ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"საუთჰემპტონში" ყოფნა, უსამართლობა "დინამოსგან" და მწვრთნელის კომპეტენციაში ჩარევები - კახა გოგიჩაიშვილი ქართულ რეალობაზე

"საუთჰემპტონში" ყოფნა, უსამართლობა "დინამოსგან" და მწვრთნელის კომპეტენციაში ჩარევები - კახა გოგიჩაიშვილი ქართულ რეალობაზე

საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი კახა გოგიჩაიშვილი ტექნიკური თამაშით გამორჩეული იყო და საინტერესო საკლუბო კარიერა ჰქონდა. 54 წლის გოგიჩაიშვილს არაერთი ქართული გუნდი გაუწვრთნია, ბოლოს ის "გარეჯს" თავკაცობდა, 2022 წლის შემდეგ კი უმუშევარია.

- უფრო მეტ წარმატებას ე.წ. პატარა კლუბებში აღწევთ, სადაც კონკრეტულ მიზნებს ასრულებთ. ეს შემთხვევით ხდება თუ თქვენი ერთგვარი ხელწერაა?

- ამ მოსაზრებაში, შესაძლოა, დაგეთანხმოთ. წარმატების მიღწევა უფრო მარტივი მაშინაა, როცა ხელმძღვანელობასთან დალაგებული, ბოლომდე შეთანხმებული ურთიერთობა გაქვს, საერთო მიზნისკენ ერთად მიდიხართ. როგორც ჩანს, გარკვეულ კლუბებში ამის მიღწევა უფრო რთულია.

- გვახსოვს, თბილისის "დინამოდან", სადაც მრავალი წელი ასპარეზობდით, მთავარი მწვრთნელობიდან მოულოდნელად გაგათავისუფლეს. რა მოხდა მაშინ?

- მიუხედავად იმისა, რომ კლუბისგან დასახული მიზანი - საქართველოს თასზე გამარჯვება და ჩემპიონატის სამეულში მოხვედრა წარმატებით შევასრულეთ და ევროსეზონისათვის ვემზადებოდით, უკანასკნელი ტურის წინ მოულოდნელად გამათავისუფლეს.

რა თქმა უნდა, ეს საწყენი იყო. არც კი მსმენია, მწვრთნელს ასე მოქცეოდნენ და ამ პერიოდში გაუშვან...

ჩვენი კლუბების უმრავლესობა, სამწუხაროდ, ასე მუშაობს - თავის გამოსაჩენად დიდ დროს არავის აძლევენ, ერთი ფეხის დაცდენა და კარისკენ მიგითითებენ. გრძელვადიან გეგმებზე მუშაობა ნაკლებადაა. იგივე დამოკიდებულებაა ფეხბურთელების მიმართაც, როცა ყოველ ექვს თვეში, ფაქტობრივად, ახალ გუნდს აკეთებენ.

- როგორ ფიქრობთ, თქვენ მიერ ნახსენები საკითხი ხელს რამდენად უშლის კლუბებს, ევროტურნირებზე მაქსიმალურად შორს გავიდნენ?

- სტაბილური გუნდების გარეშე წარმატებაზე ფიქრი უტოპიაა. გარდა ამისა, კლუბების ბიუჯეტიც არაა საკმარისი და მისი ზრდა აუცილებელია... გუნდებს არ ჩამოჰყავთ სათანადო კვალიფიკაციის ლეგიონერები. ყველა ამ დეტალის გათავისება თუ მოიტანს საერთო წარმატებას.

- მთავარი მწვრთნელი იყავით კიდევ ერთ ყოფილ და ისტორიულ კლუბში, ლანჩხუთის "გურიაში", თუმცა დიდი ხანი არც იქ გაგრძელებულა...

- "გურიაში" მუშაობისას გუნდის ხელმძღვანელობისგან იყო მწვრთნელის საქმიანობაში პირდაპირი ჩარევები. მაშინ კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდი, რომ ყველა კლუბი კერძო საკუთრებაში უნდა იყოს. მუნიციპალური კლუბების განვითარება სწორედ ამ დამოკიდებულების გამოა შეუძლებელი.

- თქვენი საფეხბურთო კარიერის ძირითადი ნაწილი სამშობლოში გაატარეთ, იყო ისრაელში გამოსვლაც. რატომ ვერ მოხერხდა უფრო მაღალი დონის ჩემპიონატებში ასპარეზობა?

- გარდამტეხ პერიოდში ვთამაშობდი, როცა საბჭოთა კავშირი იშლებოდა და დამოუკიდებლობის პირველი წლები იყო, ეს კი გარკვეულ სირთულეებს ტრანსფერსაც უქმნიდა.

1996 წელს მე და გოჩა ჯამარაული "საუთჰემპტონში" ვიყავით სინჯებზე, თუმცა თანამშრომლობა არ შედგა. ამის შემდეგ უკვე პატარა ასაკშიც აღარ გახლდით და სადმე გადაბარგება კიდევ უფრო რთული გახდა.

- საფეხბურთო კარიერიდან დასამახსოვრებელი ეპიზოდი ბევრი გექნებათ...

- თბილისის "დინამო" მაშინ საქართველოს ნაკრების ტოლფასი იყო და განსაკუთრებული პატივისცემა გახლდათ. ძალიან კარგად მახსოვს 1989 წელს, მოსკოვის "სპარტაკთან" სტუმრად, "ლუჟნიკებზე" გატანილი გოლი.

ზოგადად, ჩემი თაობის რამდენიმე ფეხბურთელს პატივი გვქონდა, გარკვეული პერიოდი 1981 წლის "დინამოს" ფეხბურთელებთან ერთადაც გვეთამაშა.

- არაერთ ქართველ მწვრთნელთან გიმუშავიათ. უპირველესად, მათთან ურთიერთობამ რა შეგძინათ?

- დავით ყიფიანთან, მურთაზ ხურცილავასთან, ალექსანდრე ჩივაძესთან ურთიერთობით შეუძლებელი იყო, ბევრი რამ არ გესწავლა როგორც მინდორზე, ასევე მის გარეთაც და არ გამომადგეს სამწვრთნელო ასპარეზზე.

• Levani

მე არ მგონია რომ ვიჩქარეთ გასვლა დამოუკიდებლად, უბრალოდ ამას მოჰყვა 91-93 წლების ამბები,დაქცეული დაბუგული ქვეყანა და შესაბამისად ასევე განადგურებული ეროვნული ჩემპი. აბა ეგუგუნა ქვეყანას,ყოფილიყო ყველა ქალაქში ფაბრიკა-ქარხნები კი ვიქნებოდით ახლა ჰოლანდია-ბელგიაზე წინ (+ტურიზმი და ბევრი სხვა სიკეთე რაც შეიძლებოდა).

• კ ო მ ბ ლ ე

მართლა უძნელესი წლები იყო, იმ ბობოქარ წლებში, მშიერ კუჭზე სირბილის გარდა ვერაფერი ვისწავლეთო. ჟურნალისტის კითხვაზე; კი მაგრამ ეხლაო? ეხლა გაძღნენ და გამაძღარი ქართველი როდის იყო დარბოდა. ააა? ეგ ხომ სასწაულის ტოლფასიაო სიმონ?! გიჟის მეტი მაძღარი ვინ ოხერი ირბენს? რას ერჩით სიმართლეს ამბობს, მარა ვის უნდა ესეთი სიმართლე? ხპედერაციას? არა მგონია.

• G.LA

ჩემი ქურუმი წონაში იმატებს

• G.LA

კი ალბათ ავჩქარდით როგორც აღმოჩდა. მაშინ ყველას გაგვიხარდა და მოგვეწონა მაგრამ გამოდის არ ''მოეწონა'' უეფას....

• G.LA-ს

ამიტომ იყო ნაჩქარევი სპორტულად დამოუკიდებლად გასვლა და ამას რომ ვამბობ, ვინმემ ახლა პრორუსობა არ დამაბრალოთ, რეალობა იყო ეს რომ დავკარგეთ ის წლები და იმ დაკარგულია თაობები დაგვაკარგვინა

• G.LA

კახას არ გაუმართლა ისეთ დროს დაიბადა ფეხბურთის თვალსაზრისით. მშვენიერი ფეხბურთელი იყო, მაგრამ მან რომ თამაში დაიწყო სსრკ დაიშალა და მერე 5 წელი საქართველო იზოლაციაში იყო ფეხბურთში. ეს დაგვმართეს ოკუპანტებმა სხვა დანარჩენ უბედურებასთან ერთად. არ გვცნეს დამოუკიდებელ ფედერაციად და დიდად დავზარალდით ამით. ფეხბურთს ახლაც დაღათ ამჩნევია ის წლები. რომ არ ის წლები ჩვენი საკლუბო ფეხბურთი მეტად უკეთესი იქნებოდა ახლა.

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

ლუკა დონჩიჩი: კარიერის დასრულება მადრიდის "რეალში" მსურს

WU17 | საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთთან ორი მატჩი გამართა

რაშფორდი: დიდხანს მინდა "ბარსელონაში" დავრჩე

"ბევრს ვმღერი და კროსვორდებს ვავსებ, რადგან..." - სერ ალექს ფერგიუსონმა მის ყოველდღიურობაზე ისაუბრა

"ის, მესი და რონალდო სხვა პლანეტიდან არიან" - გვარდიოლამ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

"ფანტასტიკური ფეხბურთელია" - ფლიკმა რაშფორდზე ისაუბრა

დე ლაურენტისი: "კვარას" უფასოდ წასვლის სიამოვნებას ვერ მივანიჭებდი - წმინდა იანუარი დაგვეხმარა

[VIDEO] კაცნაკლული "ნაპოლი" "სიტისთან" დამარცხდა - "ბარსელონას" "ნიუკასლთან" გამარჯვება ნათხოვარმა ფეხბურთელმა მოუპოვა

[VIDEO] ქოჩორაშვილის საგოლე პასი ქუსლით - "სპორტინგი" "კაირატს" ამარცხებს

[VIDEO] ფუტსალი. საქართველოს ნაკრებმა სლოვაკეთს 4:1 მოუგო

იურიჩი:  "კვარას" გოლმა გამაღიზიანა - პსჟ სხვა დონეა

ვახტანგ ლოლუა და გელა ბოლქვაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ

შედეგმაც არ დააყოვნა - საქართველოს ნაკრები უკვე ფიბას ოცეულშია

დავითაშვილმა შეიძლება "რეიმსთანაც" ვერ ითამაშოს

სიომინი: ხვიჩა თავის უმაღლეს დონეს ინარჩუნებს

ბასილაშვილი ჩენდუს ტურნირის მერვედფინალში გავიდა

"ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა იქნება" - კაკამ მწვრთნელობის სურვილი გამოთქვა

დაბრუნდება თუ არა ევროპაში? - მესიმ გადაწყვეტილება მიიღო

"ამ გუნდის მსგავსი ღრმა შემადგენლობა არავის ჰყავს" - ტიერი ანრი

61 წელი ციხეში - ესპანეთში მწვრთნელი დასაჯეს

რატომ წავიდა პრეზიდენტი? ...არ სურდათ, ეს საკითხები რომ გამეკონტროლებინა

[ლელოს სტუმარი] "საქართველოს ჰიმნზე რომ დავდექი, თვალწინ წარმომიდგა ყველაფერი"

პრო ლიგა 2. ტყიბულის "მეშახტე": სიურპრიზებს კიდევ უნდა ველოდოთ?

ოთარ კობახიძე - "ჩელე-არენის" მორიგი მსხვერპლი

[ლელოს სტუმარი] "ჯერ საქართველოში უნდა დაამტკიცო, რა შეგიძლია!"

"მარკ სტარსის" თასი: ტყიბულის "მეშახტის" ტრიუმფი