ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

გია ცეცაძე: ეს ყველაფერი ფეხბურთთან არაფერ შუაშია, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული

გია ცეცაძე: ეს ყველაფერი ფეხბურთთან არაფერ შუაშია, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული

სანაკრებო შესვენების დროს, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების გარშემო აქტიური პოლემიკა იყო.

ჯერ საფრანგეთთან მატჩი და ბოლო წუთზე დადებული პენალტი, შემდეგ - სლოვაკეთი და დიდი არეულობა. ჩვენ ამ თემებზე საქართველოს ახალგაზრული ნაკრების მწვრთნელს, გია ცეცაძეს ვესაუბრეთ.

- პირველ რიგში, დავიწყოთ სლოვაკეთის ამბებით. რა მოხდა მატჩის მიწურულს? ჩვენ ვნახეთ გაბრაზებული გია ცეცაძე, თუმცა სრულად ვერ ვნახეთ, რა უძღოდა ამ ამბავს...

- კამერებში ნამდვილად არ ჩანდა არაფერი. ჩვენს ფეხბურთელს შეეხნენ ფიზიკურად და თან რამდენჯერმე.

- სამწვრთნელო შტაბის წევრები შეეხნენ?

- დიახ. რომელი იყო, უბრალოდ მერე აღარ მითხრეს და არ ვიცი. მთავარი მწვრთნელი ნამდვილად არ ყოფილა. მეც წინ ვიყურებოდი და ისიც. 20 წლის ბიჭს ჯერ იდაყვი ჩაარტყეს გემრიელად, შემდეგ არ გაჩერდა - აუტი სწრაფად რომ არ მოეწოდებინა, ფეხიც დაუდო.

ეს ყველაფერი ფეხბურთთან არაფერ შუაშია, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ფეხბურთელს რომ ეგ გაეკეთებინა ან გულშემატკივარს, ნამდვილად არ მექნებოდა ეგეთი რეაქცია, მაგრამ სამწვრთნელო შტაბიდან ვიღაცა სლოვაკი ბავშვს ასე ექცევა, იმიტომ, რომ აუტი არ მოაწოდოს, აი, მაგიტომ მქონდა ეგეთი მძაფრი რეაქცია.

შუაგულ ევროპაში, სადაც ადამიანთა უფლებები ასეთ დონეზეა და მათგან ვსწავლობთ ჩვენ ყველაფერს, ამ დროს კი მწვრთნელი ასეთ რაღაცას აკეთებს, ბავშვმა აუტი რომ არ მოაწოდოს, ამიტომ გამოვეხმაურე ამ ყველაფერს ასე.

ჩემი შვილები არიან ყველანი, ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. როგორ იბრძვიან თავიანთი ქვეყნისთვის და შეიძლება არ გამოსდით, მაგრამ როგორი თავდადებით არიან, ყველა ხედავს და ამ ყველაფერს ვერ დაუკარგავ.

მითხარით ფაქტი, რომელიც გსმენიათ და გაგიგიათ. ქართველები ხომ ემოციური ხალხი ვართ, მოწინააღმდეგის ფეხბურთელს სამწვრთნელო შტაბიდან სადმე მსგავსი რამე გაუკეთებია? ვინმეს ჩემი სამწვრთნელო შტაბიდან მოწინააღმდეგე ფეხბურთელისთვის ეგ რომ გაეკეთებინა, დაახლოებით იგივე რეაქცია მექნებოდა ჩემიანის წინააღმდეგაც.

აქცენტი კეთდება იმაზე, რომ მსაჯს მიაფურთხაო. სად ჩანს, რომ მსაჯს მივაფურთხე? არ მიმიფურთხებია. მაგის ახსნას და თავის მართლებას არ დავიწყებ. მწვრთნელი რომ შენს ფეხბურთელს ორჯერ ჩაარტყამს, ეგეთი ძლიერიც არა ვარ, რომ წყობიდან არ გამოვიდე.

მე რომ ქუჩაში მივდიოდე, ვიღაცას იდაყვი დავარტყა და შემდეგ ფეხი დავუდო... ფეხბურთელი ფეხბურთელს რომ უკეთებს მოედანზე, ეგ დაშვებულია, სპორტული ორთაბრძოლის ლოგიკით, მაგრამ ამხელა კაცი მაგას რომ აკეთებ, ეგ არის სისხლის სამართლის დანაშაული.

- ფეხბურთელის მიმართ მომხდარი ფაქტი თუ დააფიქსირა უეფას დელეგატმა?

- არ ვიცი. ერთი, რაც გავაკეთე, თამაში რომ დამთავრდა, შევედი დელეგატთან და მთავარ მსაჯთან, შემდეგ კი ბოდიში მოვუხადე. მათ მოვუყევი, რატომ მოხდა ეს ამბავი.

ეგ არ ვიცი, მაგას გაარკვევს თუ არა უეფა. ეგ ყველაფერი ტელევიზორში არ ჩანს. ჩვენ გიჟები ვართ, 35 კაცი რომ გარბის მოწინააღმდეგისკენ? თავიდან რომ მოვიხედე, არ ვიცოდი და ვკითხულობდი, თუ რა მოხდა.

მსაჯმა მშვენივრად იმსაჯა, ცუდად ნამდვილად არ უმსაჯია. მსაჯთან პრეტენზია არცერთ თამაშში არ მქონია. თუ გვეჩვენება, რომ მსაჯი მოწინააღმდეგეს ემხრობა, ჩვენ მათ უნდა მოვუგოთ მსაჯიანად. ჩვენი გუნდი რომ გადის, ყველა ფეხბურთელს ვეუბნები, რომ მსაჯიანად უნდა დავამარცხოთ მეტოქე.

მსაჯის ბრალია, ის დადო - ეს დადო. მსაჯი არაფერ შუაში არ არის. არც საფრანგეთთან არ ვაბრალებ და არც სლოვაკეთთან. ეგ ყველაფერი თქვენი ჟურნალისტებისა და გულშემატკივრების გასაანალიზებელია.

გოლი არის თამაშის ნაწილი, როგორც აუტი, როგორც კუთხური და ა.შ. გოლი როცა გადის ერთ კარში ან მეორეში, თუნდაც ერთი ან ორი, თუ ამის გამო ჩვენ განწყობა შეგვეცვალა, ესე იგი, ჩვენ არ ვართ ამ თამაშისთვის მზად. არასოდეს სხვას არაფერი არ უნდა დააბრალო.

- თამაშებს რაც შეეხება, რას გვეტყოდით? პირველ რიგში, საფრანგეთთან რომ გადაგვეხედა მათი შემადგენლობისთვის, ბევრი იტყოდა, უშანსოდ წააგებდნენო და ამ დროს ტოლ-სწორად ვეთამაშეთ. ასევე, როგორ შეაფასებთ სლოვაკეთთანაც მატჩს?

- იმიტომ, რომ ფეხბურთელებმა ის მოისმინეს, რასაც ჩვენ ვამბობდით. თუმცა, პირველ რიგში, ღმერთის და შემდეგ ფეხბურთელების დამსახურებაა საფრანგეთთან ასეთი თამაში. თუ ფეხბურთელმა მწვრთნელის დავალებები არ შეასრულა, მაშინ აზრი არ აქვს ლაპარაკს.

საფრანგეთთან შეხვედრაშიც დისციპლინაში ირღვეოდა რაღაცები, თუმცა მაგ დონის გუნდთანაც მოგება შეიძლება, მაგრამ იოლი ნამდვილად არ არის. ჩემი გადმოსახედიდან, ახალგაზრდულ ნაკრებში უფრო რთულია ძლიერ გუნდებთან მოგება, ვიდრე ეროვნულ ნაკრებში. მოწინააღმდეგის ფეხბურთელები წამყვან ლიგებში თამაშობენ, ჩემპიონთა ლიგაზეც გამოდიან - მათ დიდი გამოცდილება აქვთ. ჩვენს ფეხბურთელებს მაგაზე ნაკლები გამოცდილება აქვთ.

სწორი მიდგომითა და განწყობით ყველა გუნდის დამარცხება შეიძლება. სლოვაკებზე რა უნდა ვთქვა, უფრო ძლიერი გუნდი მეგონა მანამ, სანამ დავიწყეთ თამაში. სლოვაკებს უნდა მოვუგოთ ჩვეულებრივად, მათთან მოგება ნაღდად არ უნდა გაგვიკვირდეს.

შესაძლებელია, რომ ამ გუნდმა ყველაფერს მიაღწიოს. რა თქმა უნდა, რთული იქნება საფრანგეთთან თამაში, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ შვეიცარიასთან წააგეს. მე თავიდანვე ვფიქრობდი, რომ წააგებდნენ და ეს გუნდშიც ვთქვი, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის მწვრთნელმა პირობა მომცა, რომ შვეიცარიას დაამარცხებდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ მწვრთნელს ნახევრად ხუმრობით ვუთხარი, პირობა მოეცა, რომ ჩავიდოდა შვეიცარიაში, მასპინძლები დაემარცხებინა. მან მიპასუხა, კიო, პირობას გაძლევო. თუ უყურეთ თამაშს, ფრანგებიც დაღლილები იყვნენ, ჩვენც და მათაც ბევრი მგზავრობა მოგვიწია.

ადამიანი უნდა იყოს იდიოტი, რომ წაგებულ თამაშზე დადებითი რეაქცია ჰქონდეს. აქ არის მთავარი, რომ ხვალინდელი დღისთვის ჩვენ ისეთი განწყობა უნდა შევიქმნათ, რომ შედეგი დამაკმაყოფილებელი გვქონდეს საფრანგეთის დონის გუნდებთან. არც უნდა გაგვიელვოს იმ აზრმა, რომ ვიღაცამ ვიღაცას მიულოცოს, გილოცავ, როგორ ღირსეულად წააგე თამაშიო. ეს არის დანაშაული.

ფაქტია, ბიჭებს თავი არ შეურცხვენიათ, მაგრამ აქ შედეგს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან არის უარყოფითი.

მე ერთმა რაღაცამ გამაკვირვა საფრანგეთში, ფეხბურთელები არ გამკვირვებია. გარემომ გამაკვირვა, სავსე სტადიონმა. მეგონა, ჩემპიონთა ლიგის თამაშზე ვიყავი. თან იმ ფონზე, რომ იყო საფრანგეთის ნაკრები და საქართველოს ნაკრებთან მიმართებაში ისეთი განწყობა არ არის, როგორც საფრანგეთი ან ინგლისი/გერმანიის შემთხვევაში. 20 000-იანი სტადიონი სულ სავსე იყო. ერთი საათის შემდეგ გამოვედით სტადიონიდან, გულშემატკივრები გველოდებოდნენ, ჩვენს სახელებს ყვიროდნენ, ტაშს უკრავდნენ და გამეცინა, თუ საიდან იცოდნენ ჩვენი სახელები.

• gio

ყოჩაღ ჩვენი ბიჭები.ცეცაძე პირველი ნაკრების მწვრთნელად1

• vova

ცეცა მართალია ადამიანის უფლებები არა კვახი მაგათ რუსებსაც და ამერიკასაც ერთი ნაგვიანი ხელები აქვთ ყველას ეგენი ქართულ სტუმარტმოყვარეობასთან და მიმტევებლობასთან ახლოსაც ვერ მივლენ

• Yasabi1.

ხოდა რომ ცდილობენ ისე უნდა მოკლა დაშოკო რომ შემდეგი ხალისი აღარ გაუჩნდეთ.

• Ultranationalist

შედი კუხნაში რა!

• nini

შუაგულ ევროპაში, სადაც ადამიანთა უფლებები ასეთ დონეზეა და მათგან ვსწავლობთ ჩვენ ყველაფერს, რა ყველაფერს სწავლობს ცეცაძე ევროპიდან???პადხალიმი

• არტაგი

კარგი კაცი ხართ გია!!! გაიხარეთ!!!... მაგრამ ჩვენი ფეხბურთის ფედერაცია როგორ დაგიცავთ??.. ადრე რუსები გვყავდა "უფროს ძმებად" ეხლა ევროპა-ამერიკა!!....

• akaki

მსაჯობაზე ვერ დავეთანხმები. ჩვენ ბიჭებს სულ ფეხებში ურტყეს, უხეშობდნენ მუდმივად და ჩვენს შეტევებს ასე შლიდნენ, ხოლო მსაჯმა ჩვენი გააძევა. არასამართლიანი მსაჯობა იყო. სლოვაკები და საერთოდ ყველა სისწრაფეზე თამაშით გვჯობია. ტოტალურ ფეხბურთს თამაშობენ და დროა ჩვენც ვისწავლოთ ტოტალური თამაში.

• დათო

ააა პირველი ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატი სახეზეა, რას დაეძებთ უცხოეთში ან სხვა ვინმეებს. ჩააბარეთ გუნდი და მოთხოვეთ პასუხი, ოღონდ ნუ ჩაერევით ძლიერ.

• შოკირებული გულშემატკივარი

კარგი მწვრთნელია ქართულ ფეხბურთში გონების დაბრუნება იწყება

• isev me

მერედა თუ სისხლის სამართლის დანაშაური იყო შენ რაღას იქაჩებოდი და იფურთხებო მით უმეტეს თუ მსაჯთან პრეთენზია არ გქონდა,რა პოლიცმეისტერი შენ იყავი სტადიონზე,ან თუ 20წლის პროფესიონალი ფეხბურთელი ბავშვია მაშინ 18 წლისანი ჯარში რატომ მიყავთ და ავალებენ ტყვიას შუბლი შეუშვირონ,ცუდი შედარებაა,მაგრამ და მაინც, ანდა თუ ესეთი მართალი და პრინციპული ხარ ბოდიშ რაღას იხდიდი,ანდა შენ დალოცვილო, სლოვაკებს თუ მოუხადე ბოდიში,რაც მართლაც არ არის ცუდი,ჩვენთვისაც, ქართველებისთვისაც, ვისაც შენი საქციელი არ მოგვეწონა,გეთქვა რომ არ მოიქეცი ლამაზად და ა.შ,მაგრამ არა პირიქით,კარგით რაააა

• ინკვიზიტორი

...მერე და ეგენი თქვენთან არ ჩამოდიან? აღარ დარჩა საქართველოში 5-6 კაცი საქმის გამკეთებელი?

• შაკო

გია ვაჟკაცი კაცია და ვერ მოითმინა უმსგავსობა, ნებისმიერს შეიძლება მოსვლოდა ეგეთი რამ. იმედია უეფა ძალიან არ დასჯის.

• G.LA

ნამდვილად არ ჩანდა გარკვევით რას მოყვა ცეცაძის გადარევა და თავშეუკავებლობა. ჩარტყმა და ფეხისდადება სამევრთენო სკამიდან მოთამაშე ფეხბურთელის მიმართ, რა თქმა უნდა ასეთ ან სხვანაირ რეაქციას გამოიწვევდა. სლოვაკებს მთელ თამაშის მანძილზე ეტყობოდათ, რომ ჩვენი სამხრეთული ფიცხი ხასიათის Gამოყენებას ცდილობდნენ.

• Jordan Beli

მაგარი კაცი ხარ!გენაცვალე. აბა სადა ხართ „ბებერ კლდიდან“ გადმომფრენები?

• ozeki

-ზოგადად ეგეთი უხეში მენტალობის ხალხია. 87 თუ 88 წელს სტუდენტურ ტურნირში ვეთამაშეთ სლოვაკებს და ფეხები დაგვამტვრიეს. მეგობრული შეჯიბრი ჩხუბში გადაზარდეს.

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...

VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

ვის შეუძლია ახალგაზრდული ნაკრების ეროვნულიდან გაძლიერება? - ევროპის ჩემპიონატის წინ

U21 | საქართველო V მალტა - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში

"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა

U21. მალტასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

აზაროვი ახალგაზრდულში - შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] U21. სიგუას დუბლი და გამორჩეული ნარიმანიძე - საქართველოს ნაკრებმა მალტას სძლია

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების უახლოესი თვეების განრიგი

"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს

ინტერვიუ - ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ევროფორუმისთვის მზადებასა და ეროვნული ნაკრების ლიდერებზე დაყრდნობაზე

"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს

დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან

U21 | ახალგაზრდული ხვალ ლატვიას დაუპირისპირდება

U21. გაძევებები, გინება, ჩხუბი, ფურთხება და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების დასანანი მარცხი სლოვაკეთთან [VIDEO]

"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ლეგიონერების გარეშე იკრიბება

U21. ლატვიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] U21. მსაჯმა თამაში გააფუჭა - საქართველოს კაცნაკლულმა ნაკრებმა ლატვიასთან ქულები გაიყო

"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]

"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს