლავ ჰქონდათ მოგების თეორიული შანსი, მაგრამ საქართველოს ნაკრების წევრებმა დასავლეთევროპელებს ამის შანსი არ მისცეს. შესანიშნავად თამაშობდა ჩვენი ნაკრების ყველა რგოლი, რამაც ის შედეგი გამოიღო, რომ შეხვედრა ისე დასრულდა, ქართველების უპირატესობა 10 ქულას არ ჩამოსცილებია. საბოლოოდ საქართველოს ნაკრები დამსახურებულ გამარჯვებამდე მივიდა და მატჩის შემდეგ წარმატებაც ემოციურად აღნიშნა.

გამარჯვებაში ყველა მოთმაშეს მიუძღვის წილი, თუმცა სტატისტიკით და ამ მიმდევრობით ყველაზე შედეგიანები ეს მოთამაშეები იყვნენ: ცოტნე ცარციძე, ლუკა მაზიაშვილი, ზურა ჟღენტი და რატი ანდრონიკაშვილი. ცარციძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე ქართველთაგან ყველაზე მეტი – 34:29 წუთი გაატარა და ყველაზე ეფექტურიც იყო: 12 ქულა, 11 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა. მაზიაშვილიც სათადარიგო იყო და 29:41 წუთში 17 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. ზურა ჟღენტმა 14 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა, ანდრონიკაშვილის ანგარიშზე კი 26 ქულა (მატჩის ბომბარდირი), 8 პასი, 4 მოხსნა და 3 ჩაჭრა დაგროვდა. რატის ეფექტურობის ყველაზე მაღალი კოეფიციენტი ექნებოდა, თუმცა ბურთი 12-ჯერ დაკარგა და ამის გამო ეს შემაჯამებელი მაჩვენებელი გვარიანად შეუმცირდა.

ჩვენს ჯგუფში ესტონეთმა კოსოვო 86:37 გაანადგურა, შვედეთისა და სომხეთის მატჩი კი გვიან ღამით დასრულდებოდა. საქართველოს ნაკრები 13 ივლისს სომხეთს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება და მისი ხილვა ფიბა-ს წარმოდგენილ Youtube-ის ბმულზე შეგეძლებათ: http://www.fiba.basketball/europe/u20b/2019/videos/LIVE-Georgia-v-Armenia.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

ATP 16
GBF.GE შეგიძლიათ ფედერაციის საიტზე უყუროთ , დევს სკრინები .
rezo
სადმე იქნება რეპორტაჟI?
irakli
ა დივიზიონში გადასვლა მომელოცოს
18-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო | მებრძოლ ჭკადუას 11 სამქულიანი
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
მარცხი თურქეთთან: საქართველოს მეტოქე ისრაელია
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
საქართველოს U20 ნაკრებმა ლუქსემბურგთანაც წააგო და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა
ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონი საქართველომ უკრაინასთან მარცხით დაიწყო
ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატი: საქართველო შვეიცარიასთან დამარცხდა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონი დანიის ძლევით, მე-15 ადგილზე დაასრულა
საქართველოს U20 ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ ბრატისლავაში გაემგზავრა