ერეკლე არსენაშვილის ბრაგამ ფრედ, 30-30 ითამაშა ბელენენსეშთან და პორტუგალიის ხელბურთის ლიგაში მეოთხე ადგილი შეინარჩუნა.

თამაში ბრაგას მოედანზე გაიმართა, ბელენენსეშს კი ამ თამაშამდე ასპროცენტიანი შედეგი ჰქონდა: ოთხიდან 4 მოგება. ტაიმი მასპინძლებმა 15-14 მოიგეს, თუმცა, ბოლო წუთზე თამაში თავად გაუხდათ გადასარჩენი - ბოლო გოლი ბრაგამ დასრულებამდე 15 წამით ადრე შვიდმეტრიანიდან გაიტანა.

არსენაშვილის პირადი მონაგარი ასეთი იყო: 4 გოლი 5 დარტყმიდან, 2 საგოლე პასი, 2 ბლოკშოტი, 1 ორწუთიანი გაძევება. 8 ტურში ქართველი ხაზის მოთამაშის ანგარიშზე 31 გოლია.

ბრაგას 4 მოგება, 1 ფრე და 3 წაგება აქვს ლიდერებთან - პორტუსთან, სპორტინგთან და ბენფიკასთან. 17 ქულა აქვს აგუაშ სანტაშსაც, უახლოესი მდევრები კი არიან ბელენენსეში და ვიტორია სეტუბალი. ბრაგას უპირატესობა ის, რომ პირველ წრეში გრანდებთან აღარ აქვს სათამაშო. გუნდის მიზანი ევროტურნირების საგზურებისთვის ბრძოლა იქნება.

ნოემბერში ბრაგას 4 თამაში აქვს ცხრილი მეორე ნახევარში მყოფ გუნდებთან. უახლოეს მატჩში, 11 ნოემბერს, არსენაშვილის გუნდი უმასპინძლებს მაია ისმაის, 14 ნოემბერს სტუმრად ეთამაშება ავანსას, 21 ნოემბერს - მიიღებს პოვოას და 28 ნოემბერს ბოა ჰორას ესტუმრება.

24 ოქტომბერი. ბრაგა - ბელენენსეში 30-30

ბრ: კლაუდიო სილვა - ანდრე ჟოზე 8, როდიჩი 5, გუტიერესი 5, არსენაშვილი 4, რუი ბაპტისტა 3, ანდრე რეი 2, ჟოაო ფერნანდესი 2, ტელესი 1

ხელბურთი. პორტუგალია, ანდებოლ 1 ლიგა. (მოგება 3 ქულა, ფრე 2, წაგება 1) - 1. სპორტინგი 24 ქულა (8 თამაში), 2. ბენფიკა 24 (8), 3. პორტუ 21 (7), 4. ბრაგა 17 (8), 5. აგუაშ სანტაში 17 (7), 6. ბელენენსეში 14 (5) -- 7. ვიტორია 14 (7), 8. ავანსა 12 (8), 9. სანჟოანენსე 11 (8), 10. ბოა ჰორა 10 (7), 11. მადეირა 10 (5), 12. ჰორტა 10 (5), 13. პოვოა 10 (6), 14. გაია 8 (6) -- 15. მაია-ისმაი 7 (6), 16. ბოავიშტა 7 (7)

geohandball.ge

კალანდაძის ნაცვლად საქართველოს ნაკრებს უცხოელი მწვრთნელი ეყოლება
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
"დინამო ბათუმის" წარმომადგენლები TransferRoom-ის ღონისძიებას დაესწრნენ
U21 | საქართველო V მალტა - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს
“ა” ლიგის ნახევარფინალებში ვინგსმა გრიფინს გაუთანაბრა, ბლექ ფორტრესმა – ლიბერთის
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
ტუდორმა "ტოტენჰემი" დატოვა
[VIDEO] მიქაუტაძის დუბლით საქართველოს ნაკრებმა ლიეტუვას მოუგო
ლიეტუვისა და საქართველოს ნაკრებების მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა
ლიეტუვასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ნდობა და ახალი კონტრაქტი სპალეტის - იტალიელი სპეციალისტი "იუვენტუსში" რჩება
ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა
მესისთან გამოირიცხა - სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს
უკან ევროპაში - ხოსელუს კატარული თავგადასავალი სრულდება
"ძალიან გახარებული ვარ" - მელქაძეს, რომელსაც საქართველოს სახელით თამაში სურდა, რუსეთის ნაკრებში დებიუტი ჰქონდა
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
"რუსთავმა" "კავკასია" სირენის თანხლებით დაამარცხა, "ბათუმმა" "ქუთაისს" ბოლოსწინა წამზე სძლია
მატჩის დღე! კვარაცხელია, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე ერთად?