ამსტერდამში ჩატარებულ წილისყრაზე ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა - ესტონეთი, ჩრდილოეთი მაკედონია და სომხეთი. ღონისძიებას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გენერალური მდივანი დავით მუჯირი, ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი და ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი ესწრებოდნენ. კობიაშვილმა და იაშვილმა სფფ-ის საიტთან კომენტარები გააკეთეს.

ლევან კობიაშვილი: "ერთა ლიგის შესახებ მხოლოდ პოზიტიურად შემიძლია ვისაუბრო. ვთვლი, რომ ახალმა გათამაშებამ სანაკრებო ფეხბურთი უფრო საინტერესო გახადა. პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს ტურნირი სპორტული კუთხით არის საინტერესო. ის სხვადასხვა დივიზიონში მოასპარეზე გუნდებს საშუალებას აძლევს, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მოხვდნენ. ამას გარდა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ერთა ლიგამ ჩაანაცვლა ამხანაგური მატჩები და ამის შედეგად თითოეულმა შეხვედრამ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა.

პირველი გათამაშების შემდეგ, როგორც ჩვენი ჯგუფის გამარჯვებულები, მომავალ სეზონში C დივიზიონში ვიასპარეზებთ. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულო ფაქტია, განსაკუთრებით იმ კუთხით, რომ დღევანდელ წილისყრაზე C დივიზიონის პირველ კალათაში ვიყავით განთესილნი. ვთვლი, რომ საკმაოდ საინტერესო ჯგუფში მოვხვდით, ჩრდილოეთ მაკედონიის, ესტონეთისა და სომხეთის წინააღმდეგ კარგი მატჩები გველის. ჩვენი მიზანი უცვლელია და საქართველოს ნაკრები ამ ჯგუფში პირველობისთვის იბრძოლებს. ამ გზით კი, ჩვენ შევეცდებით, იმ ორ საუკეთესო გუნდში მოვხვდეთ, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის იბრძოლებენ".

ალექსანდრე იაშვილი: "ჩვენი ნაკრებისთვის ერთა ლიგა ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია. ეს პირველმა გათამაშებამ ძალიან კარგად აჩვენა, რადგან ჩვენ პლეი-ოფში თამაშის უფლება მოვიპოვეთ და 26 მარტს ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება. აქედან გამომდინარე, ერთა ლიგას ნამდვილად დადებითად შევაფასებ.

რაც შეეხება წილისყრას და ჩვენს ჯგუფს, რა თქმა უნდა, მიზანი უცვლელია და სურვილი გვაქვს, წინა გათამაშების მსგავსად, ჯგუფი ამჯერადაც მოვიგოთ. ჩრდილოეთ მაკედონიის, ესტონეთისა და სომხეთის წინააღმდეგ ნამდვილად საინტერესო მატჩები გველის".

N
ვაისს მანდა რაღა უნდოდა ჩვენს ხარჯზე: ხომ მიდის ყაზახეთში?!
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
"ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება" - სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია
ველით სისტემის შეცვლას - ვილი სანიოლი და საქართველოს ნაკრები სომხეთისთვის ემზადებიან
სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ