ნიკა ამაშუკელი გახდება პირველი ქართველი რეფერი, რომელიც ევროპის უძლიერეს საკლუბო ტურნირზე, ჩემპიონთა თასზე იმსაჯებს.

17 იანვარს ტოპ 14-ის ერთ-ერთი ლიდერი, გურამ გოგიჩაშვილის და გია ხარაიშვილის "რასინგ 92", ინგლისის პრემიერშიფის ერთ-ერთ ლიდერ "ჰარლიქუინსს" პარიზში მასპინძლობს და სწორედ ამ მატჩში ექნება დებიუტი 26 წლის რეფერის.

"ჩემპიონთა თასი - ეს მართლაც რომ ჩემპიონების ჯახია. უფრო მაღალი დონის საკლუბო ტურნირი არ არსებობს და ძალიან გახარებული ვარ, რომ ასეთი ნდობა გამომიცხადეს. ფრანგულ-ინგლისური დაპირისპირება ნებისმიერ დონეზე განსაკუთრებულია და ზუსტად ვიცი, ურთულესი სამსაჯო თამაში მელოდება", - ამბობს ამაშუკელი, რომელიც თამაშისთვის უკვე ემზადება და ზუსტად იცის, რომ ჩემპიონთა თასზე სხვა გამოწვევებიც ელოდება:

"პასუხისმგებლობა ძალიან დიდია და მზადება წამითაც არ შემიწყვეტია. ინტენსიური ვარჯიშები მქონდა პირველ იანვარსაც კი, რადგან სულ სხვა დონეზე მექნება დებიუტი და განსაკუთრებული მომზადება მჭირდება. ფრანგული და ინგლისური მედია შეცდომის დაშვების შემთხვევაში არ დამინდობს და ეს კარგია ჩემი ზრდისთვის. თამაშს წამყვანი სპორტული არხები აშუქებენ და უშუალოდ სათამაშო ელემენტების გარდა, უამრავ რამეზე მომიწევს ყურადღების მიქცევა".

დიდი ალბათობით, 17 იანვარს ამაშუკელი მოედანზე ერთადერთი ქართველი არ იქნება. "რასინგ 92"-ის შემადგენლობაში გურამ გოგიჩაშვილი და გია ხარაიშვილი თამაშობენ. ზოგადად, ეს გუნდი ნიკასთვის ნაცნობია, რადგან 2018 წელს, თბილისის ზაფხულის თასზე უკვე იმსაჯა მისი შეხვედრა:

"ჩემპიონთა თასზე დანიშვნას ჯერ არ ველოდებოდი, რადგან ასეთ გარემოს შესაბამისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადება სჭირდება. ბედნიერი ვარ და ბავშვობის ოცნება ამიხდა, რადგან ყოველთვის მსურდა ნებისმიერი ფორმით გავსულიყავი მოედანზე, სადაც უმაღლესი დონის ვარსკვლავები იქნებიან. იმედი მაქვს, რომ მომიწევს ქართველ მორაგბეებთან შეხვედრა. ორივე გუნდში გამოცდილი, წამყვანი სარაგბო ნაკრებების წევრები თამაშობენ. "რასინგის" ამხანაგური თამაში თბილისში ვიმსაჯე და მაშინ მორაგბეებთან ძალიან კარგი დამოკიდებულება ჩამომიყალიბდა, თუმცა ახლა სულ სხვა წნეხი იქნება".

შეგახსენებთ, რომ ნიკა ამაშუკელს უკვე აქვს კიდევ ერთი მაღალი დონის დანიშვნა. მას ზედიზედ მესამე წელია 20-წლამდელთა ექვსი ერის მატჩებზე იწვევენ და 12 თებერვალს ტრადიციული სარაგბო ერების, უელსისა და შოტლანდიის ნაკრებების მატჩს იმსაჯებს.

rugby.ge

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა