სუპერლიგაში ლიდერი შეიცვალა – “ბათუმმა” “დინამო” დაამარცხა და თუკი ამ ტურის ხვალიდნელ შეხვედრაში თსუ “მგზავრებს” ვერ მოუგებს, ლიდერობას შეინარჩუნებს.

გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა ბათუმმა დღეს დაწყებული მე-12 ტურის მატჩში "დინამოს" უმასპინძლა და უშუალო კონკურენტი დამაჯერებელი სხვაობით – 98:85 დაამარცხა. ზღვისპირელები პირველივე წამებზე რომ დაწინაურდნენ, დარჩენილ დროში ლიდერობა აღარ დაუთმიათ. საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი დინამო, რომელიც პირველი წრის შემდეგ მეორე ადგილზე იყო და ბოლო 2 მტჩის წაგებით მეოთხემდე დაქვეითდა, ეროვნული ნაკრების წევრ გიორგი ცინცაძითა და კიდევ 2 ამერიკელი ლეგიონერით გაძლიერდა. თუმცა ცინცაძე ტრავმირებულია, ემილ ჩუკაკას გათავისუფლების ფურცელი არ მიუღია, ხოლო მესამე ახალწვეულმა ტაირელ ჯონსონმა დღევანდელ მატჩში 15 წუთში 10 ქულა ჩააგდო.

ბათუმელებმა პირველ პერიოდში 25:17 აჯობეს დინამოელებს, თუმცა სტუმრებმა მეორე ათწუთეულის მოგებით დიდი შესვენებისთვის ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირეს და წარმატების იმედი მიეცათ. ნათქვამია, ვინც იგებს მე-3 პერიოდს, ის იგებს მატჩსო და ეს აზრი ამ შეხვედრაშიც გამართლდა. აღნიშნული მეოთხედი ბათუმელებმა 27:16 მოიგეს, 16-ქულიან ლიდერობას მიაღწიეს და შეხვედრის ბედიც გადაწყვიტეს. დარჩენილ დროში მუჰამედ ტაჩის გაწვრთნილმა დინამოელებმა მხოლოდ იმას მიაღწიეს, რომ დასრულებამდე 7 წუთით ადრე მეტოქეს 9 ქულით მიუახლოვდნენ. ეს იყო მათი მაქსიმუმი.

მასპინძელთა გამარჯვება ლოგიკური იყო, რადგან გუნდის წამყვან პოზიციებზე გამწესებულმა კალათბურთელებმა – გამთამაშებელმა ნიკოლაოს დიპლაროსმა და ცენტრმა იკოლა ვუიოვიჩმა – უბადლოდ ითამაშეს. ამას დაუმატეთ ფრთის პოზიციაზე მყოფი კოლინ მალკოლმის ჩაგდებული 27 ქულა და ბათუმელთა გამარჯვება გაუსაჩივრებელი იქნება.

ბათუმელებს სოლიდური პროგრესი აქვთ და მეორე წრეში მოპოვებული 2 გამარჯვების შემდეგ დამსახურებულად არიან პირველ ადგილზე. სუპერლიგის მე-12 ტურის მორიგი 2 შეხვედრა შაბათს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება, ტურის დარჩენულ ორ მატჩს კი რუსთავი და ქუთაისი კვირას უმასპინძლებენ.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

Grisha
ვინმემ ხომ არ იცის გენტის თამაშის ყურება სად შეიძლება
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
თსუ-მ "დინამო" დაამარცხა და სუპერლიგის პირველი წრე პირველ ადგილზე დაასრულა
"დინამოს" გამარჯვება "ცხუმ-აფხაზეთთან"
სუპერლიგის მე-7 ტური "რუსთავმა" "ბათუმის" ძლევით დახურა
მალკოლმის 22 ქულა ერთ პერიოდში და "ბათუმის" 18-ქულიანი გამარჯვება "ცხუმ-აფხაზეთთან"
თასის მეოთხედფინალურ სერიაში "ოლიმპმა" "ბათუმთან" 2-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა
"ბათუმმა" "ტიტებს" 20 ქულით მოუგო
თასის გათამაშების პირველი მეოთხედფინალისტები "დინამო" და "ოლიმპი" არიან
"ქუთაისმა" სუპერლიგის ერთ-ერთი ლიდერი "ბათუმი" დაამარცხა
თასის გათამაშების ოთხთა ფინალი "ოლიმპმა" შეავსო
სუპერლიგის ტური "ქუთაისისა" და "დინამოს" გამარჯვებით დასრულდა
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
"ცხუმ-აფხაზეთმა" "დინამოს" სძლია და ჩემპიონის ტიტულს "რუსთავთან" დაიცავს