ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მწვრთნელის კრიტიკა, ცვალებადი ხასიათი, საყვარელი ტაქტიკა - საინტერესო ფაქტები საქართველოს ნაკრების ახალი თავკაცის შესახებ

მწვრთნელის კრიტიკა, ცვალებადი ხასიათი, საყვარელი ტაქტიკა - საინტერესო ფაქტები საქართველოს ნაკრების ახალი თავკაცის შესახებ

გუშინ, 15 თებერვალს, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფრანგი სპეციალისტი ვილი სანიოლი გახდა. ამ ტექსტში კი ვეცდებით, ფრანგი მწვრთნელი უფრო ახლოს გაგაცნოთ და შეგიქმნათ წარმოდგენა, რა ტიპის ადამიანია და სავარაუდოდ, როგორ ფეხბურთს ათამაშებს ჩვენს ნაკრებს.

ვილი სანიოლის საფეხბურთო კარიერა საფრანგეთში, "სენტ ეტიენის" რიგებში დაიწყო. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ სამშობლოში თამაშისას ფრანგი მცველი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იყო და მნიშვნელოვან ფეხბურთელად ითვლებოდა. აი, "ბაიერნში" კი გადასვლიდან მალე ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდა. თამაშობდა სულ, როცა ჯანმრთელი იყო.

"ბაიერნში" ყველაფერი რიგზე გახლდათ, სანამ სანიოლმა მომდევნო ტრავმა არ მიიღო. დაბრუნებული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ოტმარ ჰიცფელდმა ძირითად შემადგენლობაში აღარ დააყენა და სანიოლსაც გუნდიდან წასვლა მოუნდა, რაც არც მედიასთან საუბარში დამალა.

"სამწუხაროდ, დიდ სათამაშო დროს ვერ მივცემ, რადგან ბუნდესლიგაში ექსპერიმენტების დრო არ გვაქვს, ყველა ქულა მნიშვნელოვანია", - თქვა ჰიცფელდმა ფრანგ მცველზე.

სანიოლის განცხადებას გუნდის კაპიტანი ოლივერ კანი საკმაოდ კრიტიკულად გამოეხმაურა:

"ვერ ვხვდები, ვილის რა არ მოსწონს. კი, ტრავმის გამო დიდი ხანი ვერ ითამაშა, მაგრამ ამის გამო ჭკუიდან არ უნდა გადავიდეს. მხოლოდ მწვრთნელი წყვეტს, ვინ გავა მოედანზე."

აი, კლუბის ხელმძღვანელმა ული ჰიონესმა კი, როგორც ჩანს, ფრანგი მცველის ხასიათი ყველაზე კარგად იცოდა:

"ვილი ემოციური ბიჭია. გუშინ წასვლა უნდოდა, დღეს დარჩენა მოუნდება, ხვალ ახალ კონტრაქტს მოითხოვს." და ასეც მოხდა, სანიოლმა "ბაიერნიდან" წასვლა მალევე გადაიფიქრა. არადა, საუბრები მის "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "მილანში" გადასვლაზე მიდიოდა.

თუმცა საკმაოდ ხისტი ადამიანია და ჰიცფელდის კრიტიკას არ ერიდებოდა. ერთხელ მწვრთნელმა მარჯვენა გარემარბად ათამაშა და სანიოლმა "ალიანს არენის" სტვენა დაიმსახურა. მატჩის შემდეგ კი განაცხადა, რომ ყველაფერი მწვრთნელის ბრალი იყო, რომელიც თავის პოზიციაზე არ ათამაშებდა და იმედი გამოთქვა, რომ დამრიგებელი მალე შეეცვლებოდა. ასეც მოხდა, მალე ბავარიულ გრანდში მთავარ მწვრთნელად იურგენ კლინსმანი დანიშნეს.

მაგრამ ამან სანიოლის მდგომარეობა დიდად ვერ შეცვალა. აქილევსის მყესის ტრავმა მოურჩენელი იყო და კარიერის დასრულება 31 წლის ასაკში მოუხდა. მაშინვე "მონაკოს" გენერალური მენეჯერობა მოინდომა, რაც არ გამოვიდა. ამის შემდეგ, 2011 წელს საფრანგეთის ნაკრების მენეჯერად დანიშნეს.

იყო საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელიც და განსაკუთრებულ შედეგებს ვერ მიაღწია. აი, 2014 წლის 5 ნოემბერს, "ბორდოს" მთავარი მწვრთნელის რანგში ისეთი განცხადება გააკეთა, რის გამოც ბოდიშის მოხდა მოუწია:

"სანამ "ბორდოს" მთავარი მწვრთნელი ვარ, გუნდში რაც შეიძლება ნაკლებ აფრიკელს მოვიწვევთ. არ მინდა, ყოველ 2 წელში სეზონის შუაში ნახევარი გუნდი აფრიკის თასზე თამაშის გამო დავკარგო. აფრიკელ ფეხბურთელებს რამდენიმე უპირატესობა აქვთ: დაბალ ხელფასებს თანხმდებიან, მებრძოლი ხასიათი აქვთ და ფიზიკური ძალით გამოირჩევიან. მაგრამ ფეხბურთში ტექნიკა, დისციპლინა და ჭკუაც საჭიროა, ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული."

ამის მერე კი სანიოლმა თავი იმართლა, ცუდი ინტერპრეტაცია გაუკეთეს ჩემს სიტყვებს, აფრიკელებს დაბალი ინტელექტის ხალხად არ ვთვლი და თუ ვინმემ ასე მიიღო, ბოდიშს ვიხდიო.

ამის მერე ლიგა 1-ის შეხვედრისას მსაჯს უკბილოდ ეხუმრა. როგორც თავად თქვა, "ვაზელინის შესახებ შთამბეჭდავ ისტორიას" მოუყვა და 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციაც დაიმსახურა.

2015 წლის სეზონის ბოლოს სანიოლის გაწვრთნილმა "ბორდომ" ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილი დაიკავა და ევროპა ლიგაზეც ითამაშა. თუმცა მომდევნო სეზონში 30 ტურის შემდეგ გუნდი 38 ქულით მე-14 ადგილზე იმყოფებოდა და სანიოლიც გაათავისუფლეს.

2017 წლის დასაწყისში, სანიოლი განას ნაკრების მთავარ მწვრთნელად უნდა დაენიშნათ, მაგრამ ასე არ მოხდა. ფრანგი სპეციალისტი წინააღმდეგი არ იყო, მაგრამ ბოლოს აფრიკელებმა სხვა სპეციალისტი არჩიეს.

სამაგიეროდ, იმავე წლის ივნისში მიუნხენის "ბაიერნში" მოეწყო კარლო ანჩელოტის ასისტენტად. "პაპა კარლოს" წასვლის შემდეგ ერთ შეხვედრაში "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელიც იყო. გუნდი "ჰერტას" 2:0-ს უგებდა, თუმცა შეხვედრა 2:2 დასრულდა. მალე სანიოლმა "ბაიერნი" დატოვა და აღარსად უმუშავია. არადა, მიუნხენელები ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელობას სთავაზობდნენ, თუმცა სანიოლმა იუარა, აქ არავის ვჭირდებიო და წავიდა.

ამ დროიდან მოყოლებული, პრესაში ორი განცხადებით გამოჩნდა: ერთი, ზიდანის შესახებ ისაუბრა, 2006 წლის მუნდიალის ფინალში რაც გააკეთა, მაგის გამო მთელი გუნდი ზიზუზე აღრენილები ვიყავით და მისი ბოდიში არ მივიღეო; მეორე კი ვარანზე თქვა, "ბაიერნმა" ფრანგი მცველის სანაცვლოდ 5 მილიონი ევრო არ გადაიხადაო.

ამის შემდეგ კი მსოფლიო სპორტულის პრესის ყურადღების ქვეშ გუშინ, 15 თებერვალს მოექცა, როცა საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

სანიოლი მწვრთნელობისას 2 სქემას იყენებდა: 4-4-2 და 4-2-3-1. თანამედროვე ფეხბურთში 2 ცენტრფორვარდით ძალიან ცოტა ვინმე თუ თამაშობს.

"ბორდოში" მისვლის შემდეგ სანიოლმა თქვა:

"მე მინდა შემტევი ფეხბურთის მოთამაშე გუნდი ვნახო. "ბაიერნში" გავიაზრე, რომ ფეხბურთში უმაღლესი შედეგების მისაღწევად მოედანზე სიამოვნება უნდა მიიღო. ამისათვის კი საჭიროა ბურთს დიდხანს ფლობდე და ბევრჯერ გარისკო. ჩემთვის ფეხბურთი, პირველ რიგში, გართობაა. ცხადია, ფეხბურთელებმა თავიანთი საქმე კარგად უნდა შეასრულონ, მაგრამ რა ჯანდაბად უნდათ გულშემატკივრებს ფეხბურთი, თუ ეს სიამოვნებას არ მოუტანთ?!"

სანიოლს მწვრთნელობისას ტიტული არ მოუგია, თუმცა, როგორც ფეხბურთელს, თასები არ აკლია:

"მონაკოსთან" ერთად საფრანგეთის ჩემპიონი გახდა და სუპერთასიც მოიგო. "ბაიერნის" რიგებში 5-ჯერ მოიგო ბუნდესლიგა, 4-ჯერ გერმანიის თასი, ჩემპიონთა ლიგა და საკონტინენტთაშორისო თასი, საფრანგეთთან ერთად 2-ჯერ დაეუფლა კონფედერაციის თასს.

• გიორგი

შენიშვნა ჟურნალისტს. მიუნხენი რუსული კალკია.მიუნჰენი ან მიუნშენი არის სწორი თარგმანი.

• კახა ქ.

ეხლა აზრი არა აქვს,ეს ჯობდა,ის ჯობდა.დანიშნეს უკვე კაცი,მორჩა.ეხლა მთავარია ნაკრებში თამაშზე დავიყოლიოთ უპირველეს ყოვლისა,წიტაიშვილი და აუცილებლად ცსკაში რომ თამაშობს,მარადაშვილი.უნევერსალი,მზა ფეხბურთელი,რომელსაც მარცხენა,ჩვენთვის პრობლემატურ მცველადაც შეუძლია თამაში.მიქაუტაძეც უნდა ჩამოვიყვანოთ და გოგიაც გერმანიიდან.კიდევ არიან რამოდენიმე.და შემდეგ შეიძლება მართლა კარგი,საშუალო ნაკრების გაკეთება.მაგრამ რაღაც არ მეიმედება ამ ფედერაციის.ღმერთმა ქნას ვცდებოდე.ღმერთი თქვენსკენ.წარმატებები

• 777

ჯანო კიდევ იტყვის ნაკრებში თავის სიტყვას,ნუ ჩამოვწერთ......

• imereli

მიქაუტაძე,წიტაიშვილი და ცეესკაში მოთამაშე მარადიშვილი აუცილებლად უნდა დაითანხმონ საქართველოს ნაკრებში თამაშზე,ჯგუფზე მინდა ვთქვა ესპანეთს შევეშვათ რაც არის ყველამ კარგად ვიცით,არც შვედეთი და არც დღევანდელი საბერძნეთი, ასევე კოსოვო, სულაც არ არიან დაუმარცხებლები,მთავარია ფეხბურთელები იყვნენ მომზადილები და კარგად ნავარჯიშევი, ისინი სხვას კი არაფერს აკეთებენ შედეგები რო აქვთ, უბრალოდ ბევრს ვარჯიშობენ, ასეთ შემთხვევაში მე-2 ადგილი სულაც არ არის მიუწდომელი,ამისთვის ბრძოლაა საჭირო, ბრძოლა და იქნებ ნაკრებს გაუმართლოს და მსოფლიოზე მოხვდეს, რაც უდიდესი წარმატება და გულშემატკივრის გახარება იქნება,წარმატებები მწვრთნელს და ნაკრებს.

• Just Supporter

ვანჩოპე, მაგას ვკითხულობ ზუსტად, რითია გამორჩეული და უალტერნატივო? არგუმენტირებულად და არა მხოლოდ ჰაერში ნასროლი სიტყვებით? ძალიან ადექვატური შეთავაზება გაუკეთეს, რომ შეიცვალა ფედერაცია. უმიზეზოდ გაბერილი ხელფასი, რომ ჩაახუტა წინა მმართველობამ, შესთავაზეს, რომ თუ შედეგს დადებდა, მიიღებდა იმ ხელფასს ბონუსის სახით, მაგრამ არ იყო დარწმუნებული, იცოდა, ალბათ, რომ ვერაფერს მიაღწევდა. შემდეგ იგივე ხელფასს ვაისი დათანხმდა, რომელიც უფრო მაღალი კლასის მწვრთნელია და ასე თუ ისე შედეგები ჰქონდა დადებული კარიერის განმავლობაში. ტოპ კლასის მწვრთნელს ჩვენთან ვერ მოიყვან, მაგრამ ცხადაძის ქომაგობის არ მესმის.. რავი აბა, დანარჩენი ზემოთ დავწერე კომენტარში.

• Just Supporter

შემიძლია ჩემს თავს ვუწოდო აქტიური ქომაგი, რომელიც ნაკრების და გუნდების არცერთ საერთაშორისო თამაშს არ ტოვებს, მაგრამ მართლა ვერ ვხვდები ამდენი ხალხი ცხადაძეს ესე რატომ ექომაგებით? რა გააკეთა ამ კაცმა განსაკუთრებული და, იგივე ვაისზე, ქეცბაიაზე და თუნდაც კუპერზე უკეთესი? მწვრთნელს, რომელმაც ნეპოტიზმის პიკს მიაღწია, ბაჩანა ცხადაძის ნაკრებში გამოძახებით, რაც დარწმუნებული ვარ ფეხბურთელების თვალშიც ავტორიტეტს დაუგდებდა?! არც თამაშის ხარისხი იყო დიდად კარგი, არც, მითუმეტეს, შედეგი...

• გოგა

სტანდარტულზე ეგენი ვერ თამაშობენ, კარში ესენი ვერ ურტყამენ და სანიოლი კი არა მამაზეციერი ჩამოუყვანე თუ გინდა. სულ 6 აჰა 7 ფეხბურთელი გვყავს ვინც ნაკრების დონეს აყმაყოფილებს. მესიმ როგორ მოიგო თამაში კი ვნახეთ წუხელ

• Just Supporter

პირველ რიგში ვიტყვი, რომ ნამდვილად ველოდი ახალგაზრდა მოტივირებულ მწვრთნელს, თუმცა უფრო გამოცდილს (მაგრამ რეალურად ეგეთის დათანხმება ნამდვილად რთული იქნებოდა). მეორე - ნებისმიერ შემთხვევაში ეს ახალი ფურცელია ჩვენი ნაკრებისთვის და საჭიროა სანიოლის და ჩვენი ბიჭების გვერდში დგომა და მხარდაჭერა. რაც შეეხება უარყოფით მხარეს, როგორც უკვე ავღნიშნე ეს არის გამოუცდელობა (იმედია სამწვრთნელო შტაბი ისე დაკომპლექტდება, რომ ამ ნაკლს შეავსებს). ამასთანავე ერთი კარგი სეზონი ბორდოში ჰქონდა, შემდეგ კი "პაპა კარლო"-სთანაც მიიღო გამოცდილება, თუნდაც ასისტენტის როლში. დადებითი კი ის არის, რომ თავისი მე გააჩნია და ალბათ სხვის ჭკუაზე ფეხბურთელებს არ დააყენებს, დიდი ავტორიტეტიც უნდა გააჩნდეს და მოტივაციაც ექნება, რადგან ეს მისი საშუალებაა დიდ ფეხბურთში დაბრუნდეს. ვნახოთ და იმედი ვიქონიოთ (სხვა რა დაგვრჩენია) მჯერა, რომ სელექციაში აქტიურად იქნება ჩართული და დაესწრება თამაშებსაც. გვყავს კარგი და უკვე გამოცდილი ახალგაზრდები შეტევაში (ხვიჩა, ჩაკვე, ლობჟანიძე, ხარაიშვილი), საკმაოდ კარგი მეკარეები (ლორია, მაკარიძე, მამარდაშვილი), გამოცდილი ბიჭები საყრდენ და დაცვით ხაზში ვიზეც ჯერ კიდევ შეიძლება დაყრდნობა (კანკავა, კვერკველია, კვეკვესკირი, ხოჭოლავა, ტაბიძე, კაკაბაძე). კიდევ შეუძლიათ დაეხმარონ ნაკრებს საშუალო თაობის არც ისე უნიჭო, მაგრამ ზარმაცი მოთამაშეები (ვაკო, ოქრი, ჯანო, აბუ) იმედია მიქაუთაძე და წიტაიშვილსაც დაითანხმებენ. ამასთანავე კიდევ, თუ გამოჩნდება 5-6 ახალი ფეხბურთელი, ვინც გაამართლებს, შემდეგ კი შეიძლება რამე გამოვიდეს! წარმატებები!

• x.x

მოკლედ ამდენი ნეგატივი არ შეიძლება. გამბედავი, ამბიციური მწრთვნელი ჩანს, ის კი არ თქვა ძლიერი ჯგუფია და წარმატებას ნუ მომთხოვთო არამედ მინდა ჯგუფიდან გასვლაო. უყვარს დისციპლინა დანარჩენი კი ვაცადოთ, საქართველოს ნაკრების ჩაბარებას ბევრი ვერ გაბედავდა.

• ქ. გ.

ახალი შესარჩევი ციკლი ჯერ არ დაწყებულა და უკვე ჩავაგდეთ. სანიოლიც გასაგდებია და კობიაშვილიც.

• ვანჩოპე

ცხადაძე უალტერნატივოა და ეს ყველამ იცის. უბრალიდ ამ ფარჩაკებთან ვერ ძმაკაცობს და ამიტომ აიგნორებენ. ცხადაძე კვარას გარეშეც გახევდა მაკედონიას

• თემო

ეგრე საფეხბურთო კარიერა ალენ ჟირეს რომ ქონდა ეგეთი უნდა,მაგრამ როგორც მწვრთნელი რა შეძლო ეგ კი ვნახეთ ყველამ..

• ამო

სჯერა ვინმეს, რომ ეს კაცი ცხადაძეს სჯობია ჩვენი ნაკრების მწვრთნელად?

• gio gio

საიდან ამდენი ნეგატივი? მოტივაცია და შემართება როგორც ჩანს არ აკლია, საფეხბურტო კარიერა არ დაეწუნება, დისციპლინის მოყვარულია,სამწვრთნელო გამოცდილებაც მეტ ნაკლებად აქ,ახალგაზრდა კაცია და ბევრიც აქ დასამტკიცებელ, დანარჩენი ჩვენზეა დამოკიდებული, ფედერაციიდან დაწყებული,სათითაო ფეხბურთელითა და გულშემატკივრიტ დამტავრებული, წარმატებები...

• buba

არაფრისგან, რომ შექმნი და გააკეთებ რამეს, მაშინ ხარ მაგარი და დასაფასებელი მწვრთნელი... აბა მესის და რონალდუს მწვრთნელი საერთოდ რად უნდათ?!...

• შენი კეთილის მსურველი

ამ ფედერაციისგან მეტს არც ველოდი, ვნახოთ იმედი ბოლოს კვდება, წარმატებები ჩვენს ნაკრებს.

• Levani

Makaridze,loria,mamardashvili Kverkve,xocho,tabidze,locho,giorbelidze,kakabadze,mali,lakvexeliani/xarabadze Kankava,kvekve,gvilia,chakve,xvicha,saba lobjnidze,shengelia,arabidze,zuriko,papunashvili Miqautadze,qvilitaia Nakrebs migma-kashi,okri,vako,jano,aburjania(nu eseni tu daamtkiceben ro kide rame sheudzliat.isinic vinc davwere tu imat saqmeebi kargad wauva

• Jarji

ურჩინეთ ოჯახი და სკოლის ნაკრების მწვრთნელობაზეც შეიძლება დაითანხმოთ. რა არის გასაკვირი. სადაც თავის გამოჩენის შესაძლებლობა და მეტი შემოსავალი აქვს იქ მიდის ყველა. თქვენ რა არ წახვიდოდით?

• არ ივარგებს

გავაუქმოთ ფეღბურთის ფედერაცია

• zura

ვააა ამასაც ცხადაძესავეთ მიუტოვებია ახალგაზრდული,მაგრამ ერთი განსხვავებით:ეს ბორდოში გაიქცა,ცხადაძე ბაქოში...

• გიორგი

საფრანგეთს ისეთი სასტავი ჰყავდა მაშინ 21 წლამდელებში სულ უმწვრთნელოდ მოუგებდენ სომხეთს და ყაზახეთს.

• გოგა

მწვრთნელი გვყავს, მაგრამ ფეხბურთელები:) ეს კარგი მწვრთნელი, რო ყოფილიყო 4 წელი ვინ გაჩერებდა ევროპაში უსაქმურად:) იმედია ნაკრებს საუკეთესო შედეგები ექნება, მაგრამ არც ფეხბურთელები გვყავს საკმარისი ნაკრების დონის და მწვრთნელი ხო დანიშნეს პროფესიონალი:)

• ziko

ეს ისეთი მოვლენაა სადაც წინასწარ დასკვნებს ვერავინ გამოიტანს,თუმცა საქართველოს ნაკრებში ბევრად გამოცდილი მწვრთნელი იყო საჭირო ახლა, რახან მაინცდამაინც უცხოელზე იყო ლაპარაკი.აგერ სომხებმა მაგარი მწვრთნელი შეარჩიეს ესპანელი კაპაროსი უდიდესი გამოცდილებით და კარგი კარიერით, სანიოლი კი ბოლო 3-წელი არ მუშაობდა არსად, ეს კი დამაფიქრებელია, როგორც ფეხბურთელს ჭირდება პრაქტიკა ასევე მწვრთნელსაც იგივე ჭირდება, ამიტომ ქართველი მწვრთნელი იყო კარგი გამოსავალი ახლა მაგალითად ცხადაძე, ყველას პირადული გვერდზე უნდა გადაედო და საქმეს როგორც ჭირდებოდა ისე უნდა გაეკეთებინათ,სანიოლის მოყვანა კი სხვა ვარიანტები რო არ გამოუვიდათ, რაღაც მერე მოძებნეს იმას უფრო გავს.წარმატებები ყველა შემთხვევაში ნაკრებს.

• ზურა

ეგეთი გამოუცდელი ხიზანაც არის და დაენიშნად))). სანიოლს გაუკეთეს ამით საქმე და არა ნაკრებს!!!

• ალეკსანდრე

გუნდის მთავარი მწვრთნელისთვის ცვალებადი, არამდგრადი ხასიათი დიდი მინუსია

• kobis dzma mezoblis mxridan

ვილი, შამოდი პარლამენტში , გვაკლია დეპუტატები!))) ოღონდ ჯერ ყაზახეთს მოუგე თუ არა ხალხი ვერ გაგვიგებს!))))

• გადასარევი გიორგი

მომეწონა ბოლო სიტყვები სანიოლის. ნამსვილად ასეა : ფეხბურთი თამაშია და არა ფილოსოფია. ყველა რაღაცა "სიბრძნეს" ბურტყუნობს ფეხბურთელთა სამყაროში და ავიწყდებათ, რომ აქ აზარტი, თამაში და ჟილკაა, ხასიათი, ოსტატობაა საჭირო და არა ანალიტიკა. ანალიტიკა იმ ხალხს უნდა ანდოთ ვინც მთელი ცხოვრება ბურთს კი არ დასდევს, არამედ სწავლობს და ფიქრობს. ასე თუ უქნება დალაგდება ყველაფერი.

• Deus

გავა ვილის ხელში საქართველო მსოფლიოს ჩემპოინატზე! მეორე ადგილიდან, ჯგუფიდანაც გაიყვანს, აი ნახეთ! მერე დატოვებს გუნდს! ევრო შესარჩევში სხვა მწვრთნელი იქნება და ვერ გავალთ! ცხადაძე, ქეცბაია ვერ გაქაჩავენ, შეიძლება ან არვალაძე ან ჭიაბერაშვილი იყოს მომავალი მწვრთნელი საქართველოს გუნდის, ესენი დადებენ შედეგს!

• Irakli

ვილი სანიოლის ბიოგრაფიაში არაფერი მიუთითებს რომ ის კვალიფიციური მწვრთნელია. კარგი იქნება თუ ფედერაციაგანმარტებას გააკეთებენ რა კრიტერიუმით შეარჩიეს ის ნაკრების მწვრთნელად. რითი სჯობდა მისი დანიშვნა ქართველი მწვრთნელის დანიშვნას. ახლა შთაბეჭდილება რჩება პლანეტაზე სანიოლის გარდა საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა არავის უნდოდა!

• თემო

97 თამაში: 41 მოგება, 28 ფრე, 26 წაგება მოგების % - 42.27 ესეა ეს.

• ლშა

საფრანგეთის ახალგაზრდულში 8 თამაშიდან 6 მოიგო და ორი ფრედ ითამაშა და ეს წარმატება არაა ? უბრალოდ ბორდოდან მიიღო შეთავაზება და იქ გადავიდა. რტო წერთ რო ვერაფერს მიაღწია , ვიღაცას ეგონება თამაში ვერ მოიგო

• კეგვა გარგანჯია

ვილი კარგი ბიჭია,მაგრამ ვერ გავიგე ჩვენ რაში უნდა გამოგვადგეს,მორიგი წყალში გადაყრილი მილიონები იქნება,შედეგი ექნება ნული მინდა დაგარწმუნოთ,თუმცა ვის უკვირს საქართველოში იმდენი ფულს ვატანთ ყოველ წელს წყალს

• ქ. გ.

ნაკრები ხალხს ეკუთვნის, და არა კობიაშვილს. არავითარი უფლება არა აქვს კიდევ ორი წელი დაკარგოს. უფრო მეტიც - ამ ტიპის "ხელმძღვანელობა" საერთოდ დაანგრევს ნაკრებს.

• ავჭალიდან

შთამბეედავია ციფრები,სტატისტიკა თვითონ ვილი სანიოლიც მაგრამ რა უნდა გვიშველოს ალალად მითხარით?! ბავშვთა ფეხბურთს ააყვავებს თუ სპორტში კორუფცის და ნეპოტიმს მოსპობს?! არა გენაცვალე რამოწდენიმე წლის თავზე გადაახვევს მილიონებს და დახარჯავს თავის დალაგებულ ქვეყანაში შემდეგ მემუარებში და შოუებში ისაუბრებს როგორია კავკასური მენტალობა,სამაგიეროდ ქალები ღვინო და სამზარეულო კარგი გვაქ...მომიტევეთ და ახალა ფეხბურთი ისეთ დღეშია სტალინი თუ გვიშველიდა...

• ბექა

ვის რაში აინტერესებს როგორც ფეხბურთელი? ამ სტატიიდან ჩანს რომ ლაპარაკის გარადა არაფერი არ უკეთებია ვილის?სავარაუდოდ ჩვენთანაც ასე გააგრძელებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

სანიოლი: კვარაცხელიასგან საუკეთესო თამაშს ველი

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ