სუპერლიგის მე-5 ტური დღეს რუსთავში დაიწყო. ქვემოქართლურმა გუნდმა, რომელმაც თავი საკმაოდ ძლიერ შემადგენლობას მოუყარა და დიდი ამბიციაც გააჩნია, ქუთაისს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, 69:72 წააგო. მატჩის ბოლო წამზე რუსთაველთა ამერიკელმა ლეგიონერმა, დენზელ ლივინგსტინმა მოედნის ცენტრიდან გამთანაბრებელი სამქულიანი რკალს გაარტყა და გამარჯვება იმერულ კლუბს დარჩა, რომელმაც მიმდინარე სუპერლიგის მე-4 მატჩში მე-2 გამარჯვება მოიპოვა. რუსთაველთა მონაგარი 1 მოგება და 2 მარცხია.

მასპინძლებმა შეხვედრა კარგად კი დაიწყეს და 22:15 დაწინაურდნენ, მაგრამ შედეგიანი თამაში ვეღარ გააგრძელეს, ქუთაისელებს თამაშის დალაგების საშუალება მისცეს და პირველი პერიოდი ფრედ – 22:22 დასრულდა. მეორე პერიოდიდან გუნდებმა დაცვა გაამაგრეს, შეცდომებმაც იმატა და ბურთიც იშვიათად ვარდებოდა. მეოთხედის საწყის 5-წუთეულში ანგარიში მხოლოდ 5 ქულით გაიზარდა – ქუთაისელებმა 3:2 იძალეს და 25:24 დაწინაურდნენ.

პერიოდის ბოლომდე სტუმრებმა მეტი სიზუსტე გამოავლინეს – ათწუთეული 12:6 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 6-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ. რუსთაველებს თამაში არა და არ მისდიოდათ, რაც ქუთაისელთა მედგარი დაცვის დამსახურება გახლდათ. იმერული კლუბი როგორც პერიმეტრიდან, ისე საჯარიმოშიც ჯაბნიდა მეტოქეს და მესამე პერიოდის შუაწელში 16-ქულიან უპირატესობას მიაღწია.

აქედან დაიწყო რუსთაველთა ბრძოლა თამაშის გადასარჩენად, რომელიც ბოლო წამებამდე გაგრძელდა. ამერიკელი დენზელ ლივინგსტონისა და ოთო ფხაკაძის მექულეობით, რომლებსაც თანაგუნდელები ეხმარებოდნენ, მასპინძლებმა ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს და ბოლო წუთზე შეტევის უფლებაც მოიპოვეს, თუმცა ლივინგზტონის გამთანაბრებელი გარღვევა უშედეგო გამოდგა და ქუთაისელებმაც გამარჯვება ფაქტობრივად გაინაღდეს. სირენის თანხლებით ნასროლი ზემოთნახსენები შორი სამქულიანი მიზანს ასცდა და ქუთაისელებიც თავაწეულნი გაბრუნდნენ იმერეთში.

გამარჯვებულთაგან 17 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო გიორგი ბარბაქაძე. 14-14 ქულა შონ რაუნდთრიმ და მილოშ პაიოვიჩმა მიითვალეს. 13 ქულა და 9 მოხსნა ბექა ბექაურის ანგარიშზე დაგროვდა. რუსთაველებს ლივინგსტონმა 24 ქულით ულიდერა, 12 ქულა ილია ლონდარიძის ანგარიშზე დაგროვდა.

მე-3 ტურის მომდევნო 2 შეხვედრა ხვალ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება: კაკტუსი – ბათუმი 14:00 საათზე, ოლიმპი – თსუ – 16:00-ზე.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
"მგზავრებმა" რუსთავში იმარჯვა და ცხრილის ფსკერს თავი დააღწია
"კაკტუსმა" "ქუთაისი" 82:76 დაამარცხა და ცხრილში გაუთანაბრდა
ფინალური სერიის მეორე მატჩი "რუსთავმა" "ცხუმ-აფხაზეთს" ბრძოლაში მოუგო
"ქუთაისმა" სუპერლიგის ერთ-ერთი ლიდერი "ბათუმი" დაამარცხა
"რუსთავმა" "ცხუმ-აფხაზეთს" 76:60 სძლია და ფინალურ სერიაში დაწინაურდა
"ოლიმპი" ქუთაისში დამარცხდა, "ვერამ" კი რუსთავში იმარჯვა
საკანდელიძე-ქორქიას მემორიალის გამარჯვებული "რუსთავი" გახდა
საკანდელიძე-ქორქიას სახელობის მემორიალის ფინალში "კაკტუსი" "რუსთავს" დაუპირისპირდება