ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ვილი სანიოლმა გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ კომენტარი გააკეთა

ვილი სანიოლმა გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ კომენტარი გააკეთა

საქართველოს ვაჟ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ახალი მწვრთნელი, ფრანგი ვილი სანიოლი „შერატონ მეტეხის პალასის“ საპრესკონფერენციო დარბაზში პირველად შეხვდა ქართულ მედიას და სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.

“პირველ რიგში, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი დღეა და ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. ყველა გამოძახებული ფეხბურთელის თამაში ვნახე. ადვილი გადაწყვეტილება არ ყოფილა 25 მოთამაშის არჩევა. შეიძლება ვიღაც ადრე ბევრს თამაშობდა, მაგრამ ახლა ყველა შაბათ-კვირას უნდა დაამტკიცონ, რომ ეროვნულ გუნდში ყოფნის ღირსნი არიან. არ იქნება სწორი, რომ მაინცადამაინც სათამაშო პრაქტიკის მოთხოვნა დავაწესოთ.

ვეცადეთ, გადაწყვეტილება გულითა და გონების კარნახით მიგვეღო; ვეცადეთ, გულწრფელები ვყოფილიყავით. ფეხბურთელებს, რომლებიც ახლა არ არიან სიაში, არ ნიშნავს, რომ მომავალში არ გამოვიძახებთ.

მაკარიძის საკითხთან დაკავშირებით ვიტყვი, კლუბები არ იღებენ გადაწყვეტილებას, ვის გამოვიძახებთ ნაკრებში. მათ მნიშვნელოვანი თამაშები სულ აქვთ. არსებობს ფიფას წესები, რომელთა მიხედვითაც ვალდებულები არიან, გამოუშვან მოთამაშეები ეროვნულ გუნდში. უნდა აღვნიშნო, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც ჩვენ ვიღებთ.

ეროვნულ ლიგაში თამაშმა ფეხბურთელს ნაკრებში მოხვედრაში ხელი არ უნდა შეუშალოს. ხედავთ, 25 ფეხბურთელში რამდენიმე საქართველოში მოთამაშე ფეხბურთელი გამოვიძახეთ. ეროვნულ ლიგაში კარგი მეკარეები არიან.

არის კარგი და უკეთესი ლიგები, თუმცა ჩვენ იმის მიხედვით ვიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა სარგებლის მოტანა შეუძლია კონკრეტულ მოთამაშეს ნაკრებისთვის.

ყველა წამყვან ნაკრებს აქვს გარკვეული პრობლემა სხვადასხვა პოზიციაზე, წუხილი. მე არ შემიძლია ვთქვა, რომ კონკრეტულ პოზიციაზე პრობლემა გვაქვს. საქართველოში ძალიან კარგი თაობა მოდის. ჩემთვის მნიშვნელოვანია, გადაწვეტილების მიღება გამიჭირდეს, ბევრი კარგი მოთამაშე გვყავდეს. ამ ეტაპზე უფრო მეტი არჩევანი შეტევაში გვაქვს, მაგრამ არ ვიწუწუნებ, საკმარისი ოდენობის კარგი ფეხბურთელი გვყავს, რათა მიზნების მისაღწევად ვიბრძოლოთ.

ჯერ საქართველოს ეროვნული ლიგის გუნდების მწვრთნელებს არ შევხვედრივარ, მაგრამ საქართველოში დიდი დროის გატარებას ვაპირებ და აუცილებლად შევხვდები მათ, კლუბის ხელმძღვანელებს, ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელებს.

ალენ ჟირესთან არ მისაუბრია. იმედია, ექნება დრო, რომ გამიზიაროს თავისი ცოდნა და შთაბეჭდილებები საქართველოს კულტურისა და ქართული ფეხბურთელის შესახებ. მაშინ სხვა დრო იყო, მას ალექსანდრ იაშვილი, ლევან კობიაშვილი ჰყავდა; ახლა სხვა ამბავია. ვეცდები, რაც შეიძლება მალე გავეცნო ქართველებისა და ქართული ფეხბურთის მენტალობას.

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მაკარიძე კლუბში დაგვეტოვებინა. ის ლა ლიგაში დაწინაურებისთვის იბრძვის და ეს დეტალი გავითვალისწინეთ. კიდევ ერთი ფეხბურთელის კლუბთან არის პრობლემები. იმედია, მოგვარდება ყველაფერი. ყველა დანარჩენი მოთამაშე, ვისი გუნდში ნახვაც გვინდოდა, იმედია, ნაკრებს შეუერთდება, მაგრამ კოვიდ-ერაში ვცხოვრობთ და არ ვიცით, რა შეიძლება მოხდეს.

არ მინდა ნაკრების წინა მწვრთნელებზე საუბარი, ყველას თავისი აზრი აქვს. თუ მოთამაშე უთამაშებელია, ჯობს ის ნაკრებში არ გამოიძახო. ყველა დამრიგებელს უნდა, რომ მისმა ფეხბურთელებმა 90 წუთი ითამაშონ, ტრავმა არ მიიღონ და გოლები გაიტანონ. ვიცი, სად მოვედი; ვიცი არსებული სიტუაციის შესახებ და გადაწყვეტილება ყველაფრის მიხედვით მივიღე.

არ ვიცი, მომავალში რა მოხდება, მაგრამ მინიმუმ 3 მატჩის განმავლობაში ჯაბა კანკავა საქართველოს ნაკრების კაპიტანი იქნება. ის დადებითად დამიხასიათეს, თუმცა მომავალში ურთიერთობა უნდა შედგეს. თამაშის სტილს რაც შეეხება, ყველა თამაშის 5:0 მოგება კარგი იქნება, ყველას გვინდა, მაგრამ ეს რთულია. ყველა თამაში განსხვავებულია და ერთნაირად ვერ ითამაშებ. ჩემი ფილოსოფია არსებულ რესურსს უნდა მოვარგო და პირველ რიგში, ჩემს ხედვებს ფეხბურთელებს გავანდობ.

ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ინტენსიური განხილვა გვქონდა. მათ დიდი ხანია ვიცნობ. ბევრისთვის ფეხბურთი კარიერა, გოლები, ფულია, მაგრამ ჩემთვის ურთიერთობები არანაკლებ მნიშვნელოვანია. ფედერაციის ხელმძღვანელობიდან დიდი მხარდაჭერა მივიღე და ეს ნებისმიერი მწვრთნელისთვის მნიშვნელოვანია, გინდ კლუბში მუშაობდეს, გინდ ნაკრებში.

მიმაჩნია, ჩემს კარიერაში, ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე აქ ჩამოსვლა და ახალი საინტერესო პროექტის დაწყება საუკეთესო გადაწყვეტილება იქნებოდა.

მიხარია, რომ ზლატანი ნაკრებში დაბრუნდა და მოუთმენლად ველოდები, როგორ გამოვა ჩვენი გუნდის წინააღმდეგ. ჩვენი ფეხბურთელებისთვის მის წინააღმდეგ თამაში დიდი მოტივაციაა, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც პროგრესი სურთ. მე ყოველთვის მინდა, რომ მინდორზე საუკეთესო მოთამაშეები იყვნენ, ისეთები, როგორებიც ზლატანი, მესი, რონალდო, მბაპე და ა.შ. არიან. ესპანეთის ნაკრებზე კი შვედეთთან ჩატარებული მატჩის შემდეგ ვისაუბრებთ.

ინვესტიციების, დაუღალავი შრომისა და დისციპლინის გარეშე ფეხბურთში წარმატებას ვერ მიაღწევ. ცხადია, ამაზე ფეხბურთელებს სულ ვეტყვი.

გიორგი მიქაუტაძეს პირადად ვესაუბრე, იქამდე კი ფედერაციამ კარგად იმუშავა და მოხარული ვარ, რომ ცოტა ფრანგი და ცოტა ქართველი გიორგი საქართველოს ნაკრებში ითამაშებს.

დიდი ამბიციები გვაქვს, მაგრამ ამ ამბიციების მისაღწევად ბევრი უნდა ვიშრომოთ. მაკედონიასთან თამაშს რაც შეეხება, ამ შეხვედრის ფსიქოლოგიურ შედეგებს, ფეხბურთელები პროფესიონალები არიან და წარსული უნდა დაივიწყონ, მომავალზე განეწყონ და ახლა მათ ახალი მიზნები აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცუდი რამ მოხდა, ვფიქრობ, ეს არათუ ნეგატიურად, პირიქით, დადებითად იმოქმედებს და უფრო მეტი მონდომება ექნებათ.

გვაქვს დიდი ამბიციები, მაგრამ რეალისტები უნდა ვიყოთ. რთული ჯგუფია, ყველას გაუჭირდება, მათ შორის, ესპანეთსაც საქართველოს წინააღმდეგ. ფეხბურთელებმა ყველაფერი უნდა ჩადონ, დისციპლინა დავიცვათ და ვფიქრობ, კარგი შედეგის მიღწევა შეგვიძლია.

სად დავაყენებ კვარაცხელიას? მე მგონი, ამაზე პასუხი შვედეთის ნაკრების მწვრთნელისთვის სასარგებლო ინფორმაციის მიცემა იქნება.

დარწმუნებული ვარ, მალე ქართველები დასავლეთ ევროპის წამყვან კლუბებში ითამაშებენ. ვფიქრობ, ჩაკვეტაძეს ტრავმა რომ არ მიეღო, ახლა უკვე ტოპ-გუნდში იქნებოდა.

ბალანსი უნდა დავიცვათ გამოცდილ და ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორის. ფეხბურთელთა გამოძახება კლუბებში მათ თამაშებზეა დამოკიდებული. ამირან სანაია ნაკრების კანდიდატი იქნება, ვნახე მისი თამაში. სამწუხაროდ, მისთვის ახლა ნაკრებში ადგილი არ გათავისუფლდა, მაგრამ კარი ჩაკეტილი არავის აქვს".

• simartle

გიო დიდი ფეხბურთელი ვერაა ჯერ და ვერც ამის სედეგს ვერ დებს, ხოლო მომავალში შეიძლება ასეც მოხდეს, ხოლო კვარა კი უკვე დიდი ფეხბურთელია და შეუძლია ლეგენდარილიც გახდეს, ჩაკუკვით კი მხოლოდ რუსეთი ახერხებს ამას, მაგრამ შენ ფეხბურთი არ გესმის სამწუხაროდ.

• x.x

პოზიტიური ადამიანი ვილი, სულ საქართველოშია, ტელევიზიებში ინტერვიუზე უარს არ ამბობს, პრესკონფერენციებს აწყობს, თავს არ იზღვევს და წინასწარ თავს არ იმართლებს, ოპტიმისტიურადაა განწყობილი, სიმართლე, რომ ვთქვათ ბევრი ვერ გაბედავდა საქართველოს ნაკრების მთავარ მწრთვნელობას. წარმატებები ვილის და ნაკრებს.

• kombato

she vasiukintso

• ჯაბა

გიო დიდი ფეხბურთელია! რა მაგის პასუხია და საართველოს სათაყვანებელი "რუბინი" დამარცხდა. ჩავიკუკეთ, მაგრამ არ ვიმჩნევთ. გატრუნულები ვზივართ.

• დ.დ.

ეჰ, ბატონო სანიოლ ! ვინ გეტყვის, თორემ კარგი იქნებოდა გცოდნოდა, რომ ჟირესმა თუ ვერაფერს მიაღწია, სწორედ ამხ. იაშკას და ამხ. კობიაშვილის გამო. შენც თუ ვერაფერს გააწყობ, იცოდე, მთავარი ხელის შემშლელებად იგივე ხალხი მოგევლინება.

• ოზუზი

არაააა, რა ბრახა ბრუხი? ახლა არის "ბრუხა ბრახი"

• Levani

Bavshvta fizikuri momzadeba arafer shuashia.bavshvebs ro krosebs arbenineben da fexebs ufucheben,xelovnur safarze ro atamasheben aqedan modis yvelaferi..13-14-15-16 wlis bichebs mtavaria swraf tempshi tsmashi aswavlon da klasi qondet.ar darbodnen arveladzeebi da qinqladze krossebs dge da game.. Mtavari problema isaa ro mere es 16-17-18wlis bichebi ver vitardebian radgan erovnuli chempionatis doneze ra unda iswavlon..ro gvqondes belgiis an turqetis donis liga yovel wels 15-20 bichi 17-18 wlis shedzvreboda am ligashi da ase mivigebdit fecburtelebs

• aburjga

ოქრიაშვილი 10 ნომერზე! დანარჩენი თქვენთვის მომინდია! ოქრიმ თუ ვერ გაქაჩა მეორე ტაიმში მიქაუტაძე შეცვლაზე. ვნახოთ ერთი რა დონეა?!

• ბოსკამპის უკვდავი ფრაზა!

მეცნიერები არა ის კიდე. მასე, ფურცელზე 5000 მეცნიერი იყო მეცნიერებათა აკადემიაში დარეგისტრირებული. რამე ეტყობა ამ ქვეყანას 5000 მეცნიერის ყოლის?

• H

გაიღვიძე კოტე. მაია უკვე სახლშია წასული.

• ქართველი

როგორც ყოველი შესარჩევის წინ არის სიტყვების ბრახა ბრუხი და ერთი ამბავი ასე ვიზამთ ისე ვიზამთ.ბოლოს ვიტყვით რომ არ გაგვიმართლაო. ბავშვთა ფეხბურთია მისახედიიი!!!!

• 123

ტოპ ჩემპიონატში ახლაც თამაშობს ქართველი ფეხბურთელი, გერმანიის მოქალაქე გოგია, რომელიც ბერლინის უნიონშია, თუმცა უმეტეს დროს სკამზე ატარებს. მომდევნო სეზონიდან ორ ქართველ ფეხბურთელს ველოდებით ტოპ ლიგაში - ხვიჩას და მაკარიძეს(ალმერია კარგად მიდის და იმედია ბოლომდე ასე იქნება). და იმედია ვილი მომდევნო ინტერვიუში, იმას არ გვეტყვის მალე ქართული კლუბები ჩემპიონთა ლიგას შეაზანზარებენო,რადგან ჯერ ფარერებზე თევზაობა გვაქვს სასწავლი

• ირაკლი

ფეპლა ანუ იპოლიტე ხვიჩია გვჭირდება რამეს რომ მიაღწიოს ჩვენმა ნაკრებმა!!!!

• გია

ოსტაპ ბენდერი გამახსენდა) აი ის მომენტი ჭადრაკის სახლში ადგილობრივ მოსახლეობას რომ პირდება მასე თქვენს ქალაქში გალაქტიკებს შორის ჩემპიონატი ჩატარდებაო)))

• ჭუკლიკა

ეხლა ვიძინებ და ყველამ გაიგეთ რომ სანამ ერის შეგნება არ გამოსწორდება არაფერი არ გვეშველება, არც ერთ საკითხში. წარმატებები.

• დავით67

სად გავიცინოთ? შენ გგონია რამე სასაცილო მოხიე?

• ემიგრანტი

ჩვეულებრივი ფრანგი აფერისტი. იმედია ვცდები

• ჰაიაბუსა

ვაახ განათდა? და შენმა საფიცარ-სათაყვანებელმა მიშამ,რომ ფიზ ინსტიტუტი დახურა,შენობა ლარნახევრად თავის კორეშებს მიყიდა და მეცნიერები გაყატა?და ახლა ვიმკით მაგის შედეგს?საიდან მოვიდეს ეგ სტაფი? გლახაობ ბიძიკო და ი.ნხ.

• ბაჩი

რა აიჩემეთ ეს კირკიტაძე,გიორგი ჭანტურია გამოვიძახოთ ბარემ მაშინ,ბარსელონას აკადემია აქვს ნანახი და ნოუკამპი,ასევე მესიც ყავს ნანახი და გვარდიოლაც

• გლახუნა

ქართველ ფეხბურთელებს ჭირდება ერთადერთი - ბავშთა საფეხბურთო სკოლებიდან სპეც- ფიზიკური მომზადების მწვრთნელები, განსაკუთრებით გერმანელი, ჰოლანდიელი სპეციალისტების და საქართველო ერთ-ერთ ავტორიტეტულ საფეხბურთო სახელმწიფოდ იქცევა... ასევე ს ა ჭ ი რ ო ა სკოლაში ს ა ვ ა ლ დ ე ბ უ ლ ო ფიზიკური მ ო მ ზ ა დ ე ბ ი ს სათები... გ ა ც ი ლ ე ბ ი თ ჯანსაღი - ფიზიკურად, მენტალურად მომავალი თაობების აღზრდისათვის.

• ბაჩი

გეთანხმები და კითხვას დაგისვამ,კიტეიშვილი ავტორიტეტია?

• ზაზა,

გადამეტებულმა აჟიოტაჟმა და ხმაურმა, ბევრში გაღიხიამება გამოიწვია, რომელიც თვითონ ფეხბურთელებშიცაა და საკმაოდ მაღალი პროცენტით. თქვენი ამგვარი ინიციატივა ამის კიდევ უფრო მატებას იწვევს. ფეხბურთში არსებობს დაუწერელი "გასახდელის" კანონები, რომლის შესრულება ახალფაზრდებისთვის და არა მარტო ძალიან რეკომენდირებულია, რაც შეეხება ჯაბას და გურამს ისინი უკვე ქართული ფეხბურთის ლეგენდები არიან და ამ ეტაპზე ვერანაირი დრიბლინგი და გატანილი გოლი მათ ღვაწლს ვერ გადაფარავს. ყველაფერს აქვს თავისი დრო,ადგილი და ლოგიკა.

• ზაზა,

გადამეტებულმა აჟიოტაჟმა და ხმაურმა, ბევრში გაღიხიამება გამოიწვია, რომელიც თვითონ ფეხბურთელებშიცაა და საკმაოდ მაღალი პროცენტით. თქვენი ამგვარი ინიციატივა ამის კიდევ უფრო მატებას იწვევს. ფეხბურთში არსებობს დაუწერელი "გასახდელის" კანონები, რომლის შესრულება ახალფაზრდებისთვის და არა მარტო ძალიან რეკომენდირებულია, რაც შეეხება ჯაბას და გურამს ისინი უკვე ქართული ფეხბურთის ლეგენდები არიან და ამ ეტაპზე ვერანაირი დრიბლინგი და გატანილი გოლი მათ ღვაწლს ვერ გადაფარავს. ყველაფერს აქვს თავისი დრო,ადგილი და ლოგიკა.

• ყური მიგდე

უნდა დამეწერა სწორად ეგ..კირკიტაძეზე სწარფი ფეხბურთელი პატარა მესხის და გუცაევის მერე ქართულ ფეხბურთში არ ყოფილა..მარტომ მოუგო გონი რუსეთის გუნდს, გააწამა..აუცილებლად უნდა იყოს გუნდში

• თეოფა

რანაირად არის დარწმუნებული რომ ევროპის წამყვან კლუბებში ითამაშებენ ჩვენი ფეხბურთელები?არასერიოზულ განცხადებების კაცია ჩემის აზრით,2 კვირაში დადო ესეთი პროგნოზი?

• ლევანი

ოცნებას კაცი არ მოუკლავს!

• კოტე

მაია ცქიტიშვილო, ბილეთების გაყიდვა დაიწყე დროზე, ხალხი თამაშზე მოვდივართ!!!

• სოლომონი

რას ერჩით ამ ბიჭს, რას უწუნებთ? როცა საშუალება ქონდა, ყოველთვის ალალად ითამაშა ნაკრებში და ძალიან გაგვახარა. სანამ ვეფხისტყაოსანს არ დაიზუთხავს, მანამდე ვერ გახდება ესე იგი კაპიტანი? პრესკონფერენციაზე სოლიდურად წარდგომა რაღას ნიშნავს? ღარიბაშვილივით გუშინ რო იყო ბელგიში და ენებს უნდა სხლავდეს მაინცა და მაინც? თუ სანამ თავით ფეხამდე ტატუებში არ ჩანდება და ჭრელ პავიაზკას არ გაიკეთებს, მანამდე არ შეიძლება. მაგნაირი ალალი, თავმდაბალი და ზრდილი მოგვცა ერთი ათი და ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა.ეგრე 30 რო გახდება მაინც უპოვით მიზეზს. ალალად თქვით, დიდი პატივისცემისდა მიუხედავად, ვინმე უყურებთ ჯაბას თამაშს? ამ ბიჭის თამაშს კი დარწმუნებული ვარ ნახევარი საქართველო უყურებს. მივცეთ შანსი, თუ გაამართლა, ორმაგად საამაყო გვექნება, თუ არადა არც მაგით დაშავდება რამე. ბიჭების ყურადღება მოედანძე მაინც სულ მაგისკენ და მიქაუტაძისკენ იქნება აქცენტირებული, ამიტომაც იყოს, ჩემი აზრით არც არაფერი დაშავდება. პირიქით, კიდევ უფრო მეტი პასუხიმგებლობით და თავდადებით მიუდგება ყველა თამაშს. და კიდევ: რატომ გგონიათ 21 წლის ვაჟკაცი პატარა ბიჭი?

• Levani

Kashia da grigalavas gamodzaxeba ra amis bralia..tu droze ar misva xizanishvili am 3 tamashis mere da tviton ar imozgava topmiolerivit da jiresivit unda sheeshvas mwvrtnelobas..ise kupersac chvens mere daerxa

• გიო

პირველი გელა ნუგზარაშვილი იქნება რომელზეც უკვე ყველა ევროპული გრანდიდან დიდი ინტერესია

• beqa

კიტეიშვილზე რამე ინფოს ვინმე ფლოობთ? როგორარის მისი მდგომარეობა და არის თუარა მზად?!

• მოსეხონელი

შვედეთის ფეხბურთელების "გაბარიტები" ნახე ძმურად და მერე იკითხე რატო გამოიძახა გრიგალავა.სხვათაშორი გრიგალავას კარგი გრძელი პასი აქ და ფიზიკურად ძლიერია რაც ბურთის ამოსატნად და აყლაყუდა იბრაგიმას გასაჩერებლად საჭიროა.ბოლო თამაშებიც კარგად ითამაშა.აბ უთამაშებელი კაშია და კვირკველია ასევე ზამენა ხოჭოლავა რატო?და გრიგალავა არა?

• gela

ვიღაც წერს ხვიჩა კაპიტნადო! რატო "რუბინში" რომ გამოირჩევა? ქართული ფეხბურთისთვის ჯერ გააკეთა რამე? ავტორიტეტი ბიჭებთან და პატივისცემა? რუსეთში კარგი დრიბლინგი და სლუცკის შეფასება არაა კრიტერიუმი ერ.ნაკრების თავკაცობაზე.ერთი ორი წიგნის წაკითხვაც არ იქნებოდა ურიგო, პრეს-კონფერენცია იქნება თუ ინტერვიუ სოლიდურად და ღირსეულად უნდა წარსდგეს ერ.ნაკრების კაპიტანი.

• ბაჩის

კაპიტნობა მარტო დრიბლინგი არაა, ავტორიტეტი ა საჭირო, ფასახდელშიც და მოედანზე, დამსახურება ქცეყნის წინაშე და ინტელექტი.

• მიუნჰაუზენი

ეჰ, ვილიჯან))) შენ გეტყობა ისეთი კაი ჯამაგირი დაირტყი, რომ მიკვირს მარსზე არ აწყობ ქართველებს სათამაშოდ. ამას მგონი ტობოლზე, ურალზე, როტორზე, უფაზე, ანორთოსისზე და ა.შ არაფერი სმენია.))) რაის წამყვანი ევროპული კლუბები. კვარა, ჩაკვე და მიქაუტაძე. სულ ეგ არის.)))

• buba

სანიოლ, კვარაცხელიაზე და მიქაუტაძეზე თუ ამბობ გეთანხმები, მაგრამ აბა სხვების რა მოგახსენო...

• სოსო-ს

გეთანხმები ჟირესის გარდა. მაშინდელი ხელისუფლება ყველაზე ცუდად ჟირესს მოექცა, როდესაც აცალეს საქართველოში ჩამოფრენა და აეროპორტის გზაზა დაურეკეს გადაყენებული ხარო. ქალაქში შემოსვლაც კი არ აცალეს. ისე რომ ჟირესი არ წასულა, გააგდეს, როდესაც რაღაც წინსვლა მის ხელში ნამდვილად შეიმჩნეოდა.

• ლშა

პკ

• სოსო

ზლატანის ნაკრებში დაბრუნება გამეხარდაო ისე ამბობს, თითქოს შვედეთის ნაკრების მწვრთნელი იყოს და არა საქართველოსი. გაჩუმდი მაინც შე კაი კაცო. მთელ საქართველოს გვეწყინა და რაღა შენ გიხარია. ესპანეთს გაუჭირდებაო ჩვენთან თამაშიო, ეს უკვე ნამეტანია! კვარაცხელიას სად დავაყენებ საიდუმლოაო. საწყლები, თურმე შვედებს ძინავთ, მეკარე გონიათ და მიქაუტაძე კიდევ მცველი))) ძალიან მიყვარს ხვიჩა, მაგრან ორმეტრიან სკანდინავ მცველებთან ძალიან გაუჭირდება ბრძოლა. ეს კაციც წავა ვაისივით ჯიბეებგამოტენილი და მეორე დღესვე აღარ ემახსოვრება საქართველო. თუ ჟირესს ვახსოვართ, ან ტოპმიოლერი გვკითხულობს ყოველდღე? ამბიცია ჩემო ვილი სომხებსაც ჩვენზე მეტი აქვთ და აზერებსაც, მაგრამ რა ხეირი? კაშია-გრიგალავა-კვეკვესკირებით გინდა ფონს გასვლა? ტყუილია მაგი. ახალი სისხლია საჭირო, ნაკრები სრულად უნდა გაახალგაზრდავდეს და ერთ-ორ წელიწადში შეგვეძლება ყველასთან ტოლსწორად თამაში, გრანდების გარდა. აი ეს არის სამწუხაროდ მწარე სიმართლე. ისე, ბარემ დვალიშვილიც გამოგეძახათ სრული ბუკეტისთვის, ან იმ კაცმა რაღა დააშავა?)))

• გენო

გრიგალავა არ გამოგრჩეთ , ვინ ურჩია ნეტავ ფეხბურთი თუ ესმის

• კახა ქ.

გასაგებია რომ ადვილი არ არის ნაკრებში მოხვედრა,მაგრამ შეიძლებოდა კირკიტაძის გამოძახება ამ კონტინგენტში.უნდა შეეჩვიონ ნელ-ნელა ნაკრებს მომავალი კანდიდატები.შეიძლება ძირითადში არ დააყენო,მაგრამ იგრძნონ ის აფმოსფერო,რასაც ეროვნული ნაკრები ჰქვია,აუცილებელია.დიდი სხვაობაა--კლუბსა და ნაკრების შეკრებებს შორის.წარმატებები ბიჭებს.

• გიორგი გორგაძე

წარმატებები ნაკრებს, დიდი ინტერესით ველოდები.

• ბაჩი

კაპიტანი ძალიან კარგი გვყავს ჩვენ,მაგაზე უკეთესი დღეს არავინაა ხოლო რაც შეეხება მომავალ კაპიტანს ის უნდა დაიმსახუროს მან ვინც იქნება,მგონი ის ვინც ამას ყველაზე უფრო იმსახურებს ასაკის მიუხედავად არის ხვიჩა კვარაცხელია

• იაგო

ჭკვიანი კაცი ჩანს საუბრიდან გამომდინარე!

• Levani

Zivzivadze-miqautadzis wyili minda shetevashi..qvilitaias fexburti damtavrda rapidis mere.zivzivadze tipiuri birjaviki tavdamsxmeli ar aris rogoc dziritadad arian tanmagali centrforvardebi-gaqcevac icis da shoridan dartymac..anu ori iseti tavdamsxmeli gaichita romlebic qmnian da asruleben-vaiss marto vinc asrulebs isetebi undoda-qvilitaia da kacharava..da ro verc asrulebdnen magashi iyo tragedia..estonettan da somxettan burti jer tavshi gaartya xvicham da mere mkerdshi jigurma da ori rikoshetit goli gagvivarda.. Maseti tavdamsxmeli ro gamogyavs flangebze unda gyavdes qarishxalivit shemtevebi. Teqnikur xvichas da oqris oufro miqautadze da budu sheewyobian.. Ise 3 tamashistvis 3 tavdamsxmeli cotaa-beridzes kishvrdastan tu amberkstan atamasheben win tore ise shemtevi naxevarmcvelia

• დევკალიონი

მსოფლიო საფეხბურთო წრეებში ( ნორმალურ ხალხს შორის) სანიოლი ძალიან დიდი ავტორიტეტით სარგებლობს , ძალიან უნდა მოინდომონ ბიჭებმა ,ამ ადამიანის ხელში ბევრის მიღწევა შეიძლება, როგორც პირადი ისე საერთოდ ინტერესების გათვალისწინებით.მთავარი შედეგია მაგრამ ყველას , მიუხედავად იმისა თუ რა კლასის მეტოქე იქნება ,ლომებრივ უნდა ებრძოლონ უშიშრად და ეს უნდა იყოს წესი და ჩვეულება ,უნდა ეშინოდეს ჩვენი ყველას !

• ტოტტი

ისე რამდენი უმალესი დონის ფეხბურთელი ყავს საფრანგეთს ვარსკვლავები რომლებიც ტოპ გუნდები ბში თამაშობენ მაგრამ ნაკრებში ვერ ხვდებიამ სამი ოთხი ფეხბურთელი წო წამოეყვანა ვილის კარგი იქნებოდა ))))) იქნებ მერე მაინც გვეშველოს რამე. როცა გუნდს ფეხბურთელს გაუგდებენ და ათი კაცით რჩება ის გუნდი უკვე მეორე ნომრად თამაშობს და ჩვენ დაწყებიდან 5-6 კაცი გაგდებული გვყავს უკვე ფაქტობრივად ...

• c

დავაი ვილიი, შებერეეეეე! "კიტე" ნაკრების კაპიტნაად!

• juna

წარმატებები ნაკრებს და ვილი სანიოლს

• beqa

კირკიტაძე.ნინუა. ხარაიშვილი.მალი მარჯვენა მცველად და არა მარცხენა! გაფართოებულ შემადგენლობაში გამოიძახე, შენიით დააკვირდი! რააზრიაქ რო დავწერე მარა მაინც ))

• irakli

კვეკვესკირი უთამაშებელია და რატო გამოიძახა? უპრაქტიკო ფეხბურთელი იყო კვირკველია ბეილი რო დაკეტა და არ ათამაშა მისი ფეხბურთი

• ლშა

კარგით რა , რა თორნიკე კირკიტაძე ? ნანმდვიალდ არ მაქ თორნიკეს საწინააღმდეგო არაფერი , მაგრამ ნაკრებში რო მოხვდე ეგრე მარტივი არაა რა

• Nukri

ვნახოთ ვილი რა გამოვა, ისე ყავდა ჩვენს ნაკრებს შენზე უფრო გამოცდილი მწვრთნელები და დღევანდელზე უფრო კარგი ფეხბურთელები, მაგრამ რა გამოვიდა ყკელამ იცის, ღმერთმა ქნას რომ შენ გაგიმართლოს

• ირაკლი

წარმატებები ჩვენს ნაკრებს

• ჟორა გაბრიჭიძე

რა თქმა უნდა რეალისტობა გვმართებს, მაგრამ რეალური გეგმის შესრულება პროგრესს არ იძლევა. სწორედ არალეარული გეგმის დასახვა და შესრულებაა ვაჟკაცობა.

• XXX

აჰა, დაიწყო უკვე..

• გია

ჰაჰ...ეგრევე 9 - ში შეაგდო. ზოგადად, კი ეგრეა, ქართველებს, ყველაფერში, უფრო მეტი ამბიცია გვაქვს, ვიდრე ეს რეალობით განპირობებულია.

• ქუთაისელი

ფრანგულის ცოდნის მიხედვით თუ აპირებს ეს მოთამაშეების გამოძახებას, დაურეკოს სალომე ზურაბიშვილს.. ლოკომოტივიდან თორნიკე კირკიტაძე ერთ-ერთი ნათელი წერტილი იყო ევროპა ლიგის შესარჩევზე, რატომ არ გამოიძახა?

როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

"სანიოლმა კვარაზე ასეთი რაღაც მითხრა" - ფრანგი ჟურნალისტი

მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი

სანიოლი: მეტოქედ ნიდერლანდებს ავირჩევდი - მიქაუტაძე ისეთ ფორმაშია, მისი სკამზე დასმა შეუძლებელია

მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე

რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?

"დარწმუნებული ვარ, მამარდაშვილი ამას "ლივერპულშიც" მოახერხებს - სანიოლი ინგლისური გრანდის ოფიციალურ საიტს ესაუბრა

მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან

"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია