ესპანეთთან მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"ნებისმიერი ფეხბურთელი მუდამ მზადაა ისეთი მატჩისთვის, როგორიც ესპანეთთან თამაშია. ვიცით, მათ ჩვენზე უკეთესი გუნდი ჰყავთ, მაგრამ პირველი შეხვედრა თანაბარი იყო და ფრეს ვიმსახურებდით.

შევეცდებით ჩვენი იარაღითა და თვითდაჯერებულობით ვიბრძოლოთ. ეს სრულიად სხვა მატჩია, სხვა გუნდთან. ბევრი ტრავმირებული გვყავს, თუმცა, ვინც მოედანზე გავა, შეეცდება ყველაფერი შესაძლებელი გააკეთოს.

კოსოვოსთან ბევრი რამ არასწორად გავაკეთეთ - არა მხოლოდ დაცვაში. ნამატჩევს ყველაფერზე ვისაუბრეთ, რაა გასაუმჯობესებელი და იმედი გვაქვს, რომ ასე იქნება ყველა ასპექტში. თუმცა, ძირითად ყურადღებას ბევრ თვისებებზე ვამახვილებთ, რომლებიც გაგვაჩნია. პირველი, რასაც ჩემი ფეხბურთელებისგან მოველი, სხვა მენტალიტეტია, ვიდრე გასულ მატჩში".

Emigranti
ელგუჯას!!! კარგად ვიცი და მიტომ ვწერ, არ ვიცი თქვენ რა მოგწონდათ მონურ მენტალიტეტში მაგრამ მე არ ვაპირებ კიდევ 50 წელი ავღნიშნავდე 81 წლის თასების თასს.
ლევან სალუქვაძე
აბა ვის მოვუწყოთ კასტრაცია?
დათო ემიგრანტი
მესმის შენი აზრი და მართალი ხარ.ნაკრებში ბევრი პრობლემაა.დაჟანგული გემით ზღვაში გასვლა სასიკვდილო შეცდომაა.ასე რომ ჩვენი "ფეხბურთის " გაგება ჩამორჩენილია და დაჟანგული .
რობი
დათო,მოგებულის მენტალიტეტი რომ გქონდეს,მინიმუმ ხომ თამაშებს უნდა იგებდე?ჰო და ამათთვის მაგის ჩამოყალიბება ცოტა ირონიულად არ გეჩვენება?ამათ სხვა რამეები აქვთ შესაცვლელი უფრო მგონი,ვიდრე მარტო მენტალიტეტი...
ელგუჯა
ძალიან კარგი მენტალიტეტი გვქონდა საბჭოთა კავშირის დროს თუ არ იცით არ უნდა ილაპარაკოთ მაშინ ფეხბურთიც სხვა დონეზე იყო 53 ლის ვარ და მახსოვს დინამოს ყოველი თამაში დღეს რომ მაგ დონის ნაკრები გვყოლდა ბევრს მივაღწევდით
Juve
Yoveltvis erti da igive, imedebi da bolos fskerze yofna, utavmoyvareebis krebulia da zvelebi gasashvebi yvelani, zogierti at wleulze metia ukve nakrebshia da am periodshi 50-60 marcxzenmeti eqneba nagemi, hoda xo undanmixvdnen rom araa mati adgili aq, saqartvelos nakrebi hqviat qveynisaa es da ara erteuli ;embrionebis;
დათო ემიგრანტი
რაც თავი მახსოვს ,ნაკრებს ყოველთვის უსახავდნენ მე_3 ადგილის მიზანს და ყოველთვის გავდიოდით ან მე_4 ან ბოლო ადგილზე . კითხეთ ნებისმიერ ფსიქოლოგს და გეტყვით რომ ასეთი დაბალი მიზნის დასახვა,ფეხბურთელებს უქმნის წაგებულის მენტალიტეტს !!! ჩვენი მწვრთნელი ან უნდა იყოს კარგი ფსიქოლოგი ან გვჭირდება პროფესიული სპორტული ფსიქოლოგი,რომ შეგვაჩიოს მოგებულის მენტალიტეტს !!!
ამი
კანკავას "მსხვერპლად შეწირვა" ამ ეტაპზე არცერთ სქემას არ გამოადგება.
ამი
სანიოლ, მენტალიტეტზე იმ შეხვედრის დროს უნდა გეფიქრათ, რომლის შედეგიც მსოფლიოზე გასვლის იმედს არ ჩაგვიქრობდა, როცა ჩვენსავე ახალთ-ახალ არენაზე ნაკრების პირველ მატჩში დავუპირისპირდით ჩვენივე დონის გუნდს. ეს იყო სწორედ ღირსების შერკინება. ძლიერებთან "ამა სოფლისა" მარცხები, როცა იმედი გადაწურული არ იყო, ხომ ნახეთ, რომ გეპატიათ. ახლა, როცა ყველამ ერთად (ვისაც ნაკრებთან შეხება გაქვთ), ერს გული მაგრად ატკინეთ, იფაფხურეთ რამდენიც გინდა.

კარგია სანიოლი იპტიმისტი რომ არის, მაგრამ ეს უკან ბურთის გორაობას ალბათ უნდა დაანებოს თავი
ამატაკი
გამომდინარე იქედან, რომ "ყველა სიკეთესთან" ერთად გამოგვაკლდნენ ლობჟანიძე და კიტეიშვილი, თუ მაინც უნდა ჩავიძიროთ წყლის სიღრმეს რაღა აზრი აქვს? ვითამაშოთ 3 ცენტრალურით. წიტაიშვილს და აზაროვს ამ პოზიციებზე აქვთ კლუბებში ნათამაშები. შედეგი ხომ ყველამ ვიცით რაც იქნება და ეს ხალხი რაღაცას მოინდომებს მაინც, ყოველ შემთხვევაში უკანბურთსა და მინდორზე კოტრიალს არ ვნახავთ. 3-4-2-1 მამარდაშვილი ხოჭოლავა - კაშია - ლოჩოშვილი კაკაბაძე წიტაიშვილი აზაროვი გიორბელიძე ჩაკვეტაძე დავითაშვილი მიქაუტაძე
Რაგბის ფანი
მოაცილეთ ქვილითაია-ყაზაიშვილი-აბურჯანია, თუ კორფციასთან არ გვაქვს საქმე!
გადასარევი გიორგი
დავითაშვილს არაფერს არ ვერჩი, მაგრამ ეხლა გადახალისების გამო ძირითადში თუ დააყენებთ დაგვანგრევს ესპანეთი. ჯერ არაა ეს ბიჭი ნაკრების დონეზე. მჯერა მოუმატებს, ნიჭიერია ძალიან, მაგრამ ჯერ საერთოდ გამოსაძახებელიც არაა. არაფერი პირადული, დიდი ხანია ვაკვირდები. ნამდვილად ნიჭიერია, უბრალოდ ბევრი ფაქტორია და ეხლა მეზარება ამაზე წერა. ახალგაზრდაა ჯერ და მჯერა არ ეწყინება ამას რომ ვწერ, უბრალოდ კლუბში რომ მოუმატებს ეგრევე ნაკრებშიც გაიბრწყინებს. ეხლა მიქაუტაძეს სჭირდება ძირითადი და წიტაიშვილს კი შუაში დავაყენებდი ამჯერად. ფლანგზე მის ადგილას კი კაკაბაძეს, მივცეთ შანსი შეტევაში შექმნას რამე, რადგან არ გვყავს სხვა შემქმნელი ფეხბურთელები. თU დაცვის ფუნქციებზე არ იქნება ძალიან მიბმული და გარისკვის შანსი ექნება მჯერა გამოვა რაღაც საინტერესო. მარცხნივ ლობჟანიძე თუ გამოჯანმრთელდა. ჯიღაური, ქვილითაია, ჩაბრაძე, აბურჯანია თუ დააყენეს ესეიგი გაყიდეს ნაკრები და ეგაა. ჩაკვეტაძეს ჯერ მთლიანი მატჩი არ შეუძლია ეტყობა, ამიტომ არ ვწერ ძირითადში
Emigranti
ჩეკისტი, 31
jigo
სანამ ჯიღაური ნაკრებში იქნება იქამდე არაფერი გვეშველება
ჩეკისტი
ემიგრანტი რამდენი წლის ხარ?
ირაკლი
ვკითხულობ გულშემატკივრების კომენტარებს და გეფიცებით, ბევრი მათგანი ბევრად განათლებული, ჩამოყალიბებული და საკუთარი ქვეყნის პატრიოტია ვიდრე მთელი ჩვენი საფეხბურთო ვაი სამყარო ერთად აღებული. მუჯირი... მუჯირს საერთოდ რა უნდა ფედერაციაში... ან კობიაშვილს.

მეც მგონია, რომ უკეთესად ითამაშებენ, მაგრამ გამარჯვება არ არის იმ გუნდის ხილი, რომელმაც ფეხბურთის თამაში არ იცის და სუსტი ფიზიკა აქვს.

სხვებმა რომლებმაც დახაზეს?
ბატონ ვილის
ნეტარ ბრძდებით ვილი ბატონო, რამეთუ გწამთ! ჩვენ ცოდვილთ უკვე აღარ გვწამს და ვართ ასე საბრალო მდგომარეობაში.
ჟორა გაბრიჭიძე
მოსაგების მოგება ვალდებულებაა, ხოლო საკუთარი თავზე მაღლა ახტომა, ღირსების საქმე.
Emigranti
ეეხ ვილი საქართველოს ძალიანაც კარგი მენტალიტეტი აქვს უბრალოდ გამოთლა და დახვეწა სჭირდება და არა შეცვლა, საბჭოთა კავშირმა ძალიან დაამახინჯა ((( შენ კი შენი ფრანგული მენტალიტეტით, სანამ გაქებენ იქნები ნაკრებში, მერე კი აიღებ ფულს და გაქრები. ნაკრების მოგება წაგებაზ3 არარის საქმე, შეილება ყველა თამაში წააგოს ჯგუფში, მაგრამ დისციპლინიდან და ელემენტარული, ყოველ ჯერზე ნაკრების შემადგენლობიდან ჩანს ფედერაციის მუშაობა... უნდა შეიცვალოს ფედ3რაცია და დროა განათლებული მცოდნე ხალხი ჩაუდგეს სათავეში. კობიშვილის 1 წლიანი ტრენინგი ჰერტაში, ვერ უშველის ნაკრებს, ეგაა ხალხის დაბოლება, მინიმუმ 3-4 წლიანი ტრენინგებია გერმანიაში და მერე დაბალი ლიგის მწვრთნელობიდან იწყებენ დიდი სიფრთხილით, ამან კ8დე ერთ წელში ფედერაციის პრეზიდენტობა გასცხო აი ეგაა ჭაობი!!! ხალხსაც სჯერა იმიტომ რომ განათლების სისტემა ნულზე ქვევითაა!!! განათლებული და ნაკითხი თაობა გვჭირდება რომ უმრავლესობამ იცოდეს ცუდის და კარგის გარჩევა. საიდან უნდა დავიწყოთ?
სანდრიკა
სანიოლ, კარგია ოპტიმიზმი, მაგრამ...
მენტალური მომზადების ცენტრი
დროა შეიმეცნოთ მოსალოდნელი სირთულეების ადვილად გადალახვის გზები და საშუალებები!
ILIA
კარგი, რა, ვილი! ქვილითაიას, ყაზაიშვილს და ჯიღაურს რომ ნაკრებში მიიწვევ, რა მენტალიტეტზეა საუბარი?
ილია
რასაც გულშემატკივარი ვითხოვდით - უცხოეთში "ჭ" ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელს - ეროვნულიდან გამოიძახეთ თქო, შეასრულა. ის დავინახეთ, რომ კლასში არც თუ ისე დიდი სხვაობაა. მაშინ რაშია პრობლემა? ხომ ყველას გვაქვს ტელევიზორი? ხომ ნახულობენ ფედერაციაში გამეორებით ჩვენს შეხვედრებს? ..რომ ხედავ რომ ეს ქვილითაია იღლება ნუღა ათამაშებ - მთლად რომ ტოტენჰემში იყოს !! .. რომ ხედავ რომ აბურჯანია არასწორ პასებს აკეთებს და ძირს გდია სულ ბიჩოკივით, ნუღა ათამაშებ - მთლად რომ მანჩესტერში იყოს !! .. რომ ხედავ, რომ ჩაბრაძეს 2 ჯერ გასცდა მეტოქე, გამოცვალე !! - მთლად რომ ბარსელონაში იყოს !! .. რომ ხედავ რომ ყაზაიშვილმა რამდენჯერ ბურთი მიიღო, იმდენჯერ დაკარგა, გამოცვალე !! - მთლად რომ იუვენტუსში თამაშობდეს !! რთულია??
"უბრალოდ, საქართველოს ნაკრების ამ მატჩს შეხედეთ" - მილევსკიმ ერთა ლიგაზე უკრაინის ნაკრების შანსები შეაფასა
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] კვარაცხელია 25 წლის გახდა - პსჟ-მ ქართველს იუბილე მიულოცა
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
უკრაინელთა მწვრთნელი: სამწუხაროდ, ისევ საქართველოსთან ვითამაშებთ
სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ
"სწრაფი გოლი გავუშვით და თამაშში დარჩენა გაგვიჭირდა - შესაძლებელი იყო უკეთ წარმოგვეჩინა საკუთარი შესაძლებლობები" - რა თქვეს ნამატჩევს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ
"2 წლის შემდეგ, ჩემმა ცოლმა მითხრა მისთვის დამერეკა და ეს გამეკეთებინა, ძალიან გულნატკენი ვიყავი..." - სანიოლმა ზიდანის შესახებ ისაუბრა
ვის მისცეს ხმა კაშიამ და სანიოლმა FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის, მწვრთნელისა და მეკარის ნომინაციაზე
ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? - გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს
"ფინალის შემდეგ მისი ბოდიშის მიღება არ მსურდა, შემდეგ კი..." - სანიოლმა ზიდანთან კონფლიქტი გაიხსენა
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ესპანეთთან მატჩში?
ესპანელთა მწვრთნელი: საქართველოს ნაკრები ძალიან სუსტი არ ყოფილა
სანიოლი: პრობლემებზე ყოველთვის პატიოსნად გესაუბრებით, არ მგონია მათი მოგვარება სხვამ უკეთ შეძლოს
[VIDEO] ესპანეთი სახლში თურქეთს ფრედ ეთამაშა
საქართველოსთან ესპანეთმა გასაოცარი რეკორდი დაამყარა
ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...