საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ფრანგი სპეციალისტი - ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს. 43 წლის ვილი სანიოლი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 15 თებერვალს დაამტკიცა. ვილი სანიოლის დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2021 წლის 25 მარტს შედგება.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად შვედეთს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი საფეხბურთო კარიერის დროს საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი (2006) და კონფედერაციის თასის ორგზის გამარჯვებული გახდა (2001, 2003).

ვილი სანიოლმა მიუნხენის "ბაიერნის" შემადგენლობაში უეფას ჩემპიონთა ლიგა (2001) და გერმანიის ჩემპიონის ტიტული ხუთჯერ (2001, 2003, 2005, 2006, 2008) მოიგო. ფრანგი სპეციალისტი 2011-13 წლებში საფრანგეთის ნაკრების ტექნიკური დირექტორის პოსტს იკავებდა. 2013-14 წლებში საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. ვილი სანიოლმა მწვრთნელის რანგში საკლუბო კარიერა დაიწყო და 2014-16 წლებში ფრანგულ "ბორდოს" ხელმძღვანელობდა.

ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი): "საქართველოს ნაკრებს ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს. ისეთი მთავარი მწვრთნელის მოძიება, რომელიც ყველა საჭირო კრიტერიუმს აკმაყოფილებს, ძალიან რთული იყო. აქედან გამომდინარე, მოხარული ვარ, რომ ეს პროცესი ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდა.

ვილი სანიოლს ძალიან წარმატებული საფეხბურთო კარიერა ჰქონდა, რაც ვფიქრობ, რომ ნაკრების მოთამაშეებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩვენი გუნდის მომავალ მთავარ მწვრთნელს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს, რაც საფეხბურთო კარიერის განმავლობაში არაერთხელ დაუმტკიცებია.

აქტიური საფეხბურთო კარიერის შემდეგ სანიოლი საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორის პოსტზე მუშაობდა. ასევე მწვრთნელის რანგში წარმატებულად უმუშავია საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში და საფეხბურთო კლუბ "ბორდოში". მიუნხენის "ბაიერნში" კი იგი კარლო ანჩელოტის თანაშემწე გახლდათ.

მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ მისი საფეხბურთო ფილოსოფია და თამაშის სტილი ძალიან ახლოს დგას ჩვენს ფეხბურთთან. გადაწყვეტილების მიღების პროცესში დიდი როლი ითამაშა იმ ფაქტმა, რომ ვილი სანიოლი ახალგაზრდა და ამბიციური მწვრთნელია, რომელსაც ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი. მოლაპარაკების პროცესში მომავალი მთავარი მწვრთნელი სრულად გაეცნო ინფორმაციას ჩვენი გუნდის შესახებ. მან ნახა საქართველოს ეროვნული ნაკრების მონაწილეობით მატჩები და ამ ყველაფრის საფუძველზე ვილი სანიოლს სჯერა ამ გუნდის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოს ნაკრების პოტენციალის გაცნობის შემდეგ მიიღო მან თანამშრომლობის გადაწყვეტილება. ბევრი მიმართულებით ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს დაემთხვა.

ფეხბურთის ფედერაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ მთავარ მწვრთნელთან შედეგზე ორიენტირებული ხელშეკრულება გაფორმდა. ნაკრებში ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით კონკრეტული მიზნების მიღწევის შემთხვევაში, უკვე არსებულ ორწლიან კონტრაქტს კიდევ ორწლიანი თანამშრომლობა დაემატება".

ვილი სანიოლის სამწვრთნელო კარიერა

2011-13 | საფრანგეთის ნაკრები (ტექნიკური დირექტორი)

2013-14 | საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრები (მთავარი მწვრთნელი)

2014-16 | "ბორდო" (მთავარი მწვრთნელი)

2017 | მიუნხენის "ბაიერნი" (მწვრთნელის ასისტენტი)

ვილი სანიოლის საფეხბურთო კარიერა

2000-08 | საფრანგეთის ნაკრები (58)

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი (2006), კონფედერაციის თასის ჩემპიონი (2001, 2003).

1995-97 | "სენტ ეტიენი"

1997-2000 | "მონაკო"

საფრანგეთის სუპერთასი (1997), საფრანგეთის ჩემპიონი (2000)

2000-09 | მიუნხენის "ბაიერნი"

უეფას ჩემპიონთა ლიგის მფლობელი (2001), საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი (2001), გერმანიის ბუნდესლიგის ჩემპიონი (2001, 2003, 2005, 2006, 2008), გერმანიის თასის მფლობელი (2003, 2005, 2006, 2008), გერმანიის ლიგის თასი (2001).

GFF.GE

გიორგი
ყველა კითხვა ლოგიკურია და ეჭვიც. და ეს ამდენი ანლაიქი ვინც მიეცით ნეტა რა არ მოგეწონათ.
სოსო
საქმიანობაში 4 წლიანი წყვეტა,ძალიან დიდი ვადაა და აუცილებლად გამოიწვევს,კვალიფიკაციის საგრძნობ დაკარგვას.მანდ მიზეზს, მნიშვნელობა აღარ აქვს
ლაშა
მოდით რა ნაღდი ვთქვათ! ვინც არ უნდა მოსულიყო, რაგინდ დიდი სპეცი-ჩვენი მოსაწონი მაინც არ იქნებიდა.
ბუდუ
შენ მაინც გამომიძახე
ზურა
სხვა თუ არაფერი შეცვლებს მაინც გააკეტებს თავის დროზე.....
მემატიანე
ფედერაციას გთხოვ გვითხრას თუ რა მოლოდინი გვიქმნის გულშემატკივრებს. რას უნდა ველოდოთ მომავალი სამი წელი საქართველოს ნაკრებისაგან, რა მიზნის მიღწევა აქვს დავალებული მწვრთნელს? ოღონდ ნუ შეგვიქმნით მცდარ მოლოდინებს. კარგი იქნება თუ ჩამოწერთ რამდენი მატჩი გაიმართება ნაკრების შემადგენლობით ამხანაგური/ოფიციალური და შედეგებს რომელსაც მწვრთნელისგან მოელით. ოღონდ ტყუილის გარეშე. თუ 30% საწყისი შედეგებისა არ დაიდება გამოცვალეთ მწვრთნელი ან თქვენ გაქვთ რეალობას აცდენილი გეგმა. მწვრთნელი კი იმიტომ უნდა გავუშვათ რომ რეალობას აცდენილ გეგმას თანხმდება.
ბადრი
თვითონ თუ გამოვა მინდორზე სათამაშოდ, თორემ ვინ უნდა ათამაშოს, ერთი ორი ფეხბურთელი გვყავს ამ დონის, რასაც ევროპის ჩემპიონატი ქვია.
გოგა
რა შარშია ეს აზზე არაა ჯერ
gio
ქართველი უნდა დაენიშნათ
tngh
წარმატებებს ვუსურვებ!!! 2024 წელს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს!!! დაიმახსოვრეთ!!!
შოკირებული გულშემატკივარი
ფრანგების ახალგაზრდულთან ათამაშოს რამდენჯერმე ჩვენი ეროვნული ნაკრები და ვიტყვით რო კაი კაცია
Gigi
ბაიერნის გაწვრთნა ანდეს,გამოუცდელი ნამდვილად არ არის
თემო
97 თამაში: 41 მოგება, 28 ფრე, 26 წაგება მოგების % - 42.27.ესაა მისი სტატისტიკა როგორც მწვრთნელის.ორი წელი კიდე არ ყოფილა ანჩელოტის თანაშემწე სულ რამდენიმე თვე იმუშავა.
Ლუკა
ეჰ ვილი, რო იცოდე რა გამოცდილება გელის.
bako
თუ ესეთი კარფგი სპეციალისტია 5 წელი რატო არავინ იწვევდა?სახელი მითუმეტეს როგორც ფეხბურთელს განთქმული აქვს მთელ მსოფლიოში.
x.x
ლანძღვა გინება არაა საჭირო, ოპტიმისტურად განვეწყოთ, რატომღაც მგონია, რომ ნორმალურ ფეხბურთს ათამაშებს ნაკრებს, მომთხოვნიც ჩანს, გამოცდილებაც აქვს, ჩვენც გვერდით დავუდგეთ. ბევრი არ დათანხმდებოდა საქართველოს ნაკრებს უხემძღვანელოს.
Master
პრო ლიცენზიის მქონე,ტექნიკურ დირექტორად ნამუშევარი საფრანგეთის ეროვნულში.საფრანგეთის ახალგაზრდულში და ბორდოში მწვრთნელი.ბაიერნის მეორე მწვრთნელი ვერანაირად ვერ იქნება დაბალი დონის სპეციალისტი.დაწყნარდით ხალხნო და წარმატებები უსურვეთ.ასეთი ახალგაზრდა,შედარებით გამოუცდელი და მოტივაციით სავსე მწვრთნელი ჯერ არ გვყოლია.იქნებ ასეთმა გაამართლოს,რას ქილიკობთ.დარწმუნებული ვარ ვაისზე გაცილებით მონდომებული,მკაცრი და მოტივაციით სავსე იქნება.
DAVE
საფრანგეთი 21 2013-2014. 21 თამაში, 15 მოგება 2 ფრე 2 წაგება. ამის მერე ბორდო 88 თამაში მთავრი მწვრთნელი, 40 მოგება. შემდეგ ანჩელოტის ასისტეტნი 2 წლის განმავლობაში. ჩემი აზრით ძალიან კაგი გამოცდილება უმაგრებს ამ ადამიანს ზურგს. მშვენიერი კანდიდატია და ძალიან დიდი იმედი მაქვს ნაკრებშიც და ასაკობრივ ნაკრებებშიც გაატარებს თავის ხაზს და სულ სხვა თამაშის სტილს შემოიტანს. მთავარია ბიჭებს ქონდეთ გუნდებში სათამაშო პრაქტიკა და ნელნელა გადავიდნენ ევროპულ ჩემპიონატებში. წარმატებები საქართველოს, წარმატებები ვილის
jjj
ამას ისევ ვაისი ჯობდა, აგერ ნახავთ თუ ასე არ ვიტყვით მალე.
დათო
ვერ გავიგე რა საჭიროა ამ ეტაპზე უცხოელი მწვრთნელი, ტოპმიოლერი და კუპერი ამას ჯიბეში ჩაისვამდნენ, მაგრამ რა შედეგიც დადეს ყველამ ვნახეთ. ეგეც მათსავით ჩაიჯიბავს ფულს და "მერსი"-საც არ გვეტყვის პირდაპირ "ორევუარ"-ით დაგვემშვიდობა.
zviads
წარმატებებს ვუსურვებ რა თქმა უნდა, თუმცა ძნელია მის შესაძლებლობებზე საუბარი, როგორც ვხვდები მილტონ ჰეიგივით ესეც აქ უნდა გაიზარსოს მწვრთნელად, შეიძლება გაამართლოს არ ვიცი ნამდვილად, თუმცა მე დევდარიანს დავნიშნავდი, ჯერ ერთი ცუდი მწვრთნელი ნამდვილად არაა, მეორეც გულიანი და კარგი ადამიანია, მესამეც თავზე ვერავინ დააჯდება, მომთხოვნია, ბოლოს ამ ყველაფრის გათვალისწინებით ის ხელფასი რაც სანიოლმა უნდა აიღოს აეღო ქართველს, 2-3 ოჯახი გაიმართებოდა წელში ამ ქვეყანაში (თუ ამას რაიმე მნიშვნელობა აქვს საერთოდ)
Levani
Vaisze chemi azri maqvs-vaisi iyo zarmaci kaci,romelsac gundshi schirdeboda wynari garemo..amitom misma gamocdilma tvalma kargad hsenishna ro oqristan unda hqonoda kai urtiertoba da kashiastan(gasaxdelis liderebtan) Sastavs kide federacia ki ara 3 asistenti ro yavda imattan atanxmebda da mowinaagmdegis sheswavlazec imat apaxavebda-ase rom dziritadi shemadgenloba ase tu ise normaluri iyo sul(makedoniis garda-xocho skamze,kashia dziritadshi) Ai roca shecvlebze midgeboda saqme-sadac gamocdilma mwvrtnelma uceb unda tavshi daalagos-rogor shecvalos tamashi-amis gonze ar iyo.. Tipma 5 weli erti kai shecvla ver gaaketa.imizezebda skamze ara myavs uketesio..uketesze ki ar aris shecvla-skamze uketesi grandebsac ara hyavs(uketesi vincaaa dziritadshia) shecvlit gunds emateba dasvenebuli-sxva stilis fexburteli,icvleba taqtika da a.sh. Shecvlebit midzinebul tamashshi mwvrtnelebi cecxls anteben..es kide gaiyvanda qvilitaias shemoiyvanda igive centrforvard kacharavas.. An gaiyvanda shengelias,shemoiyvanda saba lobjanidzes.. Chinelebi mainc viyot vifiqrebdi saxeze ver gvarchevs da amistvis yvela ertiatqo
buba
LE FIGARO: ტელევიზიიდან... საქართველოს ნაკრებში!.. ფრანგული გამოცემა ვილი სანიოლის ფეხბურთში დაბრუნებით გაკვირვებულია...
alibaba
ჩემი ნება, რომ იყოს ჩავაბარებდი ამ ღვაწლმოსილ, ამაგდარ და ჭირნახულ კაცს ფეხბურთსაც, რაგსაც, მმკლავჭიდსაც, შიდაობასაც, ძიუდოსაც და ყველაფერს, სადაც კი პრობლემა გვაქვს და ერთმანეთს ვესვრით თუ ვურტყამთ. ჰო, არ დამავიწყდეს - ჩავაბარებდი პარლამენტსაც, მიმისტრთა კაბინეტსაც, უზენაეს სასამართლოს და შეიძლება პრეზიდენტადაც ამერჩია. ვეტყოდი, აი ძია კაცო მაქედან გვიხელმძღვანელე, დისტანციურ-ონლაინ რეჟიმში (მუდმივად არა, სმარტ მართვებიც ეყოფა), სდა თუ ჩამოხვალ თამადაც იყავი ქართულ სუფრებზე. სხვა ფუნქციებსაც მოგიძებნით, აი ხალხს დავეკითხეოთ და ეროვნული საქმეების მეტი რა იქნება გასაკეთებელი.
ლშა
შვილის ჯანმრთელობის გამო აღარ უმუშავოა , დაჟე ტელევიზიაში ეწსპერტად რო იყობიქიდანაც კი წამოვიდა ბავშვის გამო
777
მარტო სანიოლი რას გვიშველის ერთი 5 ფეხბურთელიც რო მოაყვანინათ საფრანგეთიდან იქნებ ვირბინოთ მაინც.
nnn
გვარდიოლა ყოფილა თანახმა მაგრამ ასისტენტად ცხადაძეს ითხოდაო და ფედერაციას უთქვამს უარი.კომენტარების კითხვისას მრჩება აზრი რომ ეს ხალხი სხვა პლანეტაზე ცხოვრობს,სახელგანთქმული და მოქმედი კონტრაქტის მქონე მწვრთნელი რატომ უნდა ჩამოვიდეს საქართველოში ამაზე თუ გიფიქრიათ რომელიმეს.ქართველი ფეხბურთელები არცერთი არ თამაშობს ნორმალურ გუნდში,იქაც არა აქვთ სათამაშო დრო და თუ ზოგჯერ 5წუთით შეუშვეს მინდორზე მაშინაც ოფლის გამოდენას ერიდებიან გაციების ეშინიათ.სანიოლი ნაკრების ყველა წევრზე უკეთ იქნება ფიზიკურად მომზადებული და იქნებ საქმისადმი პროფესიონალი მიდგომა მაინც ასწავლოს ამათ თორემ შედეგი რომ არ იქნება სანამ ეს თაობა არშეიცვლება ცხადია.
las
უმაღლეს დონეზე გამოცდილება არ აქვსო რო დაგიჩემებიათ სწორედ საჩვენო კაცია უმაღლეს დონეზე ჩვენ რა გვესაქმება რაც ვართ ის იპოვნეს :)
buba
კომენტარი ნახე რა... "ვილი სანიოლს ძალიან წარმატებული საფეხბურთო კარიერა ჰქონდა, რაც ვფიქრობ, რომ ნაკრების მოთამაშეებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩვენი გუნდის მომავალ მთავარ მწვრთნელს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს, რაც საფეხბურთო კარიერის განმავლობაში არაერთხელ დაუმტკიცებია". მოკლედ, კარგი ფეხბურთელიაო ამას გვეუბნება, და ეგეთი კარგი ფეხბურთელები ჩვენ რა აქ არ გვყავდა, იქიდან რომ არ ჩამოგეყვანათ?!...
წადი რაჟა ძამიკო სახლში!
შენ როგორც -მამაზეციელი- სწორი ფორმა გგონია ისე თუ უხელმძღვანელა ნაკრებს კი, შანსი არ გვაქვს
მოსეხონელი
მართალი ხარ.ანანიძეს დროს სპარტაკ ვაკვირდებოდი.ვინ არ მიუთირიეს ვერავინ ვერ დადო შედეგი.მერე კარერა ახლაგაზრდა თანაშემწეთ ნამუშევარს ჩააბარეს და ჩემპიონი გახადა .რისითქმა მინდა გამოცდილება კიარ მთავარი ნიჭია თორე ვაის რა გამოცდილება აკლდა??
რაგბის ფანი
ეს ვიღა მოიყვანეთ ეხლა? ვაისის ჩამოყვანის შემდეგ მორალური უფლება გქონდათ ისევ თქვენ შეგერჩიათ მწვრთნელი? დავარცხნილ-დალაგებული მენტალიტეტის ქვეყნიდან რომ ჩამოგყავთ, ცოტა ჩვენი ახირებული მენტალიტეტი მაინც გაითვალისწინეთ. ჩვენ უფრო ყოფილი იუგოსლავიის ზონის (ხორვატია და ა.შ) მწვრთნელი გაგვიგებს. მაგრამ ქართველი დაილია? ხედავთ ისე გაიტეხეთ სახელი სფფ, რომ არც ერთი ქართველი მწვრთნელი არ დაგთანხმდათ?!
გიზო
მე ეს კაცი მეორე ჟრესი მგონია და რავიცი ...
ლაშა
საფრანგეთის ნაკრების ტექნიკური დირექტორი, ბორდოს მწვრთნელი, ანჩელოტის ასისტენტი, ავტორიტეტი და ლეგენდარული ფეხბრთელი. მემგონი პატივისცემას ინსახურებს როგორც მინიმუმ. თუ ვერ გაამართლებს მერე ვაკრიტიკოთ
ალეგრი
მასიმილიანო ალეგრი რომ მოგვეყვანა ალბათ მაგასაც გააკრიტიკებდნენ. სასწაული ხალხივართ. კაცს არდაუწყია უკვე ლანძღავენ.
ზერო
ამ კაცის წარმატება უდრის ჩვენს წარმატებას. მოეშვით წუწუნს და ვუსურვოთ წარმატებები
გივიკო
ფრანგულ-გერმანული ჰიბრიდია ცოტა ანჩელოტის იტალიური ელემენტებით. კარგია რომ მასთან აქვს ნამუშევარი.
ლუკიჩა
უდაოდ ავტორიტეტია და სიტყვა ეთქმის. ეს ფეხბურთეკებთან ურთიერთობის დროს კარგია
გაგი
ბაიერნის მენტალიტეტი აქვს წესით. ფიზიკას და დისციპლინას ყურადღებას მიაქცევს სავარაუდოდ.
ნუგზარ ნუცუბიძე
ოქრი ყოველთვის ყველაზე მეტს მუშაობდა...რატომ ასე
123
ვინც არიცით რატო არმუშაობდა 4 წელი ეს ადამიანი არის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ესიყო მიზეზი თორე დამიჯერეთ არც თუ ისე ცუდი გუნდები წაიყვანდნენ
გვეშველება რამე?
კარგი სივი აქვს და რომარა შვილის ჯანმრთელობის პრობლემა ალბათ კიდევ უკეთესი ექნებოდა. წარმატებები ჩვენი ქვეყნისთვის
1234
რამდენიმემ დაწერა ფულს მოხიკავს და წავაო. ღადაობთ ხო? ტიპს ბუნდესლიგით დაწყებული ლიგით დამთავრებული ყვეკაფერი მოგებულიაქ საკლუბო დონეზე, ბაიერნის ლეგენდაა და საფრანგეთის ნაკრებში თამაშობდა. რაფული ტიპს შვილის გამო 3 წელია არუმუშავია და გიჟივით არის ფეხბურთი სწყურია. მაგარი მოტივაციით ჩამოდის და ღმერთმა ქნას ამჯერზე მაინც ვქნათ რამე
ჟორიკა
თუ ჩვენებური მენტალიტეტი ჰქონია,მაშ მთლად დარხეული გვქონია,რადგან მასაც თურმე მოედანზე ზოზიალი,მოკლე პასი,და მხოლოდ 10 წუთი მოძრაობა ჰყვარებია.

თუ გავითვალისწინებთ საქართველოს შელახულ რეპუტაციას ალბათ არარის ცუდი ვარიანტი. ამას დრო გვიჩვენებს კარგია თუ ცუდი.
ქართველი
კარგია თუ ცუდი ამას დრო გვიჩვენებს. სივი კარგი აქვს, ბაიერნის ლეგენდა, საფრანგეთის ნაკრები, ბორდოს მთავარი მწვრთნელი, ანჩელოტის ასისტენტი და ცოტახნით ბაიერნის მთავარი მწვრთნელიც. 4 წელი რატო იყო უმუშევარი ალბათ ბევრმა არიცით, შვილს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა და ამიტომ არმუშაობდა მწვრთნელად. ჯერ გაერკვიეთ და მერე აკრიტიკეთ. ქართველ მწვრთნელებს რა თქმა უნდა ჯობია ყოველ მიზეზ გარეშე ამაზე დავაც არ ღირს. ღმერთმა ქნას რომ ამ კაცის მწვრთნელობის დროს მაინც ვეღირსოთ რამეს
გიო
ვაისის ნაირი მწვრთნელი იქნება ესეც ისევ ფედერაციაში გადაწყდება ყველაფერი ისინი დაწერენ შემადგენლობას და ეს ჩამოვა თამაშამდე 3-4 დღით ადრე და თამაშის მერე წავა აი ჩემი სიტყვები ახლავე ვამბობ შედეგი იქნება 0 და ვაცადოთ ვაცადოთ ვაისაც ვაცადეთ 5 წელი და შედეგი 0 დადო
გიონატ
არაა ცუდი ვარიანტი, გამოცდილმა ვერაფერი მოგვიხერხა და იქნებ დამწყებმა გაამართლოს. ჭკვიანი და მშრომელი ფეხბურთელი იყო, გამარჯვებულის მენტალიტეტით. ვნახოთ რას იზავს. სხვათაშორის ცუდი სეზონი არ ქონდა რამოდენიმე წლის წინ ბორდოში.
ირაკლი
ვაისი საქართველოში თამაშის წინა დღეებში თუ ჩამოვიდოდა და სანიოლია აქ დამბინავებელი? მეტი არაა ჩემი მტერი მაგან საქართველოში ტალანტები ეძებოს. ისე ფეხბურთის ფედერაციის ჩინოვნიკობას ჩვენთან ნებისმიერი შეძლებს თუ აკვირდებით. გადაიდე ფეხი ფეხზე და მიიღე სერიოზული სახე. ხანდახან ვინმეს დედაც აგინე და სილაქი უთავაზე, სულ ეგაა.
გუსანი
სანიოლი კი არა ჩვენს ნაკრებს ამ ეტაპზე მამაზეციელი ვერ უშველის, მომავალში სწორი მიდგომის შემთხვევაში კი შესაძლებელია ჩვენს ქუჩაზეც დადგეს გაზაფხული....ამჟამად კი მგონია სინამდვილეში ფედერაცია იქნება მთავარი სტაფი ნაკრების.....სანიოლი ფასადი. შედეგი დადონ და თუ უნდათ ფედერაციის დამლაგებელი დააყენონ....უკაცრავად და 12 ნოემბრის შემდეგ არ უნდა გაგიკვირდეთ ჩემი პათოსი...
ჯონი
აქ რამ ჩამოიყვანაო ზოგიერთი წერს 4 წელი უმუშევარი იყო ახლა თუ ჩვენს ნაკრებთან ერთად წარმატებას მიაჰწევს ეს მისი კარიერისთვის დიდი წინ გადაგმული ნაბიჯი იქნება და თუ ვერაფერს გააკეთებს მისი რა მიდის ისედაც უმუშევარი იყოო და არაფერს არ კარგავს
გულშემატკივარი
მარტივი კითხვა მაქვს! თუ ეს პატივცემული კარგი მწვრთნელია 2017 წლის შემდეგ რატომაა უმუშევარი? ესეთი მწვრთნელის შებმა ჩვენს ფედერაციას არ გაუჭირდებოდა.ერთი ფედერაციის მაღალჩინოსნების თავში ჩამახედა, რას შედეგს ელოდებიან ამ ტიპიდან. სამწუხაროდ თავიდანვე წაგებულ თამაშს ვთამაშობთ და ეს ფედერაციამ ყველაზე უკეთ უნდა იცოდეს. კობიაშვილზე და მის საძმოზე რამეს იტყვი და ეგრევე ნაციონალობას დაგაბრალებენ, არადა უკვე მერამდენე ლოგინი გაივსო ფეხებით. წარმატებებს ვუსურვებ ნაკრებს!
გელა ნუგზარაშვილი
აბა ამ დაქცეულ ქვეყანაში სხვა ვინ ჩამოვა
sormona
ეს არის გამოცდილი მწვრთნელი და თანაც ნაკრების მწვრთნელობის გამოცდილებით?
N
ახლა, გვარდიოლას მოყვანა არ ჯობდა, ვითომ?!
buxrika
დიდი ფეხბურთელი იყო, დიდი ფხბურთი აქვს ნათამაშები იმედია ყურს დაუგდებენ,მე პირადად კარგი თვალით ვუყურებ.დიდი იმედი მაქვს ოქრიაშვილს კაშიას ყაზაიშვილს არ გამოიძახებს,განსაკუთრებით ოქრიაშვილს.
David
წარმატებები ახალ მწვრთნელს და ნაკრებს. იმედია მისი რეკომენდაციებით საფრანგეთის ჩემპიონატში შეძლებენ ნაკრების ფეხბურთელები თამაშს
ბოკინიო
ცხადაძეს ვინც მისტირის.ცხადაძემ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მიატოვა უკეთესი წინადადების გამო. ბაჩანა ცხადაძის ნაკრებში განოძახებაც არ იყო იდეალური გადაწყვეტილება პლიუს ყაზახეთიდან რო გამოუშვებენ ეგეთი მწვრთნელი მე პირადად არ მინდა. აი არველაძე კი ბატონო მაგრამ თვითონ არ უნდა
ბოკინიო
უცნაური ხალხი ვართ. წარმატებები რო ვუსურვოთ იმის ნაცვლად, უკვე წყევლა კრულვაში გვყავს . გამოცფილებას ვუწუნებთ. გვყავდა ტოპმიოლერი ,კუპერი და ასე შემდეგ. რას მივაღწიეთ? ტიპს თუ ოდნავ ამბიცია აქვს აქ უნდა დაამტკიცოს.
ტარიელი
მინახავს და მახსოვს ამ კაცის ფეხბურთი. არ ქონდა ცუდი კარიერა. ღმერთმა ქნას ვცდებოდე, მაგრამ არ მგონია შედეგი დადოს. დამთავრდება ამ ციკლის (ჯგუფის)თამაშები და დააბრალებენ კენჭისყრას, უიღბლობას.... და ა.შ. კიდევ ცხადაძე იყო უჯეთესი კანდიდატი. მაგრამ ჩვენთან ასეა - შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსოოო ps.წარმატებები ჩვენს ნაკრებს და ქართულ ფეხბურთს.
არტ
მინდა ვცდებოდე მაგრამ ჩემი აზრით, ძალიან ცუდი არჩევანია. 1. სამწვრთნელო გამოცდილება ძალიან მწირი აქვს; 2. რაც აქვს ისიც საკლუბო. სანაკრებო არ აქვს საერთოდ; 3. არანაირი წარმატება არსად; 4. ოთხი წელი უმუშევარია, ვინაიდან არამოთხოვნადია, ასისტენტადაც კი. ამდენ ხანს არჩევდნენ და უკეთესი ვერაფერი იპოვეს, დავიჯერო? არ არის ლაპარაკი უმაღლესი დონის მწვრთნელზე, უბრალოდ ელემენტარული გამოცდილების მქონე საშუალო დონის მწვრთნელის პოვნა შეუძლებელი რატომ იყო? ეტყობა ამ ნიშნით არ ეძებდნენ. ისეთ ადამიანს ეძებდნენ ვინც მათ გამოადგებათ და არა ნაკრებს. გამგები გაიგებს. სანამ ფედერაციაში არ მოვა პატიოსანი, საქმიანი და მცოდნე ხალხი, საშველი არ იქნება.
gaga
პასუხისმგებლობის გრძნობა არ გაქვთ ? ჩვენზე უნდა ისწავლოს მწვრთნელობა. გულშემატკივრებმა რა დავაშავეთ.
ნიკანდრო
კეთილი იყოს შენი მობრძანება საფეხბურთო ჯოჯოხეთში,რას ერჩოდი საკუთარ თავს ბიძიკო,ბავარიაში კაი მცველი იყავი მახსოვხარ....მოკლედ მოთმინებას და გამძლეობას გისურვებ..და კიდევ ერთს გისურვებ როცა საქართველოს ნაკრებიდან წახვალ (როცა იქნება მომავალში)შენი ფასი ერთი ასად გაზრდილიყოს ამ საფეხბურთო ჯოჯოხეთში მიღწეული შედეგების გამო..ღმერთმა ხელი მოგიმართოს
engadi
სად იპოვეს ამბავია
გენა
რაგბის ნაკრებს არა, მაგრამ რაგბის ფედერაციის პრეზიდენტობაც იქნებ ვთხოვოთ და შეითავსოს
alexandre
რა უბედურება გჭირთ? რას ამთხვევთ საზიზღრობებს? ჩემი აზრით მშვენიერი კანდიდატურაა. სხვა საკითხია რას მიაღწევს. რა თქმა უნდა გაუჭირდება კარგი შედეგის დადება. მაგრამ მე მაინც მაქვს იმედი. წარმატებები ვილის, საქართველოს ნაკრებს.
zaza
არა მგონია სერიოზულმა მწვრთნელმა თუ ძალიან დიდი ჰონორარი არ შესთავაზეს რაც ჩვენთან გამორიცხულია საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა ისურვოს. სანიოლს რა აქვს დასაკარგი? არსად მუშაობდა ბოლო წლებში და თუ მან წარმატებას მიაღწია მისი კარიერისთვის მაგარია. ვნახოთ რას იზამს ვილი, წარმატებები ვუსურვოთ, ამ შესარჩევში შედეგებს არავინ თხოვს. ნაკრებში მთავარია სწორი სელექცია შეძლოს და მარტო კვარას იმედზე ნუ იქნება კიდეც, იმედია ნაკრები უფრო დალაგებულ ფეხბურთს ითამაშებს.
თემო
ნუ ავჩქარდებით, დაიწყებს მუშაობას და ვნახავთ, როგორ მოერგება ჩვენს დოღს. თუ გამოიყენებს კვარას, ჩაკვეს და ჩვენს მენტალიტეტს გაუგებს ცუდი ვარიანტი არ უნდა იყოს. მაგრამ ყველაფერს მაინც დრო გვაჩვენებს. არ მინდა ისევ პირში ჩალაგამოვლებულები დავრჩეთ.
გეგი
ამასაც გააქცევენ თუ არადა დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა :DDD
ზორბეგი
მოლაპარაკების დროს მაგიდაზე დაუდეს კომპრომატები და თვალცრემლიანმა ვილიმ აკანკალებული ხელით მოაწერა ხელი და თან ფიქრობდა: მორჩა, დასრულდა ჩემი ცხოვრება! ისე ამაზე ცუდს რას იზამს - ჯგუფს მოგების გარეშე დაასრულებს?
Giorgi
კარგზე ვიფიქროთ უფლის წყალობით მჯერა წარმატების
Mose
წარმატებები!
დავითი
საფრანგეთის ჩემპიონატში აქვს ნამუშევარი, საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში და ბაიერნში, ჩვენი დონის ნაკრებისთვის მშვენიერი არჩევანი მგონია, აბა უმიშევარი ალეგრი არ დაგვთანხმდებოდა და არც ტუხელს უფიქრია ჩელსი თუ საქართველოდ ნაკრებიო
დიდგორელი!
მომეწონა, პლიუსები: ვილიმ უნდა დაამტკიცოს რომ მწვრთნელად ვარგა და არავის აპატიებს რომ სასეირნოდ ჩამოვიდეს ნაკრებში სათამაშოდ.. იმედია ჩვენებს საფრანგეთის ლიგებში გადასვლაში ხელს შეუწყობს.. ერთ-ერთი უძლიერესი ფლანგზე მოთამაშე ვინგერი, იმედია განანათლებს ჩვენებს როგორ უნდა გაშალონ ფლანგით შეტევა... მინუსი: ფრანგია და ღვინო უყვარს, გამგები გაიგებს...
QT
მთავარი მწვრთნელის რანგში მიღწევიანი ხალხი ძალიან ძვირად ფასობს, ათეულობით მილიონი ევრო
გიორგი
იქნებ გვითხრას იაშვილმა, რაში მდგომარეობს ვილი სანიოლის საფეხბურთო ფილოსოფია და როგორ დგას იგი ახლოს ქართულ ფეხბურთთან. და ნეტა ამისთანა რა კრიტერიუმები ჰქონდა ჩვენს ფედერაციას რომ "ყველა" კრიტერიუმი მხოლო ვილი სანიოლმა დააკმაყოფილა. უბრალოდ სასაცილოც კი აღარაა ეს ბჟუტური რა აი მაგარს ბჟუტურებს რა. სანამ აი იაშვილისნაირი ბრიყვები იქნებიან ქართული ფეხბურთის ხელმძღვანელობაში და მანამდე არ ეშველება ჩვენს ძალიან მაგრად კორუფციისა და ნეპოტიზმის ჭაობში ჩაფლულ ფეხბურთს.
ბაჩი
წარმატებები ჩვენს ნაკრებს ვილი სანიოლთან ერთად
alibaba
რაგბის ნაკრებსაც ეგ გაწვრთნის?
dat
ვილი სანიოლი სანამ ამერიკაში გაფრინდა ვინმემ რუკა მიუტანეთ გამადიდებელი შუშით და უთხარით რომ ევროპაში ვართ. კობიაშვილიც და მისი ძველი ბიჭების საძმაკაცო ხროვა ნაკრებს უყურებს როგორც ექსპერიმენტს. ნაკრებში ინიშნება ისეთი კაცი რომელსაც სანაკრებო და საკლუბო სამწვრთნელო გამოცდილება თითქმის არ აქვს და კარიერის იწყებს საქართველოს ნაკრებით.
გიორგი
ძალიან მაინტერესებს კონტრაქტის პირობები. მგონია რომ ჩემი, როგორც საქართველოს მოქალაქის თანხიდან უხდიან ხელფასს, და რატომ ასაიდუმლოებენ უბრალოდ ვერ ვხვდები. ჟურნალისტებთან თხოვნა: თუ შეიძლება რომ გაარკვიოთ კონტარქტის პირობები
giorgi
ყველაფერი მარტივადაა არავინ ისურვა გაეწვრთნა ნაკრები და შერჩათ ეს!! უმაღლეს დონეზე როგორც მთავარ მწვრთნელს არანაირი მიღწევა არ აქვს... იმედია აქ მიაღწევს 2 მოგებას მაინც :))
Jo
ჯერ არ დანიშნულა და ტალახი სროლა წავიდა უივე ქართული პონტი!!!
ზაზა
ახალგაზრდა პერსპექტიული და ნიჭიერი მწვრთნელები 4 წელი უმუშევრები არ არიან ვერავინ ვერაფერი დაინახა მასში და იმიტომ იყოო უგუნდოთ ამდენი ხანიი ამის დანიშვნას ცხადაძე დაებრუნებინათ და ეცლიათ მუშაობა არ ჯობდა ?? ეს ვაისზე უარესი იქნება დარწმუნებული ვარ ვაისი ამასთან გვარდიოლად მოგვეჩვენება.:))
ირაკლი
ლეგენდარული ფეხბურთელი. წარმატებები!!!
DART
4 წელია უმუშევარია ტიპი,კარგი რომ ყოფილიყო ვინ გააჩერებდა 4 წელი უმუშევრად?
ზვიადი
საქართველოს მოქალაქეობას თუ მიიღებს, დეპუტატობასაც ხელს გამოკრავს
ტოტტი
მომეწონა კარგი არჩევანი იყო მეშინოდა ვაისის ნაირი ვიღაც ყაზახეთის ჩემპიონატიდან როარ მოეყვანათ. წარმატებები ვილის და საქართველოს ნაკრებს
ვახო...
კარგი ფეხბურთელობა, კარგ მწვრთნელობას არ ნიშნავს. ამ ადამიანს სამწვრთნელო გამოცდილება ძალიან მწირია და რა შედეგებს დადებს ჩვენთან, რთული სათქმელია. იმედია ვცდები... წარმატებები ნაკრებს და სანიოლს!
Levan1
უდაოდ ძალიან გამოცდილი ადამიანია ფეხბურთში, მაგრამ ის მაეჭვებს, რომ უმაღლეს დონეზე როგორც მთავარ მწვრთნელს არანაირი მიღწევა არ აქვს. არ ვიცი, წინასწარ არ მინდა გადავუსვათ ხაზი, წარმატებები ბატონ სანიოლს!
c
წარმატებები ვილის, მაგრამ კიარიცის სად მოდის)))
"პორტუგალიასთან მატჩამდე, კვარა ჩემთან მოვიდა და მითხრა..." - ვილი სანიოლი
მიხეილ წულაიამ საქართველოს ნაკრებში შესაძლო თამაშზე ისაუბრა
ჩანაწერები ევრო 2024-დან: მგზავრობა ქეცბაიასთან, ქართველი გულშემატკივრების ამაღლებული ხმა და გუცაევი ფეხბურთის მუზეუმში...
პსჟ შეიძლება ორმა მეკარემ დატოვოს
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "სიეტლ საუნდერსს" 1:0 ამარცხებს
"სიეტლთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
გოჩოლეიშვილი "შახტარში" დროებით დაბრუნდა?
7-კაცა და 7-ქალა | ჯგუფები და შემადგენლობები ჰამბურგში
მიქაუტაძე "მანჩესტერს" სჭირდება - ინგლისური გამოცემა "იუნაიტედს" ქართველის შეძენას ურჩევს
ბასილაშვილმა გაიმარჯვა, ფურცელაძე დამარცხდა - უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას ერთი ქართველი გააგრძელებს
"მოგწონთ რაც იამალმა გააკეთა? მე არ მომწონს" - გუტიმ "ბარსელონას" ვარსკვლავზე ისაუბრა
"შეუზღუდავი ფინანსები აქვთ, სასიამოვნო იყო მათთან საუბარი" - კამბიასომ "სიტისთან" მოლაპარაკებები გაიხსენა
ცნობილია ვინ შეცვლის სიმეონეს, როცა "ატლეტიკოს" აღარ გაწვრთნის
"ოსიმენი "ნაპოლიში" ვეღარ დაბრუნდება, გეტყვით, სად გააგრძელებს კარიერას" - ფედელემ ნიგერიელზე ისაუბრა
"ბაიერნი" ხავსს ეჭიდება - მიუნხენში იმედოვნებენ, რომ "ბარსელონა" უილიამსს ვერ დაარეგისტრირებს
"ლივერპულმა" "მამარდას" შემთხვევაშიც მსგავსი რამ გააკეთა" - "ბარსას" სპორტული დირექტორი
დე ლაურენტისმა პოლიტანოს საქორწილო საჩუქარი გაუკეთა
[VIDEO] ფრენჩაიზის ისტორიაში პირველად - "ოკლაჰომა" NBA-ის ჩემპიონი გახდა
ტიფოზებმა საგიჟეთი მოაწყვეს - ლოჩოშვილის გუნდი სერია C-ში გავარდა
რანგნიკი: ამიტომ მოიგო პსჟ-მ კვარაცხელიასთან და არა მბაპესთან, მესისთან და ნეიმართან ერთად ჩემპიონთა ლიგა
"ლეიკერსის" საჩუქარი ხვიჩას - პსჟ ტურნირიდან გამოვარდნის საშიშროების წინაშეა
დევიდი შეიძლება თურქეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს
პსჟს გადამწყვეტი მატჩი! - შანსი პირველი ადგილის და ჯგუფში ჩარჩენისა
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"სანიოლმა კვარაზე ასეთი რაღაც მითხრა" - ფრანგი ჟურნალისტი
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
ბუდუც დაგვაკლდა - სავარაუდო შემადგენლობა ფარერებთან
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
ნაკრების დებიუტანტები ახლო ხედით - ბიჭი, ვისზედაც ევროპა საუბრობს...
სანიოლი: მეტოქედ ნიდერლანდებს ავირჩევდი - მიქაუტაძე ისეთ ფორმაშია, მისი სკამზე დასმა შეუძლებელია
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
საქართველო VS სომხეთი "დინამოზე" - მოდუნება დაუშვებელია!..
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია