საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ესპანეთთან მატჩის წინ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:

"მატჩის დაწყებიდან 30 წუთის შემდეგ ხვიჩამ გვითხრა, რომ თავი სტკიოდა. პირველი ტაიმი ჩაამთავრა, უკეთ არ იყო და აღარ გავრისკეთ. ჩაუტარდა კვლევა და ყველაფერი კარგადაა, ხვალ ითამაშებს. მიქაუტაძემ კუნთის ტრავმა აქვს და მომდევნო 2 მატჩს გამოტოვებს.

ტაქტიკური გადაწყვეტილება იყო კანკავას შეცვლა. ბურთის მეტი ფლობა გვჭირდებოდა და ამიტომ შემოვიყვანეთ შემტევი ნახევარმცველი. ჩაბრაძემ და გიორბელიძემ კარგად ითამაშეს, რთული მისია ჰქონდათ და თავი გაართვეს. მათი თამაშით კმაყოფილი ვარ.

დიახ, ვთქვი, რომ შვედეთში თამაშით ბიჭებით ვამაყობ და ახლაც იგივე პოზიციაზე ვარ. შევხვდი ფეხბურთელებს, ვისაუბრეთ, დიდი დრო არ გვქონია, მაგრამ მაინც. ძალიან მონდომებულები იყვნენ, ჩემი სათქმელის მიტანა მოვახერხე. დისციპლინა აუცილებელია, შვედეთთან კარგად გამოყურებოდნენ. ბიჭები ერთმანეთის მიმართ სოლიდარულები იყვნენ და ასეთი ერთადგომა გვჭირდება ესპანეთთან გასამართი მატჩის დროს.

მე და ხიზანიშვილი კარგად ვუგებთ ერთმანეთს, მსგავსი საფეხბურთო გემოვნება გვაქვს. რაც შეეხება მედიის გამოხმაურებას, ყოველთვის სასიამოვნო ამბების წაკითხვას ვცდილობ.

ეროვნულ ნაკრებში ფეხბურთელს ვერ იყიდი, თამაში მათზე უნდა ააგო, ვინც გვყავს. დასანანი იყო ოქრიაშვილის დანაკლისი. პირველი ტაიმი შვედეთთან ცოტა რთული იყო, მეორე ნახევარში შევიცვალეთ, შევუტიეთ და ვაჩვენეთ, რომ კარგი ფეხბურთის თამაში შეგვიძლია.

საბერძნეთს უნდა მივულოცოთ, მოედანზე ხასიათი აჩვენეს, კარგად დაიცვეს თავი. მათ კარში ერთხელ დაარტყეს, ბურთს 20%-ს ფლობნენ და თითქოს ნორმალური ანგარიში არ ყოფილა. ესპანეთმა მოსაგებად ყველაფერი გააკეთა, მაგრამ ფავორიტი ყოველთვის ვერ იგებს. ყველაფრის მიუხედავად, ვიცით, რომ წინ რთული მატჩი გველის.

კოვიდის სიტუაციიდან გამომდინარე, პრობლემებია. სამივე შეხვედრას შეუცვლელად ვერავინ ჩაატარებს. არ ვიცით იქნება თუ არა ცვლილებები, ამას დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ ვნახავთ. თუმცა ვინც მოედანზე გავა, ის თავდაჯერებული და შეხვედრისთვის მზად იქნება.

ვთვლი, რომ შვედეთში მოსაგებად თუ ქულის მოსაპოვებლად ყველაფერი გავაკეთეთ, შვედეთმა 1 გოლით გვაჯობა. ესპანეთი სხვა გუნდია, ტაქტიკას მეტოქისა და ჩვენი ფეხბურთელების შესაძლებლობათა გაერთიანებით შევარჩევთ. ფეხბურთელები ნაკრებში მოდიან, ყოველდღე არ ვვარჯიშობთ, მათ უნდა იცოდნენ, რა ფეხბურთს ვითამაშებთ. იმედი მაქვს, ხვალაც ისეთი დისციპლინაბი იქნება, როგორიც შვედეთში იყო".

გიორგი
ბაზარი არაა, ჩაგეძინება იმენა , ამათ კიდევ ნოდარა ჯობია სიმსივე, სისულელე ილაპარაკოს თუნდაც, ემოცია მაინც შემოაქვს
vaxo ვი
ძაან ველოდები 8 სთ, ვიცი სანერვიულო და ემოციური საღამო გველის, მაგრამ ამ ნერვიულობას ემატება ტელეკომენტატორები! ეს არის ნამდვილი ტერორი ფსიქიკაზე და ცნობიურებაზე, ამათი მსმენელი აღარც თამაში და აღარც არაფერი მინდა.ნეტავ არანაირი რეგულაცია არ არსებობს? წინა თამაში სილქ-ზე იყო და დღეს საზოგადოებრივმა იქნებ ოდნავ დაგვზოგოს.
ასა
ზეგ საბერძნეთს, მაზეგ ისევ ესპანეთს, მაზეგის ხვალ შვედებს.
sg
ანუ კარგად ვითამაშეთ მაგრამ წავაგეთოო. ძალა აღმართს ხნავსო და წაქცეულ კაცს ქვა აღმართშიც მიეწევაო. წაქცეულების ნაკრები...
vaxo
დღევანდელი შედეგი ნათელია, სავარაუდოთ ვერც ბერხნეზბთან გამოვიჩენთ თავს, მაგრამ მთავარია სწორი დასკვნების გამოტანა და თამამი ნაბიჯები, ეს 3 თამაში ვილის ტესტი არაა, ეს უფრო ფედერაციის ტესტები იყო, ვილის შეფასება დაიწყება შემდეგ ეტაპზე, ვის დაემშვიდობება და ვის მიიწვევს, განთავისუფლდება კი სტერეოტიპიდან და ახალ, ბრხოლისუნარიან და მოტივირებულ ბიჭებს დაგვანახებს. მთავარია დავაცადოთ და ერთხელ და სამუდამოდ "შეუცვლელობის" განცდა დავამარცხოთ.
ზურა
კანკავას თავი დაანებეთ!!! მიქაუტაძეზე ნეტა რა მოხდა? ასე 10 წუთში როგორ გაგვექცა ეს ბიჭი? ესპანეთის ნაკრებია წინ და წესით ნებით არ უნდა წასულიყო,მათთან თამაში ყველა ახალგაზრდას ფეხბურთელის ოცნებაა.ნუ გააქცევთ ახლებს! შვედეთთან გუნდი აჯაბსანდალს უფრო გავდა და ვილი შენ სომეხი არის? ეს ხუმრობით და წესით ყველა გამოცადა შეძლების და გვარად,ვფიქრობ ძირითადში ბუდუს დააყენებს ხვალ!
Levani
ორი დღეა უკვე ტვინს ბურღავთ-კანკავას უკან პასებით.. ანუ-წინ 3 თავდამსხმელი სხსნება და ვერ ხედავს??? წინ არის ერთი ფორვარდი 3 მცველის გარემოცვაში და ჯაბა როცა ბურთს მოგვიპოვებს წინ უმისამართოდ დაარტყას? თუ ეხსნებიან წინ და არ აძლევს.. გვერდზე და უკან პასები დაცვითი ტაქტიკის ბრალია-ვითომ 0-5ებს რო არ ვაგებთ და ბოლოს ყველაზე ჯიგრიანი კანკავა გაკრიტიკდა
ტიპი
საკუთარი სახელით ილაპარაკე, იხტუნავე და იკანკალე პრაფესორ
კობა
კაჭარავა აღარაა ნაკრებში?
Vasili
წერტილ, მძიმეში მაგრად ჭედავს გულშემატკივარი, არადა ქვეყანა სასვენი ნიშნები გვაქ.
გადასარევი გიორგი
მიქაუტაძეზე მაინც არ მჯერა :) მაგრამ ვილი სანიოლის ეს საქციელი ძალიან მოსაწონია, სწორი და ადეკვატური. Respect. წარმატებები ნაკრებს ესპანეთთან!
xiiiiii
სანი, უკვე გვაკანკალებს და გვახტუნავებს ლორიას, კანკავას, კაშიას, კვეკვესა და ქვილოს დანახვაზე და დაგვინდე თუ ძმა ხარ
ლევან მაღლაკელიძე
რისკიო და დააყენეთ პარუნაშვილი, სულ პრაქტიკააქვს ბიჭს, წლებია უკვე, კვეკვესკირს და კანკავას როგორ ვერ აჯობებს
დათო
გადაახვიეთ თამაში და ნახეთ რამდენი პასი გააკეთა მთელი თამაშის განმავლობაში კანკავამ წინ? რა პასები არიგა? მებრძოლი ბიჭია მაგრამ შემტევი არ არის.
ასკოფენი
და არა მარტო ტავის, და არა მარტო ტკივილს, და არა მარტო იწვევს - ...
batumi
ხვალ ესპანეთს ვუგებთ!!!!!!!!!!
რაგბის ფანი
კანკავა ბურთს იჭერდა, აკონტროლებდა და სწორ პასებს არიგებდა, ართმევაზეც კარგი იყო და ბურთიც არ დაუკარგავს. მის ნაცვლად შემოსულმა გვილიამ თითქმის ყველა ბურთი დაკარგა, ერთი სწორი პასი ვერ გააკეთა. და ამის მერე მწვრთნელის ეს კომენტარი არის სიგიჟე: "ტაქტიკური გადაწყვეტილება იყო კანკავას შეცვლა. ბურთის მეტი ფლობა გვჭირდებოდა და ამიტომ შემოვიყვანეთ შემტევი ნახევარმცველი".
სანდრო
საერთოდ არ გინახავთ მიქაუტაძის თამაში და ამას იზავდა, იმას იზავდა, რატო ბუდუზე ან სხვა სათადარიგოზე არ იძახით? მშვენიერი "აბანო" იყო და გამოჩნდა შავი და თეთრი, ვისაც გტკივათ თავი, კუნთი და ა.შ. გთხოვთ ნუ ქმნით ზედმეტ აურზაურს და მოჩვენებით უძლეველობას. 100% ბ-ნი ციტრამონის რეპლიკა.
გია
წარმატება
ციტრამონი
სკაუტებზე ბევრი ფიქრები იწვევს თავის ტკივილს
კახი კახა
ქვილითაიას ნუ ეწყინება და ვეტყვი რომ მისი მაქსიმუმი ანორთოსისია,რა თქმა უნდა რაც მან ვერ გამოიყენა მიქაუტაძე ერთს მაინც შეაგდებდა
თაზო
ქვილითაია არ უნდა იყოს ნაკრებში,ეგოისტი თავდამსხმელია,არაა გუნდური მოთამაშე,რაღაცის დამტკიცება უნდა,მაგრამ რაც აქამდე არ გამოუვიდა,არც შემდეგში გამოვა,დროზეა გასაშვები.
თეზან
კაი, დავუშვათ, გაიგო (დაიზეპირა კიდეც) პანტიანში დაჭერილი სიგნალისა და თავგადამკვდარი გულშემატკივრების ამბავი... მერე? რას მოგვცემს ეს? რა ხეირი? უკეთ აათამაშებს ფეხბურთელებს? მესამე ფეხს გამოაბამს ქვილთაიას (ცუდად არ გამიგოთ, დიდ პატივს ვცემ მაგ ბიჭს), თუ ესპანეთს შეულოცავს ავი თვალისას?
Jarji
მაგიტომ გაიყვანა კანკავა და კვეკვესკირი
mmm
აი ეს შეგნება მომწონს, ახსნა კაცმა რაც გულშემატკივარს აინტერესებდა, წარმატებები..................
vetaxmebi qomags
კი ბაზარი არარის კვარა უდაოთ ნიჩერია მაგრამ ქვილითალია კაკავა რო მოშორდება ნაკრებს უფრო მაგარ შედეგებსაც დავდებთ ქვლითალია კაკავა აფუჩებენ ნაკრებს ქვილითალიას მაგივრათ მიქაუტაძე რო ყოფილიყო კარგი იქნებოდა გოლსაც გატანდა დალშე ყველა ფეხბურთელის გარჯა მომეწონა იმედიანათ უყრებ საქართველოს ნაკრამს კარგი გუდი დადგება
დემნა
ქომაგობა კაია, მაგრამ ზომიერება და რეალური შეფასებაა საჭირო. ხვიჩა უდავოდ ნიჭიერია,მაგრამ რპლ-ი, სადაც ძირითადათ ყველა თამაში გამაზულია მსაჯიანად, რაც მათთავე მედიაშია გაცხადებული, არაა კრიტერიუმი. ის შეფასება და ხოტბა, უთუოდ აატკივებდა თავს. ლოჩო "ლივერპულს" ეომა, იქით ხოჭოლავა "რეალს" და "ბარსას" უპაექრება და წყნარად,უხმაუროდ არიან, აქ კი "როტორს" ან "ურალს" გაუგორე და კოსმოსი? დიდ გუნდებთან დაგვენახე, კაი 1 არ დაგცალდა, აბა ხვალ, ვიცი მუშაობ და ყველაფერი გამოვა, მაგრამ რეალობას არ უნდა ავცდეთ.
მ.მ
მოედნის ცენტრიდან თუ ისევ 20 წამი დაგვჭირდა წინ პასის გასაკეთებლად აზრი არ ექნება არაფერს.
ქომაგი
სადარიან ერთი კრიტკოსები ხვიჩას თამაში გამოჩდაო შვედეთანო არაფერი უთამაშიაო არაფერი უთამშია კია არა ეგრევე ვგძენი პირველ ტაიმში რახაც აწუხებდა ვერ იყო ისე უხსიათოდ იყო მაგის ტალატში ნიჩში არავის ეჩვი არ ეპარება ათ წლელების ახმოჩენა საქართველოში წარმოდგინეტ მარტო აგებინებს რუბინს ზოგერთებს ნუ გონოია რო რუსეთის ჩეპიონატი სუსტია მაგრათ ცდებით კიდე ბევრი აქვს მოსამატებელი ხვიჩას მჯერა მაგის წარმატებები მეორე ტამიში რო ყოფილიყო კვარა სხვა თამაში იქნებოდა ზოგი წერდა ჯერ ადრე არისო კვარას თამაში ევროპაშიო მაგას ტვიში ჩამხედა ერთი რუსეთის ჩეპონატი ჯობია ტურქეთს ბელგიას კიდე ბევრს

ამ კაცმა თუ იცის როგორი საფეხბურთო ქვეყანა იყო საქართველო და სხვების საბალეშჩიკოდ პანტიანში რომ დადიოდა ხალხი ფეხბურთის სანახავად?????????? ეგ ამბები პლატინიმ იცის და შეეკითხოს. პლატინი ჩამოსული რომ იყო ვიდეო და ფოტო კადრები იქნებ მოიძიოთო პანტიანთან დაკავშირებითო თხოვა ხალხს.......
სტალინი
ყველაზე მთავარი რაც უნდა გააკეთო, დისციპლინაა . ასევე ყველას ცხვირი არ უნდა ჩააყოფინო შენს საქმეში. გენდობიან ქართველები და იმედია ყველაფერი კარგად იქნება და ძველი დიდება დაუბრუნდება საქართველოს, გეცოდინება ქვეყნის საფეხბურთო წარსული.............
ბოკინიო
რატომღაც მომწონს ეს კაცი! 4 თამაშამდე ვერაფერს მოვთხოვთ. იმიტომ რომ მაქსიმუმ 2-3 ვატჯიშს მოასწრებს. მერე ვნახოთ
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
"სწრაფი გოლი გავუშვით და თამაშში დარჩენა გაგვიჭირდა - შესაძლებელი იყო უკეთ წარმოგვეჩინა საკუთარი შესაძლებლობები" - რა თქვეს ნამატჩევს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ
გუნდმა და მწვრთნელმა ერთმანეთი დაკარგეს, "კვარა" უდიდესია - "სიკვდილთან დიალოგი"
სანიოლი: სექტემბერში ბევრად ძლიერი გუნდი ვიქნებით - ამხანაგური თამაშები სწორედ ამისთვისაა
სანიოლი: ცვლილებები იქნება - ვიმედოვნებ, ჩაკვეტაძე დაგვეხმარება
სანიოლი: ხვიჩამ, როგორც კაპიტანმა, საკუთარი თავი უნდა შექმნას
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ესპანეთთან მატჩში?
ესპანელთა მწვრთნელი: საქართველოს ნაკრები ძალიან სუსტი არ ყოფილა
სანიოლი: პრობლემებზე ყოველთვის პატიოსნად გესაუბრებით, არ მგონია მათი მოგვარება სხვამ უკეთ შეძლოს
[VIDEO] ესპანეთი სახლში თურქეთს ფრედ ეთამაშა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
საქართველოსთან ესპანეთმა გასაოცარი რეკორდი დაამყარა
მატჩის დღე! კვარაცხელია, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე ერთად?
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ