უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის ეგიდით, საქართველოს ეროვნული ნაკრები ბოლო ტურში ესტონეთს დაუპირისპირდება.

ერთი შეხედვით, 12 ნოემბრამდე "ჯვაროსნებისთვის" ყველაფერი კარგად მიდიოდა. ევროპის ჩემპიონატზე გასვლის ისტორიულ შანსზე რომ არაფერი ვთქვათ, საქართველო B დივიზიონთანაც საკმაოდ ახლოს იყო. მიუხედავად ამისა, 3-დღიან ინტერვალში ყველაფერი თავდაყირა დადგა.

15 ნოემბერს საქართველომ სომხეთს უმასპინძლა. ვაისმა შანსი ახალგაზრდა ფეხბურთელებს მისცა - კანკავასა და გვილიას გარდა, ძირითადი თერთმეტეული აბსოლუტურად შეიცვალა.

ერთი შეხედვით იგრძნობოდა, რომ ეროვნული ნაკრები, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, განადგურებული იყო. დაანონსებული რეაბილიტაციისა და ხასიათის გამოკეთების ნაცვლად, მასპინძლებმა არცთუ მაღალი დონის შეხვედრა ჩაატარეს, სომხეთთან 1:2 დამარცხდნენ და ჯგუფში მე-3 ადგილზე გადაინაცვლეს.

ამ მატჩის შემდეგ ვლადიმირ ვაისმა დაკავებული პოსტი დატოვა. დღეს ნაკრები რამაზ სვანაძის იდეოლოგიით ითამაშებს და აგერ, უკვე 4-მატჩიანი მოუგებელი სერიის დასრულებას შეეცდება. მედიკოსთა მეთვალყურეობის ქვეშ არიან თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია, რომლებიც ამ დაპირისპირებაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

რაც შეეხება ესტონეთს, ჩრდ. მაკედონიასა და სომხეთთან დაფიქსირებული საყაიმო ანგარიშების შედეგად, 2 ქულით ბოლო ადგილზეა. როგორც უნდა იყოს, ბალტიისპირელთა მთავარმა მწვრთნელმა - თბილისში საბრძოლო განწყობით ჩამოვედით და ჩვენთვის სასურველი შედეგის დაფიქსირებას ვეცდებითო.

შეგახსენებთ, რომ ესტონეთი ბოლოს ჩრდ. მაკედონიას ესტუმრა და მინიმალური სხვაობით, 2:1 დამარცხდა.

მწვრთნელების კომენტარი

საინტერესო ფაქტები

ვლადიმირ ვაისის ხელში საქართველო ესტონეთს სულ ორჯერ დაუპირისპირდა. ქართველებმა ორივე შემთხვევაში მოიგეს, თანაც ისე, რომ მეტოქეს გოლი არ გაატანინეს.

საქართველომ "დინამო არენაზე" ზედიზედ 2 შეხვედრა ბოლოს 2015 წელს წააგო.

საქართველო უკვე 4 შეხვედრაა მოგების გარეშე ასპარეზობს. დროის ამ პერიოდში გუნდმა 4 გოლი გაიტანა, საპირისპიროდ კი 6 გაუშვა.

ესტონეთი ერთ შეხვედრაში საშუალოდ 1.55 გოლს უშვებს.

საქართველომ უკანასკნელი 9 მატჩიდან მხოლოდ ერთხელ მოახერხა, რომ ერთი ან მეტი გოლი გაეტანა.

კახა ქ.
მე რო წააგეს იმაზე არა მაქ აქცენტი,მე იმაზე ვგიჟდები,ასე უგულოდ და უჯიგროდ რომ მიუდგნენ ამ თამაშებს.მე ვერ დავინახე თავგანწირვა,შეიძლება ვიღაცამ დაინახა......
Guja Kakhadze
საქართველოს ნაკრების განვითარებას ახალგაზრდა, ქართველი, თანამედრივე ცოდნით აღჭურვილი და საფეხბურთო ინტუიციით დაჯილდოვებული მწვრთნელი სჭირდება!
gio
ნუ წაიღეთ რა ტვინი ამ პესიმისტმა და შეურაცყოფილმა ვითომ გულშემატკივრებმა, არც ბრაზილიელები ვართ არც იტალიელები და არც გერმანელები, რომ ჩემპიონობაზე ვიქაჩებოდეთ. ქართველები ვართ და ჩვენი ადგილი ვიცით. იყო დრო ამოვყვინთეთ ზედაპირზე და კიდევ დადგება ასეთი დრო. არც ისე შორეულ მომავალში როგორც ეს თქვენ გგონიათ. მოდიან ბიჭები ვინც ჩვენი დროშა მაღლა უნდა აწიონ, ვაცალოთ რა. აბა გერმანელები საერთოდ უნდა დახვრიტონ მოედანზე, ექვსით ნოლი წააგეს, მაგრამ ცხოვრებმაგრძელდება
master
გულწრფელად ვამბობ,საერთოდ არ მაინტერესებს და საერთოდ არ ვგულშემატკივრობ დღეს საქართველოს,პირიქით უფრო მინდა რომ წააგონ.ვიცი ასე არ უნდა იყოს,ამაზრზენია როცა საკუთარი სამშობლოს წაგება გინდა,მარა ასე ვარ,თავს ვერაფერს ვუხერხებ,არ შემიძლია დღეს საქართველოს ვუგულშემატკივრო.დარწმუნებული ვარ ასე ჩემნაირად ძალიან ბევრია.როგორ უნდა მოახერხო ფეხბურთელმა,რომ საკუთარ გულშემატკივარს თავი შეაძულო?,არ მესმის მართლა.სისხლი საერთოდ არ გაქვთ?სამ დღეში მოახერხეს,თანაც სახლში თბილისში,ორ საშუალოზე დაბალი დონის გუნდთან უშანსოდ წაგება დაყველაფერი რისთვისაც ბრძოლობდნენ სამ დღეში დაასრულეს და ამხანაგურის სტატუსი დაუტოვეს ამ თამაშს.მართლა არ მესმის,ეს როგორ უნდა მოახერხო პროფესიონალმა ფეხბურთელმა.მწვრთნელის ბრალი არაა ეს.თქვენი ბრალია ვითომ ფეხბურთელებო.
Levani
Me vityvi ra xdeba chvens tavs.. Chven gulshematkivrebi vart gamousworebeli optimistebi..sakmarisia sadme vinme chveni fexbirteli 60 wuti mainc atamashon da gvjera rom- Kakabadze tenerifashi am sezonis mere malagashi gadava da sastavs itamashebs Aburjania bilbaoshi gadava da itamashebs S.lobjanidze beshiqtashshi gadava L.shengelia fenerbaxcheshi Kankava liga 1shi dabrundeba da kvekvesac waiyvans Kverkvelia lestershi Qvilitaias salzburgi iyidis xolo okris shaxtiori daibrunebs marlosis nacvlad Arafers vambob chakveze da kvaraze Erti dortmundshi wava da meore realshi.. Gmert a qnas magrammm....
Tb
გული მერევა წინასწარ. მაინც ვყურობ თამაშს ვერვძლებ ისე
ziko
ნაკრებს დღეს ქართველი მწვრთნელი ჭირდება.საინტერესო იქნება ახალგაზრდა სვანაძე ნაკრებს როგორი განლაგებით ათამაშებს, ძნელი იქნება ერთ თამაშში დაინახო გუნდის ხელწერა მაგრამ, რაღაცეები მაინც გამოჩნდება,თუნდაც ის რო როგორი ფეხბურთის მიმდევარია სვანაძე.ვაისი კი ზედმეტად ფრთხილ და არაშემოქმედებით ფეხბურთს ათამაშებდა ნაკრებს,რამაც საბოლოოდ ჩემი აზრით ძალიან არ გაამართლა საჭირო მომენტში და ნაკრებმა ის გადამწყვეტი თამაშები ვერ მოიგო რომელიც საჭირო იყო, მეტი სითამამე და გაბედულობა იყო საჭირო ვაისის მხრიდან, ასევე ფეხბურთელების მხრიდან,ეს მწვრთნელმა უნდა გააგებინოს ფეხბურთელს.მწვრთნელი მაგიტომაც არი ფეხბურთში საჭირო.
აფრიკის თასის დასრულების შემდეგ FIFA-მ 2026 წლის პირველი რეიტინგი გამოაქვეყნა - შეიცვალა თუ არა საქართველოს ნაკრების მდგომარეობა
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
„არქი“ ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონის, სანდრო ბაზაძის მხარდამჭერი გახდა
ევრო 2026 | ლატვია - საქართველო | ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი რიგაში
მიხაელ აპელგრენი: საქართველო ბევრად უკეთესია ამ ჩემპიონატზე, ვიდრე მეგონა
ტიტე კალანდაძე: ვფიქრობ, შვედეთთან მატჩში არ გვქონდა საბრძოლო სულისკვეთება
ლუის ენრიკეს მოულოდნელი გადაწყვეტილება - "სპორტინგისა" და პსჟ-ს შემადგენლობები ცნობილია
შეუსაბამო ფასი და ხელფასი - "აიაქსს" ზინჩენკოს დამატება უნდა
"არსენალი" "ინტერის" მცველის შეძენას შეეცდება
ახალგაზრდა დანიელი - "ლიონმა" 10 მილიონიანი ტრანსფერი დახურა
რაფინია დაბრუნდა, ტორესმა ლაზარეთში გადაინაცვლა - "ბარსელონამ" ფეხბურთელების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია გამოაქვეყნა
მხოლოდ ნახევარი სეზონი გუნდში? - "უდინეზემ" გოგლიჩიძე ტრანსფერზე დააყენა
"არ მომწონს, როდესაც ჩვენი ფანები გვისტვენენ" - ვან დეიკი "ლივერპულის" ქომაგების საქციელზე
ძმის გარდაცვალების გამო კარიერა დაასრულა - კევინ კამპლი ფეხბურთიდან წავიდა
პსჟ ლის გარეშე რჩება? - სამხრეთ კორეელის ესპანეთში დაბრუნების ალბათობა საკმაოდ მაღალია
აფრიკის თასის დასრულების შემდეგ FIFA-მ 2026 წლის პირველი რეიტინგი გამოაქვეყნა - შეიცვალა თუ არა საქართველოს ნაკრების მდგომარეობა
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე
[VIDEO] ევრო 2026. ცხოვრებაძის 11 გოლი და არსენაშვილის ტრავმა - საქართველოს ნაკრები შვედეთთან დამარცხდა
გიორგი ონიანი "სამგურალის" ახალი მწვრთნელია
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა
სენეგალში ზეიმია - პრეზიდენტმა უქმე დღე გამოაცხადა
ჩემპიონთა ლიგის დაბრუნება ქართული დუელით და მატჩები სამ დროს
საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა [VIDEO]
ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
შოტლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედ მოსაგებად - უმცროსი "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა
მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა