2019 წლის საქართველოს საუკეთესო მსაჯი ნიკა ამაშუკელი, თებერვალში პრო 14-ის, ხოლო მარტში პრო დე2-ის თამაშს განსჯის.

25 წლის რეფერი თანამსაჯებთან – შოთა თევზაძესთან და საბა აბულაშვილთან ერთად ამჟამად პარიზში იმყოფება, სადაც ჩელენჯ ქაფის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში "სტად ჟან ბუენზე" "სტად ფრანსესა" და იტალიური "ძებრეს" შეხვედრას მოემსახურება.

ერთ კვირაში ქართველი მსაჯები კარდიფში გადაინაცვლებენ და "კარდიფისა" და "კალვიზანოს" მატჩს იმსაჯებენ.

ამაშუკელი 1 თებერვალს კვლავ საფრანგეთში იმსაჯებს, ამჯერად 20-წლამდელთა ექვს ერზე. გრენობლში ის ირაკლი ჭანუკვაძესთან და საბა აბულაშვილთან ერთად ტურნირის ცენტრალურ მატჩს მოემსახურება, რომელშიც საფრანგეთი ინგლისს უმასპინძლებს; 8 თებერვალს ქართველი მსაჯების ბრიგადა "ავივა სთედიუმზე", 20-წლამდელთა ექვსი ერის მეორე ტურში, პრინციპულ დაპირისპირებაში ირლანდიისა და უელსის ნაკრებების შეხვედრას განსჯიან.

ამაშუკელი ირლანდიაში დარჩება და მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს და ურთულეს ტურნირში, პრო 14-ში დებიუტი ექნება. მას ირლანდიური "მანსთერისა" და სამხრეთ აფრიკის "კინგსის" განსჯა ანდეს, რომელიც 14 თებერვალს გაიმართება.

22 თებერვალს ნიკას კიდევ ერთი მაღალი დონის, საერთაშორისო შეხვედრა ელის, ამჯერად რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, სადაც რუმინეთისა და ესპანეთის ეროვნული ნაკრებების თამაშს იმსაჯებს.

მარტში ქართველ მსაჯს კიდევ ერთი დებიუტი ელის. ის საფრანგეთის მეორე ელიტარული დივიზიონის, პრო დე2-ის შეხვედრას მოემსახურება. რა თამაში შეხვდება ქართველ რეფერის მოგვიანებით გაირკვევა.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე