საქართველო XV-ის სამწვრთნელო შტაბმა ის 35 მორაგბე შეარჩია, რომლებიც 2020 წლის იანვარში არგენტინული ტურნესთვის მოემზადებიან.

გაფართოებულ შემადგენლობაში 21 მორკინალი და 14 ხაზის მოთამაშეა. აქცენტი ამჯერადაც დიდი 10-ის კლუბების მორაგბეებზე გაკეთდა, თუმცა, წინა მატჩებისგან განსხვავებით, ამჯერად გაფართოებულ შემადგენლობაში ორი ლეგიონერია, ორივე მარჯვენა ბურჯი - ნიკა პატარაია ბუქარესტის "დინამოდან" და ანტონ ფეიქრიშვილი, რომელიც ბოლოს ფრანგულ "აჟენში" თამაშობდა და კონტრაქტი ცოტა ხნის წინ დაუმთავრდა.

გაფართოებულ შემადგენლობაში ყველაზე მეტი - 9 მორაგბე, საქართველოს ჩემპიონი "ბათუმიდანაა"; 5 მორაგბითაა წარმოდგენილი გორის "ჯიქი"; 4-4 მორაგბეა თბილისის "აკადემიიდან", "ლელო-სარასენსიდან" და ქუთაისის "აიადან"; 3 რუსთავის "ხარებიდან"; 2 მარნეულის "არმაზიდან"; თითო-თითო ბოლნისის "ყოჩებიდან" და "იუნკერებიდან".

ეს 35 მორაგბე პირველ შეკრებაზე 23 დეკემბერს, ქუთაისში შევა და იქ 30 დეკემბრამდე დარჩება. ახალ წელს ბიჭები შინ შეხვდებიან და მეორე, ერთკვირიან შეკრებაზე, სავარაუდოდ, ისევ ქუთაისში, 4 იანვარს შევლენ.

საქართველო XV 30-კაციანი შემადგენლობით არგენტინაში 11 იანვარს მიემგზავრება და "ხაგუარესთან", რომელიც ზე-რაგბის ახალი სეზონისთვის ემზადება, პირველ თამაშს 17 იანვარს მარ-დელ-პლატაში გამართავს. მეორე შეხვედრა 24 იანვარსაა დანიშნული და ჯერჯერობით უცნობია, სად ჩატარდება ეს თამაში.

საქართველო XV-ის გაფართოებული შემადგენლობა ასე გამოიყურება:

შერკინება: ნიკა აბულაძე (ყოჩები 1-3), ზურაბ ერისთავი (ბათუმი, 1-3), ბექა გვარამია (აკადემია, 1), გოგა ხუროშვილი (არმაზი, 2), ბექა მამრიკიშვილი (ბათუმი, 2), გიორგი ჭყოიძე (ლელო-სარასენსი, 2, 8), რევაზ წიკლაური (აია, 3), შოთა გოგისვანიძე (ბათუმი, 3), ნიკა პატარაია (სტიაუა, რუმინეთი 3), ანტონ ფეიქრიშვილი (3), ვანო ბერიკაშვილი (აკადემია 4-5), მიხეილ ბაბუნაშვილი (აია, 4-5), სანდრო ქოიავა (ბათუმი, 4-5), თორნიკე ზოიძე (აკადემია 4-5, 6-7-8), არჩილ აბესაძე (ლელო-სარასენსი, 4-5, 6-7), ვანო ფუტკარაძე (ბათუმი, 4-5, 6-7), გიორგი მჭედლიშვილი (იუნკერები, 6-7-8), თორნიკე კიკნაძე (ჯიქი, 6-7), დაჩი კოპაძე (ჯიქი, 6-7), კობა ჯიმშელეიშვილი (ბათუმი, 6-7), გურამ შენგელია (აია, 6-7-8),

ხაზი: ვაჟა ხუციშვილი (ხარები, 9), კობა ბუჯიაშვილი (ბათუმი, 9), რეზი ჯინჭველაშვილი (ჯიქი 10), დავით მოძღვრიშვილი (აკადემია, 10), გიორგი ბაბუნაშვილი (აია 10-15), სანდრო მამამთავრიშვილი (ლელო-სარასენსი 12-13), აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენსი, 11-14), ნიკა გიგაური (არმაზი 12-13), გურამ ქანდაურაშვილი (ბათუმი, 12-13), გიორგი ნათელაშვილი (ხარები, 12-13), კოტე მარჯანიშვილი (ჯიქი 11-14), ანზორ სიჭინავა (ბათუმი, 11-14), ლევან ნარიმანიძე (ხარები, 11-14), ირაკლი სვანიძე (ჯიქი 15).

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

გიორგი
ღიპუცები XV

ვეტერანთა ნაკრები
zuka
მაგარი ლეგონერები მოუწვევია! ფეიქრიშვილის მოწვევას პატარაები, ვინც პოტენციურად ნაკრებისთვის მოიაზრება, მატარაძე, ტაბიძე (რომელიც ისედაც უნდა წაეყვანა მელიქის მაგივრად), კიდევ უფრო პატარები . მოკლედ რა
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
საქართველო XV - შემადგენლობა არგენტინული სერიის პირველი მატჩისთვის
საქართველო XV-ის სამატჩო რაზმი "ხაგუარესთან" მატჩისთვის ცნობილია
საქართველო XV: ვეცდებით, მეორე მატჩი უკეთ ჩავატაროთ
ვიცე-ჩემპიონმა "ხაგუარესმა" საქართველო XV-ს გაკვეთილი ჩაუტარა და დიდი სხვაობით დაამარცხა
ბესიკ ხამაშურიძე: "საქართველო XV" ნაკრებისკენ გზაა
საქართველო XV-მა ამჯერად "ხაგუარესს" ლელო დაუდო, თუმცა მაინც დიდი ანგარიშით დამარცხდა [VIDEO]