ესპანეთთან ნამატჩევს (0:4) საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მარცხის მიზეზი ახსნა.

"სანაკრებო სიის შედგენისას ვიცოდით, რომ წინ რთული სექტემბერი გველოდა. მით უმეტეს, როდესაც გავიგეთ, რომ წამყვანი მოთამაშეები ჩვენ დახმარებას ვერ შეძლებდნენ.

კოსოვოს წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ ერთადერთი, რაც ჩემი ფეხბურთელებისგან მსურდა, იყო, რომ მათ განსხვავებული სახე ეჩვენებინათ. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. პირველი ტაიმი ძალიან ცუდად ჩავატარეთ, ამბიციის გარეშე ვითამაშეთ. ვთვლი, რომ მეორე ტაიმი ბევრად უკეთესი იყო, ფეხბურთელები უფრო მეტს ცდილობდნენ და ერთადერთი პოზიტივი დღეს ეს გახლდათ.

ყველამ დავინახეთ, რომ

მიქაუტაძისა და ჩაკვეტაძის შემოსვლით ჩვენი თამაში უკეთესობისკენ შეიცვალა. თუმცა ორივე მოთამაშე საკუთარ კლუბებში ცოტა სათამაშო დროს იღებს და ამიტომ მათ მხოლოდ გარკვეული დროით შეუძლიათ მოედანზე ყოფნა.

ბულგარეთთან მატჩამდე, პირველ რიგში, ესპანეთის წინააღმდეგ გამართული შეხვედრა და განსაკუთრებით, პირველი ტაიმი, კარგად უნდა გავაანალიზოთ. ამხანაგურ შეხვედრაში იმ ფეხბურთელებს მიეცემათ შანსი, რომლებსაც კოსოვოსა და ესპანეთის წინააღმდეგ არ უთამაშიათ. მათ ექნებათ საშუალება, რომ დაამტკიცონ, რა შეუძლიათ.

ვფიქრობ, რომ გუნდს ახალი სისხლი სჭირდება. ყველა ფეხბურთელი, ვისაც ეროვნული ნაკრების დონეზე თამაში შეუძლია, მოძიებული გვყავს და ადრე თუ გვიან თავის გამოჩენის შანსი მიეცემა. მაგალითად, ხვადაგიანი, რომელსაც წინა შეხვედრებში არ უთამაშია, ბულგარეთის წინააღმდეგ შანსს მიიღებს", - ციტირებს სანიოლს nakrebi.ge.

ირაკლი
ერთი არ გამოჩნდა არავინ ისეთი, რომ ფედერაციასთან საპროტესტო აქცია დააორგანიზოს, ოღონდ ისე კი არა ნაც. მოძრაობა რომ ითავებს, ფეხბურთი რომ სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ და მხოლოდ საკუთარი პიარისთვის იყენებენ. იმდენი ხალხი უნდა მივიდეთ, რომ ერთი ვინმემ გაბედოს და ხელით შეხება იფიქროს გულშემატკივარზე, თავისი შენობიანად რომ გაიტანოს ხალხმა. ამოვიდა ყელში ამათი პარპაში 6 წელია. გაივსო კობიაშვილის უსაქმურებით და საძმაკაცოთი ფედერაცია. კრიტიკოსი და შემფასებელიც არავინ ყავს. არც ჟურნალისტები იღებენ ხმას, არც ვეტერანები, არც სპორტის სამინისტრო და მთავრობა. ალბათ ისევ გულშემატკივრები თუ ავაგორებთ საპროტესტო ტალღას. და მხოლოდ ნაკრების კატასტროფას არ ეხება აქ საქმე. მთლიანად ქართული ფეხბურთი ჩაალპეს ამ ნაძირლებმა.
ირაკლი
ყველაზე ზუსტი კომენტარი რაც კი დაწერილა!!!!!
მერაბი
რა თქმა უნდა რეფორმები აუცილებელია, სხვისგან ავიღოთ მაგალითი. აღარ ვამბობ დაფინანსებაზე, თითეულ ლარზე გაწეული ხარჯების მონიტორინგი ღია უნდა იყოს. მწვრთნელების ჩამოყვანაც საჭიროა, როგორც ახლგაზრდულ გუნდებში, ასევე ჩემპიონატში.
Martali
Axali sisxli tu schirdeba nakrebs unda etamasha mamardashvils, chakvetadzes, mikautadzes da ase shemdeg da Ära imat vinc itamashes.... Meore variantia baxmaro 21 dgit :)
დევი
ვეცნობი კომენტარებს და მათზე გამოხმაურებებს და ყველაფერს ისევ პოლიტიკამდე მივყავართ, ის ვინც ფედერაციის კრიტიკოსია და მისი ხელმძღვანელიბის, ნაცებადაა აღქმული, ვინც ცვლილებებს აანონსებს, მყისვე ახსენებენ არველაძეს, ჯორდანიას და მითიურ "9 წელს", თავის მხრივ სანიოლის და კობის მზარდამჭერები "ქოცებად" მოიხსენიება და ა.შ. აი რას უნდა ნიშნავდეს თუნდაც ვახო სანაიას გალანძღვა, ის ხომ საკუთარ აზრს გამოხატავს ფეხბურთზე, ან გვარამიას იგნორი, რომელიც ასევე ფეხბუეთზე წერს თავის მოსაზრწბას. რა გამოდის, რომ გულშემატმუვარი ან ნაცი უნდა იყოს ან ქოცი? ეს ქვეყანა და ეს სპორტი ყველასია! გულშემატკივრობის დროს მაინც ნუ ვიქნებით პოლიტიკოსები,გუღშემატკუვრები მართლაც მტრობენ ერთმანეთს ინგლუსშიც კი, მაგრამ სხვადასხვა კლუბების კუთვნილების გამო და არა მათი პოლიტ.გემოვნებისთვის, რუსეთშიც კი ტრიბუნებზე დაპირისპირება მხოლოდ მათი განსხვავებული კუმირების გამოა. ეგ მოსული თემაა, მაგრამ ის ეაც ჩვენ გვჭირს სრული ფსიქოზია.
vaxo
ცქიფო! გიორგი დევდარიანი.
რუბინო
დარწმუნებული ვარ კვარასთვის კარგი გინდა, მაგრამ ეგ ე.წ. პროექტი უტოპია და და რბილად რომ ვთქვათ არასერიოზულია, ვშიშობ ახსნას აზრი არ ექნება.
ემიგრანტი
კაი იქნებოდა მასე მარტივად რო იყოს უბრალოდ ციფრულ სამყაროში უსაფრთხოებაზე რა მოგახსენო
Maximus
გუშინდელი თამაში იყო სრული მარაზმი და ეს ყვლაფერი არაფრის მაქნისი ფედერაციის დამსახურებაა... რაც ეს ვაჟბატონები მობრძანდნენ, მას შემდეგ ჩვენი ფეხბურთის სრული დასასრულის დასაწყისი დაიწყო და ასე მივექანებით უფსკრულის ფსკერისაკენ(თუ უკვე არ ვართ ფსკერზე). მაგრამ მთავარი ხომ ფედერაციას ესენი აკონტროლებენ, ბუიჯეტი გაიხადენ საკუთარ ჯიბედ, ხალხის ფული ,ესეიგი ჩვენი ფული და ჩვენ თურმე პროტესტის გამოხატვის უფლებაც არ გვაქვს, თუ არა და გვეშინოდეს ბატონ ცქიტიშვილის ან იაშვილის და მათი ძმების ბლატავის. ჩვენ ნამდვილი გულშემატკივრები მეტი ღირსები ვარ...
123
ტიპი გაგნებაში არაა რანაირადაა მაგარი მწვრთნელი ესეიგი გაგებაში არა ხარ შენც
სოსო
ეეჰ,სანიოლ,ვითომ ახალი სისხლი შეუშვი,წუხელ,მოედანზე მაგრამ რომ შევხედე,უსისხლოებად მომეჩვენნენ.ასეთი პირველი ტაიმი,ჩვენი ნაკრებისაგან, არასოდეს მინახია და იმედია ვეღარც ვნახავ.წიტაიშვილი რატომ არ ათამაშა,ან მასზე,რატომ არაფერი თქვა,არ მესმის.განმარტებას ნამდვილად იმსახურებდა.

ესპანეთში გულშემატკივრები ხომ ესწრებოდნენ, რატომ არ დაუშვით მენაგვეებო ბათუმში თუნდაც 100 კაცი, ეს ხომ შემთხვევით არ მომხდარა ???????????????????/
მაღარიჩა
გეთანხმები რაც დაწერე გარდა ბოლო ნაწილისა საშა ჩივაძე და გიო ქინქლაძე ვერასდროს ვერ იქნებიან კარგი მწვრთნელები განსაკუთრებით ჩივაძე რომელიც არის ლოთი და არაფრის მაქნისი დღესდღეობით
გიორგი
ნატვრა - 1. ვინმე დაელაპარაკოს თავიდან იუვენტუსსა და სხვა კლუბებს კვარას შესახებ. 2. რასაც გადაიხდიან, 5 მილიონიც რომ იყოს, უნდა დათანხმდნენ და კვარა რუბინიდან უნდა გამოისყიდონ. 3. რუბინიდან გამოსასყიდი საჯარიმო თანხა კვარას მენეჯერს რომელიმე ქართულმა ბანკმა უნდა ასესხოს. მალევე დაუბრუნდებათ. რას იტყვით?
გიორგი
ყველაფერში გეთანხმები მწვრთნელების ამბის გარდა. ვილი სუსტია, მაგრამ ჩამითვლილი ქართველები კიდევ უარესია. საფეხბურთო მაფიისთვის ქართველები სჯობს.
Zaza
1. კვარაცხელია უნდა ჩამოსულიყო და ნაკრების ექიმებს გაეკეთებინათ დასკვნა დეუძლია თუ არა თამაში! თუ ვინმეს ეჭვი ეპარება ამ შაბათ კვირას რუბინის თამაშსი არ გამოგრჩეთ… 2. ჩაკვეტაძე ამ კონდიციებშიც კი ათი თავით მაღლა დგას კონკურენტებზე და მინიმუმ 1 სრული ტაიმის თამაში ორივე შეხვედრაში თავისუფლად შეეძლო. 3. იგივე ითქმის მიქაუტაძეზე თუმცა ჩაკვესგან განსხვავებით ის მზად იყო ორივე თამაშში 90 წუთი ეთამაშა. 4. იგივე ითქმის წიტაიშვილზე რომელიც საერთოდ დამატებით გამოიძახა. ბოლოს და ბოლოს ბიჭი მსოფლიოს ჩემპიონია! 5. კვეკვესკირი თავის პოზიციაზე საუკეთესოა თან მაგარ ფორმაშია. რატომ არაა ნაკრებში? 6. ლევან შენგელია! ბევრი შემტევი გვყავს ისეთი რომელიც ბელგიაში თამაშობს და ყველა თამაშში გოლი გააქვს?! 7. ბათუმის ფეხბურთელების უმრავკესობა იგივე ნიკა ნინუასთანაც კი ვერ მოვა ახლოს! რა უნდათ მათ ნსკრებში და მითუმრტეს ძირიღად შემადგენლობაში როცა ჩაკვე, მიქაუტაძე და წიტაიშვილი სკამზე გყავს?! 8. როდის იყო ქართულ გუნდებს რაიმე წარმატებისთვის მუეღწიოთ ე.წ. “აწოწილი” მარტო ფორვარდით წინ? ეს არ არის ჩვენი თამაში! 9. მამარდაშვილი პირველი და ერთადერთი ქართველი მეკარეა ესპანეთში და ზოგადი ასეთ დონეზე და წერტილი. 10. სტადიონზე თუნდაც მხოლოდ ვაქცინირებული გულშემატკივარი უნდა დაეშვათ! 11. დარწმუნებული ვარ ეს მონენტები რომ გაეთვალისწინებინათ კოსოვოსთან 3 ქულისთვის ვიბრძოლებდით ხოლო ესპანეთთან უბრალოდ ვიბრძოლებდით და ბრძოლაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. პ.ს. ბევრს ვფიქრობ ვინ შეიძლება ისეთი დაინიშნოს მწვრთნელად რომ ეს ელემენტარული ჭეშმარიტება ესმიდეს? ალბათ შოთა არველაძე, საშა ჩივაძე ან გიო ქინქლაძე.
ან
ორივე თამაში წინასწარ "გაცემული" რომ იყო მაგას მართლა გავს ეს სიტუაცია. კოსოვოზე მაყურებლის დასწრების ორგანიზება სავსებით შეიძლებოდ(ან ვაქცინირებულების, ან ტესტით, ან ჯარი შეიძლებოდა, სხვა ვარიანტებიც იყო.) არ მოინდომეს, ვიღაცას არ აწყობდა. კვარაცხელიას ტრამვა რომ არ აქვს, საიმანოვმა "ჩაუშვა" ნაკრებში მიდისო - არ გააფრთხილეს ეტყობა. მამარდაშვილზე, მიქაუტაძეზე და სხვებზე უკვე დაიწერა. ამდენი შეცდომა შემადგენლობასთან დაკავშირებით, თან წინასწარაც რომ ჩანს რომ შეცდომაა ეჭვს ბადებს, თან საფუძვლიანს. ნუ მოკლედ ნახეთ - ორი კაცი ვისაც პასის მიცემის უნარი აქვს და ნახევარდაცვაში აუცილებლად გვჭირდება ერთი მაინც - კვეკვესკირი და კიტეიშვილი. ერთს საერტოდ არ იძახებს, მეორე საჩქაროდ "იტრამვება" თამაშის დაწყებასტან ერთად, ოღონდ როდის მიიღო ტრამვა არ ჩანს და აგერ ნახავთ გუნდსი რომ ჩავა არაფერი ტრამვა აღარ ექნება და ეგრევე ითამაშებს. სწრაფი გარემარბებიდან - კვარაზე დავწერე უკვე, შენგელიას არც იძახებენ სათამაშო პრაქტიკა არ აქვსო ჯერ ეგ ერთი დაიწყო თამაში და გოლიც გაიტანა და მეორეც, გამოიძახე და ნახე იქნებ მზადაა ის კაცი? ლობბჟანიძის "ტრამვები" ხომ უცნაურზე უცნაურია თან ეგ კაცი ანანიძის ნაირი "შუშის" არაა და რაღაც არ მახსოვს ადვილად იტრამვებოდეს. ეგეც ეგრევე ითამაშებს სანაკრებო პაუზის მერე, აგერ ნახავთ. მოკლედ თუ ეს ყველაფერი საეჭვო არაა, მე არ ვიცი მაშინ. მაინც ვერ გავალთ მაგ ჯგუფიდანო და ხეირი მაინც ვნახოთო მაგას გავს ძალიან. სრული კატასტროფა გვაქვს საკლუბო ფეხბურთშიც და საერთოდ ყველა მიმართულებით და ყოველ წელს მდგომარეობა უარესდება. გარეკეთ ეგ მავნებელი ფედერაცია სანამ შეუქცევადი არ გამხდარა სიტუაცია.
გელა
ეს ფედერაცია მაშინ იყო დასაშლელი როცა ერთალიგის ფინალი ასე სამარცხვინოთ წაგეს მერე სომხებთან წაგება მიაყოლეს და მერე ბავშვებს ურტყეს და აგინეს გასაპროტესტებლად რომ იყვნენ მისულები ფედერაციაში და მუჯირი რომ გამოვიდა და თქვენი გულშემატკივრების ბრალიაოო აი მაშინ მაგრამ ამათ იციან რომ 10 000 20 000 კაცი არ გამოვა მიტინგზე ამათი პარპაშის გასაპროტესტებლად იციან რომ ჟურნალისტური გამოძიებები და გადაცემები არ მიეძღვნება ამათ კორუფციას კობიაშვილმა ყველა უსაქმური და კარიერა დამთავრებული ფეხბურთელ 9 კლასის ატესტატებიც რო არ აქვს ბევრს და ბირჟაზე რო იდგნენ გუშინ ფედერაციაში მიყვანა და თანამდებობებზე დანიშნა და არის საძმო განცხრომაში პასუხს არავინ თხოვს ხალხი მარტო სოციალურ ქსელებში აკრიტიკებს გარეთ გამომსვლელი არავინ არ არის და გულაობენ ფულს შოულობენ და თრობაში არიან.
ზურა
ესეც კობიაშვილის ფედერაცის 6 წლიანი მუშაობის შედეგი !! არველაძებს რომ აგინებდა ნახევარი საქართველო ქეცბაიას და სიჭინავას მაშინ არ ამბობდით კალა და კობი უშველიან ქართულ ფეხბურთსოო აჰაა ბატონო შედეგი 6 წელია ფედერაცის პრეზიდენტია და წინა მსოფლიოს ციკლი მოგების გარეშე დასრულა და ახლაც 1 ფრე და 3 წაგება და გამზადებულია ჩვენთვის ბოლო ადგილი ამ ჯგუფში რაც შეეხება ერთალიგას ეგ კობიაშვილის დამსახურებით არ გაკეთდა ეგ გააკეთა უეფამ და სუსტ ნაკრებებს მისცა შანსი და იქაც ვრაფერი ვქენით და იქაც ბევრი რამ იყო საეჭვოო ფინალური მათტჩის წინა პერიოდში რაც მატჩამდე მოხდა. ქეცბას მე-4 ადგილზე რომ ნერვი მოეშალა მთელს ქართულ გულშემატკივრობას და ჟურნალისტებს არც ვაისზე არ იღებდა ბევრი ხმას ვინც მაშინ ქეცბას აგინებდა და ახლაც როცა ყველა ვხედავთ რომ ამ მიდგომით და ასეთი დამოკიდებულებით რაც ნაკრების ხელმძვანელობას აქვს ბოლო ადგილია ჩვენთვის გამზადებული აქაც ბევრი არ იღებს ხმას სამწუხაროდ ბევრი ვეტერანი ბევრი ჟურნალისტი და ექსპერტი კვალვ კოჭს უგორებს ფედერაციას ვაი და ვინმეს რამე არ ეწყინოს გატრუნულები არიან.
źaza
ფედერაცია გადადგესო?დდ სანამ არ გამოყრიან მაგათ მაქედან რომელი წავა მაყუთს შოულობენ ტყუილუბრალოდ კიარარიან და კარმუშკას თავისი ნებით ვინ დათმობს.
გია
ახალი სისხლი მოგივიდა,წიტაიშვილი,მაგრამ დასვი და ვინც გითხრეს ის ათამაშე. მოიშორე ქართველები შტაბიდან და მიხედე საქმეს
ვარაუდი
გუშინ რაც ნაკრებმა ითამაშა იყო სამარცხვინო, რადგან მგონია რომ ოდნავ უკეთ თამაში შეგვიძლია. თუმცა მთლიანობაში მაინც გვყავს საშუალოზე დაბალი დონის ნაკრები, ყველა ფორმაში რომ არის მაშინაც. თუ ახალგაზრდა ფეხბურთელები სწორად განვითარდნენ 2026–27 წლისთვის საშუალო დონის ნაკრებად შეიძლება ჩამოვყალიბდეთ – ბოსნიის, სლოვაკეთის, სლოვენიის და ა.შ დონის ნაკრებად. ტოპ 20 ნაკრებში კიდევ მანამ ვერ შევალთ სანამ საქართველოს ორი გუნდი მაინც ევროპალიგის გაზაფხულის ეტაზე არ ითამაშებს სტაბილურად. გრანდი კიდე ვერასდროს ვერ გავხდებით, რადგან ადამიანური რესურსი არ გვეყოფა.
kaxa
სანამ თქვენნაირი პოლიტპრასტიტუტკები იქნებიან ჭურნალისტებად, მანამდე ესეთი თქვენნაირი უჯიშო გუნდი გვეყოლება მედია საქონლებო

ხიზანიშვილი რატომ შეტენეთ ფედერაციად წოდებულო ბირჟავიკებო და ფულის მონებო ????????????????? მაგას ნამუსი კი არა აქვს, სადაც მუქთა ფულია იქ არის..............
gori
ჩვენმა სანაქებო უვარგისმა ფედერაციამ, საქართველოში მწვრთნელების სასაფლაო დააარსა
სანტო
ეს ჩბეულებრივი საქმეა ჩვენში. მწვრთნელის შერჩევა განპირობებულია მისი მორჩილების ხარისხზე, დამოუკიდებელი აქ ვერ იქნება. ფედერაცია წყვეტს ყველაფერს, შემადგენლობიდან დაწყებული, სათამაშო დროით დამთავრებული. კობიაშვილი რათქმა უნდა თემაშია, მაგრამ არჩევნებია და შედარებუთ პასიურია, ამ ვაქხანალიაში დომინანტია იაშვილი და მისი "ფეხი" ხიზანა.
dato
სტადიონებს იმიტომ აშენებს რომ მაქედან კარგი ფული რჩება მას და მის საახლობლოს )
zaza
მამარდას დაყენება არ იქნებოდა სწორი, ესპანელები მაინც ამოგვტენიდნენ და მასაც შესაძლოა ვალენსიაში ადგილი დაეკარგა ძირითადში...
გიორგი
რედაქციას: აქ გულშემატკივრები ვსვამთ კითხვებს და თქვენი ვალია იგივე კითხვები დაუსვათ სანიოლს. უთხარით, გულშემატკივრებს სურთ პასუხების მოსმენა-თქო.
გიორგი
რა კოჭი? ფეხბურთელი ჩვენ არ გვყავს და არც მწვრთნელი უქნია ღმერთს. სინამდვილეში 6:0 წავაგეთ თამაშით, სომხებივით.
kako
რა ჩაბრაძე სირცხვილია,მთელი თამაში კიკინებს ისწორებდა,თფუ მაგის
გიორგი
იორიოდე გამონაკლისის გარდა, ფეხბურთელი არ გვყავს. იმას ვგულისხმობ, რომ ფეხბურთელი უპირველესად ათლეტი უნდა იყოს და ბრძოლის სურვილი და უნარი უნდა ჰქონდეს. მაგრამ არც ნორმალური მწვრთნელი გვეღირსა, რომ ამ უჯიგროებს ცოტა რაღაცა გაუღვიძოს. მწვრთნელმა სულ ცოტა ის მაინც უნდა ჰქნას, რომ საუკეთესონი გამოიყვანოს მოედანზე. ანდა, როცა აგებ, შეცვლა რომ უნდა გააკეთო ძნელი მისახვედრია? არაა აუცილებელი შეცვლამ გაამართლოს, მაგრამ ვინც მოედანზეა ის რომ ვერ ინძრევა ამას ვერ ხედავ? გამოცვალე მაინც, რომ დაგვანახო, რომ შენც ხედავ იმას რაც ცხადია. ეს სიჯიუტე გგონია მწვრთნელობა?
IRAKLI
იქნებ და კოჭი გაუგორა ესპანელებს, ვინძლო და ჩვენს ნაკრებში რომელიმე ნორმალურმა არ ითამაშოს და რამე სასწაული არ მოახდინოსო, თან რაღა ესპანეთთან მაინც და მაინცო:)
დათო ემიგრანტი
მე ფედერაციის ადგილზე ან გადავდგებოდი ან დასაწერია დეტალური პროექტი საქართველოს ფეხბურთის განვითარების.ჩვენი ფეხბურთის სტილმა ამოწურა თავი. კობიაშვილო სტადიონების რომ აშენებ ,ბავშვთა მწვრთნელებსაც სჭირდებათ სწავლა და განვითარების ამაღლება.17 წელია წამოსული ვარ საქართველოდან უკრაინაში და ბავშვთა ფეხბურთი რა დონეზეც იყო იმ დონეზე დარჩა.როცა ადამიანს (კობიაშვილო) გინდა წარმატების მიღწევა ,კვდები და მაინც აღწევ,შენ კი არ ხარ მონდომებული!!!
გიორგი
არაა მასე. აქ ხალხი წერს, რომ კარგი ფეხბურთელი ძალიან ცოტა გვყავს, მაგრამ ნორმალურმა მწვრთნელმა ვინც გვყავს ის სჯამზე არ უნდა დაალურსმოს.
ქობულეთიდან
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იმას რით ახსნის ეს კაცი რომ კოსოვოსთან სამარცხვინოდ წაგებული მატჩის ერთადერთი ნათელი წერტილი - წიტაიშვილი რომ სკამზე დატოვა?
გიორგი
მწვრთნელმა უნდა მაქსიმალურად გამოიყენის ის, ვინც ჰყავს. მითუმეტეს როცა სულ 3-4 ფეხბურთელია ნაკრებში. დანარჩენი სივრცის შესავსებად კი გამოდგება.
გიორგი
რედაქციას, აბა უხამაობას არ ვაქვეყნებთო?
გიორგი
მეც შევამჩნიე :-) მოთუნთულდა ბიჭი.
თენგო
ესპანეთთან ნაღდი გაგვყიდეს სხვას ვერაფერს მოიფიქრებს კაცი
Emigranti
PS ხო და კიდევ, მამარდაშვილი რომ ,,თვითნებურად და უტიფრად,, არ წასულიყო ვალენსიაში და ღრუსეთში ყოფილიყო გასაყიდად გამზადებული, შანსს მისცემდნენ კოსოვოსთან ან ესპანეთთან. რა თქმა უნდა ვალენსიას ოფიციალურ გვერდს არ გამოეპარებოდა ეს და აღნიშნა კ8დეც რომ შანსი არ მიეცა.
გიორგი
ფეხბურთელები არ გვივარგა, მაგრამ ეს ვილიც ვერ გამოდგა. გარტყმაში არაა. ვინც ჰგავს, იმასაც ვერ იყენებს.
ფედერაცია უნდა გადადგეს!!!!
ფედერაცია უნდა გადადგეს!!!! ფედერაცია უნდა გადადგეს!!!! ფედერაცია უნდა გადადგეს!!!!ფედერაცია უნდა გადადგეს!!!! ფედერაცია უნდა გადადგეს!!!!ფედერაცია უნდა გადადგეს!!!!ფედერაცია უნდა გადადგეს!!!!ფედერაცია უნდა გადადგეს!!!!ფედერაცია უნდა გადადგეს!!!!ფედერაცია უნდა გადადგეს!!!!ფედერაცია უნდა გადადგეს!!!!
ანდრია
ქვეყანა,საიდანაც ერთი ჟურნალისტიც კი ვერ ახერხებს წაყვეს ნაკრებს ესპანეთში მსოფლის შესარჩევ მატჩში და პრესკომფერეციაზე მაინც კითხვები დაუსვას მწვრთნელს ვერაფერს მიაღწევს.ან თუ ახლდა და ვერ დაუსვა კითხვები რატომ არ ათამაშა წიტაიშვილი და რატომ მოხვდა წიტაიშვილი ნაკრებში მხოლოდ კვარაცხელიას ჩამოუსვლელობის გამო,რატომ არაა კვარაცხელია ნაკრებში როცა მისი კლუბის დირექტორი ამბობდა რომ,ის ნაკრებში მოდიოდა,რატომ არაა კვეკვესკირი როცა ცენტრალურ ზონაში სრული კატასტროფა იყო ორივე მატჩში,ან რატომააა ნაკრებში დაუშვილი როცა,მის პოზიციაზე ამხელა პრობლემაა და არცერთი წუთი არ მისცემია სათამაშოდ,რა,დებიუტანტია,ვერ გარისკა და მხოლოდ ამხანაგურზე,გამოსაცდელად სჭირდება?რა პრინციპით მოხვდა ნაკრებში ბათუმის,რომელიც ვერცხლის პრიზიორია 8 ფეხბურთელი ნაკრებში და მაგალითად ჩემპიონი დინამოს ვერცერთი?დავიჯეროთ დინამოს ისეთი და იმდენი ხარისხიანი ლეგიონერი ყავს რომ,მათი დამსახურებით გაჩემპიონდნენ?რატომ არ წაიყვანა ნაკლები პრაკტიკის მიზეზით ზოგი ფეხბურთელი და ასეთივე უთამაშებელი რამოდენიმემ ორივე მატჩი სასტარტოში დაიწყო,სადაა ლოგიკა?
გია
რა გახდა ერთი კარგი, პროფესიონალი მწვრთვნელის მოყვანა? ოღონდ მკაცრი უნდა იყოს და არა ძმაკაცური გაგების. ჩემი აზრით ფეხბურთელებს უნდა დაუკლონ ხელფასები და ეგება მერე მაინც, გაანძრიონ ერთი ადგილები.
გიორგი
მასეა. სისხლი რაც გაქვს იმასაც რომ არ იყენებ, ენა მაინც უნდა გააჩუმო, ვილი-ჯან.
თენგო
აქაც პოლიტიკამ ხომ არ შეაღწია? დაპირისპირება? ასე არასდროს უთამაშიათ
გიორგი
სრულიად გეთანხმები. სანიოლის მთავარი პრობლემა ისაა, რომ პირველ ნახევაეს რომ წვაგებთ, მეორეს ზუსტად იგივე შემადგენლობით იწყებს. არადა, სკამზე ყოველთვის უკეთესი ფეხბურთელი უზის, ვიდრე მოედანზე ჰყავს გაშვებული.
ქართველი
ფეხბურთის აზრზე არ ხარ ვილი ან შეგნებულად თავს იდებილებ. კოსოვოსთან ვინ კარგად ითამაშა და ვინ ცუდად ვერ გაიგე ეტყობა. ეს აბურჯანია და ჩაბრაძე რას ამოიჩემე დაასვენე მაინც. ერთადერთი ნათელი წერტილი წიტაიშვილი საერთოდ არ შეიყვანე. უკვე რო დაახვიო ნაკრებიდან ამ სულელური შემადგენლობისთვის დროა
gori
ჩვენმა სანაქებო უვარგისმა ფედერაციამ, საქართველოში მწვრთნელების სასაფლაო დააარსა
ემიგრანტი
წიტაიშვილი ახალი სისხლი არ არის კოსოვოსთან ყველაზე კარგად გიო გამოიყირებოდა და საერთოდ არ ათამაშე
Emigranti
ფედერაცია უნდა გამოიცვალოს ძირფესვიანად, აირჩიოს ხალხმა პრეზიდენტიც ვიცეპრეზიდენტიც მოადგილეც და ყველა წამყვანი თანამდებობის პირი. ელექტრონული ხმის მიცემის წესით იქნება მარტივი და უსაფრთხო, ეს ძმაკაცური მმართველობის კლანიც აღარ იქნება. ისე მწვრთნელების ცვლას და ახალი მოედნების გახსნას აზრი არ ექნება.
არტ
უტიფრობის მაგალითი. შენი ბრალი არაფერია არა? სერიოზულად ვილი?! ქართველი გილშემატკივარი დებილია არა? მიქაუტაძეს ცოტა დრო ეძლევა თურმე თავის ვუნდში და ორ ტაიმს ვერ ითაშებს. რა სისულელეა - ტრამვა არ ქონდა და ჩვეულებრივად ვარჯიშობდა საფრანგეთში რაის ორ ტაიმს ვერ ირბენდა!გამოგეყვანა თავიდან და თუ ვერ ირბენდა შეცვლიდი, სამით ნოლს ელიდებიდი? წიტაიშვილი სად იყო? ისიც ვერ ირბენდა ორ ტაიმს? საერთოდ რომ თამაშის ხალისი არ ეტყობოდათ ფეხბურთელებს ორივე მატჩში რით აიხსნება ნეტა იმ ფონზე რომ პირველ მატჩებში ასე ნამდვილად არ იყო. იმით ხომ არა, რომ მანდ გუნდში რაღაც ხდება. და ამას ხედავენ? წამყვანი მოთამაშეების " ტრამვებიც" მაგით ხომ არ აიხსნება (თავის გუნდებში ყველა მათგანი სამ- ოთხ დღეშივრომ ითამაშებს ეჭვიც არ არის) ერთი სიტყვა ბოდიშის, პასუხისმგებლობის აღების. მოკლედ რა ეგ და ფედარიციის ხელმძღვანელობა. და ბოლოს ამ ორი თამაშის შემხედვარე- ან სანიოლი უდაბლესი დონის მწვრთნელია, ან ვიღაც სხვა ხელმძღვანელობდა მანდ ან წინასწარ "გაცემული" იყო ორივე თამაში. არ ამოვიღოთ ხმა არავინ , პასუხს ნურავის მოვთხოვთ იმისთვის რაც ქართულბფეხბურთში ხდება ყველა დონეზე და მერე რაღაცეები გაგვიკვიდეს!!!
ვვვ
ახალი? მე მგონი, უბრალოდ, სისხლი.
ნიშადური
მე ხომ ვამბობდი ერთი-ორი კარგი მარკშეიდერი გვჭირდებათქო, ხომ ვამბობდი...
dm
2 წლით ხარ მოსული და ექსპერიმენტების დრო გაქვს? გვეღადავები?
ქართველი
ეს შემადგენლობა და ტაქტიტა თუ ამის შერჩეეულია, რაც დროზე წავა ნაკრებიდან ჯობია, აზრზე არ არის მასტი და თუ ხიზანამ დაუყუენა, რისი ალბათობაც ძალიან მაღალია, მაშინ იმაზე სწრაფად უნდა წავიდე ვიდრე პირველ შემთხვევაში.....
შე.ჩე.მა!
მსოფლიო შესარჩევს ვთამაშობთ და კომენტატორები! იძახიან ეს ციკლი მომდევნო ტურნირის მოსამზადებლათ გამოვიყენოთო. არ გრცხვენიათ?! ვიცი რომ შანსი 0_ის ტოლია.
თენგო
მამარდაშვილი, ჩაბრაძე, კაშია, გიორბელიძე, კანკავა, ჩაკვეტაძე, კიტეიშვილი, კვარაცხელია, წიტაიშვილი, ლობჟანიძე, მიქაუტაძე - ეს ნაკრები ნებისმერ ნაკრებს დაანამუსებს! მაგრამ ორი დიდი პრობლემა: 1- ესენი ერთად რა ვიცით როდის შეიკრიბებიან 2- მინიმუმ 8-9 კაცი გვინდა კიდევ ამათი სრულფასოვანი შემცვლელი
ლევანი
კარგით ხალხო, როდემდე უნდა დაუშვათ ერთი და იგივე შეცდომა! - რომელი მწვრთნელის ხელში გავედით ჯგუფიდან? რა შუაშია მწვრთნელი?? როგორ არცერთი არ ვარგოდა: ჩივაძე, ტოპმიულერი, ყიფიანი, ძოძუაშვილი, კუპერი, ის ფრანგი რო იყო, ცხადაძე, ქეცბაია....ფეხბურთელების კლასზეა აქ საუბარი. და მწვრთელზეც რა თქმა უნდა მაგრამ გარკვეულწილად. აცადეთ ჯერ 3-4 თამაში ჩაატარა, ჯერ გაიდლაინებით ადრეა ბოღმის მწვრთნელზე გადატანა და ლანძღვა, ეგ მე-7 ან მე-8 თამაშის მერე შეიძლება.

დაიწყო ამანაც ნაცნობი ლაპარაკი. ყველამ კარგად იცის ჩვენი სათამაშო პერსპექტივა და აქ მართლა ფულის გულისთვის მოდის, თორემ საქართველოს წარმატება უტოპიაა უკვე დიდი ხანია
ქ. გ.
ბულგარეთთან გადამწყვეტი ამხანაგური შეხვედრის წინ დაასვენა და შეინახა ძირითადი ფეხბურთელები.
თენგო
წიტაიშვილი სად არის? ერთადერთი კაცი რომელსაც შეეძლო რაღაც???
სოსო
აბსოლიტურად გაუგებარია წიტაიშვილის -კოსოვოსთან ერთადერთი ნათელი წერტილის საერთოდ არ გამოყვანა!! არც კომენტარი, არც განმარტება, გაუგებარი და არაადექვატურია ჩემთვის. რამე დააშავა? ტრავმა მიიღო? არ ემორჩილება მწვრთნელს?? არ ჯდება მონახაზში?(თუ არსებობს საერთოდ მონახაზი და გეგმა, რომელსაც ჩვენები ასრულებენ?)და საერთოდაც, თუ ერთი ოფიციალურ მატჩი მწვრთნელს 1 ან 2 ახალი მოთამაშის დასატესტად/დასადგენად ჭირდება, მასე 3 ჯგუფური ტურნირი(6 წელი) არ გვეყოფა რომ ბოლომდე გავიდეთ და ტესტირებას მოვრჩეთ წაგებული ოფიციალური თამაშების ხარჯზე. ამხანაგურები და შეკრებები იმისთვისაა, რომ ნორმალურმა მწვრთნელმა ოპტიმალური შემადგენლობა შეკრიბოს და რაღაცა გამოუვიდეს თამაშის/ბრძოლის მსგავსი, თუნდაც მეორე ტაიმში რა გამონათებებიც იყო(მოგებაზე და ფრეზე აღარ არის ლაპარაკი საერთოდ)
ქუთაისი
ახალი სისხლი ჭირდება! ხვადაგიანი აგვაშენებს თურმე! და ძველს იყენებ?! სად არის კვეკვესკირი! აბურჯანიას არ ჯობია?! რატო არ ათამაშებ მიქაუტაძეს სასტარტოში! ქვილითაია უკეთესია?! რატო არ ათამაშე წიტაიშვილი მეორე ტაიმი მაინც... და რატომ არ გყავდა გამოძახებული ნაკრებში თავიდანვე კვარაცხელიას მაგივრად რომ დაუძახე მერე! ძარია და ალთუნაშვილი მაგაზე უკეთესები გყავს?! რისი ახალი სისხლის თავი გაქვთ,როცა იმასაც კი ვერ იყენებთ სწორად რაც გაქვთ!
eeeeee
რეებს ბაზრობს? სულ გაუბერა? მსოფლიოს შესარჩევის თამაში იყო, ამხანაგური ხომ არ ყოფილა! ესე ხელაღებით მთელი გუნდი შეცვალო, როგორ შეიძლება! ზუსტადაც რომ, ვინც შესაცვლელი იყო ისინი არ შეცვალა. საერთოდ აბსურდული სიტუაციაა, თუ ფეხბურთელს არ შეუძლია 90 წუთი თამაში დააყენე თავიდანვე და მეორე ტაიმში შეცვალე! ვინაა ზარია? ან მამუჩაშვილი? არ ჯობდა თავიდანვე მიქაუტაძეს და ჩაკვეტაძეს დაეწყოთ?
კაკოიე
საქართველოს ჩემპიონატის ხალხი გასაგდებია ნაკრებიდან და მხოლოდ ჩვენი საამაყო და პატივცემული, უდიდებულესი ლეგიონერები უნდა ვათამაშოთ!ელიგის ჩამორჩენილი ხალხი ამ პრადვინუტ ლეგიონერებს ფეხებში ებლანდებიან და ამიტოამც მარცხდება სულ ჩვენი საამაყო ნაკრები!
aburjga
მართლაც ძალიან საინტერესოა რატომ არ ათამაშა წიტაიშვილი??!! როცა დამაშის ბოლოს მე-5 გოლი გაგვიტანეს გული ძალიან დამწყდა იმიტომ, რომ 4:0 წაგება მქონდა ნაწინასწარმეტყველევი. დღეს კი აღმოჩნდა რომ 4:0 დამტავრებულა!!! ვაა?!
ირაკლი
არ არის ეს კაცი რეალურად ნაკრების მწვრთნელი, არა არც დიდი პროფესიონალიზმით დაიკვეხნის, მაგრამ რეალურად უფრო კატასტროფილი სიტუაცია გვაქვს, რადგან არაფრისმცოდნე ხიზანიშვილი აყენებს შემადგენლობას, მას აქვს ჩაბარებული ეგ პოსტი ფედერაციიდან და მიტომაც თახსირდება გუნდი ასე საშინლად. და საერთოდ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ადგილი დიდი ფულის გაჭრის საშუალებად იქცა კარგა ხანია.
Master
პირდაპირ არ უთქვამს მაგრამ ვაისივით ესეც გვეუბნება რომ ფეხბურთელებს არანაირი მონდომება და მოტივაცია არ აქვთ.ეს სისხლში გვაქვს ქართველებს გულგრილობა და დაკიდება.ამას ვერანაირი მწვრთნელი ვერ უშველის.ფეხბურთელების დეფიციტის ფონზე უგულოდ თამაში შედეგს ვერასდროს მოიტაბს.შემთხვევითია რო აღარ გვახსოვს ხვიჩას გარდა ნაკრებში ბოლოს გოლი ვინ გაიტანა ოფიციალურ თამაშში?არის ხვიჩა არის მუხტი და მოტივაცია.არაა ხვიჩა გუნდი იმპოტენტი ხდება და წინასწარ ეგუება მარცხს.ეს მენტალიტეტის პრობლემაა ზოგადად.
მენტალისტი
ნუ პროფესორობთ ძალიან გთხოვთ, ერთი თვის წინ მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი იყო და დღეს როგორ გახდა ასეთ არაფროფესიონალი? ცოტა თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ გულშემატკივრებიც. მწვრთნელის რა ბრალია თუ ფეხბურთელს არ შეუძლია. სამწუხაროა მაგრამ ეს არის დღევანდელი ჩვენი დონე, თუ კვარა და ჩაკვე არ არიან ფორმაში სულ ასე ვთამაშობთ, ჩრ.მაკედონია გავიხსენოთ. ესპანეთისთვის ჩვენ ვართ, ისე როგორც გიბრალტარი ჩვენთვის. ვილი ყველას შანსს აძლევს ვინც ოდნავ მაინც იმსახურებს. იმედია მომავალში რამდენიმე ძველ უქნარებს არ გამოიძახებს და ახალი გუნდის შენებას დაიწყებს.
†„ოცნებების სასაფლაო"
ვილის დაეტყო ხინკალი ღიპზე - ფედერაცია შემოჯდა ჯიპზე, ხალხი დაგვტოვეს ჩაკლაკა ვირზე!
რაგბის ფანი
ახალი სისხლი კი არა, ვისაც თამაში შეუძლია იმათ არ ათამაშებ. ყაზაიშვილი-აბურჯანია-ქვილითაია კი ლამის საგვარეულო შეგვაზიზღეთ მთელ ერს.
ჟორა გაბრიჭიძე
მუდმივად გავიძახით ნიჭიერი ახალგაზრდობა მოდისო და გვავიწყდება, რომ დიდი სპორტსმენი ეს 1% ნიჭი და 99% შრომაა. თუ მოდის და ვერ მოვიდა ე.ი. შრომა დააკლო. გავიძახით ხვიჩას ეს ყიდულობს ის ყიდულობს, ტოპ გუნდში უნდა ითამაშოსო, 17 წლის სომეხი კი სპარტაკის ძირითადშია და რუსეთის ნაკრებშიც ითამაშა. არის ასეთი ფრთიანი გამოთქმა "უნიფხვო კაცს ყლე ეგრძელებოდაო" ისეა ჩვენი საქმე.
irakli
სანიოლზე როგორ იძახით დიდი ვერაფერი მწვრთნელიაო? მიკვირს. კაცი საქართველოში გადმოცხოვრდა. ეროვნული ლიგის თამაშებს ესწრება. ახალგაზრდებს შანს აძლევს და იძახებს. ყველას აკვირდება. ყველაფერს აკეთებს. რამის 9 თავდამსხმელით თამაშობს როცა ფორმაში არიან ფეხბურთელები მეტი რა ქნას? და რა უნდა გააკეთოს მეტი მწვრთნელმა?
დათო
არც პროფესიონალი ფეხბურთელები გვყავს დავით
იკა პსჟ
პირადად ჩემი აზრით, სანიოლის ერთადერთი შეცდომა ის არის, რომ ლორიას არ ცვლის. და კიდე არი რამდენიმე მოტამაშე ვინც ამოწურეს ყველაფერი. აღარ შეუძლიათ მეტი და მორჩა. კვარას, ჩაკვეს იმედი მაქვს და კიდე 1-2 ფეხბურთელის. და მამარდაშვილის. დანარჩენი არაპროფესიონალიზმია და 0.
იკა
ბოლო ბოლო ესპანეთია რა შედეგები მოგინდათ? ის ამხანაგური იყო რო გაგვივარდა რაღაცა. 100 დან 100 მოგვიგებენ ნებისმიერი ანგარიშით.
321
სანიოლი ძაან მაგარი მწვრთნელია მარა ნაკრები არაფრად არ ვარგა. სანიოლი კი არა გვარდიოლა და ანჩელოტიც რომ მოვიდეს უარესი იქნება.
Martali
Reebs laparakobs? Am kacs qartuli pexburti Rom adardebdes chakvetadze mikautadze da mamardashvili 3mives atamashebda. Zaan uazro gadacyvetilebaa Rom tuki pexburteli gundshi 90 cuts ar tamashobs nakrebshic ar unda itamashos?
rezi
წიტაიშვილი სად დამალე...ან ეს შემოდგენლობა ვინ გირჩიააა////????
ლშა
რანაირი ხალხი ვართ ეს ქართველი გულშემატკივარი , ჯერ იყო და პირველ სამ თამაშზე ჰაერში აიყვანეს და აწიეს ეს კაცი , აი გვეშველაო , ეხლა ორი თამაში მეორე სასტავით ჩააგდო და სულ არაფროფესიონალს ეძახიან . ვაი ვაი
roma
არ გრცხვენია? სახლში წადი რააა
გოგა
სანიოლი ტაქტიკოსი 0 ადრეც ვთქვი, სექტემბერ ოქტომბერში გამოჩნდება რა მწვრთნელიცა როცა მოსაგები თამაშები იქნებათქო და... ვაისზე სუსტი მწვრთნელია რეალურად.
Xr
რა ახალ სისხლზე ლაპარაკობს ეს დეგენერატი მამუჩაშვილი ჩაბრაძე ზარია აზაროვი ლოჩოშვილი ესენი არ არიან "ახალი სისხლი"? ერთბაშად 5 დებიუტანტი ესპანეთთან ოფიციალურ მატჩში პირდაპირ დაღუპეს გუნდი და კიდე იძახის "ახალი სისხლი" , ... თქვენ ხო არ გაბაბანებთ მართლა ???
ბექა
მამარდაშვილმა ვალენსიასთან ერთად ჩემპიონატი და თასი უნდა მოიგოს, რომ ნაკრებში კარში დააყენონ?! თუ დიდხანს მეძინა წუხელ და კვიპროსის ჩემპიონატი
w
ეხლა დაიწყება კობიაშვილის ბრალია სანიოლის ბრალია ყლელა იქნება დამნაშავე ფეხბურთელების გარდა არ გვიყვარს ქართველებს შრომა და ოფლის ღვრა და თანამედროვე ფაეხბურთში მარტო ნიჭით შორს ვერ წახვალ.კომენტატორმა ერთი საინტერესო მომენტი დააფიქსირა როცა ლორიამ ბურთი დაიჭირა მის სიახლოვეს 7კაცი იდგა არცერთი არ გაიქცა და არ გაიხსნა მანაც სადღაც უმისამართოდ გადაგდო ამას ნაკრების მწვრთნელი უნდა ასწავლიდეს.მოგებას რომ ვითხოვთ გადახედეთ სად თამაშობენ ქართველები და რამდენი წუთით. თავიანთ გუნდებში 10-10წუთით რომ თამაშობენ აქ90წუთი როგორ ითამაშებენ.
ნოდო
ჩვენამდე არსად ქონია გამოცდილება მაღალ დონეზე და სხვა რამის იმედი რატომ გქონდათ? ნეგელსმანი გეცოდინებათ რეალშო რო იწვევდნენ მაგრამ იარზე რომ იყო ჯერ კარიერულად უნდა გავიზარდოვო
დაზუსტება
ფედერაცია - ხელისუფლება?
პროფესორ
ბევრად დიდი ანგარიშებითბგვაქვს წაგებულინბევრად ცუდ გუნდებთან. რა გიკვირთ ვერ ვხვდები? ესპანეთმა 6:0 მოუგო გერმანიას 10 თვის წინ!
დათო-რუსთავი
მოაშორეთ ქართველი თანაშემწეები მწვრთნელს. საერთოდ სადაც ქართველია უფროსი ყველაფერში ბარდაგია და ნაცნობობ კორუფციით ყარს იქაურობა . მაგალითად ორ დიდ ქარხანას მოვიყვან შედარებისთვის რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში რუხაძეა მფლობელი და ხელფასებიც დაბალია თან არავითარი უსაფრთხოების წესები ბარდაგია ყველაფერში , აი მეორეს ჰაიდელბერგ ცემენტს უცხოელი ყავს მფლობელი სრულიად საპირისპირო მოცემულობაა , ორივეგან მაქ ნამუშევარი,როგორც ჯოჯოხეთი და სამოთხე ისეა განსხვავება.გამგონი მიხვდება რისი თქმაც მინდოდა ... გთხოვთ ნუ დამბლოკავთ
ტოტტი
30 წელს ზემოთ ყველა გაუშვით ნაკრებიდან.. როცა ახალი მწვრთნელი გვენიშნება პირველ თამაშს მონდომებით თამაშობენ და ამათ ყოველ თამაშზე რო შევუცვალოთ მწვრთნელი იქნებ მერე მაინც გვეშველოს

ტიტუუ აგი ნაციონალი ყოფილა
Xf
გიორგი დევდარიანი რომ გეყოლება და ვიღაც დაუნ უმუშევარ უცხოელს რომ მოათრევ
გუჯი
საქართველოს ნაკრები- ქართული ოცნება
Daviti
არ ვიცი რას,ვისთან ერთად გეგმავთ ბ-ნო ვილი!..მაგრამ თავად თქვენ რომ დიდი ვერაფერი პროფესიონალი მწვრთნელი ბრძანდებით უკვე გამოჩნდა!
ვოოტ
წიტაიშვილმზე ახალი სისხლი ვიღან უნდა გადავისხათ, დაგვცინის ეს კაცი და მიზეზსაც არ ასახელებს, რატომ არ ათამაშა... და გულშემატკივრების მეტი არც არავინ ეკითხება და არც პასუხს თხოვს... სულ არ გამიკვირდება, ხვალ რომ თქვან, წიტაიშვილს აწონვაზე დააგვიანდა და ტურნირიდან ჩაიხსნაო...
ქობულეთიდან
საქართველოს ნაკრები: იმედების სასაფლაო!
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
თურქეთმა უნგრეთს მოუგო - ისევ ესპანეთთან თამაში მოგვიწევს? [VIDEO]
სანიოლი: კვარაცხელიასგან საუკეთესო თამაშს ველი
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
შესარჩევს თურქეთთან თბილისში ვიწყებთ, წელს სომხეთში სტუმრობით - კალენდარი და თავისუფალი ივნისი
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
საქართველოს მეტოქეზე. "ჩვენი და ბასკების გარეშე სენეგალსაც ვერ მოუგებდით" - კატალონიელი პოლიტიკოსი
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
სანიოლის აუხდენელი სურვილი - საქართველოს ნაკრები კვლავ ესპანეთს შეხვდება [VIDEO]
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ