სუპერლიგის პირველი წრის ბოლო, მე-11 ტური ბათუმში დაიწყო. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა ბათუმმა დიმიტრი ჯაკობოვის ოლიმპს უმასპინძლა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა – 88:81.

შეხვედრის შედეგს ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. გამარჯვების შემთხვევაში ოლიმპი მეორე ადგილზე ერთპიროვნულად მკვიდრდებოდა და პირველ წრეს მისაღებ ადგილზე ხურავდა. მასპინძლები კი მოგების შემთხვევაში ოლიმპს უთანაბრდებოდნენ და მოხდა ისე, რომ ბათუმელებმა საწადელს მიაღწიეს და ამას დიდი დოზით გუნდის ახალწვეულ ბერძენ მოთამაშეს უნდა უმადლოდნენ.

ნიკოლაოს დიპლაროსი ბათუმში მონტენეგრულ ლოვცენიდან გადმოვიდა, მანამდე კი ბერძნულ არისსა და პანიონიოსში უთამაშია. 22 წლის ახალგაზრდა გამთამაშებელმა ოლიმპს 22 ქულა ჩაუგდო და 11 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. შეიძლება ითქვას, რომ დიპლაროსის მეოხებით ბათუმმა ოლიმპი დაამარცხა. აჭარულმა გუნდმა ამერიკელი უკანახაზელის, ჯუნიუს პროველის ჩინებული შემცვლელი მონახა.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. თავიდან ოლიმპი იგებდა, რომელმაც პირველი პერიოდი სათავისო ანგარიშით – 23:17 დაასრულა. მეორე პერიოდიდან ამოქმედდა ბერძენი უკანახაზელი, რომელიც თანაგუნდელებს პასებითაც ამარაგებდა და თავის ჩასაგდებსაც აგდებდა. ბათუმელებმა მეორე ათწუთეული 29:21 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 3-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ.

მეორე ნახევარში თანაბარი თამაში გაგრძელდა, მესამე პერიოდი ისევ ბათუმელებმა, თუმცა მხოლოდ 2 ქულით მოიგეს და ბოლო მეოთხედს 5-ქულიანი ლიდერობით შეხვდნენ. ოლიმპი არ რჩებოდა და მოგები შანსს ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდა, თუმცა რევაზ ჩაჩანიძის სამქულიანებმა, ნიკოლა ვუიოვიჩის ფარქვეშა აქტიურობამ და რა თქმა უნდა, დიპლაროსის შედეგიანობამ თბილისელებს იმედი გადაუწურა. საბოლოოდ აჭარულმა გუნდმა 7 ქულის სხვაობით იმარჯვა და პირველი წრე მეორე ადგილზე დაასრულა. ოლიმპის მსგავსად, ბათუმელებს 6 მოგება და 4 მარცხი აქვთ, თუმცა პირადი მოგების ხარჯზე ცხრილში წინ არიან.

გამარჯვებულთაგან 22 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო იყო ნიკოლაოს დიპლაროსი. 5 სამიანი და ჯამში 17 ქულა ჩააგდო რეზო ჩაჩანიძემ, ხოლო სერბმა ნიკოლა ვუიოვიჩმა შეხვედრა 15 ქულითა და 10 მოხსნით დაასრულა. 13 ქულა ჰქონდა ლევან მასხულიას. ოლიმპელთაგან 18 ქულითა და 8 მოხსნით საუკეთესო იყო კახა ჯინჭარაძე. 16 ქულა, 8 მოხსნა და 5 პასი რევაზ როგავამ მოაგროვა. 13 ქულითა და 8 მოხსნით გამოირჩა აკიეან ფრედერიკი.

მე-11 ტურის დარჩენილი 4 მატჩი შაბათ-კვირას, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

GBF.GE

ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ქუთაისმა" "ოლიმპი" ისევ ბოლო წამებზე დაამარცხა
"ქუთაისმა" ფინალური სერია გამარჯვებით გახსნა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
სუპერლიგა. "იუვენტუსმა" ნეიტარლური პოზიცია დაიკავა
სუპერლიგის XV ტური დასრულდა | "ბათუმმა" "თელავი" დაამარცხა
ოლიმპმა ქუთაისი დაამარცხა და სუპერლიგის ლიდერს გაუთანაბრდა
თსუ-მ სუპერთასი დაიცვა - უნივერსიტეტელებმა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხეს
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
ევროსასამართლომ განაჩენი გამოიტანა - როდის მიიღებს პერესი სუპერლიგის შექმნაზე თანხმობას?
სუპერლიგა. კატასტროფის წინაშე - "ნაპოლი" შეიძლება მწარედ დასაჯონ
სპალეტი: ბოდიშს ვიხდი, მაგრამ სიტუაცია საგანგაშოა
"ქუთაისი 2010" საქართველოს ჩემპიონი მეორედ გახდა
"ნაპოლის" სუპერლიგაში ასპარეზობა სურს, ევროპული ფეხბურთი გახლეჩის პირასაა - დამარცხებული სასიკვდილო დარტყმას მიიღებს
"ბათუმის" გამარჯვება ქომაგების ოვაციების ფონზე და აჭარლები ჩემპიონობას მიუახლოვდნენ
"ბათუმმა" ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა და მოედნის უპირატესობა მოიპოვა
"კავკასიამ" და "რუსთავმა" იმარჯვეს და სუპერლიგის ლიდერ "ოლიმპს" გაუთანაბრდნენ
"ქუთაისმა" "ოლიმპს" კვლავ მოუგო და სუპერლიგის ჩემპიონობას მიუახლოვდა