სპორტულმა გაზეთმა "ლელომ" ინტერვიუ ჩაწერა საქართველოს ნაკრების ყოფილ შემტევ გოგიტა გოგუასთან, რომელიც ამჟამად თბილისის "შევარდენი 1906"-ის მოთამაშე-მწვრთნელია და ფეხბურთელმა ეროვნული გუნდიდან მისი გაშვების შესახებ ისაუბრა.

"მოედანზე 3-4 კაცს ვერ ვატყუებდი, მაგრამ ყოველთვის გულს ვდებდი. დრო გავიდა და მახსენება ის უსიამოვნებები, რომლებიც მწვრთნელებთან მქონია. ვფიქრობ და თავს დამნაშავედ მაინც ვერ ვაღიარებ. მოედანზე ყველაფერზე პასუხისმგებელი მოთამაშეა.

თავს არავის დავუხრიდი და შეურაცხყოფას არავის ვუტარებდი, რადგან პიროვნება თუ არ ხარ, ვერაფერს მიაღწევ. საწყენია, რომ ეს ზოგს სხვაგვარად ესმოდა. იცით, გული რაზე მწყდება? ერთი ხელის მოსმით მომიშორეს, თანაც რის გამო? ვარჯიშზე ერთი არასწორი პასისთვის...

დღემდე მიმაჩნია, რომ უსამართლოდ მომექცნენ. სწორედ ეს გამოცდილება მალაპარაკებს, რომ მწვრთნელის უპირველეს მოვალეობაში ერთ-ერთი მთავარი ფეხბურთელთან ურთიერთობის დალაგება და მისი კარგად გაგებაა, პირდაპირ ხელი კი არ უნდა ჰკრა", - აღნიშნა გოგუამ.

გოგიტამ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისზეც გააკეთა, რომელთან ერთადაც ადრე უმუშავია.

"რამენსკოეს "სატურნში" მუშაობის პერიოდში ვაისმა გუნდში მიმიწვია და სანამ მთავარი მწვრთნელი გახლდათ, ყველა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დავიწყე. მასთან ვარჯიში და მოედანზე გასვლა მსიამოვნებდა. არც კი მიცნობდა და მაინც მენდობოდა.

ნაკრებში 1 თამაშის შანსის მოცემის ღირსი ვიყავი. გული მწყდება, რომ ეს არ მოხდა. ბოლოს კახა ცხადაძემ გამომიძახა, თუმცა შემდეგ კუნთი გამიწყდა და ეს შესაძლებლობა ვერ გამოვიყენე. მაგრამ მიწვევისათვის მუდამ კახა ცხადაძის მადლობელი ვიქნები".

ბოლოს გოგუა ბელარუსთან მარტის დაპირისპირებასაც შეეხო.

"ბელარუსთან შეხვედრას აუცილებლად მოვიგებთ. ჩვენი მეტოქე არაა ის გუნდი, რომ ვერ დავამარცხოთ. რაც მთავარია, ვაისმა ისეთი ნაკრები ჩამოაყალიბა, სადაც ბიჭები თავდაუზოგავად იბრძვიან - მე ამ გუნდის მეიმედება.

ჩვენი ნაკრებიდან ჯაბა კანკავას გამოვარჩევდი. როცა ასეთი კაპიტანი გყავს, ბევრს შეძლებ. პლუს - ლორია, კვირკველია, ოქრიაშვილი, რომელთაც მაღალ დონეზე უთამაშიათ. ბევრი კარგი ფეხბურთელი გვყავს, მათ შორის, ახალი თაობიდან და წარმატებები მინდა ვუსურვო გუნდს.

თავს უნდა შთააგონონ, რომ მეტი შეუძლიათ. დააკვირდით, ქართველი ლამის ყველა ქვეყანაში გუნდის ლიდერია. ერთა ლიგის ბარიერის გადასალახავად მათ თავდაჯერებულობა სჭირდებათ და ყველაფერი კარგად იქნება. მჯერა, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის ოცნება აგვიხდება", - განაცხადა გოგუამ.

max
მაღალი დონის ფეხბურთელი იყო, ვეთანხმები მწვრთნელი პირველი მოვალეობა მოთამაშეებთან სწორი მიდგომა, პრინციპში ვაისას კი აქვს ეს თვისება და აღნიშნა კიდეც. ქეცბაია 100% ით დამნაშავეა ხორვატიასთან მოგების მერე გააგდო ეს (სხვათაშორის კომბინაციაში ერთ ერთი მთავარი მონაწილე იყო რის შემდეგაც კობიაშვილმა გაიტანა) და ისრაელში უშანსოდ წავაგეთ, მაშინ როცა გადაღლილ ნაკრებს სწორედ გოგიას ნაირი მებრძოლი და ენერგიული მოთამაშე ჭირდებოდა. ისრაელთან წარმატების შემთხვევაში რეალური შანსი გვიჩნდებოდა გასვლის. და წაგების მერე მთლიანად მოიშალა ნაკრები დაფსიქოლოგიყრად ფატყდა
გურია
მე არ გადამიკიტხავს სტატია სიმართლე რომ ვთქვათ, უბრალოდ სტატიის სათაურს ვპასუხობ, არაზუსტი პასის გამო კი არ ჩამოგაშორეს ნაკრებს, არა! უბრალოდ, ვინც უფრო ზუსტ პასებს არიგებს იმას დაეთმო ეროვნულ ნაკრებში ადგილი... შეიგნეთ ბოლოს და ბოლოს რომ ეროვნული ნაკრები, მთელ ერს ეკუთვნის, განცდა მრჩება, რომ ერთხელ და ორჯერ რომ მოირგებენ ეროვნულის მაისურს, შემდგომში აუცილებლად მათი საკუთრებაა! გასაგებია რომ ზოგადად სპორტსმენი ცოტა ეგოისტი უნდა იყოს, მაგრამ ზოგადი სიკეთე პირად ინტერესებზე გადაატაროს, ეგეთი დამოკიდებულება დამღუპველია საკუთარი თავისთვისა და მთლიანი გუნდისთვის, იმიტომაცაა ფეხბურთში კარგად რომ მიგვდის საქმეები სამწუხაროდ! მე ამ ფეხბურთელის საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს, ამას ხაზს ვუსვამ!!!
Simartle.nw
რა შეატყე გაფიცებ ახლა მაგ ადამიანს ნაციონალობა? რა მდაბიო აზროვბებაა ყველაფერზე ამ პოლიტიკის შეტენვაა კაცს თავის მოსაზრებააქ და არ მოწონდა ამის თამაში მე მაგალითად დარწმუნებულივარ საჭირო ტრენერთან რომელიც მას უკეთ ასწავლიდა ფეხბურთს მეტს მიაღწევდა მარა თავდადება რო ქონდა და ჟილკა არავინ უკარგავს თუმცაა პროფესიონალიზმი ქონდა ნულიი
არჩილი
ნაცები და ქოცები რა შუაშია, უკვე ამაზრზენია ყველაფერს პოლიტიკასთან რომ აკავშირებს ეს ხალხი. გოგუა მარტო ქეცბაიას არ დაუწუნებია, მანამდე კუპერიც და სხვა მწვრთნელებსაც ჰყავდათ გამოძახებული, მისცეს შანსი, მაგრამ მერე აღარ იძახებდნენ. კი, აქტიური ფეხბურთელი იყო, ჯინიანი, მაგრამ თუ დაუკვირდებოდით ძალიან ინდივიდუალური. ქეცბაიასთან შეიძლება მართლაც მოუვიდა სერიოზული კამათი მაგრამ, მთავარი მიზეზი ის იყო რატომაც მერე აღარ იძხებდნენ რომ, გუნდურად ვერ თამაშბდა, შედეგს გუნდი დებს და არა ერთი ფეხბურთელი, იმატაო და მარტომ გამოიჩინო თავი, ეს ნაკრებს არ არგებდა. ვიმეორებ აქტიური თუმცა შედეგს ვერ დებდა, ამიტომაც, მწვრთნელებმა დაიწუნეს, მერე ხალხი მწვრთნელებზე იტყოდა რატომ ვერ დებს ნაკრები შედეგს?! მწვრთნელებსაც რამე ხომ უნდა შეეცვალათ,ამიტომაც სხვას იძხებდნენ და არა გოგუას.
Vasili
მენთეშაშვილთან რა გინდათ? ვერ ვხვდები, კაცი დარბოდა , თავს არ ზოგავდა, ყველა მწვრთნელი ენდობოდა, სულ ძირითადში იყო სანამ შეეძლო./ /. გოგუა ჯიგრიანად თამაშობდა, მაგრამ ყველგან კაცი პრობლემა იყო!! ქეცბაია აგინებდაო და ვერ ვხდები , მარტო მაგას აგინებდა ? თან ისე უბრალოოდ? თუ ყველას აგინებდა და მარტო ამან არ შეირჩინა? / რას სისულელეაა, ტყულად არავინ არავის შეაგინებს!
კახა -ს
კახა პატარა კაცუნახარ და კლავიატურის...
peles
ეტყობა არ გინახავს გოგუას თამაშები საერთოდ,ან სად ნახავდი მიშა და ნაცების დაძახილზე დარბოდი ალბათ,რაც გოგუას დს მენთეშას აქ გაკეთებული როგორც ქართველებს უბრალოდ იმის მეასედი თუ გაქ გაკეთებული რამე,იხსენიებ აქ უდიერად,
L.J.
პ.ს. ნუ უეფას თასიც:)))
L.J.
ხისტი იყო გატუზოც მაგარია!!!გატუზ მოიგო ყველაფერი რაც კი შეეძლო მოეგო(ევროპის ჩემპიონატის გარდა)ფეხბურთელს :)
გოგა
ფაქტი კი ერთია ამ კაცმა სადაც კი ითამაშა მაჩანჩალა ფეხბურთელი არსად ყოფილა, ნაკრებში კი არასოდეს დაუზოგავს თავი. ქეცბაიამ აგინაო და ამანაც გინებით უპასუხაო და მის მერე არ იძახებდა, მე პირადად ასე მითხრეს მისმა ნაცნობებმა.
L.J.
როგორც ფეხბურთელი კარგი და რაც მთავარია "ჟილკიანი"იყო(მის დროინდელ ნაკრებს ნაღდად აკლდა.)არვიცი ალბათ ხასიათის ბრალია ნაკრებიდან გაშვება თითქმის ვერც ერთ მწვრთნელს ვერ შეეწყო:ანუ მოედანზე მას ნაკრების კანდიდატობა დიდი ხნის დამტკიცებული ჰქონდა
კახა
ეს და მენთეშაშვილი რო იყო იკიდე ვინც ფეხბურთელობა დააბრალა მე იმის მართლაა აუუ ჩემი მეცინება ამ ორზე
sormona
"ქართველი ლამის ყველა ქვეყანაში გუნდის ლიდერია" ნეტა მართლა ასე იყოს...
pele
რა შუაშია ნაცი და მიშა და ბოკერია, ასეთი აზროვნების რომ ხართ მიტოა კარგად ფეხბურთის საქმე. მე გოგუას მინდორზე გაკეთებული საქმე არ მინახავს და მინდვრის გარეთ შეიძლება მაგარი კაცია. გატუზოც იყო ხისტი მარა აკეთებდა საქმეს და ფეხბურთელი იყო. ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველა საქმეში
gabo
საქმის კეთებას პროფესიონალიზმი უნდა და არა ემოციები და სიხისტე.როცა ნაკრების მაისური გაცვია იქ პირადი გვერდზე უნდა გადადო.უშეცდომო არავინ არააა. გამოდის რომ სხვა ფეხბურთელები ნაკრებში იტანდნენ შეურაცყოფას და მარტო გოგუამ ვერ აიტანა და მაგიტომ აითვალისწუნეს!
Teimurazi
გოგუა ერთი არაზუსტი პასისთვის არ მოუშორებიათ... მიზეზი ბევრმა ვიცით. თვითონ გაიხსენოს ხორვატიასთან მოგებული თამაშის შემდეგ ვარჯიში...
peles
გოგუ მაგარი კაცია და ხისტი მინდორზე.რა არ მოგწონს შენ? წადი და შენ ნაცებს მიხედე მიშა-ბოკერიას,
gio
ერთი გამაგებინეთ რომელ ქვეყანაშია ქართველი გუნდის ლიდერი? ყაზახეთში და ტაჯიკეთში? ტოპ 5 ჩემპიონატში საუკუნეა მოთამაშე არ გვყოლია. პ.ს მჭედლიძე არ ითვლება))
ქართული ფეხბურთი
გოგიტა გოგუა ნაკრებიდან ყოველთვის მებრძოლ და გულიან ფეხბურთელად მახსოვდა. სამწუხაროდ, შარშან ეროვნული ლიგა 2-ის ერთ-ერთ თამაშში მისი შესრულებით (სიმულაციები, პროვოკატორობა) რაც ვნახე, შთაბეჭდილება სრულიად წამეშალა.
samtredski
სამტრედიას ეროვნულ ლიგაში დასააბრუნებლად დაეხმარა რაც შეეძლო რაც შეეხება პიროვნებას ნუ რაც არის არის ეხლა უდგას ის პერიოდი მოთამაშე მწვრთნელია და ვნახოთ მისი თვალით დანახული ფეხბურტელი შეცდომისას რა შენიშვნას მისცემს.
გიორგი
ყოველთვის მიხაროდა გოგუას თამაშის ყურება, ესეთი მებრძოლი ფეხბურთელი უხდებოდა და სჭირდებოდა ნაკრებს, სამწუხაროა რომ სათანადოდ ვერ დააფასეს
pele
ამაზე "ხისთავიანი" ფეხბურთელი მე არ მახსენდება, კაცი ჯარიმა, კაცი ყვითელი ბარათი, კაცი მენთეშაშვილი
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
ტონალი თუ გიმარაეში? - "მანჩესტერ იუნაიტედმა" არჩევანი გააკეთა
[VIDEO] ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა - "ორლანდო" "შარლოტთან" დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
კონფერენს ლიგაზე მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა - აზაროვი ისევ არ ათამაშეს, მორჩილაძე 88-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე
საუკეთესოდ რაფინია დაასახელეს - საფონოვი სიმბოლურში შეიყვანეს
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
დავუჯეროთ Opta-ს? - სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] ომში იყვნენ თუ "ენფილდზე" - ოსიმენს თაბაშირი დაადეს, ლანგმა თითის ნაწილი დაკარგა
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
"პსჟ კარგი გუნდია, მაგრამ..." - დომინიკ სობოსლაი
მიმდინარე სეზონში მეხუთედ - მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა
გოგიტა გოგუა ყაზახეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
საქართველო - ისრაელი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
ქართველები ევროპის მიღმა: ჩაალაგეთ ბარგი, ყაზახეთში მივდივართ!
გიორგი ფოფხაძე "კიზილ ჟარში" გააგრძელებს კარიერას
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
გოგიტა გოგუა საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდა
გოგიტა გოგუა და შოთა გრიგალაშვილი ყაზახეთის რანგით II ლიგაში გადავიდნენ