რუმინეთის ეროვნულ ლიგაში პირველი ეტაპი დასრულდა და 28 ნოემბრამდე შესვენებაა. 9 ტურის შემდეგ ირაკლი ჩიქოვანის "კონსტანცა" მეორე ადგილზეა და მხოლოდ ბუქარესტის "დინამოს" ჩამორჩება.

ზედიზედ 7 მოგების შემდეგ "კონსტანცამ" პირველი და ერთადერთი მარცხი ტიმიშოარას "პოლიტექნიკასთან" იწვნია - 23-25. ჩიქოვანმა 3 გოლი გაიტანა, მეორე დღეს კი ორჯერ აიღო ბუქარესტის "სტიაუას" კარი მოგებულ თამაშში - 32-28. სულ საქართველოს ნაკრების ხელბურთელს ახალ სეზონში 14 გოლი აქვს გატანილი ჩემპიონატში, 8 - რუმინეთის თასზე და 6 - ევროპის ლიგაში.

ნოემბრიდან რუმინეთის ჩემპიონატში ჩაერთვებიან ირაკლი კბილაშვილი და თეიმურაზ ორჯონიკიძე. მათ ახალ კლუბს, "რეშიცას" ცხრილში ჯერჯერობით მხოლოდ წაგებები აქვს, ქართველები კი სამუშაო ვიზის აღებას ელოდებიან. ეს პროცედურა პანდემიის გამო გაჯანჯლდა.

პანდემიის გამო ჩემპიონატი ტურებად ტარდება და მომდევნო სესია ნოემბერ-დეკემბერში გაიმართება. გუნდები კიდევ 10-10 მატჩს გამართავენ. ლიდერების, "დინამოსა" და "კონსტანცას" შეხვედრა 5 დეკემბერსაა დანიშნული.

ხელბურთი. რუმინეთის ეროვნული ლიგა. 9 ტურის შემდეგ (მოგება 3 ქულა, ფრე 1, წაგება 0) - 1. დინამო ბუკურეშტი 27 ქულა, 2. კონსტანცა 24, 3. პოტაისა ტურდა 21, 4. ტიმიშოარა 21, 5. CSM ბუკურეშტი 21, 6. ბაია მარე 18, 7. სტიაუა 17, 8. ბუზეუ 16 – 9. კელერაში 12, 10. ფეგერაში 12, 11. სუჩავა 8, 12. ვასლუი 7, 13. ფოჩანი 6, 14. ბაკეუ 3, 15. რეშიცა 0, 16. ბოტოშანი 0 (8 საუკეთესო გადის პლეი-ოფში, 9-16 ადგილები - პლეი-აუტში.

geohandball.ge

კალანდაძის ნაცვლად საქართველოს ნაკრებს უცხოელი მწვრთნელი ეყოლება
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
კვერნაძე 90-ე წუთზე შეცვალეს - "ფროზინონე" "პალერმოსთან" ფრეს დასჯერდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
საქართველოს ხელბურთელ ვაჟთა ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპს იტალიით იწყებს
ფინეთი VS საქართველო - საკუთარი თავის და თურქეთის იმედად
საქართველოს ხელბურთელ ვაჟთა ნაკრები სირაკუზაში იტალიას დაუპირისპირდება
ჩიქოვანის გუნდმა რუსული ბარიერი დასძლია
ჩიქოვანი და ცხოვრებაძე: ნაბიჯი ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე
ქართული გოლები რუმინეთში