ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

U21. სლოვაკეთი VS საქართველო - გვინდა ჯგუფიდან გასვლა? მაშინ უნდა მოვიგოთ!

U21. სლოვაკეთი VS საქართველო - გვინდა ჯგუფიდან გასვლა? მაშინ უნდა მოვიგოთ!

დღეს, 18 ნოემბერს, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვაკ თანატოლებს სტუმრად დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება და ქართველ გულშემატკივრებს მატჩის ნახვა "პირველი არხის" პირდაპირ ეთერში შეეძლებათ.

მატჩს სლოვაკეთის ქალაქ ნიტრას 7 500-იანი სტადიონი "პოდ ზაბორომ" მასპინძლობს.

საფრანგეთთან დასანანი მარცხის შემდეგ საქართველოს ნაკრების მოტივაცია გაორმაგებული უნდა იყოს, ჯგუფიდან გასასვლელად და კარგი განწყობის შესაქმნელად ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელებმა სლოვაკეთის დამარცხება უნდა შეძლონ.

სლოვაკეთის ნაკრები

აღნიშნულ შესარჩევ ციკლში სლოვაკებმა სულ 3 შეხვედრა ჩაატარეს: აზერბაიჯანთან სტუმრად 1:2 დამარცხდნენ, შინ ლიხტენშტეინს 4:2 მოუგეს და ფრანგებთან 3:5 წააგეს.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სლოვაკებს არც ისე ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ და თამაშის ის ხარისხი, რაც გია ცეცაძის გაწვრთნილებმა გასულ მატჩებში აჩვენეს, გვაძლევს ვარაუდის გამოთქმის საშუალებას, რომ ქართველ ფეხბურთელებს მეტოქის საკუთარ მოედანზევე დამარცხება შეუძლიათ.

აქვე, წარმატების მისაღწევად წარსული გამოცდილება არ უნდა დაგვავიწყდეს. ამ დონეზე სლოვაკებს სულ ორჯერ შევხვდით - 2013 წელს შინ 1:3 დავმარცხდით და შემდეგ სტუმრად 0:1 წავაგეთ. მაშინდელ ახალგაზრდულ ნაკრებში ეროვნული ნაკრების წევრები თამაშობდნენ: კვირკველია, ანანიძე, კვეკვესკირი, ყაზაიშვილი, ჯიღაური, ჭანტურია, ქვილითაია და ა.შ.

სლოვაკების სატრანსფერო ფასი "ტრანსფერმარკეტზე" 5.12 მილიონი ევროა. ჩვენი ორჯერ მეტი - 10.4 მილიონი.

მიმდინარე შესარჩევში გუნდის მთავარი ბომბარდი, ყველაზე სახიფათო ფეხბურთელი - გუნდის კაპიტანი და პლზენის "ვიქტორიას" ფეხბურთელი კრისტიან ჰერცია, რომელმაც უკვე სამი გოლის გატანა მოახერხა.

ნაკრებში 5 ლეგიონერი თამაშობს. ესენი არიან: ჩვენ მიერ ნახსენები კრისტიან ჰერცი, დომინიკ სპირიაკი ("ერგოტელისი", საბერძნეთის მეორე ლიგა), პეტერ პოკორნი ("ლიეფერინგი", ავსტრიის მეორე ლიგა), მარტინ ადამაჩი ("ოდრა პოლე", პოლონეთის მეორე ლიგა). კიდევ ერთი სახიფათო ფეხბურთელი ლუბომირ ტუპტაა, რომელიც იტალიური "ჰელასს ვერონას" ფეხბურთელია, ამ შესარჩევ ციკლში ორი გოლიც გაიტანა, თუმცა მას სერია A-ში შეხვედრა არ ჩაუტარებია.

ნაკრებს 44 წლის სპეციალისტი ადრიან გულა წვრთნის, რომელიც მანამდე "ტრენჩინისა" და "ჟილინას" მწვრთნელი იყო. ახალგაზრდულმა ნაკრებმა მისი ხელმძღვანელობით 11 შეხვედრა ჩაატარა, მათგან 6 მოიგო და 5 წააგო.

საქართველოს ნაკრები

ნიშანდობლივია, რომ საქართველოს ნაკრების სლოვაკმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ზურიკო დავითაშვილი ახალგაზრდულ ნაკრებს დაუთმო, რათა მისივე ქვეყნის 21-წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ ეთამაშა. ზურიკო დავითაშვილი 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებისთვის ისედაც დიდი ძალაა, თუმცა იმ ფონზე, როცა გუნდს გიორგი არაბიძე აკლია, ზურიკო ნაკრებისთვის ორჯერ მეტად ფასობს.

საფრანგეთთან ჩატარებული მატჩის ბოლო წუთზე დანიშნულმა პენალტმა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ქართველ გულშემატკივარში. იმ რაკურსით, რაც ტელევიზიის საშუალებით ვნახეთ, უფრო არ იყო, ვიდრე იყო. თუმცა ამის შეცვლა უკვე აღარავის შეუძლია. მთავარია, ამ მომენტმა უარყოფითად არ იმოქმედოს სლოვაკეთთან გასამართ შეხვედრაზე.

ფეხბურთი იმით არის გამორჩეული სპორტი, რომ ხშირად ვხვდებით ლოგიკის საწინააღმდეგო მოვლენებს. ასეთი მომენტები თან ახლდა საფრანგეთის წინააღმდეგ გამართულ მატჩს, განსაკუთრებით, ჩვენი გუნდის დაცვის ხაზის თამაშში. რთულია წინასწარ განსაზღვრო, რომ საქართველოს ჩემპიონატის და იგივე სლოვაკეთის ჩემპიონატის მეორე ლიგის მცველები, არაფერს დაუთმობენ "სელტიკისა" და "ლივერკუზენის", "ლიონის" და ა.შ. შემტევებს. რა თქმა უნდა, საუბარია ილია ბერიაშვილსა და ლუკა ლოჩოშვილზე.

მარტო ფეხბურთელების მონდომება დადებითი შედეგის გარანტი არაა, ცენტრალური ფაქტორი პოზიტიური ანგარიშის მიღწევაში გუნდის მთავარი მწვრთნელია. გია ცეცაძემ, რომელსაც უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელები აკლდა, არაფერი დაუთმო ვარსკვლავებით დახუნძლულ საფრანგეთის გუნდს.

საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ერთადერთხელ აქვს ჯგუფში მეორე ადგილი დაკავებული. ეს 1996 წელს იყო. თუმცა, იმ დროს, ჯგუფიდან მხოლოდ პირველადგილოსნები გადიოდნენ. მაშინ პირველ ადგილზე ინგლისი გავიდა. მას შემდეგ ჯგუფიდან გასვლის შანსი 2011 წელს გვქონდა, თუმცა იქ ბოლო ტურში სომხეთთან დავმარცხდით და მესამე ადგილს დავჯერდით.

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა

ლუკა გუგეშაშვილი, ნიკა მალი, ლუკა ლოჩოშვილი, ილია ბერიაშვილი , დავით კობოური, იური ტაბატაძე, ნიკა ნინუა, გიორგი კუცია, ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, ბექა ქავთარაძე.

საქართველოს ნაკრების განაცხადი

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (გრანადა, ესპანეთი), დემეტრე ბულისკერია (ლოკომოტივი), გიორგი მამარდაშვილი (რუსთავი);

მცველები: ილია ბერიაშვილი (თელავი), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი), ლუკა ლოჩოშვილი (ჟილინა, სლოვაკეთი), ვაჟა ფაცაცია (დინამო ბთ), დავით კობოური (დინამო თბ), ლაშა უგრეხელიძე (სიონი), ნიკა მალი (საბურთალო), ვახტანგ ნებიერიძე (ტორპედო);

ნახევარმცველები: იური ტაბატაძე (საბურთალო), ლუკა სილაგაძე (რუსთავი), ნიკა ნინუა (დინამო თბ), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), გიორგი კუცია (დილა), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), რატი არდაზიშვილი (ჩიხურა), ზურიკო დავითაშვილი (რუბინი, რუსეთი);

თავდამსხმელები: ბექა ქავთარაძე (რუსთავი), ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა), ირაკლი ბუღრიძე (ბეერსხოტი, ბელგია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, რუსეთი).

• Joni

მარტო ლოჩოშვილზე ნუ გადატეხავთ ჯოხს. 2 გოლზე კიდევ ტიპმა ერთ საათს ისწორა ბურთი და ისე დაარტყა არავინ შეხვდა. 3 ბურთი მეკარეს კისერზეა. და საერთოდ უგულოდ თამაშობენ ჩვენი სპორცმენები ნებისმიერ სპორტს.

• ჰმ!

ისევ ქართულად წააგეს

• ბაღდათსკი

ლოჩოშვილის კისერზეა ეს მარცხი. ტიპს გაბარიტების გარდა არაფერი აქვს. საოცრად ნელია და ვერც პოზიციას არჩევს სწორად. ამ ჯგუფში მესამე ადგილი იქნება იდეალური ვარიანტი. P.S. საფრანგეთთანაც ლოჩოშვილმა წააყირავა ბოლო წუთებზე ის ფრანგი საჯარიმოში

• zura

ეს თამაში ან გაყიდეს ჩვენებმა,ან აჩუქეს სლოვაკებს.სხვანაირად წარმოუდგენელია...

• zurab

რატომღაც მგონია, რომ დღეს კოხრეიძე ისახელებს თავს. ვნახოთ.

• zena

პოდ ზაბორნიე? :))

• zura

სტადიონს მაგარი სახელი აქვს)))))))))))))))))))))))))))))). ხოდა მაგ ღობის ძირში უნდა მოუგოთ ქართველებო!!!

• ზაზა

წინ ბიჭებო, ღმერთი თქვენსკენ

• G.LA

კომეტატორი ცნობილაძე რომაა იმისი ხომ არ გადაგედოთ? სლოვაკებმა სახლში წააგეს ფრანგებთAნ 3-5 და ამ ინფორმაციის მოპოვება ძნელი არაა. დარწმუნებული ვარ ჩვენები მოიგებენ და ჯგუფიდან გასვლის შანს დაიტოვებენ. ჩვენი ნაკრები იმსახურებს ჯგუფიდან გასვლას. წარმატება ჩვენ ბიჭებს.

• სოსო

ფრანგებთან ძალიან დამღლელი მატჩის შემდეგ,მოვასწრებდით აღდგენას?

"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო

"დილამ" "ტორპედოს" ანდრონიკაშვილის გოლით მოუგო

ფინალის დღე | საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი | ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება...

ქართველი მსაჯების საერთაშორისო დანიშვნები

რჩება თუ მიდის - მაიამის "ინტერის" დირექტომა სუარესის მომავალზე ისაუბრა

"ბრიუგემ" ჰეიენი გაათავისუფლა და მთავარ მწვრთნელად კლუბის ყოფილი დამრიგებელი დანიშნა

თუ "სიტისთან" წააგებენ - "რეალში" ალონსო შესაძლოა, მადრიდული გუნდის კიდევ ერთმა ყოფილმა ფეხბურთელმა ჩაანაცვლოს

სესკს გრანდები აქტიურად აკვირდებიან - ფაბრეგასმა შესაძლოა, ყოფილი გუნდი ჩაიბაროს

სტუმარ-მასპინძლის როქი პირეოსში ქართველი მსაჯ-კომისრის გარეშე არ ჩაივლის

[საქართველოს ჩემპიონატი 2025] პლეი ოფების დროა!

"გალათასარაი" აღარ ხუმრობს - ოსიმენი თანამემამულესთან ერთად შეუტევს?

ჩელენჯ თასი | 140 წლის "ქონოთთან" გალვეიში

[VIDEO] კვერნაძის დუბლი იტალიაში - "ფროზინონე" სერია A-სკენ მიიწევს

"კვარაცხელია ბრენდი "K" - ბრწყინვალე ქართველი კოშმარი მეტოქისთვის" - ფრანგული მედია ხვიჩაზე

[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] დამაჯერებელი და სრულიად კანონზომიერი...

[VIDEO] 39 წლის ჰალკის საოცარი გოლი ბრაზილიის ჩემპიონატში

ჩაბი ალონსო: ჯერ დაკარგული არაფერი არ არის

"ის კაცი კი არა გველი და ეშმაკია" - იაია ტურემ პეპ გვარდიოლას შესახებ ისტორია გაიხსენა

სუპერლიგის მე-7 ტური "ბათუმმა" "რუსთავის" ძლევით დახურა

"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

ლიდერებმა სალაჰის მხარი დაიჭირეს - "ლივერპულის" ფეხბურთელები სლოტის გათავისუფლებას ითხოვენ

[VIDEO] სანდროს მორიგი კარგი მატჩი და ეფექტური ჩატენვები - "ტორონტო" ზედიზედ მესამედ დამარცხდა

[VIDEO] U21. შეცდომები სტანდარტულებისას და გამოუყენებელი პენალტი - საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა

U21. გია ცეცაძის წითელი ბარათი და დაპირისპირება მატჩის მიწურულს [VIDEO]

U21 | საბერძნეთი V საქართველო - პირველი ვარჯიში ათენში

"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]

U21 | საბერძნეთი V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ათენში

"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს

U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა

[VIDEO] U21. უშანსოდ - საქართველოს ნაკრები გერმანიასთანაც დამარცხდა

"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს

[VIDEO] ერთმანეთზე ლამაზი გოლებით - საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა მალტა გაანადგურა

"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს

"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა