სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ნაკრების ახალ მწვრთნელ ვილი სანიოლის შესახებ ტელეკომპანია "არგოს" ეთერში ისაუბრა.

მან განმარტება კონტრაქტზე გააკეთა და აღნიშნა, რა შემთხვევაში ჩაითვლება ფრანგი სპეციალისტის მუშაობა წარმატებულად.

"ახალ მწვრთნელთან კონტრაქტი 2+2 სისტემით გაფორმდა. მას დავუსახეთ კონკრეტული მიზანი - შესარჩევ ჯგუფში მინიმუმ მესამე ადგილი უნდა დავიკავოთ და უნდა მოვიგოთ ერთა ლიგის ჯგუფი! თუკი ეს არ შესრულდება, ხელშეკრულება არ გახანგრძლივდება. რაც შეეხება ანაზღაურებას, ისიც შედეგებზე იქნება დამოკიდებული", - თქვა იაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს 25 მარტს შვედეთთან საგარეო მატჩით დაიწყებს.

ჩვენი ნაკრების ჯგუფში ასევე ესპანეთი, საბერძნეთი და კოსოვო იასპარეზებენ.

ტოტო
გამომუშავებით ყოფილა ხელფასი?! ყველა დებილია თქვენს მეტი, არა?
გელა
ეს ვერ გამიგია, ჯგუფში მინიმუმ მესამე ადგილი წარმატებაა? ვერ გადიხარ ხო მესამე ადგილით, სხვა კალათაში მოხვედრა არ ნიშნავს შემდეგ შესარჩევში ავტომატურად გამარჯვებას, ანუ კიდევ ერთი ციკლი მინიმუმ უნდა ველოდოთ და ამის შემდეგ დავუსახოთ ჯგუფიდან გასვლა?
Fifo
Mcvrtnels ra mnishvneloba aakvs tu federaciashi igive xalxi ikneba da fexburtelebi . Axlebi unda atamashot umaglesi donis bichebi gvyavs imat ar idzaxeben
H
არც მე ვარ ამ გადაწყვეტილებით აღფრთოვანებული და მეც მინდოდა კლოპი ან გვარდიოლა ნაკრების მწვრთნელად, მაგრამ წინასწარ რატომ ლანძღავთ ამ კაცს?!. სანიოლს იმდენად მაღალ დონეზა აქვს სანაკრებო და საკლუბო ფეხბურთი ნათამაშები და ისეთ მწვრთნელებთან აქვს ნამუშევარი არამგონია გამოცდილება აკლდეს. საფრანგეთის ახალგაზრდულის, ბორდოს და ბაიერნის მწვრთნელად ლიცენზიის გარეშე არავინ დანიშნავდა ანუ განათლებაც მიღებული აქვს. ზიდანი ისე გახდა რეალის მწვრთნელი მხოლოდ ახალგაზრდებთან მუშაობის გამოცდილება ჰქონდა. ცხრა წლის განმავლობაში გერმანულ გრანდში თამაშობდა რაც დისციპლინის მხრივ ძალიან წაადგება ნაკრებს და ტექნიკა ან შემტევი ფეხბურთის სიყვარული არამგონია ჩვენზე ნაკლები ჰქონდეს ფრანგებს. აქ რომ, წერთ ეგეთები აქაც კი იყვნენ და ბარემ დაგენიშნათო, ერთი კაცი მითხარით საქართველოში ვისაც ამის დონეზე ნათამაშები ან ნამუშევარი აქვს და მწვრთნელობა უნდა?!. ცხადაძის დანიშვნას, რომ ითხოვთ რა გააკეთა მაგ კაცმა სანიოლზე მეტი? არ ჯობია კაცი ორი წელი ბორდოს მწვრთნელი და ორი წელი ბაიერნის მწვრთნელის ასისტენტი იყო ვიდრე ათი წელი აზერბაიჯანის და ყაზახეთის ჭ კლასის გუნდების?!. ეგ კაცი არ იყო მეტი ხელფასის გამო ორ დღეში, რომ მიატოვა ახალგაზრდული ნაკრები და აზერბაიჯანულ გუნდში გაიქცა? ან რა დამსახურებისთვის უხდიდა ფედერაცია ასი ათას ლარს თვეში? სიჭინავას, რომ აძლევდა "ატკატს" და მერე ერთი ლარით არ შეიმცირა ხელფასი. მისი მწვრთნელობის დროს არ გაგვანადგურა ესტონეთმა და პოლონეთმა? ერთხელ დავმარცხდით ღირსეულად გერმანიასთან და სულ ეს არის მისი დამსახურება. ასეთი გამონათებები ყოველთის აქვს ნაკრებს რამოდენიმე წელიწადში ერთხელ.
დევკალიონი
და რატომ მე 3 -ე ადგილი,ესპანეთი გასაგებია პირველია, დანარჩენი ვინ ფეხებია ეგენი,ყველა უნდა დავანგრიოთ ,რა შეშინებული ხართ ეს ფედერაცია, თამაშია ეგ თამაში! სამამულო ომში კი არ გიშვებენ.
ვილი
ფეხბურთის ფედერაციას საერთოდ რაიმეზე თუ აქვთ პასუხიმგებლობა?თავიდან მოსუები არ იყვნენ რაგაც დონეზე აწყობილი ნაკრები დაშალეს,მოიყვანეს მწვრთნელი რომელმაც ნაკრების ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში უშანსოდ წააგო და ერთა ლიგაზეც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა ნაკრების თამაში,სანიოლის ჩამოსვლაც უკვე გაუგებრობებით იწყება,ნაკრებიში მუშაობის არანაირი გმოცდილება არ აქვს,ხელფასი რამდენი ექნება არავინ იცის,კონტრაქტში იმის მაგივრად რომ ეწეროს გარკვეულად რამდენად უნდა იყოს დატვირთული ახლი მწვრთნელი საქართვლოში ყოფნით გვეუბნებიან რომ ხშირად ჩამოვაო.
emigrant
ამაზე უნლაიქს რომ დაწერს კაცი ის კაცი აქ არ დაბადებულა? ან თუ პატარაა ასაკით უახლოესი ისტორია არ იცის?მშობლები(არც სკოლა) არ უყვებიან ბავშვებს იმას რაც უნდა იცოდნენ ხოლო რაც არ უნდა იცოდნენ იმის ცოდნას არ უშლიან...
სარფიანი იქნებოდა
ვერ გაჩარხეს მაინცდამაინც ეკონომიურად მომგებიანი საქმე. ბოლო ადგილის შემთხვევაში ფულზე უარის თქმა უნდა მოსწეოდა. ჩვენ ხომ უკვე ვიცით რომელ ადგილს დავიკავებთ...
War
რა თქმა უნდა ვინ აცალა, მანანა მაგას აცდიდა მართვას?... რა დროს ეგ არის საერთოდ
გოგა
მესამე ადგილიო:) ანუ კოსოვოს და საბერძნეთს უნდა გავასწროთ:) ჯობდათ არ დაგენიშნათ, ან ეხლავე მოხსენით. ერთა ლიგის მოგება კიდე რეალურია, თუ ბოჭები ახალგაზრდები ფორმაში იქნებიან, აი როგორც, გიომ მოიგო ჯგუფი და ხვიჩამ ფინალში გაგვიყვანა
გენა
კონკრეტული პირის ხელფასი არაა საჯარო ინფორმაცია თუ პოლიტიკური თანამდებობა არ აქვს პირს. საჯარო შეიძლება იყოს სახელფასო ფონდი ამა თუ იმ უწყების. აბა ვისი რა საქმეა რამდენს იღებს რომელიმე სამინისტროში შუა რგოლის ჩინოვნიკი, ვთქვათ სამმართველოს უფროსი. პარლამენტარის ხელფასი გაინტერესებთ? კი ბატონო, მიმართეთ პარლამენტს და გეტყვიან.
Bond
მარტის თამაშებში გამოჩნდება რა მწვრთნელიც არის ეგ სანიოლი. დიდი მოლოდინები არ მაქვს, ვფიქრობ სამივე თამაშს წავაგებთ, ამიტომაც ჯობდა ეგ ხელფასი ქართველ მწვრთნელზე მიეცათ რაც სანიოლს უნდა გადაუხადონ
mdaa
გეტყობა ჩემსავით ასაკოვანი ადამიანი ხარ. კიდე კომუნისტური იდეების გჯერა? უხელფასოდ გაკეთებული საქმე იყო 90-ან წლებში. ხელფასი უნდა იყოს მაღალი და მოთხოვნაც იქნება მაღალი.
kaira
არაა მაი ბიუჯეტიდან ძამა. ყველაფერის ცოდნა მალე აბერებს.
pesimisti
მე მგონი ეგ ხალხის ფულით არ ხდება. კობიაშვილმა თქვა ჩვენ ბიუჯეტიდან არ ვფინასდებითო. ბიუჯეტიდან ფინანსდება ფეხბურთის განვითარების ფონდი, ის ნაკრებთან კავშირში არ არის.
ბაჩი
რომელი მწვრთნელის ან რომელი პოლიტიკოსის ან დეპუტატის ხელფასი ყოფილა ჩვენს ქვეყანაში საჯარო?არარსებობს პრეცედენტი გარდა გამსახურდიას ხელისუფლებისა ეს რომ ცნობილი ყოფილიყო,თვითონ პრეზიდენტი გამსახურდია უხელფასოდ მართავდა(ვინ აცალა მართვა)ქვეყანას,მერე რაღაც მიზერული დაენიშნა კანონმდებლობით აუცილებელი და უმალ ბავშვთა სახლს ერიცხებოდა მისივე მოთხოვნით აი მოკლედ როგორ შეიძლება უახლოესი 30 წლის ისტორიის დაწერა,სულ ეს არის ჩვენი ფსევდო დამოუკიდებლობის ისტორია...
დავითი
რაც შეეხება სანიოლის დანიშვნას: ფეხბურთელი სანიოლი გამიგია და მართლაც მაღალი დონისა იყო, მაგრამ ნ ა კ რ ე ბ ი ს მწვრთნელად რა პრინციპით შეარჩიეს პიროვნება, რომელსაც პრაქტიკულად არაფერი გაუკეთებია, არ ვიცი. ალბათ ხელფასის მიხედვით, რომელზეც "ამომწურავი" პასუხი გაგვცეს :) . ღმერთმა ქნას მე მეშლებოდეს და კარგი მწვრთნელი გამოდგეს, მაგრამ სამწუხაროდ დიდი მოლოდინი არ გამაჩნია.
ფეხბურთი
დემოკრატია ნიშნავს ღია მმართველობის, ღია საზოგადოებას.შესაბამისად მინდა ვიცოდე ჩემი ბიუჯეტში გადახდილი თანხა სად მიდის და რამდენი აქვს ხელფასი ნაკრების თავკაცს. მსოფლიოში ეს ინფორმაცია ყველა ქვეყანაში ღიაა და რატომ არის გასაიდუმლოებული საქართველოში?!
Zaza
აპა პირველ ადგილზე გასვლას და მსოფლიოზე წასვლას ვინც გეგმავდით წინა ფეფერაციები და ხელმძღვანელობა ხოდაანგრიეთ დუნია რისი ერთი ადგილიც გაქ ისუნდა დაისახო თავიდან მიზნად და მერე თუ გეყოლება შესაბამისი კონტიგენტი იფიქრებ გასვლაზე თორე მეც მინდა ეხლა რო ვთამაშობდეთ უკრაინის და რუსეთის დონეზე მაინც მარა რეალობა სულ სხვაროა ამას ანგარიში უნდა გაუწიო . ვერ ვთამაშობთ ვერააა არა გყავს ორი კაცის გარდა იგროკი ეგ კიარა მესამეზე თუ გავიდნენ ესენი ძეგლი უნდა დაუდგათ.
ქომაგი
ამ შემთხვევაში არ არის "ხალხის" ფული, ფედერაციამ უარი თქვა ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე. თუმცა ნაკრები ნამდვილად სახალხო მოვლენაა :)
Vasili
მე ხელფასის კონტრაქტმა უფრო გამაოცა! რამდენი ექნება ანაზღაურება ? ისმის კითხვა და პასუხი არის ასეთი! თუ წარმატებას მიახწევს კიდე უფრო მეტი! ანუ რა გავიგოო ? ეხლა აქ 2 მილიონი და თუ ერთა ლიგა მოიგო და მესამე ადგილზე გავედით მერე მიცემ დამატებით 2 მილიონს? თუ რა გავიგოთ?/ სანიოლთან არაფერი აგრესია არ მაქ, პირიქით რაღაცნაირად მეცოდებასავით უკვე წინასწარ, უბრალოდ ქართული პაკაზუკობა და პათხალიმობა მიშლის ნერვებს, როცა ქართველია მწვრთნელი ეგრევე ჯიბეში უყურებთ, ესო ხალხის ფულიაო და რატო არ უნდა ვიცოდეთო და ფრანგი როა ან გერმანელი იმის ხელფასის დასახელბა ტეხავს ხომ? ანუ მაგ შემთხვევაში ხალხის ფული არ არიიის?
ლაშას
შენ უბალელშიკე ესეთ ნაკრებს ან გუნდებს (რომლებიც პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ვარდებიან და თუ გავიდნენ მეორე ეტაპზე უკვე დიდ წარმატებათ მიგვაჩნია). ფეხბურთი სიამოვნებას უნდა ანიჭებდეს მაყურებელს, თითოეული თამაშის მოლოდინი დღესასწაული უნდა იყოს და მისი ყურება "სვარკის" ყურებისაგან მცირედით მაინც უნდა განსხვავდებოდეს. და კიდევ ერთი-სანამ ქართულ სპორტში იქნება კლანური მართვა, არაფერი გვეშველება! გაიხსენეთ საქართველოდან წასული კლაუს ტოპმიულერის სიტყვები მის მიმართ კრიტიკის გამოთქმის შემდეგ: ყველაფერი არ მათქმევინოთო. მე, 50 წლიანი გულშემატკივრის სტაჟის მქონეს, მიყვარს ქართული ფეხბურთი, ყიფიანის, გუცაევის, დარასელიას, შენგელიას, მესხის, მეტრეველის და სხვათა მონაწილეობით და არა ფულის კეთებაზე დაგეშილი ხალხის ფეხბურთი. ასე რომ ლაშა, შენ უბალელშიკე ამ ფეხბურთს, მე "პას".
ლშა
პესიმიზმის პიკი , ეგეთ ნაკრებს უბალეშიკე მთელი ცხოვრება , ეგეთ ჯგუფში რო მესსამეზე გავა , რას იწყევლები ერთი ვერ გამიგია
Levani
Vaisi azrze ar iyo da fexburtelebs dzveli damsaxurebebit ayenebda-avtoritetebi yavda tore chveni resursitac sheidzleba jilkiani mebrdzoli da shekruli gundis chmoyalibeba. Chakve,xvicha,arabidze,papunashvili,kiteishvili tu es bichebi formashi iqnebian kai mwvrtneli amatgan bomba gunds gaaketebs. Ise vato arveladzes bidzebisgan araferi gamoyva,mamamisivit dzalismieria tore turqetshi sul eszleva shansi da golebis gatana ro daiwyos sul ar gveqneba miqautadzeze saxvewni.ise jovino batumshi bavshvi chamovida da aq gaizarda..magas arc braziliis nkrebi echyaneba da arc rusetis..rato ar unda shevtavzot chventan itmashos-xvichas da chakves da saertod chvens shemtevebs kargad sheeewyoba mgonia
სტაჟიანი გულშემატკივარი
"რა ჯობია ოლიმპიურ სისტემას ?! - წააგე, წადი სახლში !" (მ/ფ "ფეოლა")
თბილისელი
ჯგუფში მე-3 ადგილს დავიკავებთ მაშინ, თუ ჯგუფი ასეთი იქნება: სან-მარინო, ლუქსემბურგი, გიბრალტარი, ანდორა და საქართველო. სხვა შემთხვევაში ასეთი ფედერაციისა და მენეჯმენტის პირობებში შედეგი იქნება დიდი "0".
Nukri
ასეთ ჯგუფში მესამე ადგილი როგორ უნდა დავიკავოთ, სანიოლი კი არა მამაზეციერი რომ მოვიყვანოთ, ღმერთმა ქნას რომ პირველი ადგილიც დაგვეკავოს

ესეთი ჯგუფიდან გასვლა ურთულესია მაგრამ მოტივაციის კუთხით, წინასწარ რომ გეგმავ მესამე ადგილს არ არის სწორი!!!
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
"ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება" - სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია
ველით სისტემის შეცვლას - ვილი სანიოლი და საქართველოს ნაკრები სომხეთისთვის ემზადებიან
სანიოლი: სექტემბერში ბევრად ძლიერი გუნდი ვიქნებით - ამხანაგური თამაშები სწორედ ამისთვისაა
სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ
გუნდმა და მწვრთნელმა ერთმანეთი დაკარგეს, "კვარა" უდიდესია - "სიკვდილთან დიალოგი"
სანიოლი: ცვლილებები იქნება - ვიმედოვნებ, ჩაკვეტაძე დაგვეხმარება
სანიოლი: ხვიჩამ, როგორც კაპიტანმა, საკუთარი თავი უნდა შექმნას
"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ
მატჩის დღე! კვარაცხელია, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე ერთად?
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია