დაიწყო საქართველოს თასის მე-17 გათამაშება, რომელშიც 16 გუნდი მონაწილეობს. ტურნირში სუპერლიგის 11 და "ა" ლიგის 5 წარმომადგენელი ასპარეზობს, რომლებიც 23 დეკემბერს გამართული კენჭისყრით მერვედფინალში დაწყვილდნენ.

დებულების თანახმად, მერვედფინალები და მეოთხედფინალი 2-მატჩიანი სერიებით გაიმართება, ხოლო საუკეთესო 4 გუნდი ოთხთა ფინალს ითამაშებს და ნახევარფინალები და ფინალი თითო მოგებამდე იქნება. დღეს ოლიმპიურ სასახლეში სამი მერვედფინალური მატჩი გაიმართა. პირველ შეხვედრაში დინამომ "ა" ლიგაში წლეულს გადმოსული სპორტის უნივერსიტეტის გუნდი "სპორტუნი" 110:55 (სტატისტიკა) დაამარცხა, რითაც მეოთხედფინალის საგზური, ფაქტობრივად, გაინაღდა. სერიის მე-2 მატჩში დინამოელებმა 55-ქულიან სხვაობაზე მეტით არ უნდა წააგონ, რაც ფანტასტიკის სფეროა.

მეორე წყვილშიც უმაღლესლიგელი "ა" ლიგის წარმომადგენელს შეხვდა. "ოლიმპმა" 101:62 დაამწუხრა "ზესტაფონი". ეს გახლავთ ის გუნდი, რომელიც გასულ სეზონში "აფხაზეთის" სახელით გამოდიოდა. ზესტაფონელებმა პირველი პერიოდი 16:14 მოუგეს სუპერლიგის ერთ-ერთ ლიდერს, თუმცა შემდეგ ძალამ აღმართი მოხნა. ოლიმპელებმა საქმეს სერიოზულად მოჰკიდეს ხელი და მეტოქე წელში მალევე გატეხეს. საბოლოოდ ოლიმპელებმა სერიის მეორე მატჩის წინ 39-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს - 101:62 (სტატისტიკა).

თასის გათამაშების დღეს გამართულ ბოლო შეხვედრაში "ტიტებმა" თანასუპერლიგელი "ქუთაისი" საკმაოდ იოლად - 78:55 დაამარცხა, რითაც ფაქტობრივად, თასის გათამაშების მეოთხედფინალის საგზური გაინაღდა. ამ გუნდებს შორის სერიის მომდევნო, მეორე მატჩი ქუთაისში გაიმართება.

27 დეკემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში თასის გათამაშების მერვედფინალური სერიის კიდევ 3 მატჩი გაიმართება: "მეგა ბასკეტი" - "ვერა", "ცხუმ-აფხაზეთი" - "რუსთავი" და "მგზავრები" - "კაკტუსი".

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
"ქუთაისი" საქართველოს თასის მფლობელია | იმერულმა კლუბმა ფინალში თსუ დაამარცხა
თასის გათამაშების 2 ოთხთა ფინალისტი ცნობილია: ვსა და "ქუთაისი"
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე
გიორგი ონიანი "სამგურალის" ახალი მწვრთნელია
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა რიგაში პირველი ვარჯიში ჩაატარა
შეცვლაზე შესულმა ტაბატაძემ ტრავმის გამო დატოვა მოედანი
ქართველებმა ითამაშეს - "მეცი" "სტრასბურგთან" დამარცხდა
ტიტე კალანდაძე: დავამტკიცეთ, რომ ყველას წინააღმდეგ შეგვიძლია თამაში - ახლა ჯგუფიდან გასვლას შევეცდებით
"სამგურალი" ბრაზილიელმა მწვრთნელმა დატოვა
არტეტა მთავარი სამიზნეა - "რეალს" მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე ვარიანტი აქვს
პერესი სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება - გეგმა ვინისიუსის გაშვება და ამ ვარსკვლავის მოყვანაა
"ამისთვის ყოველთვის მზად ვარ" - ენრიკემ ფეხბურთში ნარინჯისფერი ბარათის შესაძლო შემოღებაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა
კონტრაქტი შეწყდა - ბოვე "რომას" ფეხბურთელი აღარაა
"ეს გუნდზე უარყოფითად აისახება" - ფიგუ ხაბი ალონსოს გათავისუფლებაზე
ფრანკის სამსახური დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა - ყველაფერს დირექტორთა საბჭო გადაწყვეტს
ყველაფერი მოგვარებულია - პსჟ "ბარსელონას" ახალგაზრდა ფეხბურთელს იმატებს
[VIDEO] ეგოიანის გოლი და წაგებას გადარჩენილი "ექსელსიორი"
[VIDEO] მიქაუტაძის სრული მატჩი და კაცნაკლული "ვილიარეალის" მარცხი "ბეტისთან"
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა
[VIDEO] ...აი, რატომ არ უნდა გააბრაზო "ბაიერნი" - საშინელი სამსჯავრო ლაიპციგში
[VIDEO] "არსენალმა" გაქცევის შანსი დაკარგა - ნულები ნოტინგემში
სამი ფრის შემდეგ - ლობოტკამ "ნაპოლის" გამარჯვება მოუპოვა
"ქუთაისმა" "ოლიმპი" ისევ ბოლო წამებზე დაამარცხა
სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის
"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის
მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]
"ქუთაისი 2010" საქართველოს ჩემპიონი მეორედ გახდა
22-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი ფინალისტი "ქუთაისია"
თსუ-მ "დინამო" დაამარცხა და სუპერლიგის პირველი წრე პირველ ადგილზე დაასრულა
"ცხუმ-აფხაზეთმა" "დინამოს" სძლია და ჩემპიონის ტიტულს "რუსთავთან" დაიცავს
"დინამოს" გამარჯვება "ცხუმ-აფხაზეთთან"
ოლიმპმა ქუთაისი დაამარცხა და სუპერლიგის ლიდერს გაუთანაბრდა
თასის გათამაშების პირველი მეოთხედფინალისტები "დინამო" და "ოლიმპი" არიან
"კავკასიამ" და "რუსთავმა" იმარჯვეს და სუპერლიგის ლიდერ "ოლიმპს" გაუთანაბრდნენ
"ბათუმმა" "დინამო" დაამარცხა და სუპერლიგაში გალიდერდა
"ქუთაისმა" ფინალური სერია გამარჯვებით გახსნა
გვინდა თუ არა ჯოვინო ფლამარიონი საქართველოს ნაკრებში და როგორია წარსული გამოცდილება? [+გამოკითხვა]
სუპერლიგის ტური "ქუთაისისა" და "დინამოს" გამარჯვებით დასრულდა
"ქუთაისმა" "ოლიმპს" კვლავ მოუგო და სუპერლიგის ჩემპიონობას მიუახლოვდა