თბილისში მიმდინარე ევროჩელენჯზე საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა. მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილმა ქართველებმა იმ თურქეთს სძლიეს, რომელმაც პირველ ტურში ბულგარეთს აჯობა. საქართველოს ნაკრებმა მატჩის უმეტესი დრო გამართული, გააზრებული კალათბურთი ითამაშა და მიუხედავად იმისა, რომ მესამე პერიოდში ჩავარდნა ჰქონდა, რეაბილიტაცია მოახდინა, ერთ მუშტად შეიკრა და მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა – 77:69.

საქართველოს ნაკრებს 22 ქულით ლაშა მიქელაძემ ულიდერა, რომელიც ამპლუით მეფარეა, მაგრამ 4 სამქულიანი ჩააგდო. ზოგადად კი, თურქეთთან მატჩში შორი სროლები იყო ჩვენი ნაკრების მთავარი კოზირი – მილოშ გლიგორიევიჩის შეგირდებმა 24 ცდიდან 14 სამქულიანი ჩააგდეს, რაც ნებისმიერი დონის გუნდისთვის ბრწყინვალე შედეგია.

ლაშა მიქელაძე ამპლუით ცენტრია, მაგრამ ის ძალიან ხშირად ადის პერიმეტრზე, საიდანაც მეტოქის ფარს შორი სროლებით, დაცვას კი გამჭოლი პასებით ემუქრება. ის ამ ხერხს ხშირად მიმართავდა თურქეთთან მატჩში და შედეგად, საქართველოს ნაკრებსაც თამაში უადვილდებოდა. მატჩის დასაწყისში ქართველებმა ყველა კომპონენტში მოიპოვეს უპირატესობა: საშუალოდანაც აგდებდნენ, სწრაფ შეტევებსაც ახორციელებდნენ და პერიმეტრსმიღმიდანაც აგდებდნენ. შედეგად ჩვენმა გუნდმა საწყისი პერიოდი 23:10 მოიგო და წარმატებით თამაში მეორე ათწუთეულშიც გააგრძელა.

დიდ შესვენებაზე საქართველო უკვე 17 ქულით იგებდა და უპირატესობის ზრდა თამაშის განახლებისთანავე განაგრძო. ირაკლი სულხანიშვილის, ნიკოლოზ გაფრინდაშვილის, ანზორ ნადირაძის, რომან ჭინჭარაულის შედეგიანობით მესამე პერიოდის მესამე წუთისთვის გლიგორიევიჩის გუნდი 26 ქულას – 55:29 იგებდა. თურქეთს ერთადერთი გზა დარჩა: დაცვა გაემაგრებინა და შეტევაში მიზნისა და იღბლის იმედზე ყოფილიყო. ტაქტიკამ გაამართლა – საქართველოს ნაკრებმა დაახლოებით 5 წუთი ბურთი ვერ ჩააგდო, რა დროშიც თურქებმა ჩამორჩენა მნიშვნელოვნად შეამცირეს. ამაში მათ შორი სროლები დაეხმარათ და თამაშის მოგების შანსი გაუჩნდათ.

ბოლო პერიოდში საქართველოს სოლიდური ლიდერობიდან 4 ქულა დარჩა (64:60) და კრიტიკულ მომენტში კვლავ მიქელაძემ იყოჩაღა, რომელმაც სამქულიანი ჩააგდო და უშედეგობის ნავსი გატეხა. ამას მოჰყვა სულხანიშვილის შორი სროლაც და ნიკოლოზ გაფრინდაშვილის დინჯი, ტაქტიკურად გამართული თამაში, რის შემდეგაც საქართველომ გამარჯვება გაინაღდა. მიქელაძის 22 ქულის კვალზე გაფრინდაშვილმა 16 ქულა მიითვალა. 9 ქულა ანზორ ნადირაძემ, ხოლო 8-8 ქულა ირაკლი სულხანიშვილმა და რომან ჭინჭარაულმა მოაგროვეს.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თურქეთმა წინა ტურში ბულგარეთი დაამარცხა, ხოლო ამ უკანასკნელმა დღეს პოლონეთს სძლია – 86:79. დღეს სპორტის სასახლეში გამართული მეორე ტურის კიდევ ერთ მატჩში საფრანგეთმა 65:62 დაამარცხა გერმანია და ცხრილში ერთადერთი დაუმარცხებელი და ლიდერია.

22 ივლისს თბილისის ჩელენჯერში მე-3 ტურის 3 მატჩი გაიმართება. საქართველოს ნაკრები 20:00 საათზე გერმანიას დაუპირისპირდება, მანამდე კი ბულგარეთი საფრანგეთს, თურქეთი კი პოლონეთს შეხვდება.

GBF.GE

źaza
განადგურდენ და რას დაწერდენ ეგენი მარტო მოგების დროს წერენ უცებ.დდ
ბოსკამპის უკვდავი ფრაზა!
გაიღვიძეთ, ჩატარდა ეგ თამაში. როგორც ჩანს მაგრად მომზადებულან.
U18 ნაკრებმა ხორვატიას პრინციპული მატჩი მოუგო და ტურნირი მე-7 ადგილზე დაასრულა
მარცხი რუმინეთთან | საქართველო მე-7 ადგილისთვის ხორვატიას დაუპირისპირდება
საქართველო მეოთხედფინალში ნიდერლანდებთან დამარცხდა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
"ლივერპულს" ასე გაუჭირდება - რა წინადადებით მიმართა ბარკოლას თაობაზე ინგლისურმა გრანდმა პსჟ-ის
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
18-წლამდელთა ნაკრებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა
"იბერია" "ლარნესთან" მატჩის გადადებას ითხოვს - თბილისური კლუბი ბრიტანეთში კერძო თვითმფრინავით გაფრინდება
"ვილიარეალმა" "ლაიფციგისგან" მეკარე შეიძინა
"ლივერპულმა" ბრედლი ბარკოლას შეძენის თაობაზე პირველი ნაბიჯი გადადგა
გრანდიოზული წვეულება და მოწვეული ვარსკვლავები - როგორი იქნება რონალდოსა და ჯორჯიანას ქორწილი
ერთ დღეში დახურული ორი ტრანსფერი - "იუვენტუსმა" გაძლიერება დაიწყო
ინფანტინო დანებებას არ აპირებს - ფიფას პრეზიდენტს დონალდ ტრამპის იმედი აქვს
როდრი "რეალში"? პერესმა ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო
საქართველოს U20 ნაკრებმა ლუქსემბურგთანაც წააგო და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა
ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონი საქართველომ უკრაინასთან მარცხით დაიწყო
ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატი: საქართველო შვეიცარიასთან დამარცხდა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონი დანიის ძლევით, მე-15 ადგილზე დაასრულა
საქართველოს U20 ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ ბრატისლავაში გაემგზავრა