ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ვაისი: ბელარუსთან სიკვდილ-სიცოცხლის მატჩი გველის - დაცვის მარცხენა ფლანგსა და ცენტრფორვარდის პოზიციაზე პრობლემები გვაქვს

ვაისი: ბელარუსთან სიკვდილ-სიცოცხლის მატჩი გველის - დაცვის მარცხენა ფლანგსა და ცენტრფორვარდის პოზიციაზე პრობლემები გვაქვს

ერთა ლიგაზე ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრედ დასრულებული მატჩის (1:1) შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისაუბრა:

"ჩაკვეტაძე დავასვენეთ, მისი ფიზიკური კონდიციებისთვის ზედიზედ ორი შეხვედრის ჩატარება არ შეიძლება. მეორე ტაიმში მოსაგებად საკმაოდ ბევრი მომენტი გვქონდა, ჯაბას, შენგელიას. ამიტომ მიმაჩნია, რომ 2 ქულა დავკარგეთ.

თუმცა, უნდა ვაღიაროთ, ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავდა, რომელიც კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ერთა ლიგის D დივიზიონის გადამწყვეტი მატჩების წინ კარგი შეხვედრა გამოვიდა. ეს არ ყოფილა ჩვენი საუკეთესო მატჩი. ბელარუსებთან კი სიკვდილ-სიცოცხლის მატჩი გველის.

დაცვის მარცხენა ფლანგზე პრობლემა გვაქვს. პრობლემაა ცენტრფორვარდის პოზიციაც. ევროპის დონისთვის საკმარისი არ არის ჩვენი თავდამსხმელების თამაში. ქვილითაია კარგი ფეხბურთელია, ბევრი იბრძოლა, თუმცა კიდევ მეტი უნდა ივარჯიშოს, მეტი უნდა გააკეთოს, თუ ეროვნულ გუნდში ადგილის მოპოვება სურს.

ნიკა მალის შანსი მივეცით. მან პირველი 30 წუთი კარგად ითამაშა, შემდეგ შეცდომა დაუშვა. ნიკა კარგი ბიჭია, ახალგაზრდაა. შესაძლოა, ჩემი შეცდომა იყო და მისი ძირითად შემადგენლობაში დაყენება ვიჩქარე, პირდაპირ შუა ცეცხლში შევუშვი. მისი შეცდომის გამო 2 ქულა დავკარგეთ, თუმცა ეს არაფერია, შეცდომას ყველა უშვებს. ის ჯერ ახალგაზრდაა, ბევრი რამ უნდა ისწავლოს. ეს არ ნიშნავს, რომ მას შანსს აღარ მივცემთ.

ფეხბურთი შეცდომის გარეშე არ არსებობს. ყველა უშვებს, მაკედონიელებმაც არაერთხელ შესცოდეს, მაგრამ ჩვენ მათი დასჯა ვერ მოვახერხეთ, არადა, მომენტები გვქონდა. გოლის გატანა თავდამსხმელების საქმეა და ზემოთაც აღვნიშნე, რომ მათი მოქმედებით კმაყოფილი არ ვარ.

ბუდუ ზივზივაძის თამაშს ბრატისლავაში დავესწარი - 1 ტაიმი ჩაატარა და ისე ითამაშა, როგორც დღეს ქვილითაიამ. მას შანსს მივცემთ, თუმცა ამისთვის მეტი უნდა გააკეთოს.

ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია დაგვაკლდნენ. არ გვყავდა კიტეიშვილიც, ტაბიძეც არ იყო. იმედია, მათთან ერთად ბელარუსის წინააღმდეგ უკეთ ვითამაშებთ".

• გოგიტა

მართალია, რომ აღიარა შეცდომები დაუშვა, მარტო მალის ბრალი არაა ის გოლი, გვილია რატომ არ ათამაშა არ მესმის, ქვილითაია რატომ ათამაშე, ჩაკვეტაძე თავიდან ჩაერთო, ბოლოსთვის რას ინახავდა, კომბინაციები არ ჩანდა, დავითაშვილი მუშაობდა, ბევრს სადილობდა მაგრამ ამოვარდნილი იყო საერთო სურათიდან, ოქრუაშვილს დიდი არაფერი გაუკეთებია, მალი რატომ არ დააზღვიეს ეძინათ

• პიპა

მალის დაყენება უდავოდ შეცდომა იყო და კარგია ვაისმა ეს აღიარა და პირდაპირ თქვა. თუმცა, მარტო მალის ვერ დავაბრალებთ 2 ქულის დაკარგვას, აქ ვაისმა აშკარად გადაამლაშა. გაუგებარია ჩაკვეტაძეზეც-ბალერინაა რომ ორი თამაში ზედიზედ ვერ ითამაშო? რა სჭირს? ტრამვა თუ არ იკვებება ნორმალურად? გაუგებარია ზედმეტი პიეტეტი ოქრუაშვილისადმი რომელიც არაფერს ღირებუსლ არ აკეთებს... მოკლედ შეცდომები არის და ბელარუსთან ფორტუნას დახმარებაც დაგვჭირდება ვატყობ...

• გადასარევი გიორგი

გარინჩა კოჭლი იყო, ბეთჰოვენი დაყრუვდა და ორივეს მაინც გამოსდიოდა რაღაცა

მარტო ეგ? ზოგადად შეტევისთვის მომზადებაში ქვეყნის დრო იხარჯება - ჯერ პირველი კაცი უნდება, მერე სხვას მისცემს, ეხლა ის უკან აბრუნებს, მერე სხვა გზა არ რჩება და ვიღაცა ჩააწვდის და იქაც უმეტეს შემთხვევაში დაკარგულია იმიტომ, რომ არა გვყავს ტანმაღალი თავით მოთამაშეები. ან ვინმე წაიღებს ფლანგიდან, მაგრამ იმასაც 3 კაცის მოტყუება უნდა და ბოლოს კარგავს. ამ ყველაფერს სხვები სწრაფად აკეთებენ - იკარგება ბურთი და სწრაფად ჩამოდის გუნდი უკან. გასაგებია, რა დონეზე ვართ, მაგრამ უამისოდ მომენტი არ იქმნება და არც გოლი გადის, თორემ თავდადებას ვერ დავუკარგავთ, ფაქტია

• goga

კაჭარავა ზანტია.მაგას ჯობდა გვილა გამოეყვანა.ეგეთი შანსი 1000 პროცენტიანი არცერთ ვარიანტში არ უნდა გაგვეშვა ხრლიდან.ბელარუს თუ მოვიგეთ დამეკედონიასთან მოგვიწია ჯახი მოგება გავიჭირდება.კრაიზე ნავალოვსკიც მაგრა ამწვავებს ეგეც არ იქნებოდა ურიგო.

• კოტე კოტე

ადრა უჩა იყო შეუცვლელი ახლა ოთარაა რა გახდა ეს მარჯვენა ფლანგი ასეთი

• რაგბის ფანი

მწვრთნელი კი არა, ფიზკულტურის მასწავლებელია. როცა ბოლო 25 წუთში რიცხვობრივი უპირატესობის ფონზე გოლი გვქონდა გასატანი, ბურთს ცენტრში ვაგორავებდით. მწვრთნელის მოვალეობაა საჯარიმოში ჩაწოდებები დაევალებინა. მაგრამ ამას მჯომარე მწვრთნელი ვერ მიხვდება, მინიმუმ ფეხზე უნდა ადგე და ზემოდან უყურო.

• რაგბის ფანი

მარცხენა მცველად კი არა, ბურთის მომწოდებელადაც რომ დაგაყენონ, იმდენი ტვინი უნდა გვქონდეს, რომ თუ შენი თანაგუნდელები წინ არიან წასული, ბურთი არ დაკარგო.

• Jeyjey

ამდენი ფეხბურთელია და ერთი თავდამსხმელი არ არსებობს საბა ლობჟანიძე ყველას ჯობია დარბის და გოლი გატანა უყვარს დანიასთან ერთადერთი მომენტი შეიქმნა და ტიპმა რა ირბინა რო გოლი გაეტანა მე დღეს ვთქვი და ეხლაც ვამბობ ქვილითაია და კაჭარავა არის 0 ოქრიაშვილი ბევრი ვეღარაფერი უკვე .. ტაბიძე ძალიან გვაკლია ქიტეიშვილი და იმედია პაპუნაშვილი მარცხენა ფლანგელი მალე მოვა მწყობრში კაკაბაძეს მგონი მალი ბევრად ჯობია გუშინ უბრალოდ პირველი თამაში რამხელა წნეხია და თან ისეთ ადგილზე ცხოვრებაში რო არ გითამაშია .. მარცხენა ფლანგელი და გოლის გამტანი გვჭირდება დანარჩენს ყველაფერი ხუთიანზეა

• კოტე

უნდა ვაღიაროთ, რომ რაც შეეძლოთ ყველაფერი გააკეთეს გუშინ ფეხბურთელებმაც და მწვრთნელმაც. სამწუხარო ის არის, რომ მეტი არ შეუძლიათ და რა ქნან. კაცნაკლულ მაკედონიას 5 შემტევით ბურთს რომ ვერ გაუტან, რბილად ვიტყვი სამწუხაროა.

• Toko

ადამიანს პირველად ეძლევა შანსი ნაკრებში,რამხელა ფსიქოლოგიური მომენტია და ისაც პირველივეზე აყენებ მარცხენა მცველად,როდესაც მთელი ცხოვრება მარჯვნიდან თამაშობს და ვთქვათ რომ ძალიან კარგადაც გამოსდის საქართელოს ჩემპიონატში,მიხვდებოდით ალბათ რომ მალიზეა ლაპარაკი,რატომ უნდა გაწირო აალგაზრდა კაცი მაგისთვის დარწმუნებული ვარ ნიკაც ძაან განიცდის ამ შეცდომას,მაგრამ ნიკა აუცილებლად გადალახავს ამას და თავის პოზიციაზე როცა მოუწევს თამაში დაამტკიცებს... ბელორუსიასთან მართლა უნდა სტადიონზე დატოვონ ბიჭებმა ყველაფერი და გამარჯვებულები უნდა გამოვიდნენ...

• 2

ისეთი კომენტარებია, რომ თურმე მალი არაერი, და აი ლორიამ ვერ ითამაშა. გოლი ლორიას ბრალი ყოფილა. პირისპირ გასული თავდამსხმელისგან არ უნდა გეშვა. მალის მიერ ნაჩუქარი ბურთის გარდა სხვა სერიოზული მომენტი მაკედოანიას არც ჰქონდა.

• recondite

მართალია, განაპირა მცველებმა ჩაწოდება არ იციან, თუ დააკვირდით, იმდენი ხანი ემზადება კაკაბაძე სანამ ჩააწოდებს მის წინ მდგომი ფეხბურთელიც და საჯარიმოში მყოფებიც ადვილად ხვდებიან რას იზამს ან სად ჩააწოდებს , და 5 დან 4 შემთხვევაში მის წინ მდგომ მეტოქეს ვერ აცილებს ბურთს..ცენტრფორვარდს რაც შეეხება მგონი მართლა ჯობია უფორვარდოდ თამაში და ამის ხარჯზე კაცის დამატება ნახევარდაცვის შემტევ ხაზში ანუ ცრუ ფორვარდით თამაში..

• Just Supporter

1. ვაისი ასე თუ ისე თავის საქმეს აკეთებს. მაქსიმუმს ვერ იყენებს, თუმცა სტაბილურ დონეზე ვთამაშობთ აგერ უკვე მესამე წელია. კარგი იქნება, სტანდარტებს, თუ მეტ ყურადღებას მიაქცევენ (და შენგელია, რატომ აწვდის გამოსვლისას კუთხურებს ყოველთვის, როდესაც მუდამ ახლა ძელს ვერ აცილებს ბურთს, უცნაურია) 2. უნდა ავღნიშნო, რომ გუშინ საკუთარმა მოედანმა ჩვენს წინააღმდეგ ითამაშა. კვარაცხელიას და დავითაშვილის დიდი რაოდენობით "ჩავარდნილი" ფინტები, დიდწილად მოედანზე არსებულმა "ჭაობმა" გამოიწვია, რაც თამაშის გამწვავებაში ხელს გვიშლიდა. 3. დაცვის მარცხენა ფლანგზე ექსპერიმენტები გასაგებია და მისაღებია, თუმცა რაც გამიკვირდა არის ის, რომ ლაკვეხელიანი არ გამოიძახა, რომელიც ერთადერთი მარცხენა მცველია, მალი კიდე კაკაბაძეს კონკურენტად უკეთესი იქნება, ვიდრე მარცხნივ. გუშინდელი შეცდომის გამოც არ ღირს მისი კრიტიკა. გამოუცდელობა და სველი მოედანი ერთად ახალგაზრდა ბიჭისთვის დამღუპველი აღმოჩნდა მაგ მომენტში. 4. ცენტრალური თავდასხმელის პოზიციაზე, რომ გვიჭირს, მოცემულობაა და ალბათ ტაქტიკა უნდა გადაეწყოს ისე, რომ ეს ნაკლოვანება დაიფაროს. "ცრუ ცხრიანით" თამაში და განაპირა თავდამსხმელების ცენტრში თავისუფალ სივრცეებში შეჭრა. ისე, როგორ არავინ გამოჩნდა, არველაძის წასვლის შემდეგ, ვისზეც დაყრდნობა შეიძლება მაგ პოზიციაზე (ერთი მჭედლიძე იყო და ისიც ტრავმებმა და უდისციპლინობამ შეჭამეს) 5. ახლა მთავარია შემდეგი თვის თამაშები და ფსიქოლოგიური წნეხის მოხსნა ბიჭებზე, რადგან ემოცია, თითქმის ყოველთვის ჩვენს საწინააღმდეგოდ თამაშობს. პლუს იმედია ფორმაში ჩადგებიან ამ ერთი თვის განმავლობაში - პირველ რიგში ჩაკვეტაძეს და კვერკველიას აქვთ მოსამატებელი. ამასთან ერთად კიტეიშვილიც ძალიან სასარგებლოა ყოველთვის და მის დაბრუნებასაც ველი.

• შოთა

ადმინ ესეთ კომენტარებს რატო არ ბლოკავ? ადამიანს 14 თამაში აქ მოგებული და ზედიზედ რამდენი და ეგეთი კომენტარი არის ცილისწამება

• სხვის ბრძოლაში ყველა ბრძენიაო.

ვაისმა საქართველოს ნაკრებს შანსი მისცა რომ ევროპის პირველობაზე მოვხვდეთ და დარწმუნებული ვარ ასეც იქნება,ორივე თამაშსაც მოვიგებთ.გუშინ ნორმალური საფარის შემთხვევაში მოვიგებდით ამიტომ გამოიყვანა დრიბლინგიორები ზურიკო და ხვიჩა.ქართველებს ხომ ასეთი ფეხბურთი გვიყვარს.უბრალოდ მალის დაყენებაზე თვითონაც ამბობს მაგრამ სხვა ვარიანტი არც ქონდა დაცვაში.რომ მაგონდება ქეცბაიას დროინდელი ჩაკეტილი,შეშინებული ნაკრები და დღევანდელს ვადარებ აშკარად წინა ვართ.მადლობის მეტი რა გვეთქმის ვაისის მიმართ.ყველას აზრს ვერავინ გაითვალისწინებს.

• dato

კაც ნაკლული ნაკრების პირობაზე მეტი რა გინდათ ვინმე ქვილითაიას თვლიდა მოედანზე რო იყო ?

• ნახალოვკელი

მეკარეც რო დირკაა რატო არ ამბობ? არ იყო აუღებელი დარტყმა. პირდაპირ დაურტყეს.

• recondite

მართალია, განაპირა მცველებმა ჩაწოდება არ იციან, თუ დააკვირდით, იმდენი ხანი ემზადება კაკაბაძე სანამ ჩააწოდებს მის წინ მდგომი ფეხბურთელიც და საჯარიმოში მყოფებიც ადვილად ხვდებიან რას იზამს ან სად ჩააწოდებს , და 5 დან 4 შემთხვევაში მის წინ მდგომ მეტოქეს ვერ აცილებს ბურთს..ცენტრფორვარდს რაც შეეხება მგონი მართლა ჯობია უფორვარდოდ თამაში და ამის ხარჯზე კაცის დამატება ნახევარდაცვის შემტევ ხაზში ანუ ცრუ ფორვარდით თამაში..

• Gio

დიდად ვერ ვერკვევი..მაგრან.მალიმ.დასაწყისი მშვენივრად ითამაშა.გოლიც აშკარად მაგის შეცდომა იყო.რაც შეეხება სენგელიას არაფერი სეუქმნია მას.ორივე მომენტი შეუქმნეს და მეორე აუცილებლად გასატანი გოლი იყო.ცენტრფირვარდი აშკარად არ გვყვავს.გუნდი მშვენივრად თამაშობს.

• დათო

ლორიას შანსი არ ქონდა... პანდები არის ევროპული დონის ფეხბურთელი და შესაბამისი პასი გააკეთა! და გოლიც ლოგიკურად გაიტანეს. ჩვენ შემტევებს კი წლებია გოლის გატანა უჭირთ. გოლს ნუ მოთხოვ და დანარჩენი ყველაფერს იზამენ :( იქნებ ყაზაიშვილმა ივარგოს ოქტომბერ-ნოემბერში

• maxo

ვაისი კარგი მწვრთნელია მან მოახერხა და ამ მკვდრებისგან გუნდი შეკრა. იმ მაქსიმუმს მიაღწია რისი მიღწევაც ამ პირობებში ამ შემადგენლობით შეიძლებოდა.აშკარაა რომ ამ შემადგენლობით მეტის მიღწევა შეუძლებელია,რადგან ფეხბურთელების უმეტესობას სათამაშო პრაქტიკა არა აქვთ თავიანთ კლუბებში, და ვისაც აქვს ისიც ყაზახეთსა და ამ დონის ჩემპიონატებში,რომლებიც საქართველოს ჩემპიონატზე მაღალი დონის კი არის,მაგრამ სანაკრებო დონეზე მიტი წარმატების მისაღწევად არასაკმარისია...

• ამატაკი

რაც აშკარად არ მომწონს ამ ტრენერში, ზოგიერთი ფანის მსგავსად ფეხბურთელების დონეზე და არ ყოლაზე წუწუნი. თითქოს რომელიმე ქვეყნის ჩემპიონატის გუნდს წვრთნიდეს. ბოლოსდაბოლოს ეს არის ქვეყნის ნაკრები და კარდინალურად სხვა ამბავია! გვაქვს უამრავი მაგალითები, რომელი ერთი გაგახსენოთ, დაწყებული დიდი უნგრეთიდან, ბულგარეთი, კორეა, თურქეთი, კოსტა–რიკა,ისლანდია, აფრიკის რიგი ქვეყნები, აზიის და ა. შ. იგივე ლატვიამ, თავის დროზე ერთი–ორი ,,კვალიფიცირებული" ფეხბურთელით ითამაშა ევროპა. ჩამოთვლილმა ნაკრებებმა ჯერ ითამაშეს ჩემპიონატებზე და მერე იქცნენ ვარსკვლავებად, და არა პირიქით, როგორც ეს ტრენერი და ზოგიერთები ითხოვენ.თუ მზა ვარსკვლავი გინდა ყველა პოზიციაზე, არის მასეთი ქვეყნები,,,გრანდებს" ვეძახით და იმათმა უნდა მოგითხოვონ ტრენერად, ოღონდ ჯერ აქ, ამ პირობებში უნდა ივარგო, თუ რამე შეგიძლია.რაღაც არ მახსენდება მალის მსგავსად ბევრისთვის მიეცა შანსი.შეცდომა მოუვიდაო, შეცდომა კი არა და რომ ითხოვ ზუსტად ისეთი ,,ვარსკლავი" გვაყვდა მაგ პოზიციაზე,ერთ თამაშში საკუთარ კარში შეგვიგდო ორი გოლი. ცენტრფორვარდს რაც შეეხება, უამრავი დონის მწვრთნელი საერთოდ უარს ამბობს მაგ პოზიციაზე, მითუმეტეს შემტევებს დღეის მდგომარეობით ნაღდად არ ვუჩივით. ასე რომ მოვრჩეთ წუწუნს,ფეხბურთელებთან მარტო კომპით ურთიერთობას,... კარგი თაობა გვყავს, ავწიოთ ერთი ადგილი და დროა რაღაც შედეგი დავდოთ.

• საქართველო

ვაის წადი რა თავი დაგვანებე! არანაირი ტაქტიკა ნაკებში არ ჩანს ისევ და ისევ ფეღბურთელების თვით შემოქმედებით ვართ მარტო!

• fff

ცენტრფორვარდი არ ვიცი და დაცვის მარცხენა ფრთაზე დააყენე გრიგალა, მართალია შეტევას ვერაფრით შეეწევა, მარა დაცვას მარცხნიდან ჩაკეთავს საიმედოთ. გუშინ გრიგალავა რომ მდგარიყო მალის ადგილას წყნარ 1-0-ს მივაღწევდით. თუმცა სამომავლოდ მალის კიდევ უნდა მიეცეს შანსი არაა ჩამოსაწერი.

• romani

ძალიან მიყვარს ფეხბურთი, დიდ პატივს ვცემ ჩვენს ნაკრებს, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენმა ნაკრებმა ვერცერტხელ ვერ მოიგეს ვერცერტი პრინციპული თამაში, იმედია ბელარუსთან და ფინალს მოიგებენ და გაგვახარებენ, ისე არ ეწყინოთ ბიჭებს მარა, კაც ნაკლულ გუნდს თან სახლში უნდა მოგეგოთ, ამდენი ხალხი დაგვტოვეთ გულდაცკვეტილები, იმედია ბელარუსთან და ფინალში გმოასცორებთ, ცარმატებები

• ლაშა

დაცვის მარცხენა ფლანგზე ქიმაძეზე უკეთესო არ მეგულება საქართველოში, რატომ არ იძახებს, ვერ ვხვდები (სათადარიგოდ მაინც). თავდამსხმელად კიდე, თუ გამოვიდა, კარგი იქნებოდა რუსეთში მოთამაშე მელქაძის გამოძახება, სწრაფი და შემსრულებელი ფორვარდია. ბელგიაში მოთამაშე მიქაუტაძეც საინტერესოა ნამეტანი.

• x.x

არასწორად დააყენა ვაისმა სასტავი, ასეთ საპასუხისმგებლო თამაშში მალის დებიუტი, ოქრიაშვილის პლეიმეიკერად დაყენება, დავითაშვილი არ შეცვალა და კიდევ მრავალი სხვა. თუ ათ კაციან მაკედონიას ვერ მოუგებ მაშინ ევროპაზე რა გინდა? (ჯგუფის პირველი ადგილი ჩავაბარეთ მაკედონიაას!

• გაბო

გვილია არის ჩემი აზრით,შედარებით გამტანი ფეხბურთელი.გადაავლეთ წინა სეზონს თვალი და ნახვათ,ჩვენი ლეგიონერებიდან ყველაზე მეტი გოლი და პასი სწორედ გვილიას აქვს გატანილი! ასევე არის კიტეიშვილიც! ეს ორი კაცი აუცილებელია ძირითადში ბელარუსთან ოქტომბერში!ოქრი გოლეადორი არასდროს ყოფილა,ასევეა ქვილითაია და კაჭარავა! ხოლო ეს ახალგაზრდები კი ჯერ დასაღვინებელი არიან: კვარა,დავითაშვილი და ჩაკვეტაძე! ჩვენ დღეს გვიჭირს გოლების გატანა,თორემ ფინტაობაში ვერავინ ვერ გვჯობნის!

• შოკირებული გულშემატკივარი

კაი რო ჩაკვეტაძე და კვარაცხელია გვყავს და ბელარუსთან რამდენად გამოუვათ თამაში იმ შედეგს მივიღებთ

• gio

ცენტრფორვარდის პრობლემა რომ გვაქვს, შეეშვი ამ ქვილითაიას ხომ ხედავ არაფერის გამკეთებელი არ არის.

• lapsha068

vaisi aris mshishara mwvrtneli rac at unda sust gunds etamasheboded mudam meore nomrit atamashebs gunds. axali kargi mwvrtneli unda nakrebs.

• ვას0

გაზონი ვერ გაუკეთებიათ და მწვრთნელისთვის გაიმეტებენ ფულს? ყველანაირი ფეხბურთელი გვყავს ჩვენ, და საბედნიეროდ ერთ პოზიციაზე რამოდენიმე, მხოლოდ გვინდა მწვრთნელი, ტოპ კლასის და ფედერაციის სიებით არ უნდა იკრიბებოდეს ნაკრები. ასე მგონია

• max

ამ სასტავზე მეცინება დისლაიკს რომ გიწერენ. ვაისას და კობის ფანები :)

• max

მალი ახალგაზრდა მოთამაშეა. მე პირადად ძალიანაც მომეწონა. სწრაფია. მოძრავი. შედეგი არის ის რომ ვასისმა ვერ შექმნა გუნდაი. არანაირი კომბინაცია და ტაქტიკა. როცა ფლანგის მცვწლი ცდება ან შეტევაში მიდის მას უნდა აზღვევდეს ცენტრალური მცველი ასე ხდება ყველგან

• 2

ე.ი. მალი შეცდა მაგრამ ცუდად ითამაშა ლორიამ? ლორიას ბრალი ყოფილა. პირისპირ გასული თავდამსხმელისგან არ უნდა გეშვა. პირისპირ გასულის თვადამსხმელისგან რატომ არ დაიცვა კარი. ასეა? მალის მიერ ნაჩუქარი ბურთის გარდა სხვა სერიოზული მომენტი მაკედოანიას არც ჰქონდა.

• r7

მე დომინოს ვთამაშობ და მალის "ლობისტებს" არ შეუძლიათ ნაკრებში მომაწყონ?

• Niko

მალმა დაუშვა შეცდომა მაგრამ ლორია გამოდიოდა და დაატორმუზა და გაშალა ფეხები და შუპამპალეს კიდევაც. თუ გამოდიხარ ბოლომდე გამოდი, ამ სიმაღლეა და ჩამოკიდებჯულ ბურთზეც საეჭვოდ გამოდის სულ. თავდასხმაში კი ისევ კაჭარავა უნდა დაეყენებინა. ქვილითაიას ტექნიკა აკლია ფეხებსში, ბურთი ვერ ჩამოიღო ერთხელ სწორად ყველა დაკარგა. კაჭარავა ბოლო 25 წუთი მაინც რომ შემოეშვა აჯობებდა. ბოლო ხუთ წუთში შეცვლას რა აზრი აქვს დრო თუ არ გყავს გასაყვანი. არასწორ დროს აკეთებს ეს კაცი ჩვლილებებს ყოველთვის. ბევრი გასატანი გამაზეს, ამას გარდა წვიმს და დერთყათ შორიდან ერთი ორი და მე მგონია ეს მეკარე ბურთს გაუშვებდა ან კი წინ გადმოუვარდებოდა და დამატებაზე ცენტრალურ თავდამსხმელს ყნოსვ უნდა ჰქონდეს, რაც კაჭარავს აქვს და ქვილითაიას აკლია.

• Superman

მომენტი კი არ შექმნა, შეუქმნეს ორჯერ, დაასვეს ბურთი და საგოლე შანსი გაანიავა

• Giorgi

Malis nu abralebt ori qulis dakargvas. Martalia shecdkma daushva magram mag shecdomis gamo ar unda gagveshva goli. Lorias uketbtamashi sheedzlo magbepizodshi. Da ert golze meti unda gagvetana

• ლაშა

აშკარაა რომ ამ ბიჭებით უკეთესად თამაშია შესაძლეველი კარგი მწვრთნელის ხელში!!!

• ლაშა

რა გახდა დინამოზე ნორმალური დრენაჟი?!!! ვერ გარბოდნენ ბიჭები, წყალში ეფლობოდა ბურთი, თან კვარას და დავითაშვილს მაქსიმალურად შეიზღუდება სივრცეები და ვერაფერი გააკეთეს, ერთი გაიქცა კვარა და პენალტი მოიპოვა. მთლად უკმაყოფილოც არ ვარ ამინდიდან გამომდინარე.

რომ არა რას ქვია ერთი ჩვენი ძმა, მასე პანდევი რო არა, მაკედონია ჩვენზე ბევრად სუსტი გუნდია.

• Agent

ფაქტია რომ არცერთმა ჩვენმა შემტევმა არ იცის გოლის გატანა კიარა საერთოდ კარისკენ ზუსტად დარტყმა.კვარაცხელია,დავითაშვილი კარგია ფინტაობენ,მაგრამ მარტო ფინტაობა არაა ფეხბურთი, იგივე პრობლემა აქვს ჩაკვეტაძეს ბელგიაში,ესენი ჯერ ახალგაზრდები არიან და იმედია ისწავლიან.განაპირა მცველებმა ჩაწოდება არ იციან, თუმცა რომც ჩააწოდონ ვინაა გამტანი!?(კაჭარავა-ქვილითაიათი მოედანზე გასვლა ნიშნავს,რომ კაცნაკლული ითამაშებ).ცენტრალური მცველები მეტოქის საჯარიმოში სრული "ბოძები" არიან შემთხვევით თუ გაარტყი თორემ ეგენი მაღალი ბურთის მომგები არ არიან,საერთოდ ტყუილად იღლიან თავს კუთხურებზე რომ ჩარბიან.(ან ტერის თამაში არ აქვთ ნანახი,ან რამოსის!?).ჩვენი ნაკრებია და ვგულშემატკივრობთ თორემ ამ ნაკრებს არაფერი ესაქმება ევროპის ჩემპიონატზე კიარა ერთა ლიგის C დივიზიოზე ზემოთაც ობიექტურად ამ ეტაპზე.რამოდენიმე წლის შემდეგ ვნახოთ რა იქნება.

• გადასარევი გიორგი

ერთი კომპლიმენტი მინდ კიდევ ვუთხრა ნაკრებს, ცუდზე ბევრი ვწერე. რაც არის უმაგრესი და რაც ძალიან მომწონს, ესაა ის, რომ ნაკრები ბურთის მიღებისტანავე ეძებს შეტების წამოწყების ვარიანტებს, ეგრევე ვტრიალდებით და შეტევაზე ვფიქრობთ და ესაა რევოლიუციური, ძირეული სხვაობა ვაისამდელ ნაკრებებთან მიმართებაში. ბევრს აღარ ახსოვს ის გადაგორებები დაცვაში, რომლებიც არ თავდებოდა. სრულიად უთავმოყვარეო დროის გაწელვა და პრიმიტიული ჯაჯგური აუტის ხაზებთან. ეხლა ვუტევთ და ეს მაგარია. მომწონს ჩვენი ნაკრების თამაში და რაც გინდათ ის თქვით. ვიმეორებ მინუსებზე მე რომ ვწერ, იმდენს არავინ წერს მგონი

• რომელუ

ამ 2 შეხვედრიდან აშკარად გამოჩნდა, რომ გუნდს პრობლემა აქვს მარცხენა მცველის პოზიციაზე, იქნებ ტაბიძე დადგეს ბელარუსთან. ასევე, აშკარად გამოჩნდა, რომ წინა ხაზში არ გყვავს ე.წ შემსრულებელი ფეხბურთელი. პირდაპირ ვთქვათ, არც ოქრი, არც ხვიჩა, არც ზურიკო, არც კაჭარავა გამტანი ფეხბურთელები არ არიან. ნაკრებს ძალიან გამოაფხიზლებს ვაკო და კიტეიშვილი. ასევე ვფიქრობ რომ გვილია უსამართლოდ იჩაგრება!

• მარეკი

აი კიდევ ერთი ფეხბურთის პროფესორი, რა ვერ გაიგე რომ შენნაირებმა არ უნდა გაარჩიონ იმიტომ რომ არ იციიით. გიყვარდეს და უგულშემატკივრე.

• გადასარევი გიორგი

რატომ გევასებათ ეს სხვების "კლავიატურის ლომებად" და "წარუმატებელ უსაქმურებად" მონათვლა არ მესმის :)) არც იცით ვინ-ვინაა. ფეხბურთი თუ ესმის ხალხს და რაც მთავარია უყვარს, რა არის ამაში ცუდი. არ გინდათ რა ეს სკეპტიკა და ლანძღვა სხვა ადამიანების უსაფუძვლოდ. ზუსტად ასეთი მსჯელობით შეიძლება ფეხბურთი განვითარდეს ამ ქვეყანაში, როცა ხალხი თავის აზრს წერს და თან როცა ეს სწორია. ეს რაღაც პრიორიტეტული კლასის პრეროგატივა კი არაა მარტო, ამაზე საუბარი. ფეხბურთი სახალხო თამაშია და საჭიროა განხილვა, რომ შეცდომები იქნას არიდებული მაქსიმალურად. ეს არის თამაში, უმარტივესი რამეა რეალურად, უბრალოდ ვიღაც ვიღაცეები ფილოსოფიას აკეტებენ ამისგან. და რაც ყველაზე მთავარია სპორტსმენები თამაშით კი თამაშობენ, მაგრამ სწორი გარჩევა ბევრად ნაკლებად ეხერხებათ ვიდრე ზოგ სხვა სფეროს წარმომადგენელს. კარგი ფეხბურთელი კარგ მწვრთნელს და ტაქტიკოსს არ ნიშნავს. ვაისი კარგი ორგანიზატორია, ეტყობა მოტივატორიც, მტკიცე ხასიათი აქვს ეტყობა და ბევრი კარგი თვისება, შემთხვევით ვერ მოხვდებოდა მანდ, მაგრამ საშინელი სტრატეგია, ტაქტიკის ბაიბურში არაა კაცი. მით უფრო გადაწყობის. ამიტომ უნდა დახმარება ზუსტადაც გვერდიდან, რომ წაიკითხოს ხოლმე სხვა აზრებიც. რეალურად ჯერ ჩაკვეტაძემ მოაგებინა პირველი ლიგა, ეხლა კვარაცხელია თამაშობს სხვების მაგივრად. სხვებს კი არ ვუკარგავ შრომას, მარა გოლები ხომაა საჭირო და ეს ორი კაცი აკეთებს საქმეს. აქ მწვრთნელის დამსახურება არის ის, რომ ათამაშებს და ენდობა. შეცვლებში კიდევ ჩანს, როგორ კითხულობს თამაშს. ის მაინც ბოლოს იმას ვიტყვი, რომ მომეწონა ვაისი. თავად ადამიანია კარგი ეტყობა და გუნდს გადაედო ეს ხასიათი, ლაღი და საინტერესო გუნდი დადგა

• დევკალიონი

კანკავამ ღირსება შეუნარჩუნა ნაკრებს ,ის რომ არა ბურთს თავზე დაგვახევდნენ,ეს მალი საიდან აღმოაჩინეს?! არსად დაგეკარგოთ ,ვახ რა არიფების ხელშია ჩვენი ფეხბურთის საქმე.კანკავას და ლორიას და ჩაკვეს გარდა ყველა არაპროფესიონალია

• Semi

ახლა წინასწარ თუ წერდი კი უნდა გაეთვალისწინებინა თქვენნაირი პროფესიონალის აზრი

• ვას0

ვთქვი ფრეზეც ყაბულსვართქო და გაგვიმართლა რომ მეტნი დავრჩით, თორემ ბოლო 10 წუთში წავაგებდით. კანკავა საღოლ, ეგ რომ არა, არ ვიცი, გამაოცა. ხოჭო კაია და კვარა. ოქრის არაუშავს. ვაისა გაგებაში არაა საერთოდ, სასტავს ვერ აყენებს და თამაშს ვერ არჩევს. ამაზე მეტი პრინციპული თამაში რომელი ქონდა. რომ იძახის ევროპაში აღარ თამაშობენო, კი მაგრამ 11-შიაქვს თამაში სარაგოსას, პაპუნა გუნდშია და სასტავშიც იქნება, ბიჭი ფორმაშია, კიტეიშვილი, ვაკო, გვილია, საბა ლობჟანიძე, აბურჯანია, ხარაა, როგორც ვიცი არაბიძეც პორტუგალიაშია, ვარჯიშობს და 17 ეგეც ჩემპიონატს იწყებს. მერე კიდე, შენგელია თავიდან ვერ დააყენა? ხესავით რომ იდგა კვერკველია, გრიგალავა რატომ არ დააყენა, რა დროს მალი იყო, მაშინ ჯიღაუური რაღას ათამაშა? ესტონეტს ძლივს მოუგო, აქ კაცნაკლულ მაკედონიას ვერ მოუგო და სომხეთთან წააგებს. სომხებმა მაკედონიას ყველა კომპონენტში აჯობეს, ეგერაა სტატისტიკა და ნახეთ, ესტონეთს კიდე 2 გაუტანეს და ჩვენთან მთავარ კაცსაც დაიმატებენ და მოგვიგებენ კიდეც ამ მწვრთნელით და სატავით, ანუ პირველი ადგილი პროშაი. მერე, მთავარი თამაში კარსაა მომდგარი და ამგენის შეთამაშებას აპირებს. ვნახხე ბელორუსის თამაში და ძაან დალაგებულად აგორებს ბურთს, სიჩქარეც არ აკლიათ და დრიბლინგიც, აი იმენნა გულით ემზადებიან. ღმერთმა კაი ქნას, მარა რავიცი.

• ლაი ლაი

იცით რა მაინტერესებს? ამ ფეხბურთს რომ არჩევთ, ტაქტიკაზე რომ გენიოსობთ, მწვრთნელზე და ფეხბურთელებზე მსჯელობთ,სად ისწავლეთ ეს ფეხბურთი? გაიგეთ ფეხბურთი არ ისწავლება და ჩახედულობა არ ნიშნავს ცოდნას.....საქართველოში პოლიტიკა და ფეხბურთი ყველამ უმაღლეს დონეზე იცის....ისე თუ ვინმე დადიხართ ფეხბურთის გაკვეთილებზე იქნებ ჩართოთ ყველა ვისაც აინტერესებს.

• მევარმე

ხანდახან მგონია რომ მეგრელები გალის პლანს უჩითავენ ვაისს

• recondite

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების უმეტესობას კლასი აკლია ან საერთოდ არ აქვს.რატომ ჯობია ჯაბა ამ ასაკშიც სხვებს ყველას? ერთი ყველასგან " შეუმჩნეველი" საკითხია..ჯაბა არის პროფესიონალი,რომ შეხედავ ნავარჯიშევი და სპორტსმენის აღნაგობით, სხვებს შეხედეთ, წელში და მხრებში მოხრილები, არანაირი სპორტული აღნაგობა, წვერგაუპარსავი თითქმის ყველა(გაუპარსავი და არა მოვლილი წვერით) ,ფიზიკა ნოლი, გამძლეობა ნოლი,მოძრაობებშიც ეტყობათ,პასის გაკეთებაშიც, რომ მყარად ვერ დგანან ფეხზე.მარტო ბურთის გორება არაა ფეხბურთი და სპორტსმენობა, დამატებითი ვარჯიშია და სპორტსმენის რეჟიმით ცხოვრება...

• fexburtis experti

gamouzdel mals da davitashvils ando marzxena flangi,rodesaz kvarazxelias ver achereben marzxnidan,igive prodiuktiulia marzxena flangze chankvetazez, tanaz romz ar gamozvala davitashvili))) am tamashis ar mogeba sheizleboda(((

• ნიკო

შენგელიამ 15 წუთი ითამაშა და მაგარი მომენტები შექმნა.რატომ არ ათამაშებს ვერ ვიგებ.თუმცა რა ვაისი ხომ მწვრთნელი არ არის!გუნდი ვერ დააყენა და კიდევ სისულელეებს ლაპარაკობს.

• ბათუმის დინამოს გულშემატკივარი

თუ საქართველო 2:2 ან უფრო უხვგოლიანი ფრე დაფიქსირდება გასვლაზე მაკედონიასთან და ქულები თანაბარი იქნება მაშინ საქართველო გავა პირველ ადგილზე. თუ 1:1 ითამაშა მაშინ ბურთების შეფარდება ვისაც უკეთესი ექნება. თუ 0:0 დასრულდება მაშინ მაკედონია გავა პირველზე!

• გადასარევი გიორგი

მეც შევაფასებ რა შენი ნებართვით :) კარგი იდეაა: 10 ბალიანით: ლორია -6, კაკაბაძე-6, მალი-5, კვეკვესკირი-6, ხოჭოლავა-7, კვირკველია-6,5, კვარაცხელია-8,5, დავიტაშვილი-5,5, კანკავა-9, ოქრი-7,5, ქვილითაია-5. ვაისი-7

• შენ რომელ ტეკევიზორში უყურებ ხოლმე?

რა ორი მოგება და ორივე გიბრალტართანო. წინა ჯგუფში ლატვიას და ყაზახეთს მოუგო ორივე და სამი დღის წინ ესტონეთს. ჩვენი დონის გუნდებთან პირველ ნომრად თამაში ასწავლა ბიჭებს. იდეალური მწვრთნელი არ არის მაგრამ სულ არაფერი დაუნახო ეგეც არ შეიძლება

• ზურა

ვაისმა 75 წუთიდან ყველა შეუშვა ვისაც გოლის გატანა შეეძლო მაგრამ მაინც ვერ გავიტანეთ ეგაა როცა მოედნის საფარი არ ვარგა უთამაშებელი ფეხბურთელები რო არიან ნაკრებში და სამწუხაროდ კლასის ნაკლებობა რომ აქვთ ქართველ ფეხბურთელებს ის 37 წლის მაკედონელი მთელი კარიერა სერია ა ში თამაშობს და ყველა ჩვენს შემტევზე მაღალი კლასი აქვს დაიჭირა თავისი მომენტი და გატანინა თანაგუნდელს.

• ერიჰა

ხოჭოლავამ კარგად ითამაშა დღეს, ერთ მომენტში გოლისგან გვიხსნა

• გადასარევი გიორგი

ბატონო ვაის, გამბედაობას გიფასებთ, ბოლოში განსაკუთრებით. მოგებაზე თამაში და ვაბანკზე გადასვლა ნაკრების თვითრწმენისთვის მნიშვნელოვანია. ამისთვის ყოჩაღ. მაგრამ შეცვლები იყო საშინელი ისევ. დავითაშვილის ძირითადში დაყენება არ შეიძლებოდა, ამაზე წინასწარაც ვწერდი. ახალგაზრდაა ჯერ და ადრეა მაგისთვის. ოქრიაშვილი სწორად დააყენეთ ამჯერად, ამაზეც ვწერდი და გამოჩნდა კიდეც რა შეუძლია, ამაშიც პლიუსი. არც მალის შეცდომაზე დავწერ, ნიჭიერი ბიჭია და მხარდაჭერა უნდა, გიფასებთ მის ძირითადში დაყენებას, მაგ რისკსაც შეცდომის მიუხედავად. უბრალოდ სრულიად გაუგებარი იყო შენგელიას შემოსვლა და კაჭარავასი ბოლოს. შენგელიასი განსაკუთრებით. ეს ხომ საცდელი პოლიგონი არაა, ყოველ მატჩში ახალი ფეხბურთელი შემოიყვანოთ. ყოფილიყო ლობჟანიძე, ხომ კარგად ითამაშა ესტონელებთან? ან გვილია შემოგეშვათ , ძალიან ლოგიკური იყო მისი გამოჩენა და რაც მთავარია დავითაშვილის ნაცვლად. ანუ შენგელიას უნდა ჩაეწოდებინა და კაჭარავას გაეტანა? მარა ხომ კაცნაკლულები იყვნენ და რიცხვობრივ უპირატესობას ჩაწოდებაზე რატომ ვაფუჭებდით? ისეა თუ ასეა რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, მე ეს თამაში უფრო მომეწონა ვიდრე ესტონეთთან. საბოლოო ჯამში ყოჩაღ ნაკრებს. მაკედონია კარგი გუნდია და ძლივს გამოჩნდა რა შეგვიძლია რეალურად. და ბევრი შეგვიძლია აშკარად, მთავარია ყველა ფორმაში შევიდეს და ჩაკვეტაძე დაბრუნდეს ნელ-ნელა. კიტეიშვილის მერე ათამაშდება ნაკრები. კანკავას მადლობა! კვარაცხელია სუპერ :) მადლობა ხვიჩა! ოქრისაც დიდი მადლობა! სხვათაშორის ლორია ხომ უსაქმურად იდგა, მაგრამ მომწონს , სიმშვიდე მოაქვს უკან. ერთხელ ხოჭოლავამაც გადაგვარჩინა. წინ ბელორუსისკენ მეგობრებო და მიუხედავად იმისა, რომ კარგი გუნდი დააყენეთ შეცვლების მწვრთნელი მეგობარი არ გაწყენდათ :) წარმატებები

• genius1113

10 ნომრიანი მაისური VIP ბარათია და შენ რომ მიოთხოვ, მაშინ შეგცვლიან, თუ რამეს ვერ ვხვდები??? ორივე თამაში??? რატო

• გელა

ახალი დაწყებულია სეზონი ბევრი ფეხბურთელი არ არის ოპტიმალურ ფორმაში ქვილითაია საერთოდ უთამაშებელია წამყვანი ფეხბურთელები დაგვაკლდნენ ვინც ამ თამაშზე. ამინდმა და მოედნის საფარმაც დიდი ზეგავლენა მოახდინა,თუმცა მიუხედავად ყველაფრისაა ტოპ ჩემპიონატებში მოთამაშე ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ მაკედონიას ყველაფერში ვაჯობეთ პირველ ტაიმშიც და მეორეშიც სტატისტიკურად.

• Semi

ბოლო 20 მატჩს გადახედე გეხვეწები ნაკრების და კომენტარები მერე დაწერე უვიცი რომ არ გამოჩნდე.

• akaki

წვიმამ ბევრი პრობლემა შეგვიქმნა. ცრუმოძრაობა სველ მინდორზე ძნელდება და ამაში გვქონდა უპირატესობა, რაც წვიმამ არ გამოგვაყენებინა. ისე ტოტალური ფეხბურთი თუ არ ითამაშეს შედეგი არ იქნება

• Semi

არადა ფეხბურთი რომ გესმოდეთ ვაისი ცუდი მწვრთელიაო ვერცერთი ვერ იტყოდით. ჩვენ რომ პანდევისნაირი ფეხბურთელი გვყავდეს ალბათ ევროპის ჩემპიონობასაც მოითხოვდით, და ეხლა ნაკრების 80 პროცენტი თავის კლუბში ორ მატჩს ზედიზედ ვერ თამაშობს.თან ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელი რუბინში თამაშობს და კიდე ვასის ბრალი ყოფილა ყველაფერი.

• ვლადიმერს

ბატონო ვაის დაგვანებეთ თავი. გვილია და აბურჯანია რატომ არ ათამაშეთ? კვეკვესკირმა პრესკონფერენციაზე პირდაპირ თქვა დაღლილები ვართ მე და კანკავაო(ორივეს მადლობა თავდადებული თამაშისთვის). ფეხბურთელებზე ვერაფერს ვიტყვი მაგრამ საწვრთნელო შტაბი და ფედერაცია ფსკერი ხართ. ერთი თეთრიც არ გეკუთვნით.

• ზაზა

კაცი რომელმაც 2 ციკლის მანძილზე მხოლოდ გიბრალტარს მოუგო ის რატომ უნდა დატოვო ნაკრებში

• გიგა

ადმინ ხოარ იცი თანაბარი ქულების შემთხვევაში ვინ გავა პირველ ადგილზე ურთიერთშეხვედრები წყვეტს ვიცი მარა ამ შემთხვეაში რა მოხდება?

• გიო

შესაცვლელია ეს კაცი აშკარად უჭირს სწორად შემადგენლობის დაყენება და მოსაგებ და პრინციპულ თამაშებს ვერ იგებს მე არ მახსენდება ამდენი წელია ,რომ მისი ხელმძღვანელობით ნაკრებს პრინციპული თამაში მოეგო 2 შესარჩევი ციკლი იყო მწვრთნელი და სულ ორი მოგება ორივე გიბრალტართან ამით ყველაფერი ნათქვამია და ამხანაგურები თამაშების მოგების გამო თუ ტოვებენ ამდენი წელია უკვე ეგ არ ვიცი ის ერთალიგის ჯგუფის მოგებაც ინდივიდუალური თამაშით მოხდა და არაა გუნდურად.

• x

budus dauzaxet dges chven nakrebchi vinc tavdasxmachi tamachobs ori tavit jobia kvelas, rato ar ezleva chansi budus ver vxvdebi, ise ki vpikrob ro upro sxva ramechia sakme es ro davcero mainc ar gamoakveknebt,

• beqa

ფეხბურთელებზეა აწი ბევრი რამე დამოკიდებული მათი შრომისუნარიანობა.იმედია ყველა მწყობრში ინება ბელორუსთან! თავდამსხმელი მართლა ძლიერ გვაკლია.ჩაკვეტაძემ უნდა მოასწროს აუცილებლად ფორმაში შესვლა

• ქომაგი

10 ბალიანით: ლორია -5, კაკაბაძე-7, მალი-5, კვეკვესკირი-7, ხოჭოლავა-7, კვირკველია-7, კვარაცხელია-9, დავიტაშვილი-8, კანკავა-10, ოქრი-7, ქვილითაია-5. ვაისი-7

"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი

თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი

"ოქროს ბურთი" როდრის და დემბელეს - მაშ ვინისიუსს რაღა? - რეალი აღშფოთებულია

ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

ჯიკიჩი ევრობასკეტის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისთვის იბრძვის - როგორ შეგიძლიათ მისცეთ ხმა საქართველოს ნაკრების დამრიგებელს

თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ

"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია

"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

საქართველო - ფინეთი. ორივე ნაკრების გულშემატკივართა დესანტი რიგისაკენ მიემართება

აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ

დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..

სპალეტის გაწვრთნილი იტალია უკრაინას დაუზავდა და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

იტალიამ ჩრდ. მაკედონიას მოუგო და 20 ნოემბერს უკრაინასთან ფინალის ტოლფასი მატჩი ელის

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

"ჯვაროსნების" მეტოქემ სახლში ჩრდ. მაკედონიას ორი პენალტით ძლივს მოუგო [VIDEO]

"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი

[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა

"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ

Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია

უკრაინამ ჩრდ. მაკედონიას მოუგო და ჯერჯერობით მეორე ადგილზეა

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...

სომხეთის ნაკრების უკრაინელი მწვრთნელი გადააყენეს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

იტალიამ უკრაინას მოუგო - სპალეტიმ შვებით ამოისუნთქა